Get All Access for $5/mo

Baia's Homes-ი სექტემბრიდან სასწავლო კურსებს შემოგთავაზებთ

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ეს სასწავლო პროგრამა დაგეხმარებათ იპოვოთ ის, რაც გჭირდებათ წარმატების, თვითრეალიზებისა და სიახლეების წამოწყებისთვის. თუ ახალი პროდუქტის ან მომსახურების შექმნას იწყებთ, ან უკვე გაქვთ და მისი განახლება და გაფართოება გადაწყვიტეთ, ეს კურსი სწორედ თქვენთვის არის.

Baia's Homes-ი უძრავი ქონების სააგენტოა, რომელიც საქართველოში 2022 წელს დაარსდა და მომხმარებელს ინოვაციურ, განსხვავებულ, ვირტუალურ სერვისებს სთავაზობს.

"რეალური ემოცია არის ის, რაც ნებისმიერ ადამიანს მოსწონს. როდესაც მომხმარებელს მომსახურებას სთავაზობ, ისინი შენთან ურთიერთობას ნდობის საფუძველზე იწყებენ. სწორედ მომხმარებლისგან მაღალი ნდობით და ჩვენი გულწრფელობით მივაღწიეთ წარმატებას, ასევე, რა თქმა უნდა, მთავარი გასაღები არის დისციპლინა, კონტენტის შექმნისას აუცილებელია დისციპლინის დაცვა, მუდმივი სიახლე და გაწერილი გეგმა.

კომპანიის ყველა თანამშრომელი ყოველთვის მომხმარებელზეა ორიენტირებული. იმისთვის, რომ ისინი მუდამ კმაყოფილნი იყვნენ, მათთან მუდმივი კომუნიკაცია გვაქვს და ყოველთვის ვიკვლევთ ბაზარს, რაც გვეხმარება იმაში, რომ შევქმნათ უნიკალური და მომხმარებელზე მორგებული პროდუქტი.

სოციალური პლატფორმების გამომწერთა ერთობლივი რიცხვი ძალიან მალე 150 000 ადამიანს მიუახლოვდება, ეს რიცხვი არის ორგანული, ნულოვანი დანახარჯით.

უნდა აღინიშნოს, რომ საკმაოდ რთულია დღეს ნულოვანი დანახარჯით მიაღწიო აღნიშნულ რიცხვს, თუმცა, რა თქმა უნდა, ყველაფერი დამოკიდებულია მონდომებაზე, კარგ კონტენტსა და იმ საბაზისო მარკეტინგული საკითხების ცოდნაზე, რაც დაგეხმარებათ ნებისმიერ სფეროში წარმატების მიღწევაში.

გვინდა ჩვენს გამომწერებს, და არა მხოლოდ მათ, გავუზიაროთ გამოცდილება აღნიშნული კურსით და დავეხმაროთ მათ, გადადგან პირველი ნაბიჯები წარმატების, თვითრეალიზებისა და სიახლების წამოწყებისთვის", - მარიამ ლაგაზაური, კომპანიის სტრატეგიული განვითარების მენეჯერი.

როგორც მარიამი ამბობს, ბრენდის თავდაპირველი მიზანი იყო ორგანული, ნაკლები დანახარჯით დიდი წარმატების მიღწევა.

"ყოველდღიურად შემოდის სასიამოვნო შეტყობინებები, რისთვისაც ძალიან მადლობელი ვართ".

უძრავ ქონებაზე სიახლეების მოსმენას სექტემბრიდან ჩვენთან ერთად ყოველ კვირას რადიო-ტელევიზიაში შეძლებთ, ამის შესახებ მალე ოფიციალური ინფორმაციაც გახდება ცნობილი.

Business News

Yandex სრულად რუსული მხარის საკუთრებაშია - რა ვიცით კომპანიის შესახებ?

აფართოებს თუ არა რუსული "იანდექსი" საქართველოში ბიზნესს?