Get All Access for $5/mo

ესკიმ მულტიბრენდული e-commerce პლატფორმა შექმნა

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

2022 წელს დედაქალაქის შუაგულში მაღაზიის გახსნის შემდეგ "ესკის" გუნდმა მნიშვნელოვანი მისია დაისახა მიზნად - შეექმნათ ელ. კომერციის პლატფორმა, რომელიც მათ სოციალურ საწარმოებს ონლაინაც გააერთიანებდა.

რამდენიმეთვიანი დაუღალავი მუშაობის შემდეგ გუნდმა e-commerce პლატფორმაც შექმნა - მომხმარებელს 30-მდე სოციალური საწარმოს 350-მდე ნივთის შეძენა უკვე შეუძლია ვებგვერდზე - www.eski.ge

როგორც "ესკიში" ამბობენ, მათთვის მთავარი პარტნიორი სოციალური საწარმოების მხარდაჭერა და გაძლიერებაა.

"ვებ-გვერდის შექმნით კი, კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი გადავდგით საწარმოების ცნობადობის ასამაღლებლად და გაყიდვების სტიმულირებისათვის. თანამედროვე საზოგადოებაში ძალიან მნიშვნელოვანია, ვიყოთ მოქნილი, ადვილად ადაპტირებადი და ყველა სივრცეში ხელმისაწვდომი."

Eski.ge-ზე დაინტერესებულ პირებს შეხვდებათ ის სოციალური საწარმოები, რომლებიც მუდმივად ზრუნავენ ეკოლოგიაზე, თანასწორუფლებიანი, ინკლუზიური სამუშაო პროცესის შექმნაზე, ქალებისა და ერთმანეთის გაძლიერებაზე.

სწორედ ამ იდეებსა და ღებულებებზე დაყრდნობით, კომპანიის ფიზიკური სივრცე და e-commerce პლატფორმა აერთიანებს ადამიანებს, რომლებიც უნიკალურ, ხელნაკეთ და საოცრად დახვეწილ ნივთებს ქმნიან.

იდეის მხარდამჭერი, პირველ რიგში, ევროკავშირი იყო, რომელიც სოციალური საწარმოებისა და ზოგადად სექტორის განვითარებას უწყობს ხელს საქართველოში.

სწორედ ევროკავშირის პროექტის ფარგლებში 2024 წლის პირველი მისია გუნდმა წარმატებით შეასრულა და მთელი საქართველოს მასშტაბით, ყველა ადამიანისთვის ხელმისაწვდომი გახადა სოციალური საწარმოების პროდუქტის შეძენა.

კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის სოციალური ინოვაციების პლატფორმის პროგრამის ფარგლებში კი, ჰეკს/ეპერ სამხრეთ კავკასიის ფინანსური მხარდაჭერით ესკის გუნდი პლატფორმის ცნობადობის ზრდაზე ზრუნავს.

"შემოდი www.eski.ge-ზე, დაათვალიერე სოციალური მისიებით შექმნილი 350-მდე უნიკალური ნივთი და ჩვენთან ერთად გაუზიარე მეგობრებს ეს იდეები და ღირებულებები."

Business News

Yandex სრულად რუსული მხარის საკუთრებაშია - რა ვიცით კომპანიის შესახებ?

აფართოებს თუ არა რუსული "იანდექსი" საქართველოში ბიზნესს?