Get All Access for $5/mo

ქართველი მეწარმე ქალები USAID YES-Georgia - ახალგაზრდების და ქალთა მეწარმეობის მხარდაჭერის პროგრამა

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ყველა ვთანხმდებით, რომ ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის საჭიროა ქალიც და კაციც თანაბრად იყვნენ ჩართული ეკონომიკურ საქმიანობაში. დღეს ქალი მეწარმეების რაოდენობა მთელი მსოფლიოს მასშტაბით სტაბილურად იზრდება. მიუხედავად ამისა, საკუთარი საქმის წარმოების პროცესში ქალებს მაინც უწევთ უამრავი დაბრკოლების გადალახვა, რაც ბიზნესის ზრდას აფერხებს. ესენია: კაპიტალის ნაკლებობა, მკაცრი სოციალური შეზღუდვები, შეზღუდული დრო და უნარები. ამ გამოწვევებს განსაკუთრებით მძაფრად გრძნობენ რეგიონში მცხოვრები ქალი მეწარმეები, რომლებიც ხშირად სტერეოტიპების მსხვერპლნი ხდებიან ან არ აქვთ საკმარისი ინფორმაცია და რესურსი საკუთარი იდეების განსახორციელებლად.

მნიშვნელოვანია, რომ ამ ადამიანებს ჰქონდეთ მეტი ინფორმაცია არსებულ შესაძლებლობებსა თუ ფინანსურ რესურსებზე, ხშირად გაუზიარონ ერთმანეთს საკუთარი გამოცდილებები, დაბრკოლებები და პრობლემის გადაწყვეტის გზები. ეს ყველაფერი მოტივაციასა და გამბედაობას შესძენს თითოეულ ქალს, რაც მათ საქმიანობაზე პოზიტიურად აისახება.

დღეს არაერთი საერთაშორისო თუ ადგილობრივი ორგანიზაცია არსებობს, რომელიც საქართველოში მეწარმე ქალებს სხვადასხვა დაბრკოლების გადალახვაში ეხმარება. მათ შორისაა, USAID-ის პროგრამა - "ახალგაზრდების და ქალთა მეწარმეობის მხარდაჭერა საქართველოში" (USAID YES-Georgia), რომელიც 2015 - 2023 წლებში ფონდი "კრისტალის" მიერ განხორციელდა ამერიკელი ხალხისგან მიღებული ფინანსური დახმარებით, USAID-ის და ქალთა გლობალური განვითარებისა და კეთილდღეობის (W-GDP) ინიციატივის ფარგლებში. პროექტს დამატებითი ფინანსური მხარდაჭერა ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია "კრისტალმა" გაუწია.

2015 წლიდან, USAID YES-Georgia ინოვაციების წახალისებით, მეწარმეობის ხელშეწყობითა და თვითდასაქმების დონის ამაღლებით, ქართველი ახალგაზრდებისა და ქალების ეკონომიკურ გაძლიერებასა და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას უჭერდა მხარს. პროგრამის განმავლობაში რამდენიმე ძირითადი აქტივობა განხორციელდა, ესენია:

● სამეწარმეო ტრენინგები, მათ შორის მობილური ტრენინგსერვისი რაიონებსა და სოფლებში მცხოვრები ქალებისთვის, რომლებსაც შეზღუდული წვდომა გააჩნდათ სამეწარმეო და პროფესიული განვითარების შესაძლებლობებზე;
● ახალგაზრდებისა და ქალი მეწარმეების თანადაფინანსებისთვის მექანიზმების განვითარება;
● სპეციალური მენტორობის პროგრამა ახალგაზრდა ბენეფიციარების პერსონალური და პროფესიონალური განვითარებისთვის;
● საკონსულტაციო სერვისები საბუღალტრო, საგადასახადო და სამართლებრივ საკითხებში;
● აქტივობები საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებლად, რამაც ხელი შეუწყო ქალი მეწარმეების გაძლიერებას და მოსახლეობაში მათი მიმღებლობა გაზარდა.

აღსანიშნავია, რომ მხოლოდ 2015-2023 წლებში, პროგრამამ 11 000-ზე მეტი მეწარმეობით დაინტერესებული პირი მოიცვა. "ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლის" ფარგლებში დაფინანსება მიიღო 114-მა ახალგაზრდამ. სპეციალურ სასკოლო სამეწარმეო პროგრამაში ჩაერთო 1400-ზე მეტი ახალგაზრდა და 4000-ზე მეტმა ქალმა მიიღო უფასო წვდომა ფინანსურ განათლებასა და პიროვნული უნარების განვითარების ტრენინგებზე; ბიზნესსაკონსულტაციო კომპონენტის ფარგლებში კი 550-ზე მეტმა ქალბატონმა მიიღო ბიზნესმომსახურება.

სწორედ სამეწარმეო უნარ-ჩვევების განვითარების, ბიზნესტრენინგების, მენტორობისა და ფინანსებზე წვდომის გაუმჯობესების გზით, USAID YES-Geor-gia დამწყებ მეწარმეებსა და პროფესიონალებს ზრდასა და განვითარებაში დაეხმარა. აღნიშნულ კატალოგში გვსურს წარმოგიდგინოთ USAID YES-Georgia-ს სხვადასხვა კომპონენტის მონაწილე 150 წარმატებული მეწარმე ქალი, რომლებიც არა მხოლოდ დედაქალაქში, არამედ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში საქმიანობენ.

გუკო გასიტაშვილი / Guko Gasitashvili
GuF / გაფ

GuF-ი საბავშვო ხელნაკეთი ფეხსაცმლისა და აქსესუარების ქართული ბრენდია, რომელიც ნატურალური ტყავისგან მზადდება. იგი მომხმარებელს საშუალებას აძლევს ფეხსაცმელსა თუ აქსესუარებზე მათთვის სასურველი ინიციალები დაიტანონ. გარდა ამისა, ბრენდი მრავალფეროვან სასაჩუქრე ნაკრებსაც ამზადებს.

თბილისი
+995 555 18 19 75
FB: GuF.გაფ

ხატია მიქავა / Khatia Mikava
KEA • ხატიას ინგლისურის აკადემია / KEA • Khatia's English Academy

KEA • Khatia's English Academy თანამედროვე სასწავლო სივრცეა, სადაც აბიტურიენტები, სკოლის მოსწავლეები და ზრდასრულები თანამედროვე მიდგომების გამოყენებით ინგლისურ ენას ეუფლებიან და ემზადებიან როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო გამოცდებისათვის.

თბილისი
+995 557776402
IG: kea_academy__

თათია ჯანაშია / Tatia Janashia
T.J ატელიე / T.J. Atelier

"T.J ატელიე" სხვადასხვა სახის ტანისამოსს ქმნის, ბრენდის მიზანია მომხმარებელს უმაღლესი ხარისხის ორგანული ნაწარმი მიაწოდოს. თითოეული დიზაინის უკან უდიდესი შრომა და რა თქმა უნდა, სიყვარული დგას. T.J არ არის მხოლოდ ატელიე, არამედ ესაა გარემო რომელიც სიხარულს და გარკვეული დოზით თავდაჯერებულობას უღვივებს თითოეულ მომხმარებელს.

ზუგდიდი
+995 593 44 49 73
FB: T.J ატელიე

გიული აფხაზავა / Giuli Aphkhazava
ქობულეთის ენების ცენტრის KLC / Kobuleti Language Center KLC

KLC-ის წამყვანი ენა ინგლისურია, თუმცა დაინტერესებულ პირებს ასევე შესაძლებლობა აქვთ შეისწავლონ გერმანული, რუსული, თურქული და ფრანგული ენები. ცენტრში სწავლება იმ უახლესი სახელმძღვანელოებითა და აუდიო-ვიდეო კომპონენტით მიმდინარეობს, რომლებსაც ევროპის წამყვანი სასწავლო დაწესებულებები იყენებენ. აღსანიშნავია, რომ KLC-ში ბრიტანელი მასწავლებელიც ჰყავთ მოწვეული და არაერთ საინტერესო პროექტს ახორციელებენ, ესენია: საბავშვო აკადემია "ედუ ქიდს" - სკოლამდელი აღზრდის კურსი 3-წლიდან 6 წლამდე და მენტალური არითმეტიკა "სუმატო".

ქობულეთი
+995 577 44 41 60
FB: KLC Kobuleti Language Centre ქობულეთის ენების ცენტრი "ქეი - ელ - სი "

თამარ ძანძავა / Tamar Dzandzava
თამარას მარწყვები / Tamara's strawberries

თამარ ძანძავამ მეუღლესთან ერთად 2018 წელს აფხაზეთში, გალის რაიონში სასათბურე მეურნეობა წამოიწყო, სადაც ძირითადად მარწყვი მოჰყავთ. სათბურში სამი ადგილობრივი ჰყავთ დასაქმებული, პროდუქტის რეალიზაციას კი ადგილობრივ დონეზე ახდენენ. პარალელურად, თამარის ოჯახს გალში თხილის გადამამუშავებელი ქარხანა აქვს, სადაც დამატებით 16 ადამიანს ასაქმებენ.

გალი, ოტობაია
+995 555 94 71 21

ნანო მისაბიშვილი / Nano Misabishvili
ნისა / NYSA

"ნისა" ხის ავეჯისა და დეკორის ახლად შექმნილი მცირე საწარმოა სამეგრელოში. ბრენდის მიზანია, პირველი ქართული ქსელური მაღაზია გახდეს, რომელიც მომხმარებელს მაღალი ხარისხისა და ესთეტიკური ვიზუალის ეკო-მეგობრულ ქართული წარმოების პროდუქციას შესთავაზებს. ნულოვანი ნარჩენის პოლიტიკის დახმარებით "ნისა" პროდუქციას არა მხოლოდ ავეჯის მიმართულებით, არამედ დეკორაციების, აქსესუარებისა და საყოფაცხოვრებო ნივთების ხაზით აწარმოებს.

სენაკი
+995 551 04 00 00
www.nysa.ge/ka

ანა სარალიძე / Ana Saralidze
ანსასი / Ansasi

"ანსასი" მოგზაურებისა და ძილის მოყვარულებისთვის შექმნილი ხელნაკეთი აქსესუარების ონლაინმაღაზიაა. აქ შეხვდებით კისრის ბალიშებს, თვალის ნიღბებს, თმის სამაგრებსა და თმის აქსესუარებს. ბრენდი შეიქმნა ბაზარზე მსგავსი პროდუქტების არ არსებობის გამო და ცდილობს გაუმარტივოს ცხოვრება იმ ადამიანთა ჯგუფს, რომლებსაც ყოველდღიურად უჭირთ ძილი ან მოგზაურობისას განიცდიან დისკომფორტს.

თბილისი,
+995 591 00 32 35
FB: Ansasi • ანსასი

მარიამ ბერიანიძე / Mariam Berianidze
ატარე თილისმა / Atare Tilisma

"ატარე თილისმა" ხელნაკეთი აქსესუარების ბრენდია, რომელიც მარიამ ბერიანიძემ 2020 წელს დააფუძნა. "ატარე თილისმა " ექსკლუზიურ და გამორჩეულ აქსესუარებს ქმნის. ბრენდი მაქსიმალურად ერგება მომხმარებლის პერსონალურ სურვილებს. ამ ეტაპზე იგი ონლაინ გაყიდვებით შემოიფარგლება, მაგრამ წინ მიიწევს დიდი გეგმებისა და მიზნებისაკენ.

თბილისი
+995 568 64 86 89
IG: tilisma_handmade23

მაკა ვაზაგაშვილი / Maka Vazagashvili
იმერეთნო / Imeretno

"იმერეთნო" ჩირის, ჩურჩხელისა და ტყლაპის მწარმოებელი ბრენდია. საწარმო იმერეთის მაღალმთიან სოფელში, კორბოულში მდებარეობს და ორიენტირებულია როგორც ადგილობრივი - იმერული გემოების შენარჩუნებაზე, ასევე სიახლეების ძიებაზე. ბრენდი ძირითადად უშაქრო, ნატურალურ პროდუქციას აწარმოებს, გარდა ცალკეული გამონაკლისებისა, რომელიც მინიმალური ოდენობითაა წარმოდგენილი ასორტიმენტში.

საჩხერე
+995 591 05 24 12
FB: იმერეთნო

ქეთი ნოზაძე / Keti Nozadze
ლამპინო / Lampino

Lampino კულტურული და ისტორიული მნიშვნელობის, უნიკალურ არქიტექტურულ სანათებს ქმნის, რომლებიც ჩვენი ქალაქების ქუჩებიდან აგრძელებენ კონკრეტული შენობის, სადარბაზოს კარის, ფერადი ვიტრაჟის ან ფანჯრის ისტორიას. სანათი ზუსტად გადმოსცემს ძეგლის ხასიათს და სწორედ ამიტომ იგი ცოცხალი ემოციების მატარებელია.

თბილისი
+995 555 955 410
FB: Lampino

ციცინო შენგელია / Tsitsino Shengelia
ციცისგან / BY Tsitsi

ხის დეკორატიული დამუშავების საწამო "ციცისგან" არის ადგილი, სადაც ხის მასალისაგან სამზარეულოს თანამედროვე და ტრადიციული ინვენტარი თუ დეკორატიული ნივთები მზადდება. საწარმო ამსხვრევს გენდერულ სტერეოტიპებს პროფესიულ უნარებთან დაკავშირებით და მაქსიმალურად ცდილობს შექმნას ისეთი ნივთები, რომელიც ფუნქციურთან ერთად ესთეტიურად მიმზიდველია და პრაქტიკულად ადვილი გამოსაყენებელია.

ზუგდიდი
+995 555 65 24 28
FB: ციცისგან • by Tsitsi

რუსუდან კვარაცხელია / Rusudan Kvaratskhelia
დიდარე / Didare

"დიდარე" ინოვაციური, ბიოლოგიურად სუფთა პროდუქტების - მიკრომწვანილების, ღივებისა და ჯეჯილის წვენის ექსკლუზიურ წარმოებას ეწევა. აღსანიშნავია, რომ პროდუქტი მოჰყავთ მხოლოდ ორგანულ ნიადაგზე, ორგანული თესლებით და რაც მთავარია, მზეზე. "დიდარე" ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაციის წევრი კომპანიაა.

თბილისი

+995 593 56 55 02

FB: დიდარე Didare

მარიამ იაშვილი / Mariam Iashvili
დაჩირე / dachire

"დაჩირე" ხურმისა და სხვადასხვა ხილის ჩირს აწარმოებს კახეთში, ყვარელში მოკრეფილი, ეკოლოგიურად სუფთა ხილისგან, რომელიც სპეციალურ საშრობ დანადგარში შრება. "დაჩირეს" ბიო პროდუქტი არის როგორც გემრიელი, ასევე ძალიან სასარგებლო. ჩირი თითქმის იგივე ოდენობით შეიცავს ვიტამინებს და მინერალებს, რასაც დაჩირებამდე. პროდუქტი მომხმარებლამდე მიდის შეფუთული სახით.

ყვარელი
+995 557 40 90 33
FB: Dachire.დაჩირე

გვანცა ციკოლია / Gvantsa Tsikolia
ტოტის პროდუქტები / Toti Products

"ტოტის პროდუქტები" მომხმარებელს რამდენიმე სახის პროდუქტს სთავაზობს, ესენია ნიგვზიან აჯიკები, პელმენები, ბლინები, ტკბილ-ცხარე ჯემები და დესერტები. პროდუქცია დამზადებულია ეკოლოგიურად სუფთა და ჯანსაღი ინგრედიენტებით, დანამატების გარეშე. გარდა ამისა, "ტოტის" ახალი ხაზია ჩირებისა და ტყლაპების წარმოება გლუტენის და შაქრის გარეშე.

თბილისი
+995 591 92 77 47
FB: Toti•Products

თამარ იანვარაშვილი / Tamar Ianvarashvili
თაია / Taia

"თაია" დიორამების სახელოსნოა, რომელიც ფანტაზიით შექმნილ და რეალური ადგილების მინიატიურულ მოდელებს ქმნის. ნამუშევრები კრეატიულად გადმოსცემენ თითოეული მომხმარებლის იდეას თუ ისტორიას. გარდა ამისა, კომპანია აწარმოებს ხელნაკეთ დღიურებს, რომელზეც დატანილია სხვადასხვა არქიტექტურული შენობა - ნაგებობის ფასადი 3D განზომილებაში.

თბილისი
+995 599 60 90 56
www.taia.ge

თეონა თხელიძე / Tkhelidze
მელომე / Melome

"მელომე" 2021 წელს თეონა თხელიძემ და ნინო ხარგელიამ დააფუძნეს. ბრენდი ქმნის და აწარმოებს ორი სახის პროდუქტს - ქართულ ხალხურ ზღაპარ "კომბლეს" და მსოფლიოს ყველა ბავშვის საყვარელ ზღაპარ "სამ გოჭს". თითოეულ ნაკრებს თან ახლავს ზღაპარი ქართულ და ინგლისურ ენაზე, რომელიც მოთავსებულია ბრენდირებულ ყუთში. პროდუქტის შექმნისთვის გამოყენებულია ნატურალური ხის მასალა - წიფელი და ეკოლოგიურად სუფთა წარმოების საღებავი, რომელიც არ შეიცავს მძიმე მეტალს და შეესაბამება სათამაშოების უსაფრთხოების EN 71 სტანდარტებს.

თბილისი
+995 500 501 001
www.melome.ge

თიკა დუღაშვილი / Tika Dugashvili
ღვინის ეზო N1 / Wine Yard N1

"ღვინის ეზო N1" აერთიანებს ღვინის, აგრო, გასტრო, ეკო და ეთნო ტურისტულ მიმართულებებს. "ოჯახი საქართველოში" ასეთია ბრენდის სლოგანი, რომელიც სტუმრებს შესაძლებლობას აძლევს ქართულ კულტურას, ღვინოსა და სამზარეულოს ავთენტურ გარემოში ეზიარონ. "ღვინის ეზო N1" მრავალი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელია, ხოლო მისი დამფუძნებელი - თიკა დუღაშვილი ტურიზმის ინდუსტრიაში საუკეთესო ქალ მეწარმედ დასახელდა.

ყვარელი
+995 577 11 06 52
FB: Wine Yard N1/ღვინის ეზო N1 /

ამიდა ახალია / Amida Akhalaia
ამიდას აჯიკა / Amidas Ajika

ამიდა ახალაია წალენჯიხაში საოკუპაციო ხაზიდან 2 კილომეტრში 12 სახის აჯიკასა და სხვადასხვა საკმაზ-სანელებლებს აწარმოებს. ამჟამად ბრენდი განვითარების ფაზაშია და ენგურს გამოღმა აქტიურად მიმდინარეობს საწარმო ობიექტის მშენებლობა, რომელიც მომხმარებლებს არა მხოლოდ პროდუქტებს არამედ მასტერკლასების გავლის შესაძლებლობასაც მისცემს. გარდა ამისა, ამიდა მეორე ბიზნესს "ხემორძგვს" ხელმძღვანელობს, სადაც სხვადასხვა ტექნიკით ხეზე მუშაობს და ხელნაკეთ ნივთებსა და სათამაშოებს აწარმოებს, რომლებიც ეკოლოგიურად სუფთაა.

წალენჯიხა, ფახუანი
+995 598 26 12 62
FB: ამიდას აჯიკა / Amidas Ajika

მარიამ შეროზია / Mariam Sherozia
არტ სკოლა თოლიგე / Art School Tolige

არტ სკოლა "თოლიგე" 2017 წლიდან წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, ქალაქ ჯვარსა და მეზობელ საზღვრისპირა სოფლებში მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ხალხურ, საესტრადო და ქალაქურ სიმღერებს შეასწავლის. გარდა ამისა, აქვე ფუნქციონირებს ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლიც. სკოლა აქტიურად ახორციელებს საზაფხულო თუ საკვირაო სკოლებს.

ჯვარი
+995 568 72 69 13
FB: არტ სკოლა თოლიგე

ხატია მათიკოშვილი / Khatia Matikoshvili
ხმა / Khma

"ხმა" ტანსაცმლისა და აქსესუარების ბრენდია, რომელიც კონკრეტულ შინაარს ატარებს და ადამიანების გაძლიერებასა და სტერეოტიპების მსხვრევისკენ არის მიმართული. ბრენდის სამოსზე QR კოდები და სხვადასხვა შინაარსის გზავნილებია დატანილი, რაც საინტერესო სამომხმარებლო გამოცდილებას ქმნის.

თბილისი
+995 558 91 67 19
IG: khma_kh

რუსუდან ქვარცხავა / Rusudan Kvartskhava
ჩვენი მაწიერი / Chveni Matsieri

არტიზანული პურის საოჯახო საწარმო "ჩვენი მაწიერი" პურს ცოცხალ საფუარზე და "ელკანას" წევრი ბიომეურნეობისგან მოწოდებული ქართული ენდემური ჯიშის ხორბლისგან − "წითელი დოლისა" და "ლომთაგორისგან" ამზადებს

ბოლნისი
+995 551 88 62 88
FB: არტიზანული პური ჩვენი მაწიერი

მარიამ ქადაგიშვილი / Mariam Kadagishvili
შენი პირადი იურისტი / Personal Lawyer

"პირადი იურისტი" - არის კომპანია, რომელიც ემსახურება როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირებს საქართველოში სხვადასხვა სამართლებრივი საკითხების გადასაჭრელად. კომპანიის საქმიანობის სფეროებია სამოქალაქო, ადმინისტრაციული, საიმიგრაციო, საინვესტიციო და ბიზნესსამართალი. "პირადი იურისტი" მარიამ ქადაგიშვილმა გვანცა აფციაურთან ერთად დააფუძნა.

თბილისი
+995 (32) 2 112 100
www.personallawyer.ge

ანა ლაცაბიძე / Ana Latsabidze
ბბნ / Pieceof BBN

Piece of BBN ქალის თეთრეულის მწარმოებელი ქართული ბრენდია, რომელიც ანა ლაცაბიძემ ნატალია ქურდაძესთან ერთად დააფუძნა. ამჟამად კომპანია ხუთი კატეგორიის პროდუქტს აწარმოებს, აქვს სამკერვალო თბილისში და პროდუქციას სხვადასხვა არხით აშშ-ის მასშტაბით ყიდის. აღსანიშნავია, რომ ბრენდის წარმოებული პროდუქციის 100% ექსპორტირდება ამერიკაში.

თბილისი
+995 599 44 45 44
FB: Pieceofbbn

ბარბარე მეხრიშვილი / Barbare Mekhrishvili
ჰომეტა დიზაინი / Hometta Design

Hometta Design ავეჯისა და დეკორის კომპანიაა, რომელიც ინტერიერის შემქმნელების წარმოსახვასა და ინდივიდუალურ ჩანაფიქრს რეალურ სივრცეში ასახავს და ინოვაციურ, მულტიფუნქციურ ავეჯს აწარმოებს. Hometta მიზნად ისახავს, ქართულ ბაზარს ავეჯისა და ფურნიტურის ინდუსტრიაში საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებული კომპანია შემატოს.

თბილისი
+995 555 90 09 06
FB: Hometta • ჰომეტა

მარიამ ჩხვირკია / Mariam Chkhvirkia
Ghvino.ge

Ghvino.ge ქართული ღვინის პოპულარიზაციასა და საერთაშორისო ბაზრებზე ცნობადობის ამაღლებას ისახავს მიზნად. Ghvino.ge-ის მეშვეობით მომხმარებელს საშუალება აქვს, მის გემოვნებაზე მორგებული ღვინო შინიდან გაუსვლელად შეარჩიოს.

თბილისი
+995 598 38 37 70
IG: ghvino.ge

ლილი წიქარიშვილი / Lili Tsikarishvili
დრაკარი / Drakkar

მინიატიურების სახელოსნო "დრაკარი" სხვადასხვა რეალური ადგილის მინიატიურულ ასლებს, დიორამებს ქმნის. 2023 წელს, დიორამების ხაზს დაემატა ფუნქციურ-დეკორატიული სუვენირების მიმართულება. ინოვაციების სკოლასთან თანამშრომლობის ფარგლებში კი შეიქმნა "დრაკარის აკადემია", რომელიც სახელოვნებო და არაფორმალური განათლების სივრცეა.

რუსთავი
+995 591 44 73 38
www.drakkar.ge

ნატო ბაზღაძე / Nato Bazgadze
იამაკ ტერაცო / Iamac Terrazzo

იამაკ ტერაცოს საქმიანობა მოსაპირკეთებელი მასალა ტერაცოს წარმოებასა და მისგან სხვადასხვა სახის ავეჯის, აქსესუარისა თუ ფილების დამზადებას უკავშირდება. იამაკის მიზანია, მცირე დეტალითაც კი ინტერიერი თუ ექსტერიერი გამორჩეული გახადოს.

თბილისი
+995 577 32 80 58
IG: iamac.terrazzo

შორენა ქადიძე / Shorena Kadidze
კარიერის აკადემია
The Career Academy

"კარიერის აკადემიის" მიზანია, ადამიანებს კარიერული მიმართულებით დაეხმაროს, რათა ბევრმა ადამიანმა უფრო სწრაფად იპოვოს საყვარელი საქმე. ამ ყველაფრის მისაღწევად აკადემიას ინდივიდუალური კონსულტაციები და ჯგუფური ონლაინკურსები აქვს.

ბათუმი
+995 599 01 16 09
IG: the_career_academy

ნათია მექერიშვილი / Natia Mekerishvili
ნასაკე / Nasake Handmade

"ნასაკე" ხელნაკეთი საქორწინო, სადღესასწაულო გვირგვინებისა და თმის აქსესუარების ბრენდია, რომელიც 2022 წელს ნათია მექერიშვილმა დააფუძნა. ამ ეტაპზე ბრენდი ონლაინგაყიდვებით შემოიფარგლება, თუმცა დიდი მიზნებისკენ სვლას განაგრძობს.

ხაშური
+995 568 47 49 70
FB: ნასაკე•Nasake Handmade

ანი ბურდული / Ani Burduli
ბამბარა / Bambara

"ბამბარა", GMO-სა და გლუტენის გარეშე, ვეგანურ ბამბის ნაყინს ამზადებს, რომელიც შეგიძლიათ ნებისმიერ ადგილას წაიღოთ, ჩანგლით მიირთვათ და ხელებიც არ დაისვაროთ. "ბამბარას" სამი არომატი ქსელურ მარკეტებში იყიდება - მარწყვის, საღეჭი რეზინისა და პიტნა-ტროპიკული ხილით. ამ და სხვა პროდუქტების გამოწერას ასევე ონლაინ, BAMBARA.GE-ზეც შეძლებთ. ბრენდი ბამბის ნაყინის სასაჩუქრე ნაკრებსა და ცალკე, სასმელში ჩასაგდებ "ბამბარას ბრჭყვიალების" ხაზს აწარმოებს.

თბილისი
+995 595 23 23 97
www.bambara.ge

ანა ნადირაძე / Ana Nadiradze
საცხენოსნო ტურები / Horsetours

Horsetours საცხენოსნო ტურიზმის განვითარების ინოვაციური გადაწყვეტაა. ეს არის მარკეტფლეისი, რომელიც ერთ სივრცეში ყველა ტიპის საცხენოსნო ტურს აერთიანებს. საცხენოსნო გიდებსა და რანჩოებს საშუალებას აძლევს, საკუთარი სერვისი გააციფრულონ, ხოლო მომხმარებლისთვის ონლაინდაჯავშნისა და გადახდის ერთიანი პლატფორმაა.

თბილისი
+995 598 66 22 66
www.horsetours.ge

ირინე ბართია / Irine Bartia
ტობა − ეკო სოფელი / Toba Eco Village

"ტობა − ეკო სოფელი", სოფელ ბალდის მთებში, საქართველოს უმაღლეს ჩანჩქერთან ახლოს, ღია ტიპის აგროკაფე "ვაკოს ქოხსა" და საოჯახო ფერმას აერთიანებს. "ეკო სოფელში" მოსულ სტუმრებს აქვთ შესაძლებლობა, მეგრული ავთენტური კერძების მომზადების სრულ ციკლში მიიღონ მონაწილეობა - რძის მოწველით დაწყებული, სულუგუნის გაწელვით დასრულებული.

მარტვილი
+995 595 50 85 65
FB: ტობა - ეკო სოფელი • Toba Eco Village

თაკო ქველიძე / Tako Kvelidze
ლიტკიდი / LitKid

LitKid საბავშვო ლიტერატურის გზამკვლევი პლატფორმაა, რომელიც მშობლებს შვილის ასაკის, ინტერესებისა და გემოვნების შესაბამისი წიგნების შერჩევაში ეხმარება. რაც მთავარია, პროცესი მარტივი, სწრაფი და კომფორტულია, სურვილის შემთხვევაში კი წიგნის შეძენა საქართველოს მასშტაბით ნებისმიერი ადგილიდან შეგიძლიათ.

თბილისი
+995 511 13 35 38
FB: LitKid

მარი ჭანკოტაძე / Mari Tchankotadze
წვეთი / La goutte

"წვეთი" მაჯისა და შუბლის მანჟეტ-პირსახოცების მრავალფეროვან არჩევანს გვთავაზობს და საშუალებას გვაძლევს, ისინი სასურველი ინიციალებით დავბრენდოთ. გარდა ამისა, უკვე რამდენიმე თვეა, რაც ბრენდი სასტუმროებისთვის, სალონებისა და ესთეტიკური ცენტრებისთვის სააბაზანოს ბრენდირებულ ნაკრებს ამზადებს, როგორიცაა: ხალათი, პირსახოცი და სხვ.

თბილისი
+995 598 36 33 26
www.tsveti.ge

სოფი ჯოხაძე / Sophi Jokhadze
არაგვისპირის მარანი
Aragvispiri wine cellar

"არაგვისპირის მარანი" - მარანი კულინარიული სივრცითა და ოთხი ოთახით, რომელიც ღვინოს ქართლის რაიონში მოწეული ბიოლოგიურად სუფთა ყურძნის ჯიშებისგან აწარმოებს. აქ მნშეხვდებით ჩინებულს, თავკვერს, თავკვერის როზეს, რქაწითელსა და მწვანეს. კულინარიის მიმართულებით კი გამომშრალ პომიდორს მთის სუნელებით, ჭაჭაში დავარგებულ შავ ქლიავსა და სხვ.

დუშეთი, არაგვისპირი
+995 595 56 78 90
IG: aragvispiri_wine_cellar

თამთა ჯაფარიძე / Tamta Japaridze
ლევიოსა / Leviosa

"ლევიოსა" ჯგუფური ვარჯიშისა და ცეკვა-თამაშის სივრცეა, რომელიც თამთა ჯაფარიძემ მეუღლესთან ერთად 2021 წლის მარტში, კოვიდრეგულაციების შემსუბუქების შემდეგ გახსნა. "ლევიოსას" ფერადი და მყუდრო დარბაზი, პილატესის, მხატვრული ტანვარჯიშის, ჰიპ-ჰოპისა და საბრძოლო ხელოვნების რეგულარულ კლასებთან ერთად, სტუმრებს სხვადასხვა სახის ვორქშოფებსა თუ წვეულებებზე მასპინძლობს.

თბილისი
+995 598 46 22 45
FB: ლევიოსა • Leviosa

სოფო ლომთათიძე / Sopho Lomtatidze
მედალი / Medali

2020 წელს პროექტ "აწარმოე საქართველოსა" და USAID Yes-Georgia-ს დახმარებით, სოფო ლომთათიძემ ბრენდი "მედალი" დააარსა, რომელიც ქალისა და ბავშვის ყოველდღიურ და სპორტულ სამოსს აწარმოებს. ამ დროის განმავლობაში ბრენდი ვითარდება და თითოეულ სეზონზე მომხმარებლებს განახლებულ კოლექციას სთავაზობს.

თბილისი
+995 598 19 24 42
FB: Medali.მედალი

ნინო დოლიძე / Nino Dolidze
ბებოსია / Bebosia

Bebosia კონსერვების მინისაწარმოა, რომლის ბიზნესი ნინო დოლიძემ ორ მეგობართან ერთად აჭარაში, 2019 წელს წამოიწყო. "ბებოსიას" პირველი პროდუქტი ალუჩისგან დამზადებული ტყემლის საწებელი იყო, დღეს კი მასთან ერთად წითელ ტყემალს, აჯიკას, ტომატ-პასტას, ხილის მურაბებს, ჯემებსა და წვენებს ამზადებენ. ბრენდის პროდუქტები მაქსიმალურად ნატურალურია, არ იყენებენ საკვებ დანამატებს, საღებავებსა და ქიმიკატებს.

ბათუმი
+995 595 17 18 16
ბებოსია.Bebosia

მარიამ გორაშვილი / Mariam Gorashvili
მარის ღვინო / Mari's Wine

"მარის ღვინო" ნატურალურ სუფთა ღვინოს აწარმოებს ყურძნისგან, რომელიც შხამქიმიკატებით არ იწამლება. ამჟამად ბრენდი რამდენიმე სახეობის ღვინოს აერთიანებს, როგორიცაა: საფერავი მშრალი, საფერავი ნახევრად ტკბილი, რქაწითელი მშრალი და ხიხვი. გარდა ამისა, ძალიან მალე "მარის ღვინოს" მარანი ტურისტების მასპინძლობასაც შეძლებს.

გურჯაანი, ველისციხე
+995 598 12 12 95
FB: Mari's Wine მარის ღვინო

ანა ქურდაძე / Ana Kurdadze
ანათე / ANATE

ANATE ქალის ტანსაცმლის მაღაზიაა, რომელიც 2018 წელს შეიქმნა. ბრენდი თავდაპირველად განსხვავებული დიზაინის საყურეებსა და ჩანთებს სთავაზობდა ქალბატონებს, მოგვიანებით კი ასორტიმენტს ქალის თეთრეული დაემატა.

თბილისი
+995 555 47 80 55
www.anate.ge

ნინო თორაძე / Nino Toradze
ლილიტი / Lilith

"ლილიტი" ხის მასალაზე დამზადებულ გულსაბნევებს აწარმოებს, რომლის მთავარი გმირებიც ძლიერი, საინტერესო და უნიკალური ქალები არიან. თითოეულ გულსაბნევს აქვს თავისი ისტორია, რომელიც თავის მხრივ ქალების სხვა ისტორიებს წარმოაჩენს და ცდილობს, გოგონებისა და ქალების მიმართებით გავრცელებული სტერეოტიპები დაამსხვრიოს.

თბილისი
+995 598 77 18 80
Lilith•ლილიტი

სოფიო მინაძე / Sopio Minadze
მუზა / Muza

ატელიე "მუზა" სოფიო მინაძემ 2018 წელს დააფუძნა, სადაც მომხმარებელთა გემოვნებაზე მორგებულ ხარისხიან და ინდივიდუალური დიზაინის მქონე სამოსსა და აქსესუარებს ქმნის. გარდა ამისა, სოფიო ორგანიზებას უწევს დეკემბერში ნნდაგეგმილ ერთ-ერთ მასშტაბურ საქველმოქმედო ღონისძიებას, რომელიც არა მხოლოდ "მუზას" პროდუქციას, არამედ 17 ქართველი დიზაინერის ნაწარმს აერთიანებს.

თბილისი
+995 551 15 56 04
IG: muza___sm

მელანო ხუბუა / Melano Khubua
საქელეხო ინვენტარის გაქირავება / Funeral Inventory Rental

მელანო ხუბუამ გალში მცირე ბიზნესი 2023 წლის ივლისში წამოიწყო და ადგილობრივ მოსახლეობას საქელეხო ინვენტარის გაქირავების სერვისს სთავაზობს. დღეს იგი აქტიურად მუშაობს საკუთარი ბიზნესის განვითარებაზე.

გალი
+995 557 93 09 76

ნუკა კაკაურიძე / Nuka Kakauridze
მოსვენებისა და კვების სივრცე ორმუხა
Ormukha

"მოსვენებისა და კვების სივრცე ორმუხა" წყალტუბოში, ტურისტულ ზონაში, პრომეთეს მღვიმის გზაზე მდებარეობს. 2024 წლის გაზაფხულიდან იგი დაინტერესებულ პირებს სრულყოფილ სერვისს შესთავაზებს, კერძოდ, საკუთარ სივრცეს, საკარვე ადგილებსა და ადგილზე დამზადებულ უგემრიელესიმერულ კერძებს.

წყალტუბო
+995 599 13 83 90
FB: Ormukha -Two Oaks

ნანა შარაშიძე / Nana Sharashidze
დოშკანა / Doshkana

"დოშკანას" საოჯახო მეურნეობაში სხვადასხვა სახეობის ხეხილი, ვაზი, კენკრა და ბოსტნეული მოჰყავთ. აქ შეხვდებით ალპური და ზაანური ჯიშის ნთხებს, კურდღელს, თიანურ ჩალისფერ ინდაურებსა და სხვ. საოჯახო მეურნეობაში წურავენ ნატურალურ ოჯახის ღვინოს. ფრეშპროდუქტების გარდა კი კენკრის კონფიტიურს, ნატურალურ წვენებსა და მაყვლის არაყს აწარმოებენ. საოჯახო აგრობიზნესი ნელ-ნელა აგროტურიზმის მიმართულებით ვითარდება.

ხაშური, ქვიშხეთი
+995 593353662
FB: დოშკანა • Doshkana

ვივია გურგენიშვილი / Vivia Gurgenishvili
დინო / Dino

"დინო" ბავშვის განვითარებაზე ორიენტირებულ, ეკომეგობრულ ხის ავეჯს/სათამაშოს აწარმოებს, ეკოლოგიურად სუფთა, სერტიფიცირებული ნედლეულისგან. "დინოს" წარმოების პროცესი სრულად შეესაბამება EN 71 სტანდარტის მოთხოვნებს.

თბილისი
+995 591 28 00
FB: დინო . Dino

გულია აჯალოვა / Gulia Ajalova
ლინგუა / Lingua

"ლინგუა" მარნეულში მცხოვრებ მოსახლეობას ტრენინგებსა და სასკოლო საგნებში მომზადებას სთავაზობს. 10 წელზე ზემოთ ასაკის ადამიანებისთვის კი, რომლებსაც ქართული ენის გაუმჯობესება ან ინგლისური ენის შესწავლა სურთ, სპეციალური ენის კურსებიც აქვთ. ამასთან ერთად, "ლინგუა" საზღვარგარეთ სწავლის მსურველი ახალგაზრდებისთვის, შესაბამის კონსულტაციებს უწევს ორგანიზებას. "ლინგუა" დებმა, გულია და რენა აჯალოვებმა დააფუძნეს.

მარნეული
+995 557 26 83 71
FB: Lingua - ლინგუა

ნონა კვარაცხელია / Nona Kvaratsk helia
სამკერვალო ატელიე / Tailoring Atelier

ნონა კვარაცხელიას სამკერვალო-სალონი წალენჯიხაში ადგილობრივ მოსახლეობას ყველანაირი სახის ტანსაცმლის, თეთრეულის, ფარდებისა და ტყავის შეკერვა-გადაკეთებას სთავაზობს.

წალენჯიხა
+995 596 12 24 44
FB: Nona Kvaratskhelia

სოფიო ტალახაძე / Sopio Talakhadze
სოფიოგა / SofYoga

სოციალური საწარმო "სოფიოგა" პირველი იოგას სტუდიაა გორში, რომელიც აღჭურვილია ყველა საჭირო ინვენტარით. ადგილზე შექმნილია ისეთი გარემო, სადაც ადამიანი შეძლებს დასვენებასა და ზრუნვას საკუთარ მენტალურ და ფიზიკურ ჯანმრთელობაზე. "სოფიოგა" იოგასა და Mindfulness სავარჯიშოების გავრცელებით საზღვრისპირა სოფლებში მცხოვრებ ახალგაზრდებსა და ქალებზე ზრუნავს.

გორი
+995 598 10 50 74
FB: SofYoga • სოფიოგა

ნანა ნარმანია / Nana Narmania
აი(ი)პ ქალთა ცენტრი რე-აქტივი
Re-Ac tive

"რე-აქტივი" ნანა ნარმანიამ, ვერიკო ეხვაიამ, სალომე ქარდავამ და მალვინა კოტუამ დააფუძნეს, რომელიც ზუგდიდში ფუნქციონირებს და ასევე, აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობასთან მუშაობს. ორგანიზაციის მიზანია, ადგილობრივი და დევნილი ახალგაზრდებისა და ქალების გაძლიერება და მათთვის ცნობიერების ამაღლება სხვადასხვა საკითხზე.

ზუგდიდი
+995 595 33 57 15
FB: Re-Active

დინა ნასყიდაშვილი / Dina Naskidashvili
ნიმბა / Nimba

ხელნაკეთი შოკოლადის საწარმო "ნიმბა" მომხმარებლებს ნატურალურ, ყოველგვარი ქიმიური დანამატებისგან დამზადებულ სხვადასხვა სახის შოკოლადსა და ნუგბარს სთავაზობს. "ნიმბაში" შეხვდებით თეთრ, შავ, რძიან შოკოლადებს, თხილეულით, სხვადასხვა ჩირით, დიაბეტურს, არადიაბეტურს, სამარხვოს და სხვ.

გორი
+995 595 52 07 78
FB: ხელნაკეთი შოკოლადი "ნიმბა"

თამილა დევდარიანი / Tamila Devdariani
ვიტრაჟები საქართველოში
Stained Glass Georgia

Stained Glass Georgia მთელი საქართველოს მასშტაბით მხატვრულ ვიტრაჟებს თითქმის ყველა არსებული ტექნოლოგიით ამზადებს, თუმცა უპირატესობას 2 გაცილებით ახალ ტექნოლოგიას - Overlay და Bevels - ანიჭებს, რომელიც წლების წინ საქართველოში თამილა დევდარიანმა ჩამოიტანა.

ხაშური
+995 551 50 00 92
FB: Stained Glass Georgia ვიტრაჟები საქართველოში

მარიამ ქევხიშვილი / Mariam kevkhishvili
კახური ტრადიციული ჩურჩხელა
Kakhetian Traditional Churchkhela

"კახური ტრადიციული ჩურჩხელა" საოჯახო ბიზნესია და ექვსი სახეობის პროდუქტს აწარმოებს: რქაწითლის და საფერავის ყურძნის წვენისგან დამზადებული ნიგვზისა და თხილის ჩურჩხელა, ასევე ნუშის ჩურჩხელა და მთლიანი ლებნებით დამზადებული ბურთულები. აღსანიშნავია, რომ ბრენდის პროდუქტები კუთვნილი ვენახებიდან აღებული მოსავლის ბადაგით მზადდება.

გურჯაანი, კალაური
+995 558 93 18 80
https://www.ktch.ge/ka

ანა ბეჟანიშვილი / Ana Bejanishvili
ალკანი / AL KANI

ALKANI ხაშურში მდებარე ავეჯის სახლია, რომელიც არა მხოლოდ ყიდვა-გაყიდვას ეწევა, არამედ თავადაც ამზადებს სხვადასხვა სახის ავეჯს, მათ შორის საძინებლებს, სამზარეულოებს, რბილ და წვრილმან ავეჯს. ბრენდის პროდუქცია საქართველოს რამდენიმე რეგიონში გადის და დიდი მოწონებითაც სარგებლობს.

ხაშური
+995 593 24 04 80
FB: ავეჯის სახლი ალკანი

დარეჯან ბერძენიშვილი / Darejan Berdzenishvili
სკიჯი / Skiji

"სკიჯის" საქმიანობა რამდენიმე მიმართულებას მოიცავს, ესენია: ჩირის წარმოება, საოჯახო სასტუმროს მართვა, გასტროტურიზმი და ტურისტებისთვის ადგილობრივი ავთენტური კოლორიტის გაცნობა. აღსანიშნავია, რომ "სკიჯი" ძველი ქართული სიტყვაა და "ხმელ ყურძენს" ნიშნავს.

ჩოხატაური, ხიდისთავი
+995 577 72 58 54
https://www.skiji.ge/

თეა მახათელაშვილი / Tea Makhatelashvili
მამუკელაშვილის მარანი
Mamukelashvili's Marani

მამუკელაშვილის მარანს 300-წლიანი ისტორია აქვს და ძველი, ავთენტური მარნის გამონაკლის ნიმუშს წარმოადგენს. ამჟამად ბრენდი საკუთარ მომხმარებლებს 4 სახეობის ღვინოს სთავაზობს, როგორიცაა: "რქაწითელი", "საფერავი", "მწვანე" და "ხიხვი". გარდა ამისა, მარანი მომხმარებლებს ავთენტურ გარემოში ღვინის დეგუსტაციის შესაძლებლობას აძლევს.

თელავი, კურდღელაური
+995 599 15 47 46
FB: Mamukelashvili's Marani / მამუკელაშვილის მარანი

ნატო გუბელაძე / Nato Gubeladze
ლუტრეზი / Lutrezi

"ლუტრეზი" საოჯახო სასტუმროა, რომელიც სტუმრებს ჯანსაღი პროდუქციით კულინარიულ მასტერკლასებს სთავაზობს. ბრენდი ღვინის მცირე მარანსაც აერთიანებს, სადაც კლასიკური ტექნოლოგიით დამზადებული ხუთი სახეობის ღვინო ჩამოასხეს. გარდა ამისა, იგი ქართული ბრენდების ღვინოების დეგუსტაციებსაც მასპინძლობს. აქვე მოქმედებს ახალგაზრდული მედიაკაფე და გაზეთ "ბორჯომიnews"-ის რედაქცია.

ბორჯომი, ახალდაბა
+995 599 10 77 94
FB: Guest House Lutrezi

ლოლა ჭელიძე / Lola Tchelidze
ლოლას ტკბილეული / Lola's sweets

Lola's sweets მომხმარებლებს დეკორატიულ ორცხობილებს სთავაზობს, წინასწარ შემუშავებული ან ინდივიდუალური - კლიენტის მიერ შემოთავაზებული დიზაინით. გარდა ამისა, ბრენდი სადღესასწაულო ტკბილეულის ნაკრებსა და სხვა მრავალფეროვან ტკბილეულს ამზადებს.

თბილისი
+995 593 79 79 26
FB: Lola's sweets

ნანა თავხელიძე / Nana Tavkhelidze
კირკე / Kirke

"კირკე" კოსმეტიკური და თავის მოვლის საშუალებების ბრენდია, რომელიც 30- მდე სხვადასხვა სახეობის ნატურალური, ბიოდეგრადირებადი, სამკურნალო და უსაფრთხო საპნებითა და 20-მდე სახეობის კოსმეტიკური საშუალებებითაა წარმოდგენილი ბაზარზე. აღსანიშნავია, რომ საპნები მხოლოდ მცენარეული ცხიმებითა და მჟავათი მზადდება. სუნი და ფერი განპირობებულია ნატურალური ეთერზეთებითა და ორგანული დანამატებით.

თბილისი
+995 577 51 31 83
FB: Kirke • კირკე

თამარ აბულაძე / Tamar Abuladze
ვაინ დაიმონდ / Wine Diamond

Wine Diamond მსოფლიოში პირველი ბრენდია, რომელიც ქართული ღვინისგან სამკაულს ქმნის. ღვინის ქვა კი ის კრისტალებია, რომელიც ყინვის დროს ღვინოში ბუნებრივად გამოიყოფა და ზუსტად იმ ფერისაა, რა ფერისაც თავად ღვინო. Wine Diamond-ის თითოეული სამკაული უნიკალურია, როგორც თავად ღვინის კრისტალი. ბრენდის მიზანია, ღვინო სამკაულში - ცალკე ტრენდად აქციოს, მსოფლიო მასშტაბით!

თბილისი
+995 577 00 09 05
www.winediamond.ge

ქეთევან წილოსანი / Ketevan Tsilosani
ქეთოსთან / Ketostan

"ქეთოსთან" ლანჩხუთში მდებარე სოციალური კაფეა, რომელიც 2020 წლის აგვისტოში გაიხსნა და უკვე ათამდე ადამიანს ასაქმებს, მათ შორის ორ შშმ პირს. კაფეში იმართება ტრენინგები, ფილმის ჩვენებები და პოეზიისა თუ ელექტრონული მუსიკის საღამოები. კაფემ "ქეთოსთან" არაერთ ახალგაზრდას მისცა შესაძლებლობა, მომსახურების სფეროში გამოცდილება მიეღო და სხვადასხვა უნარი განევითარებინა.

ლანჩხუთი
+995 595 20 26 09
www.ketostan.ge

თამარ კობახიძე / Tamar Kobakhidze
ჰენდიკრაფტი / Handicraft

"ჰენდიკრაფტი" განმავითარებელ სათამაშოებს, ინტერაქციულ ტანსაცმელსა და აქსესუარებს აწარმოებს ადრეული ასაკის ბავშვებისთვის, რომელთაც ნატიფი მოტორიკის განვითარებაში, თვალის ყურის კოორდინირებაში, მშობლებთან ინტერაქციასა და ფანტაზიის გავრცობაში ეხმარება. ბრენდის ნაწარმი ევროპული სტანდარტის შესაბამისია, რაც EN71 დირექტივის მოთხოვნებს მ,ითვალისწინებს სათამაშოების უსაფრთხოების შესახებ.

თბილისი
+995 599 20 35 37
FB: Handicraft • ჰენდიკრაფტი

მარიამ ცხოვრებაშვილი / Mariam Tskhovrebashvili
მარიამის ატელიე / Mariam's Atelié

მარიამ ცხოვრებაშვილს ტყიბულში საკუთარი სამკერვალო-სალონი აქვს, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას სხვადასხვა სახის ტანსაცმლის შეკერვა-გადაკეთებას სთავაზობს.

ტყიბული
+995 593 44 06 80
FB: მარიამის ატელიე

ეკატერინე ფარულავა / Ekaterine Parulava
კოპეშონი / Copeshoni

"კოპეშონი" ცუკატებს, ჯემებს, სოუსებს, ჩირს, მარილისა და შოკოლადების მრავალფეროვან არჩევანს გვთავაზობს, რომლებსაც ბოსტნეულისგან ამზადებს. თითოეული პროდუქტი ყოველგვარი ქიმიური დანამატების გარეშეა შექმნილი, მისი შეძენა კი სხვადასხვა გამოფენასა და ფესტივალზეა შესაძლებელი.

ზუგდიდი
+995 599 17 26 14
FB: Copeshoni • კოპეშონი

ბარბარე გალდავა / Barbare Galdava
კარაველა / Karavela

"კარაველა" ფერად-ფერად კარვებს, საქანელებს, ჩანთებსა და სხვადასხვა აქსესუარს სთავაზობს საკუთარ მომხმარებლებს. ბრენდის მიზანია პატარების ბედნიერებაში წვლილის შეტანა, ნსაოცნებო საჩუქრების დამზადება და ბავშვობი გახალისება.

თბილისი
+995 591 21 08 85
FB: კარაველა / Karavela

ეკატერინე ხუტკუბია / Ekaterine khutkubia
სქირი / Sqiri

"სქირი" მომხმარებელს ქართული ხილის ნედლეულისგან დამზადებულ ნატურალური ხილის ჩირის ფართო ასორტიმენტს, ტყლაპს, ჩურჩხელებს, ჩირის კანფეტებსა და შოკოლადიანი ჩირის სხვადასხვა სახეობას სთავაზობს. პროდუქცია სრულიად ორგანულია, არ შეიცავს დანამატებს და შენარჩუნებული აქვს ხილში არსებული ვიტამინების 97%.

ზუგდიდი, დარჩელი
+995 574 17 54 44
FB: სქირი ੦ SQIRI

ხათუნა ღურჭუმელიძე / Khatuna Gurchumelidze
ლეჩხუმელი დიასახლისი
Lechkhumian Housewife

ხათუნა ღურჭუმელიძე "ლეჩხუმელი დიასახლისია", რომელიც ადგილობრივ დავიწყებულ რეცეპტებს აგროვებს და აღადგენს. "ლეჩხუმელმა დიასახლისმა" დააბრუნა და გააცოცხლა ადესულა - შავი ადესისა და ბროწეულის საწებელი, წო, "ლეჩხუმელი ბებოს მარილი" - ნივრით შეზავებული ბოსტნეული კულტურების ერთობლიობა და კიდევ უამრავი რეცეპტი.

ლეჩხუმი, ნასპერი
+995 598 87 33 27
FB: ლეჩხუმელი დიასახლისი

მარინა კაკიაშვილი-რუაძე / Marina Kakiashvili-Ruadze
ექიმის ბიომარანი / Doctor's Bio-cellar

"ექიმის ბიომარანი" მაქსიმალურად ორიენტირებულია მაღალი ხარისხის ღვინის წარმოებასა და მუდმივ განვითარებაზე. იგი ნატურალური ღვინის მოყვარულებს ქვევრისა და კასრის ნატურალურ ღვინოს, ჭაჭის არაყსა და ღვინის ლიქიორს სთავაზობს. პროდუქტი ამჟამად მხოლოდ ექსპორტზე გააქვთ იაპონიაში, სადაც ბიო და ნატურალური ღვინის მაღაზიებში იყიდება.

გურჯაანი, ჩუმლაყი
+995 599 88 88 01
https://www.doctorsbiocellar.ge/en

გვანცა ჭაბუკიანი / Gvantsa Tchabukiani
თაფლი ლეჩხუმიდან
Honey from Lechkhumi

"თაფლი ლეჩხუმიდან" სოციალური საწარმოა - გვანცა ჭაბუკიანი ძმასთან ერთად მაღალმთიან სოფელში ფუტკრის სხვადასხვა პროდუქტს აწარმოებს, აქვს ფუტკრის სახლი, ავითარებს ფუტკრის ტურიზმს და ახალგაზრდებს მეფუტკრეობას ასწავლის. "თაფლი ლეჩხუმიდან" საოჯახო ტრადიციაა, რომელიც ჯერ კიდევ ბაბუის საქმიანობიდან იღებს სათავეს.

ლეჩხუმი, დეხვირი
+995 591 99 91 36
FB: თაფლი ლეჩხუმიდან•Honey from Lechkhumi

ვერიკო ბაზალი / Veriko Bazali
ჰიპო ველო / Hippo Velo

"ჰიპო ველო" ველოსიპედების სერვისცენტრია, სადაც ველომოყვარულებს შეუძლიათ როგორც შეაკეთონ ველოსიპედები, ისე სხვადასხვა ველოაქსესუარი და ნაწილები შეიძინონ. "ჰიპო ველოს" დღეისთვის უკვე ორი ფილიალი აქვს მდა აქტიურად არის ჩართული ველოკულტურის განვითარებაში. მათი ერთ ერთი მიმართულება სწავლება და ველოსიპედების შესახებ ცნობიერების ამაღლებაა.

თბილისი
+995 595 85 59 00
FB: Hippo Velo • ჰიპო ველო

ლიზა ზაზაძე / Liza Zazadze
ლიზას კრემები / Lisa's Creams

Lisa's Creams მომხმარებლებს დღისა და ღამის დამატენიანებელსა და სახის უნიკალურ შრატებს სთავაზობს, როგორიცაა ჰიალურონის, ოქროს 24-კარატიანი და რეტინოლის შრატები. გარდა ამისა, ბრენდი მამაკაცის ხაზითაცაა წარმოდგენილი და წვერის ზეთს, პარსვის ქაფს, დამატენიანებელ საცხსა და თავის მოვლის სხვა საშუალებებს აწარმოებს. ასორტიმენტებს შორის შევხვდებით საპნებს, რომლებიც ნატურალურია და სასარგებლო ზეთებითაა დამზადებული.

თბილისი
+995 593 20 30 89
https://www.facebook.com/lisasacreams

სოფო გოგინაშვილი / Sopo Goginashvili
ხემსი / Khemsi

"ხემსი" მომხმარებელს ჩირეულის, დასაყენებელი ხილის ჩაის, მშრალი ხილის საკაზმების, ხილის ცუკატებისა და ჩურჩხელის სრულ ასორტიმენტს სთავაზობს. ბრენდის პროდუქციის შეძენა ამჟამად ონლაინ არის შესაძლებელი.

ხაშური
+995 591 33 14 56
FB: Khemsi • ხემსი (ხემსის სახლი)

კესო მახარაძე / Keso makharadze
ტაბერნე გურიაში აცანა
TABERNE in Guria AT SANA

TABERNE in Guria ეთნო, გასტრო, აგრო და კულტურულ ტურიზმზე ორიენტირებული ლოკაციაა, რომელიც 2500 კვ.მ-ზე განლაგებულ ავთენტურ, ორსაუკუნოვან გურულ ყოფით ნაგებობებს აერთიანებს. ამჟამად, "ტაბერნე" სტუმრებს სამი სახის სერვისს სთავაზობს - ღამის თევის სერვისს, საკუთარ ბაზაზე არსებულ ბოსტანსა და ბაღებში მოწეული პროდუქტის დაკრეფასა და გურული კერძების დამზადებას.

ლანჩხუთი, აცანა
+995 599 92 30 28
FB: ტაბერნე გურიაში - აცანა • Taberne in Guria - Atsana

ქეთევან სიხარულიძე / Ketevan Sikharulidze
შარაშიძის მარანი
Sharashidze Wine Cellar

"შარაშიძის მარანი" საოჯახო სასტუმროსა და ღვინისმარანს აერთიანებს. ოჯახს ვენახებში ყურძნის სხვადასხვა ჯიში მოჰყავს, მათ შორის საკმიელა, სხილათუბანი, მტევანდიდი, წითლანა და სხვა. აღსანიშნავია, რომ "შარაშიძის მარანი" არაერთსაერთაშორისო თუ ადგილობრივ გამოფენაში მონაწილეობს და უამრავი ჯილდო აქვს მიღებული.

ჩოხატაური, ბუკისციხე
+995 599 17 77 65
FB: შარაშიძის მარანი - Sharashidze Wine Cellar

ანა ღაღაშვილი / Ana Gagashvili
ელასტია / Cosmetic Creams Elastia

"ელასტია" ხელნაკეთი კოსმეტიკური საშუალებების ბრენდია, რომელიც ანა ღაღაშვილის ტექნოლოგიით მზადდება. ამჟამად "ელასტიას" ასორტიმენტში "ქაცვის კრემი" ერთ-ერთი საუკეთესო და მოთხოვნადი საცხია.

თბილისი
+995 574 10 12 04
FB: კოსმეტიკური კრემები ელასტია • Cosmetic Creams Elastia

ფატი კახნიაშვილი / Fati Kakhniashvili
ზილფი / ZILFI Handmade

"ზილფი" ხელნაკეთ აქსესუარებს, სამკაულებსა და ვაზის მტევნის თემატიკით შთაგონებული დიზაინის სხვადასხვა ნივთს აწარმოებს. მისი პროდუქცია იქმნება ნახევრად ძვირფასი ნატურალური ქვების, თითბრისა და ვერცხლის გამოყენებით, ფატი კახნიაშვილის მიერ შექმნილი დიზაინის ყალიბებში.

თბილისი
+995 591 55 06 76
FB: ZILFI Handmade

მარიამ მაისურაძე / Mariam Maisuradze
ჰეფიქიდსი / Happy kids

Happykids მარიამ მაისურაძემ მეგობრებთან ერთად დააფუძნა და მეწარმეებს თავიანთი ბიზნესსაქმიანობის გამარტივებაში ეხმარება, ხოლო მომხმარებლებს მრავალფეროვან და გამორჩეულ საბავშვო ნივთებს ერთ სივრცეში სთავაზობს. Happykids-ის მიზანია, საბავშვო პროდუქციის შოპინგი მაქსიმალურად გამარტივებული და სანდო პროცესი გახდეს.

თბილისი
+995 555 22 88 92
https://happykids.ge/

თამარ მიქაძე / Tamar mikadze
ჰერამი / Herami

"ჰერამი" თავის მოვლის საშუალებების მწარმოებელი ერთ-ერთი პირველი ქართული ბრენდია, რომელიც ქართულ ბაზარზე 2018 წლიდან გამოჩნდა. იგი 40-მდე სხვადასხვა სახეობის ბუნებრივ პროდუქციას აწარმოებს, პროცესში გამოყენებულია უმაღლესი ხარისხის მცენარეული ზეთები და კარაქები, ასევე ეთერზეთები, მცენარეები და ექსტრაქტები. აღსანიშნავია, რომ პროდუქტის დამზადების აბსოლუტურად ყველა ფორმულა საავტოროა.

თბილისი
+995 579 28 19 51
https://www.herami.ge/ka

ხატია ხარძეიშვილი / Khatia Khardzeishvili
მათეს მარანი / Mate's Marani

"მათეს მარანი" ხუთი დასახელების ღვინოს აწარმოებს და სტუმრებს ბევრ საინტერესონ აქტივობას, მარნის საინფორმაციო ტურს, ღვინის დეგუსტაციას, კულინარიულ მასტერკლასებს, ფოლკლორულ საღამოებსა და ტრადიციული სუფრის ელემენტებით გაჯერებულ ვახშამს სთავაზობს.

წყალტუბო, ბანოჯა
+995 574 44 39 35
FB: Mate's Marani . მათეს მარანი

ლილი მაისურაძე / Lili maisuradze
ედენა / Edena

სოციალური საწარმო "ედენა" ტრადიციული რეწვის სხვადასხვა მიმართულებისა და თანამედროვე მიდგომების სინთეზით მრავალფეროვან თემატურ სუვენირებს აწარმოებს. აღსანიშნავია, რომ "ედენა" ქალების გაძლიერებაზე მუშაობს, ამ ეტაპზე კი 15 ქალს ასაქმებს. გარდა ამისა, საწარმო ორი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებულია: "თიბისი 2022" და "მელიორა 2022".

ონი
+995 591 71 11 25
FB: Edena - Traditional Crafting Workshop-ედენა ტრადიციული რეწვის სახელოსნო

ცირა აბსნაძე / Tsira Absnadze
ორკოლ სტუდიო / ORKOL STUDIO

"ორკოლ სტუდიო" ქართული თიხისაგან დეკორატიულ, გამოყენებით, სარესტორნო ჭურჭელს აწარმოებს, რომელიც არის ეკოლოგიურად სუფთა, ამოვლებული ჰიგიენური ჭიქურით და დამშვენებული ოსტატების მიერ ქართულ მოტივებზე შექმნილი მრავალფეროვანი ორნამენტებით. "ორკოლი" ტრადიციული, შავპრიალა კერამიკის ტექნიკით მუშაობს, რომელიც ბრენდის ნაწარმს ქართულ ბაზარზე არსებული სხვა კერამიკისგან გამორჩეულს ხდის.

ზუგდიდი
+995 591 16 88 00
https://orkolceramics.ge/#

ლამარა ბეჟაშვილი / Lamara Bezhashvili
აბრეშუმის სახლი / Silk Worm

ლამარა ბეჟაშვილის ოჯახს სიღნაღში აბრეშუმხვევიები მოჰყავს და პროდუქტს საბოლოო სახეს აძლევს. როგორც ლამარა აღნიშნავს, აბრეშუმხვევიას ყველა პროდუქტი არის ანტისეპტიკური, ანტიალერგიული და ანტირადიაციული. Silk Worm მრავალფეროვან პროდუქტს აწარმოებს, მათ შორის ქალისა და ბავშვის თეთრეულს, ბალიშის პირს, თავშალს, ტელეფონის ჩასადებებს, საპნებს ჭუპრის ზეთით, აბრეშუმის წყლით და სხვ.

სიღნაღი, ქვემო მაღარო
+995 593 96 55 95
https://maps.app.goo.gl/eRmAEGH1wthX5AgW7?g_st=iw

ელისაბედ დიმიტრიადი / Elizabeth Dimitriadi
ესტია და პოტერია / Estia & Poteria

ელისაბედ დიმიტრიადმა "ესტია" ნათია ნოზაძესა და ნათია კალმახელიძესთან ერთად შექმნა, რომელიც სუვენირებთან ერთად, სახლისა და ეზოს აქსესუარებს, დეკორსა და კომერციული ობიექტების ინტერიერის დიზიან-გაფორმებას ეწევა. გარდა ამისა, ატარებს მასტერკლასებს, ვორქშოფებსა და ახალგაზრდა ხელოვანთა გამოფენა-გაყიდვებს. საკუთარი კერამიკის წარმოების მიზნით, "ესტიამ" შვილობილი ბრენდი, "პოტერია" დააფუძნა.

თბილისი
+995 599 98 15 50
https://www.estia.ge/

სოფიო ტუაევი / Sopio Tuaevi
სომა ქიდს / Soma Kids

"სომა" უკვე მრავალი წელია, რაც ადგილობრივ ბაზარზე როგორც ინდივიდუალურ მომხმარებლებს, ისე ქართულ ბრენდებს ემსახურება და მაღალი ხარისხის ეკომეგობრული საბავშვო სამოსის წარმოებაზეა ორიენტირებული. აღსანიშნავია, რომ "სომას" სამკერვალოში შექმნილი პროდუქცია, სხვადასხვა ბრენდის ეგიდით, ქვეყნის ფარგლებს გარეთაც გადის.

გორი
+995 551 61 06 06
https://www.somakids.ge/ka

სალომე ნიკურაძე / Salome Nikuradze
სულოს / Sullos

"სულოს"-ი ტრადიციული რეცეპტითა და თანამედროვე მიდგომებით სახისა და ტანის მოვლის ნატურალურ საშუალებებს აწარმოებს, როგორიცაა: სახის კრემები, შრატები, მაკიაჟის მოსაშორებელი ლოსიონი, ნატურალური საპნები, ტანის ლოსიონი, სახის მასაჟის ზეთები, აკნეს ხაზის კანის მოვლის საშუალებები, ეთერზეთები და ა.შ. აღსანიშნავია, რომ ბრენდი პროდუქციის წარმოებისას INCI კოსმეტოლოგიისსაერთაშორისო ნომენკლატურით ხელმძღვანელობს.

თბილისი
+995 599 32 21 26
FB: სულოს • Sullos

ანნა ჰარუთიუნიან / Anna Harutyunyan
ანნას ჯანსაღი კვება
Anna Healthy Foods

Anna Healthy Foods არაქისისა და სხვა თხილეულის ორგანულ კარაქს აწარმოებს - არაქისის, ნუშისა და ქეშიუს კარაქებს, როგორც სუფთა სახით, ისე მარილის, შაქრისა და კაკაოს დანამატით. ხელნაკეთი კარაქი ნატურალური ინგრედიენტებით მზადდება, არის როგორც დიეტური, ისე დიაბეტური. მალე კომპანიას განახლებული ბრენდინგი და ასორტიმენტი ექნება.

ბათუმი
+995 591 62 52 33
FB: Anna

მარინა ნარიშვილი / Marina Narishvili
ედემი / Edemi

"ედემი" საოჯახო სასტუმროა, რომელიც დღეს უამრავ უცხოელ თუ ადგილობრივ ტურისტს უმასპინძლდება უგემრიელესი კერძებით, უნიკალური მასტერკლასებითა და თბილი ნგარემოთი. სასტუმრო ვიზიტორებს უძველესი ენდემური ჯიშის ხორბლის ფქვილისგან გამომცხვარ პურს სთავაზობს, რომელიც ძველ მესხურ ფურნეში ცხვება და, რაც მთავარია, ცომი ბუნებრივ საფუარზეა დამზადებული.

ახალციხე
+995 597 07 15 41
IG: guest_house_edemi

თამარ გელაშვილი / Tamar Gelashvili
თამის / Tamis

Tamis-ი საბავშვო პროდუქციის რამდენიმე მიმართულებაზეა ორიენტირებული და მოიცავს ტანსაცმელს, თეთრეულს, აქსესუარებსა და ნახატებს სეზონური კოლექციების სახით. დღესდღეობით, ბრენდის ნაწარმი ონლაინარხებით იყიდება, ხოლო მიწოდება მთელი საქართველოს მასშტაბით ხორციელდება. აღსანიშნავია, რომ მალე საბავშვო პროდუქციას ქალის სამოსის ხაზიც დაემატება.

სენაკი
+995 599 21 04 13
FB: თამისი

მარინა ბენდელიანი / Marian Bendeliani
სოციალური საწარმო 7R
Social Enterprise 7R

"სოციალური საწარმო 7R-ის" სახელის ქვეშ ნულოვანი ნარჩენის სახელოსნო ფუნქციონირებს, სადაც ქსოვილისა და ტყავის ნარჩენებისგან ახალი აქსესუარები და დეკორატიული ნივთები იქმნება.

გორი
+995 555 50 73 83
FB: 7R Georgia

მარიამ კუკავა / Mariam kukava
მარიას სკოლა / Maria's School

"მარიას სკოლა" არაფორმალური განათლებისა და უცხო ენების შემსწავლელი ცენტრია, სადაც სწავლება მიმდინარეობს ჰიბრიდულ, მსმენელთა საჭიროებაზე მორგებულ ფორმატში. ნამ ეტაპზე ცენტრში ისწავლება ინგლისური ენა და ფუნქციონირებს საზაფხულო სკოლა − "მარიას საბავშვო კლუბი". აღსანიშნავია, რომ ორგანიზაცია ახალგაზრდა ქალებს ინგლისური ენის უფასო სამთვიან კურსებს სთავაზობს.

ზუგდიდი
+995 579 76 76 68
FB: მარიას სკოლა • Maria's School

ნატო სილაგაძე / Nato Silagadze
ხვამლი 2002 / Khvamli 2002

სასტუმრო "ხვამლი 2002" პირველი კერძო სასტუმროა ქალაქ ცაგერში. ამჟამად სასტუმროში 11 ნომერია, რომლებიც აღჭურვილია სამუშაოდ და დასასვენებლად საჭირო ყველა პირობით - ერთადგილიანი და ორადგილიანი საწოლები, ინდივიდუალური სველი წერტილები, გათბობისა და გაგრილების თანამედროვე სისტემები, სამუშაო სივრცე, ტელევიზია, ინტერნეტი და სხვ. სასტუმრო ორგანიზებას უწევს კონფერენციებს, ბიზნესვახშმებს, შეხვედრებსა და ექსკურსიებს.

ცაგერი
+995 599 39 19 89
FB: სასტუმრო ცაგერში - ხვამლი 2002

სოფიო უგრეხელიძე / Sopio Ugrekhelidze
V&D უსახელოურის მარანი
V & D Cellar

"V&D უსახელოურის მარანი" ამჟამად რამდენიმე სახის ღვინოს აწარმოებს, კერძოდ, უსახელოურსა და ცოლიკოურს. გარდა ამისა, ხშირია დეგუსტაციები ვენახში, სადაც ყურძენს კრეფენ. მარანს ხშირად სტუმრობენ ტურისტები სხვადასხვა ქვეყნიდან.

ლეჩხუმი
+995 599 43 25 32
FB: V&D Usakhelouri Winery

თამარ ჩუბინიძე / Tamar Chubinidze
ბეიბი დეკო / Baby Deco

"ბეიბი დეკო" ქართულ ბაზარზე პირველად 2014 წელს გამოჩნდა. ეს არის საბავშვო აქსესუარების პირველი ბრენდი, რომელიც დამზადებულია საქართველოში. ინდივიდუალური მომხმარებლების გარდა, "ბეიბი დეკო" კომპანიებისთვის კორპორაციულ დაკვეთებსაც ასრულებს.

თბილისი
+995 571 49 22 77
FB: Baby Deco

ნინა ქოჩიაშვილი / Nina Kochiashvili
კარდანახის მამული
Kardanakhi Es tate

"კარდანახის მამული" 14 დასახელების ალკოჰოლურ სასმელს, თეთრ და წითელ მშრალ ღვინოს, შემაგრებულ ღვინოებს და ჭაჭას აწარმოებს. სტუმრებს განთავსებასთან ერთად სთავაზობს ღვინის დეგუსტაციას, სადილს, ვახშამს კავკასიონისა და ალაზნის ველის არაჩვეულებრივი ხედების ფონზე. აღსანიშნავია, რომ მამულში მე-19 საუკუნის მარნებს დაუბრუნეს ავთენტურობა და თითქმის 100 წლის პაუზის შემდეგ ღვინის წარმოება განახლდა.

გურჯაანი, კარდენახი
+995 577 50 45 35
https://www.kardanakhiestate.ge/ka

მადონა ბეინაშვილი / Madona Beinashvili
ბელი'ს ცომიკები / BeLi's Play-Dough

"ბელი'ს ცომიკები" ბავშვებისთვის და არა მხოლოდ, უსაფრთხო, რბილ და ფუმფულა საძერწ ცომიკებს ამზადებს, რომელიც ავითარებს ნატიფ მოტორიკას, სენსორულ უნარებს და ბავშვის მრავალფეროვან განვითარებას უწყობს ხელს. მის შემადგენლობაში მხოლოდ საკვები პროდუქტებია და არ შეიცავს მავნე და ტოქსიკურ დანამატებს. ცომიკებთან ერთად, ბრენდი მომხმარებლებს ფერად ქვიშას, ხის აქსესუარებს, წინსაფრებსა და სხვა პროდუქტებს სთავაზობს.

თბილისი
+995 557 20 20 60
FB: ბელი'ს ცომიკები

სოფო ბარდაველიძე / Sopo Bardavelidze
სკინოვა / Skinova

"სკინოვა" ლაზერული ეპილაციის კაბინეტია, რომელიც თერჯოლასა და ზესტაფონში მდებარეობს და მომხმარებელს მაღალი ხარისხის მომსახურებას სთავაზობს. კაბინეტები დაკომპლექტებულია თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების მქონე აპარატურით და კვალიფიციური ლაზეროთერაპევტების გუნდით.

თერჯოლა და ზესტაფონი
+995 598 44 28 85
FB: Skinova • სკინოვა

ნანო ურიათმყოფელი / Nano Uriatmkopeli
ქართველი მეწარმის სასაჩუქრე ყუთი
Georgian Entrepreneur gift box

"ქართველი მეწარმის სასაჩუქრე ყუთი" 138 მეწარმისა და მათ შორის სოციალური მეწარმის პროდუქტებს აერთიანებს. ამჟამად ბრენდი 7 კატეგორიის სასაჩუქრე ნაკრებს გვთავაზობს, თითოეულ ყუთში კი განთავსებულია 3-7 მეწარმის თემატური ნაწარმი. გარდა ამისა, ნანო ქალის სამოსის ბრენდის Lanano-ს თანადამფუძნებელია, სადაც ქალბატონებისა და გოგონებისთვის სამოსის დიზაინს ქმნის.

თბილისი
+995 574 58 88 88
FB: ქართველი მეწარმის სასაჩუქრე ყუთი

სანათა წიწუაშვილი / Sanata Tsitsuashvili
ლაგვანი / Lagvani

საოჯახო მარანი "ლაგვანი" ექვსი სახეობის ბიოღვინოსა და ერთ ცქრიალა ღვინოს აწარმოებს. ვენახები ახმეტაში მდებარეობს, რომელსაც ბიო, ორგანული მეთოდით უვლიან. ღვინის ალკოჰოლური ფერმენტაცია მიმდინარეობს სრულ ჭაჭა -კლერტზე ველური საფუარების დახმარებით და, რაც მთავარია, ბუნებრივი გაფილტვრის პროცესს გადის ქვევრში. "ლაგვანი" არის "ბუნებრივი ღვინის ასოციაციის", "ელკანას ფერმერთა ასოციაციისა" და "ქალებიღვინის ინდუსტრიაში" ასოციაციის წევრი.

ახმეტა
+995 597 07 19 17
FB: ლაგვანი მარანი

თამარ წიკლაური / Tamar Tsiklauri
ატაბატა / Atabata Accessories

Atabata Accessories ხელნაკეთ უნიკალურ საქორწილო და სადღესასწაულო აქსესუარებს ამზადებს, როგორც ქალბატონებისთვის, ასევე ბავშვებისთვის. ბოლო პერიოდში ბრენდს ბუნებრივი მინერალების სამკაულის ხაზი დაემატა, რომელიც დღეს ძალიან მოთხოვნადია. ბრენდის პროდუქციის შეძენა შესაძლებელია ფიზიკურ მაღაზიაში და ასევე, საერთაშორისო პლატფორმებზე.

თბილისი
+995 568 98 19 19
FB: AtaBata Accessories

მაია ყურაშვილი / Maia Kurashvili
ლუქს ლაზერი / Luxe Laser

Luxe Laser წყალტუბოში ადგილობრივ მომხმარებლებს ლაზერული ეპილაციის პროცედურებს სთავაზობს. აღსანიშნავია, რომ კომპანიაში მაღალი დონის პროფესიონალი ლაზერო-თერაპევტები უახლესი თაობისლაზერული ეპილაციის აპარატებით მუშაობენ.

წყალტუბო
+995 595 99 68 89
FB: Luxe Laser•ლუქს ლაზერი

ეკა დანელია / Eka Danelia
სახელოსნო დანე / Works hop Dane

ზუგდიდში, ინგირში, ეკა დანელიას საკუთარ სახლში ხის სახელოსნო აქვს, სადაც ხისგან სანათებს, ჭაღებსა და სადღესასწაულო აქსესუარებს ქმნის. "სახელოსნო დანეს" ძირითადი საქმიანობა რბილი ავეჯის რესტავრაციაა.

ზუგდიდი, ინგირი
+995 557 11 61 41
FB: Xelnaketi Nivtebi

შორენა ჩიჯავაძე / Shorena Chijvadze
ჟაკარდი / Jacquard

"ჟაკარდი" მომხმარებლებს ქალის ტანსაცმლის მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს. ბრენდი იღებს შეკვეთებს და კერავს ინდივიდუალური დიზაინის მქონე სამოსს, გარდა ამისა, აქვთ გაქირავების სერვისიც. ამ ეტაპზე "ჟაკარდი" ქუთაისში ატელიეთი და ბათუმში შოურუმითაა წარმოდგენილი. შორენა "ჟაკარდს" საკუთარ შვილთან, თეკლა ტყავაძესთან ერთად მართავს.

ქუთაისი
+995 558 34 67 77
FB: Jacquard • ჟაკარდი

თინათინ ცერცვაძე / Tinatin Tertsvadze
შულდაკი / Shuldaki

თინათინი მრავალშვილიანი დედაა, რომელმაც გადაწყვიტა ისეთი საქმიანობა მოეძებნა, რომელსაც სახლიდან გაუსვლელად შეასრულებდა და თან შემოსავალი ექნებოდა. ასე დაიწყო წლების წინ ნატურალურ ტყავზე მუშაობა. შექმნა ბრენდი "შულდაკი", რომელიც დღემდე წარმატებით იმკვიდრებს თავს ბაზარზე.

თბილისი
+995 571 02 54 19
FB: შულდაკი

თამარი ბობოქაიძე / Tamari Bobokaidze
ლავ იზ სუში / Love is sushi

Love is sushi თელავში, ადგილობრივ მომხმარებლებს, კლასიკური სუშის გარდა, საავტორო რეცეპტით მომზადებულ სუშის სთავაზობს, რომელიც ექსკლუზიურად თამარ ბობოქაიძეს ეკუთვნის.

თელავი
+995 574 01 74 00
FB: Love is sushi

გურანდა მირგატია / Guranda Mirgatia
გ.მ. ჰენდმეიდ / G.M. HANDMADE

გურანდა მირგატია სენაკში G.M. handmade ბრენდის ქვეშ ტყავის ნივთებსა და აქსესუარებს ამზადებს - საყურეს, ყელსაბამს, თმის სამაგრს, საფულეს და სხვ. პროდუქტის თითოეული დეტალი მუშავდება და იკერება ხელით, რაც საკმაოდ შრომატევადია. G.M. handmade არაერთ გამოფენაში წარმატებით მონაწილეობს.

სენაკი
+995 595 17 14 07
FB: G.M. handmade

მაია ბეიტრიშვილი / Maia Beitrishvili
ბურჯანაძის საოჯახო მარანი
Burjanadze Wine Cellar

"ბურჯანაძის საოჯახო მარანი" მაია ბეიტრიშვილმა ოჯახთან ერთად 2022 წელს დააფუძნა, რომელიც არა მხოლოდ სხვადასხვა სახის ღვინოს აწარმოებს, არამედ საგარეჯოში მოსულ სტუმრებს საოჯახო მარნით უმასპინძლდება.

საგარეჯო
+995 591 91 93 95
FB: Burjanadze Wine Cellar

სალომე კალანდაძე / Salome Kalandaze
ფერმა ოდაში / Odashi Farm

"ოდაში" სეზონურ ბოსტნეულს აწარმოებს ყოველგვარი სინთეტიკური წამლებისა და შხამქიმიკატების გამოყენების გარეშე. წარმოების უდიდესი ნაწილი მოიცავს ღია გრუნტზე ბოსტნეულ კულტურებსა და მცირე ფართობის სათბურში არსებულ საჩითილე მეურნეობას. ბრენდი ე.წ. Farm To Table მოდელს იყენებს, რომლის განსახორციელებლად საქართველოში პირველად შეიქმნა საზოგადოების მხარდაჭერილი აგრომეურნეობა − "სმა".

ლანჩხუთი
+995 555 35 57 81
FB: ფერმა ოდაში •Odashi Farm

თეა მიშველია / Tea Mishvelia
ფენიქსი / Phoenix

"ფენიქსი" მომხმარებლებს ბიოსასმელებს სთავაზობს. ჯერჯერობით ბრენდი ოთხი სახეობის სასმელს ამზადებს, ესენია: ფეიხოას არაყი, მაგარი სასმელი, ჭაჭის არაყი და შერეული ხილის არაყი. თითოეული სასმელი ტრადიციული მეთოდით მზადდება, დაცულია ყველა ტექნოლოგია, რაც უმაღლესი ხარისხის პროდუქტისთვისაა აუცილებელი.

ზუგდიდი
+995 555 50 40 88
FB: Phoenix Phoenix

თამარი კოპალიანი / Tamari Kopaliani
აპოდემია / APODEMIA

APODEMIA CRAFTS საკუთარ მომხმარებლებს პოლიმერული თიხისგან დამზადებულ ქალისა და მამაკაცის აქსესუარებს სთავაზობს. ამჟამად APODEMIA CRAFTS-ის სახელოსნო სავაჭრო ცენტრ "ქარვასლაში" მდებარეობს და ბევრი გამვლელის ყურადღებასაც იქცევს. ბრენდი საკმაოდ აქტიურია სოციალურ ქსელში, მათ შორის − TikTok- პლატფორმაზე.

ქუთაისი
+995 551 44 45 45
FB: Apodemia - აპოდემია

სალომე ქარდავა / Salome Kardava
მეგრული აჯიკა მერეთი / Mereti

მეგრული აჯიკა "მერეთი" ოჯახური ბიზნესია, რომელიც რამდენიმე წლის წინ აფხაზეთში დაფუძნდა, დღეს კი ზუგდიდში, ამავე სახელწოდებით, სალომე ქარდავა, დედასთან ერთად, აჯიკას ბებიის მიერ შთამომავლობით გადმოცემული რეცეპტით ამზადებს.

ზუგდიდი
+995 574 59 59 56
FB: მეგრული აჯიკა "მერეთი"

გულნაზი გახარია / Gulnazi Gakharia
მუხურის ფერმა / Mukhuri Farm

"მუხურის ფერმა" ევროპული ტექნოლოგიით დავარგებულ ყველსა და ფუტკრის პროდუქტებს აწარმოებს, შემდგომ კი მათ ადგილობრივ მომხმარებლებს სთავაზობს. ამჟამად ფერმას ფუტკრის 20-ამდე ოჯახი ჰყავს და ამ მიმართულებით კიდევ უფრო განვითარებას გეგმავს. ამასთან ერთად, გულნაზიმ სახლში ფერმერული სკოლა გახსნა, სადაც თემის სხვა ქალებსაც შეასწავლის ყველის დამზადების ტექნოლოგიას.

ჩხოროწყუ, მუხური
+995 591 92 50 51
FB: Mukhuri Farm - მუხურის ფერმა

ლამზირა კვარაცხელია / Lamzira Kvaratskhelia
მორთი / Morti

"მორთი" ჩხოროწყუს რაიონის სოფელ მუხურში მდებარე საოჯახო სასტუმროა, რომელიც სტუმრებს მრავალფეროვან სერვისს სთავაზობს − იქნება ეს განთავსება, კვება, ტრანსპორტით უზრუნველყოფა, გიდობა, ცხენების ქირაობა თუ სხვა. სასტუმროსთან ერთად "მორთიში" საცხობიც ფუნქციონირებს, სადაც არაერთ შეკვეთას იღებენ კომპანიებისგან, ორგანიზაციებისა თუ ტურისტებისგან.

ჩხოროწყუ, მუხური
+995 551 10 89 47
FB: Guest House Morti

ეკა დოჯურიშვილი / Eka Dojurishvili
მართა ბებოს დამბალხაჭო
Marta Bebo's Dambalkhacho

მართა ბებოს დამბალხაჭო ჯანსაღ საკვებსა და ნატურალური პროდუქტების პოპულარიზაციას ემსახურება. იგი მომხმარებლებს მხოლოდ ნატურალური პროდუქტების ასორტიმენტს სთავაზობს, რომელიც არანაირ კონსერვანტებსა და დანამატს არ შეიცავს. ესენია: დამბალხაჭო, სოფლის კარაქი და ერბო. გარდა ამისა, ბრენდი მომხმარებლებს სხვადასხვა მასტერკლასსა და გასტრონომიულ ტურს სთავაზობს.

თბილისი
+995 593 37 92 22
www.martabeboshome.ge

მზეო სურმანიძე / Mzeo Surmanidze
მზეოს სამკერვალო / Mzeo's Samkervalo

"მზეოს სამკერვალო" წალკაში, არწივანსა და მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ მოსახლეობას კერვისა თუ გადაკეთების სერვისს სთავაზობს, იქნება ეს ფარდები, ტანსაცმელი თუ სხვა სახის ქსოვილი. გარდა ამისა, მზეო სურმანიძეს პერიოდულად ჰყავს მოსწავლეები, რომელსაც ხელობას ასწავლის, სამკერვალოს პარალელურად კი ხელნაკეთ აქსესუარებსაც ქმნის.

წალკა, არწივანი
+995 577 05 66 49
FB: Mzeo Surmanidze

ნინო ახალაძე / Nino Akhaladze
გოცას მეღვინეობა
GOTSA WINES, ADVENTURE DINNERS

"გოცას მეღვინეობა" საოჯახო მცირე მარანია, რომელიც ბიოდინამიკური მეურნეობის მიმდევარია საქართველოში, ვაზის გარდა მოჰყავთ ხორბლის სახეობები და სხვა მარცვლეული კულტურები. პროდუქციის 95% გადის ექსპორტზე, ყველაზე დიდი ბაზარი კი ამერიკაა.რაც შეეხება, ADVENTURE DINNERS-ს იგი გასტრონომიული და ღვინის ტურიზმის ერთიანობაა და სტუმრებს ღვინოსთან ერთად ადგილობრივი კერძების დაგემოვნების საშუალებას აძლევს.

თბილისი, დაბა კიკეთი
+995 599 10 77 66
https://gotsawines.com/en/

ნინო ჩიტაძე / Nino Tchitadze
თვითი / Tviti

"თვითი" ბავშვებისთვის და არა მხოლოდ, განმავითარებელ ავეჯსა და სათამაშოებს აწარმოებს. გარდა ამისა, საჭიროებიდან გამომდინარე, კომპანიის გუნდი ინდივიდუალურ კონსულტაციას უწევს მომხმარებელს - "თვითის" გუნდი აერთიანებს ფსიქოლოგს, ოკუპაციურ თერაპევტსა და სპეციალურ მასწავლებლებს.

თბილისი
+995 599 12 06 00
FB: Tviti.თვითი

ლიკა მეგრელაძე / LIka Megreladze
კომლი / Komli

"კომლი" ოზურგეთში არსებული ეკოსახლია, რომელიც ვიზიტორებს მრავალფეროვან სერვისსა და პროდუქტებს სთავაზობს, მათ შორისაა ღვინის ტური, "კომლის" საავტორო ტური, ოჯახური რეცეპტებით მომზადებული სადილები და ავთენტურ ასწლოვან მუხის კასრებში მოწყობილი ნომრები ღამის გასათევად. "ჩაის ტური" ერთ-ერთი პროდუქტია, რამაც "კომლი" საკმაოდ ცნობადი გახადა.

ოზურგეთი
+995 599 26 04 02
FB: Komli • კომლი

მარიკა გრიგოლიშვილი / Marika Grigolishvili
კოკიტოს სათამაშოები / Kokito's toys

ხის სათამაშოების საწარმო შპს "კოკიტო" 2019 წელს, ოჯახური ბიზნესის, ავეჯის მწარმოებელი ქარხნის "ევროსტილის" ბაზაზე შეიქმნა. "კოკიტოს" ეკოლოგიურად უსაფრთხო ხის სათამაშოები ემსახურება ბავშვის მრავალფეროვან განათლებასა და განვითარებას. ფუნქციური სათამაშოები თამაშის დროს გართობას, სწავლასა და ახალი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას უწყობენ ხელს.

თბილისი
+995 577 77 02 51
FB: Kokito's toys • კოკიტოს სათამაშოებ

ნინო მაღრაძე / Nino Maghradze
ალარმო / Alarmo

ნინო მაღრაძემ სახანძრო უსაფრთხოების მიმართულებით საკუთარი ბრენდი - "ალარმო" შექმნა. 2 წლის განმავლობაში მან საუკეთესო სპეციალისტებისგან გუნდი ჩამოაყალიბა და მათთან ერთად უკვე 100-ზე მეტი ქართული კომპანიის ნდობა მოიპოვა. მათ "ალარმოსგან" სრული, სანდო და მაღალი დონის მომსახურება მიიღეს.

თბილისი
+995 571 88 84 55
FB: Alarmo • ალარმო

ეკატერინე ქაცარავა / Ekaterine Qacarava
საოჯახო სასტუმრო STAR
GUEST HOU SE STAR

მარტვილის რაიონის სოფელ ინჩხურში, ბაბუის დანატოვარ სახლში, ეკატერინე ქაცარავამ GUEST HOUSE STAR დააფუძნა, სადაც არა მხოლოდ ადგილობრივ, არამედ უცხოელ ვიზიტორებს მასპინძლობს. ეკატერინეს არაერთი გეგმა აქვს ეკოტურიზმის განვითარებისა და ადგილობრივი პროდუქციის წარმოების მიმართულებით.

მარტვილი, ინჩხური
+995 551 22 33 11
FB: Martvili guest house star

ლია კოტეტიშვილი / Lia Kotetishvili
ხელნაკეთი მოსაწვევები და
საქორწილო აქსესუარები
Handmade invitation letters and
wedding accessories

"ხელნაკეთი მოსაწვევები და საქორწილო აქსესუარები" მომხმარებლებს, ქორწილის ორგანიზებასა და გაფორმებასთან ერთად, მრავალფეროვან აქსესუარებს სთავაზობს როგორც ქორწილისთვის, ასევე ნათლობისთვის .

თბილისი
+995 599 74 74 30
FB: ხელნაკეთი მოსაწვევები & საქორწილო აქსესუარები

მარიამ თავაძე / Mariam Tavadze
ემ თი ლაბორატორია / MT Laboratory

"ემ თი ლაბორატორია" ხის მასალისა და ეპოქსიდის ფისისგან სხვადასხვა ტექნიკით დამზადებულ ნაკეთობებსა და ჰიბრიდულ ავეჯს აერთიანებს, რომელსაც მარიამ თავაძე დამოუკიდებლად ქმნის.

თბილისი
+995 591 67 45 65
FB: MT Laboratory • ემ თი ლაბორატორია

თეონა ჩანქსელიანი / Teona Chankseliani
საბავშვო ბაღი ლილეო
Kindergarten Lileo

საბავშვო ბაღი "ლილეო" სამტრედიაში 4 ასაკობრივ ჯგუფში 100-მდე ბავშვს ემსახურება და 15 ადამიანს ასაქმებს. იგი ბაზარზე მაღალი სანდოობით, ინდივიდუალიზმითა და უამრავი კმაყოფილი მომხმარებლით გამოირჩევა.

სამტრედია
+995 571 55 51 81
FB: საბავშვო ბაღი-ლილეო

ნინო გელენიძე / Nino Gelenidze
სათარჯიმნო კომპანია NG GEORGIA
Translation Company NG Georgia

NG GEORGIA საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყველა ტიპის თარგმანს ასრულებს, იქნება ეს სინქრონული, თანამიმდევრული, წერილობითი, ონლაინ თუ ჩურჩულით თარგმანი. გარდა ამისა, კომპანიას აქვს ფილიალები აშშ-სა და ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში. თარგმანის გარდა NG GEORGIA დამკვეთებს დამატებით სერვისსაც სთავაზობს. კომპანია ნინო გელენიძემ ნანა გორგოძესთან ერთად დააფუძნა.

საქართველო
+995 555 78 17 17
https://nggeorgia.ge/index

ლანა მებონია / Lana Mebonia
ლანას სკოლა / Lana's school

"ლანას სკოლა" ზუგდიდში ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს ცოდნა მარტივად, მათზე მორგებული გრაფიკითა და ხელმისაწვდომ ფასად მიიღონ. იგი 50-ამდე მოსწავლეს სხვადასხვა მიმართულებით ამზადებს. სოციალურად დაუცველი და იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსისმქონე ადამიანები 50%-იანი ფასდაკლებით სარგებლობენ, ხოლო აფხაზეთიდან გადმოსული აბიტურიენტებისთვის სწავლის 9-თვიანი კურსი უფასოა.

ზუგდიდი
+995 568 81 81 45
FB: Lana's schoo

თეა ახვლედიანი / Tea Akhvlediani
ახვლედიანის აქსესუარები
Akhvlediani accessories

Akhvlediani accessories ინდივიდუალური დიზაინის მქონე ხელნაკეთ ნივთებს, სახლის დეკორაციებს, სუვენირებს, ჩანთებსა და სხვა პროდუქტებს ქმნის. თეა ახვლედიანი პროდუქტების დამზადების პროცესში მუშაობს ნატურალურ ქვებთან და მაღალხარისხიან მეტალთან, ნამუშევრებს ასრულებს მრავალფეროვანი ტექნიკის გამოყენებით, როგორიცაა სუტაჟური ტექნიკა, შიბორის ლენტი, თექა, Wire Wrap (ე.წ. მავთულით დაწნა), პოლიმერული თიხა და სხვა.

თბილისი
+995 599 31 46 64
FB: Akhvlediani accessories

მედეა არჩილია / Medea Archilia
ალმე / Alme

"ალმე" ხობში ადგილობრივ მოსახლეობას ხელნაკეთი აქსესუარების მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს. თავდაპირველად ბრენდი თმის სამაგრს, გულსაბნევს, საყურესა და სხვა პროდუქტებს ამზადებდა. დროთა განმავლობაში კი ასორტიმენტს ისეთი ნივთები დაემატა, როგორიცაა ჩანთები, კედლის საათები, ფოტოჩარჩოები და სხვადასხვა დეკორაცია.

ხობი
+995 595 51 75 45
www.alme.ge

თეა წულაია / Tea Tsulaia
ტატური / Taturi

"ტატური" ხელნაკეთი ნივთების საწარმოა, რომელი თეა წულაიამ ორ მეგობართან ერთად დააფუძნა. ბრენდი პოლიმერული თიხისგან დამზადებულ სამკაულებსა და აქსესუარებს აერთიანებს, ასევე აფორმებს ფინჯნებს დამკვეთის სურვილისამებრ სხვადასხვა დიზაინით.

ზუგდიდი
+995 557 20 47 04
FB: Taturi / ტატური

ირინა კაპანაძე / Irine Kapanadze
თაფლი ირინოლა / Irinola Honey

"თაფლი და კომპანია ირინოლა" დაარსდა 2017 წელს. კომპანია წარმოადგენს 200-წლიანი ოჯახური ტრადიციის გაგრძელებას, მისი მიზანია აწარმოოს ნატურალური თაფლი, რომელიც დამზადებულია სამცხე-ჯავახეთის ალპური ზონის მინდვრის ყვავილებისგან და წარმოადგენს უნიკალური სამკურნალო თვისებების პროდუქტს უმაღლესი ხარისხის გათვალისწინებით.

თბილისი
+995 599 36 51 48
www.irinola.ge

რუსუდან მითაგვარია / Rusudan Mitagvaria
დეა-დემა / DEA -DEMA


გორში, სოფელ ფლავისმანში, რუსუდან მითაგვარიამ საოკუპაციო ზოლთან ახლოს 2021 წელს ალკოჰოლური სასმელების საწარმო DEADEMA დააფუძნა, რომელიც ორი სახის ღვინოს აწარმოებს - თეთრი "გორული მწვანე" და წითელი ნახევრად მშრალი ტკბილი ღვინო "დირბულა", ამასთან ბრენდი 10 სახეობის ლიქიორს ამზადებს.

გორი, ფლავისმანი
+995 579 14 26 27
FB: DEA -DEMA

მაკა ქობალია / Maka Qobalia
ირიათონი / Iriatoni

"ირიათონი" ქართული ბრენდია, რომელიც ხალხური რეწვის ნიმუშებს ქმნის და ცდილობს ამ სფეროს საქართველოში პოპულარიზაცია გაუწიოს. დღეს ბრენდის ასორტიმენტს შორისაა თექის შარფები, მოსაცმელები, ქუდები, პანები, სამკაულები და ყვავილები. მაკა ქობალიას სურს, რომ თექის სამკურნალო თვისებები წინ წამოსწიოს და ეკოლოგიურად სუფთა, ბუნებრივ ნედლეულზე დამზადებული ქსოვილი შექმნას, რომელიც გაძლიერებული სამკურნალო თვისებებით იქნება გამორჩეული.

თბილისი
+995 557 49 10 14
FB: ირიათონი•iriatoni

თაკო ბაქრაძე / Thako Bakradze
ულევი კერამიკა / Ulevi ceramics

"ულევი" კერამიკის სოციალური საწარმოა, რომელიც თაკო ბაქრაძემ მეუღლესთან ერთად მარტყოფში დააფუძნა. "ულევში" ხანდაზმულებს კერამიკაზე მუშაობას ასწავლიან და სურვილის შემთხვევაში საწარმოშივე ასაქმებენ. იგი ხანდაზმულთათვის მდგრადი სოციალიზაციის სივრცეა, სადაც ისინი სამეგობრო წრეს, ახალ ჰობის და ფინანსური დამოუკიდებლობის შესაძლებლობას იძენენ.

მარტყოფი, გარდაბანი
+995 598 72 29 55
FB: ბებოსია • bebosia

ნინო ჭანიშვილი / Nino Chanishvili
ნინოს ავტოსკოლა / Ninos Avtosk ola

"ნინოს ავტოსკოლა" ოზურგეთში დაინტერესებულ პირებს მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებულ სრულ სერვისს სთავაზობს. აქ შესაძლებელია როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული კურსის გავლა. გარდა ამისა, სკოლა საკუთარ მოსწავლეებს საგამოცდო მოდელის მსგავს სივრცეში, იმიტირებულ გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობასაც აძლევს.

ოზურგეთი
+995 593 28 88 38
FB: ნინოს ავტოსკოლა • Ninos Avtoskola

ხატია კაკაჩიშვილი / Khatia Kakachishvili
Karavi / კარავი

ხატია კაკაჩიშვილმა სამცხე-ჯავახეთში, თურქეთის საზღვრისპირა სოფელ ვალეში 2015 წელს "აწარმოე საქართველოში" მიკრო და მცირე მეწარმეობის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა და საკუთარი სამკერვალო გახსნა. პროფესიით არქიტექტორ- რესტავრატორმა ბავშვებისთვის ფერადი კარვების კერვა დაიწყო.

ახალციხე, ვალე
+995 598 58 95 51
FB: Karavi/კარავი

თამარ გავაშელაშვილი / Tamar Gavashelashvili
ორი ონ ვედინგ / ORI ON WEDDING

თამარ გავაშელაშვილი Ori On Wedding-ის თანადამფუძნებელია, რომელიც საქართველოს მასშტაბით, ქართველ თუ უცხოელ წყვილებს ქორწილის ორგანიზების სხვადასხვა პაკეტს სთავაზობს, იქნება ეს სრული ორგანიზება, გაფორმება თუ სხვ. გარდა ამისა, Ori On Wedding-ს აქვს სხვადასხვა თემატიკის წვეულების ორგანიზების გამოცდილება.

+995 598 20 50 93
FB: საქორწილო დიზაინი • Ori On Wedding

ქეთი ბარნაბიშვილი / Keti Barnabishvili
ქეთო / Qeto

ბებიის მიერ დაწყებული საქმიანობა დღეს უკვე პატარა ბრენდის სახით არის წარმოდგენილი, რომელსაც ქეთი ბარნაბიშვილი საკუთარი ხელითა და დიდი ემოციით ქმნის. Qeto მომხმარებელს მინერალური ქვებისგან დამზადებულ აქსესუარებსა და სამკაულებს სთავაზობს. მცირე რაოდენობის ნაკეთობები და ინდივიდუალური ხელწერა ბრენდის იდენტობის ნაწილია.

თბილისი
+995 577 79 74 77
FB: Qeto

შორენა პატარიძე / Shorena Pataridze
პატარიძის რაჭული / Pataridze's Rachuli

"პატარიძის რაჭული" მუჯურეთულისა და ალექსანდროულის ჯიშის ყურძნისგან მზადდება, რომელიც მხოლოდ რაჭის რამდენიმე სოფელში მოდის. წითელი მშრალი ღვინის წარმოებით, შორენას სურს "ხვანჭკარას" დედანი დააბრუნოს. ბრენდი სერტიფიცირებულია Caucascert მიერ, რომელსაც ევროკავშირის ქვეყნები ენდობიან და აღიარებენ.

ამბროლაური, აბანოეთი
+995 577 50 11 34
https://www.rachuliwine.ge/ka

სოფიო სამთელაძე / Sofio Samteladze
ლომთაძის ოჯახის ღვინო
Lomtadze Family Wine

"ლომთაძის ოჯახის ღვინო" დღეს 5 სახეობის ღვინოს აწარმოებს, გარდა ამისა, სოფიო სამთელაძემ საკუთარი სახელობის ღვინო ჩამოასხა, რომელიც იშვიათი რაჭული ჯიშის "კუდურაულისგან" არის დაწურული. ბრენდის ღვინოები იყიდება ღვინის მაღაზიებში, ასევე გააქვთ ექსპორტზე და დაინტერესებულ პირებს მარანშიც მასპინძლობენ.

ამბროლაური, ხვანჭკარა
+995 598 16 90 17
FB: Lomtadze family wine

ნინო ბუჩაიძე / Nino Buchaidze
საოჯახო სასტუმრო "ბილიკი"
Guest House "Biliki"

"ბილიკი" საოჯახო სასტუმროა, რომელიც ვიზიტორებს თუშეთზე დაუვიწყარი მოგონებებით დატვირთულს უშვებს. სასტუმროს სერვისებს შორისაა მანქანით თუშეთის დათვალიერება, საცხენოსნო ტური და სხვ. გარდა ამისა, ჰყავთ მსხვილფეხა საქონელიც და სტუმრებს ნატურალური პროდუქტითა და ტრადიციული თუშური კერძებით უმასპინძლდებიან.

ზემო ომალო
+995 599 22 20 26
FB: Guest House "Biliki" - საოჯახო სასტუმრო "ბილიკი"

ია მეტრეველი / Ia Metreveli
ვილა ფაგუსი / Hotel Villa Fagus

"ვილა ფაგუსი" საოჯახო ტიპის სასტუმროა, რომელიც დამსვენებლებს 2005 წლიდან იღებს. სასტუმრო 30 ადამიანზეა გათვლილი და 9 ნომერს აერთიანებს, მათ შორის 4 ოთახს ინდივიდუალური სამზარეულოთი. სასტუმროში არის გასართობი სივრცეები და ასევე, ეზოში გასართობი მოედანი ბავშვებისთვის.

ბაკურიანი
+995 593 71 58 55
FB: დასვენება ბაკურიანში ვილა ფაგუსი • Hotel Villa Fagus

ნინო შაკიაშვილი / Nino Shakiashvili
ნინას არტ რუმი / Nina's Art Room

სახელოსნო "Nina's Art Room" 2012 წლიდან პოლიმერული თიხისა და სხვა შერეული მასალისგან ექსკლუზიური და უნიკალური დიზაინის სამკაულებს, აქსესუარებსა და სადღესასწაულო თემატურ სუვენირებს ქმნის, როგორც საცალო, ასევე კორპორაციული დაკვეთით.

რუსთავი
+995 599 20 97 17
FB: Nina's Art Room-HandMade in Georgia/ ხელნაკეთია საქართველოში

მანანა მირაშვილი / Manana Mirashvili
მირა / Mira

MIRA Natural Cosmetics 100%-ით ნატურალურ კოსმეტიკას აწარმოებს - საცხებს, ლოსიონებს, შრატებს, ზეთებს, საპნებს, სანთლებსა და სხვა. MIRA Natural Cosmetics-ის მომხმარებელი ნებისმიერი ასაკის, სქესის, ინტერესის თუ გამოცდილების მქონე ადამიანია, რომლისთვისაც თავის მოვლის რუტინა ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია.

ქუთაისი
+995 571 08 52 92
FB: MIRA Natural Cosmetics

მაია მუჩიაშვილი / Maia Muchiashvili
მარაქა / Maraqa

"მარაქა" თაფლში შეზავებულ ჩირისა და თხილეულის ნუგბარსა და ორცხობილებს აწარმოებს, ასევე პასკებს, გოზინაყს, ჯანსაღ ტრიუფელებს, რომელიც თხილით, ფინიკით, ფორთოხლით, ქოქოსით, კაკაოთი და მაჩტას ჩაით მზადდება. პროდუქტებს შორისაა გრანოლები, მარცვლეულის ჩიფსები და სხვა ტკბილეულის სახეობები. ბრენდი მაია მუჩიაშვილმა 2022 წელს დააარსა.

თბილისი
+995 599 43 50 54
FB: Maraqa • მარაქა

ნია ხაჭაპურიძე / Nia Khatchapuridze
ბოკნეთი / Boknet

"ბოკნეთი" ვიზიტორებს განთავსებასთან ერთად, სამჯერად კვებას, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ სატრენინგო სივრცეს, გიდისა და მანქანის მომსახურებას, ასევე სხვადასხვა ტიპის მასტერკლასის ჩატარებას სთავაზობს. აღსანიშნავია, რომ "ბოკნეთი" ზრუნავს გარემოზე, ამიტომ გარე განათებისთვის და წყლის გასაცხელებლად მზის ენერგიას იყენებს.

ქარელი, გვერძინეთ
+995 598 49 24 92
FB: Boknet • ბოკნეთი (Guest House)

იზა ცაგარელი / Iza Tsagareli
მტევანი / Mtevani

2019 წელს იზა ცაგარელმა ა(ა)იპ მრავალშვილიან ოჯახთა კავშირი "მტევანი" დააფუძნა, რომლის მიზანი მრავალშვილიანი ოჯახების მორალური და მატერიალური მხარდაჭერაა. ორგანიზაციის ბაზაზე 2022 წელს ბავშვთა საათობრივი დატოვების ცენტრი დაფუძნდა. გარდა ამისა, იზა ცაგარელი და მისი ოჯახი ფლობენ საოჯახო მეურნეობას და აწარმოებენ რძის პროდუქტებს შემდგომი რეალიზაციისთვის.

რუსთავი
+995 577 42 44 05
FB: მტევანი / Mtevani

თამუნა გირგვლიანი / Tamuna Girgvliani
ვილიჯ ჰაუს / Village House

Village House საოჯახო სასტუმროა, რომელიც ვიზიტორებს მრავალფეროვან მენიუს სთავაზობს ადგილობრივი, ეკოლოგიურად სუფთა, ორგანული პროდუქტებით, ასევე ხშირია კულინარიული მასტერკლასები. Village House სტუმრებს ინდივიდუალურ ტურისტულ მარშრუტებს, საცხენოსნო და საფეხმავლო ტურებს უდგენს ბუნებაში და სატრანსპორტო მომსახურებასაც სთავაზობს.

სვანეთი, ლატალი
+995 599 36 63 10
FB: Village House

ნანა შედანია / Nana Shedania
მეგო ბარი / MegoBar

ა(ა)იპ "ახალგაზრდები სამეგრელოს განვითარებისთვის" ბაზაზე, 2017 წელს, ზუგდიდში, პირველი სოციალური საწარმო, კაფე − "მეგო ბარი" დაფუძნდა, რომლის მიზანია, სამეგრელოს რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის უფასო სამუშაო სივრცესა და რესურსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა.

ზუგდიდი
+995 599 55 00 57
FB: Mego Bar

ქეთი მელაძე / Keti Meladze
ქეთო'ს / Keto's

"ქეთო'ს" ჯემებისა და მურაბების მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც 2020 წელს, პანდემიის პერიოდში დაფუძნდა. თავდაპირველად ბრენდი მხოლოდ წიწაკის ჯემებს აწარმოებდა, შემდგომ კი სხვადასხვა უცხო სახეობის მურაბები და ჯემები დაემატა, როგორიცაა ჟოლო ტარხუნით, ატამი როზმარინით, მარწყვი ბაზილიკით, ვარდი, ჟოლო წიწაკითა და როზმარინით და ა. შ.

თბილისი
+995 595 27 03 04
FB: ქეთო'ს

ნათია მუჯრიშვილი/ / Natia Mujrishvili
სხივი / Skhivi

"სხივი" მომხმარებლებს ბეჭდვით მომსახურებას სთავაზობს, კერძოდ, პერსონალურ ეტიკეტებს შოკოლადებსა და ღვინის ბოთლებზე; ფოტოსურათებსა და სუბლიმაციურ ჭიქებზე, დიპლომებსა და სიგელებზე ბეჭდვას და სხვ.

თბილისი
+995 598 30 92 15
FB: სხივი

ანა და ნინო ბაჯაძეები / Ana & Nino Badjadze
ძაან / Dzaan

კომპანია "ძაან" 2019 წელს ტყუპმა დამ დააფუძნა. იგი დეკორატიული ხასიათის ნაწარმს ტრადიციული ქართული ნუგბარით − ტყლაპითა და ჩირ- ჩურჩხელით ამზადებს, რომელიც არა მხოლოდ მოსართავად, არამედ დასაგემოვნებლადაც ვარგისია.

თბილისი
+995 598 34 70 90
FB: ძაან

ნათელა ირემაძე / Natela Iremadze
შენი სახლი მთაში
House in the mountain

"შენი სახლი მთაში" საოჯახო სასტუმროსა და კოტეჯებს აერთიანებს, რომელიც ვიზიტორებს კვებას, ლაშქრობას, ცხენზე ჯირითსა და სხვა გასართობ აქტივობებს სთავაზობს. საჭიროებისამებრ "შენი სახლი მთაში" მომხმარებლებს საბანკეტო სივრცითაც ემსახურება, მათ შორის მნიშვნელოვანი დღესასწაულების აღსანიშნავად.

ჩოხატაური, ჩხაკოურა
+995 577 62 53 73

მაია გიორგაშვილი / Maia Giorgashvili
სახლი ქართლში / House in Kartli

საოჯახო სასტუმრო "სახლი ქართლში" მომხმარებლებს აძლევს საშუალებას, დაისვენონ სუფთა ჰაერზე და მიირთვან ბიოპროდუქტები. გარდა ამისა, სახლთან ახლოს მაია გიორგაშვილმა ე.წ. საგუბრები შექმნა, სადაც ხუთი სახეობის თევზია გაშენებული, სტუმრებს კი შესაძლებლობა აქვთ, სპორტული თევზაობითაც დაკავდნენ. "სახლი ქართლში" დამსვენებლებს თევზთან ერთად მარნის ღვინოს, თაფლს, რძის პროდუქტებს, ხილსა და ბოსტნეულს სთავაზობს.

ქარელი
+995 599 93 19 30

დიანა ხაზარაძე / Diana Khazaradze
დია / Dia

მშობელთა და ბავშვთა ინტერესების დაცვის ასოციაცია ა(ა)იპ "დია" 2020 წელს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების/ბავშვების მშობელთა და მათთან მომუშავე პროფესიონალების გაერთიანებით დაფუძნდა. მის ინტერესს გურჯაანის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ადვოკატირება, ინტერესების დაცვა, ორგანიზაციული სერვისების უზრუნველყოფა და სხვა სერვისები წარმოადგენს.

გურჯაანი
+995 598 23 22 35
FB: მშობელთა და ბავშვთა ინტერესების დაცვის ასოციაცია დია

ნინო მეგრელიშვილი / Nino Megrelishvili
სო სანი / So sunny

So Sunny მომხმარებლებს ხელით ნაქსოვ საბავშვო ფაჩუჩებსა და სათამაშოებს სთავაზობს. გარდა ამისა, ჰყავს მოსწავლეები, რომლებსაც ამიგურუმს − ქსოვის ერთ-ერთ მიმდინარეობას ასწავლის. So Sunny-ის პროდუქტების შეძენა შესაძლებელია როგორც ონლაინ, ბრენდის Facebook-გვერდზე, ასევე თბილისში, მაღაზიაში "ზერო ეფექტი".

ხაშური
+995 571 13 08 26
FB: So sunny . სო სანი

ეთერ ალმასია / Eter Almasia
ქალთა ასოციაცია "გვირილა"
Women's ass ociation "Gvirila"

ეთერ ალმასიამ მულტირეზისტენტული ტუბერკულოზის დამარცხების შემდეგ ქალთა ასოციაცია "გვირილა" დააფუძნა, რომლის მიზანიც სამეგრელოში მცხოვრებ ქალთა გაძლიერებაა. ასევე, საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ტუბერკულოზის, აივ-ის, გენდერისა და ძალადობის საკითხზე სტიგმისა და დისკრიმინაციის შესამცირებლად.

ზუგდიდი
+995 598 25 03 23
FB: ქალთა ასოციაცია "გვირილა" - Women's association "Gvirila"

თინათინ ბუბუტეიშვილი / Tinatin Bubuteishvili
Gexam.ge

Gexam.ge - პირველი ონლაინვებგვერდი საქართველოში, რომელიც ინგლისური ენის გამოცდის სიმულაციას ონლაინტესტების კრებულის სახით სთავაზობს აბიტურიენტებს, უფროსკლასელებსა და ყველა დაინტერესებულ პირს, ვისაც ინგლისური ენის დონის ამაღლება და ცოდნის შემოწმება სურს. Gexam.ge თინათინ ბუბუტეიშვილმა თამარ დუნდუასთან ერთად დააფუძნა.

თბილისი
+995 555 51 08 55
www.gexam.ge

მაკა კოდუა / Maka Kodua
თაიგული / Taiguli

"თაიგული" ზუგდიდში მდებარე ყვავილების მაღაზიაა, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას თაიგულების მრავალფეროვან არჩევანს, ონლაინშეკვეთისა და ადგილზე მიტანის სერვისს სთავაზობს. მაკა კოდუამ ბრენდი 3 წლის წინ დააფუძნა და დღემდე წარმატებით უძღვება მას.

ზუგდიდი
+995 568 04 02 36
FB: თაიგული ადგილზე მიტანის სერვისი ზუგდიდში

ნაირა ბოლქვაძე / Naira Bolkvadze
სათბური მარადისში
Greenhouse in Maradisi

რამდენიმე წელია, რაც ნაირა ბოლქვაძე მარნეულში, სოფელ მარადისში სასათბურე მეურნეობას ეწევა. აქ შეხვდებით ყვავილოვან ბროკოლის, სალათის ფოთლებს, მწვანილს, სატაცურსა და სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქტებს. აღსანიშნავია, რომ ნაირა კლიმატთან მედეგ სოფლის მეურნეობას ეწევა და გარემოს დაცვაზე ორიენტირებული ფერმერია.

მარნეული, მარადისი
+995 591 95 67 30

ნინო სამხარაძე / Nino Samkharadze
ნისა / NISA

თოჯინების ოსტატი, ნინო სამხარაძე, პროფესიით ფერმწერ-რესტავრატორია, რომელმაც ეკომეგობრული, ხელნაკეთი დეკორატიული თოჯინებისა და საახალწლო აქსესუარების ბრენდი NISA პანდემიის პერიოდში დააფუძნა. ხელოვანს ოჯახის წევრისთვის ხელნაკეთი და განსხვავებული საჩუქრის გაკეთება სურდა, იდეები მალევე რეალობად აქცია და ასე შეიქმნა ბრენდი NISA.

თბილისი
+995 598 35 35 15
FB: NISA

ნანა იარალიშვილი / Nana Iaralishvili
ნანარტ / NANART

NanArt ხელნაკეთ აქსესუარებზე, ტიხრულ მინანქარზე, ჯვრული ნაქარგობის სამკაულებზე, თემატურ თექის სათამაშოებსა და რაჭული ყვავილებისაგან შექმნილ სამკაულებზე მუშაობს. გარდა ამისა, ნანა იარალიშვილის ოჯახი ონში ჩასულ სტუმრებს კაფეში "ნიტა" ნამცხვრებითა და სხვადასხვა ადგილობრივი ნუგბარით უმასპინძლდება და ხელნაკეთი აქსესუარების ადგილზევე შეძენის შესაძლებლობას სთავაზობს.

ონი
+995 551 77 03 73
FB: NanArt

ნინო ნოზაძე /Nino Nozadze
ნოთს ენ ნოუთს / Knots'n notes

Knots'n notes მომხმარებლებს ინტერიერის ხელნაკეთ დეკორაციას, სანათებს, "მზის დამჭერებს" და ბავშვის ოთახის დეკორს სთავაზობს კვანძებისა და შერეული მეთოდით. "მზის დამჭერები" მზის სინათლესთან დასაკიდი მობილებია - ბროლების მზის სხივებთან შეხების შემდეგ, ოთახში ათინათები ჩნდება, რაც განსხვავებულ ატმოსფეროს ქმნის.

თბილისი
+995 599 34 83 69
FB: Knots'n notes

მარია ტამიროვა / Maria Tamirova
WonderGifts Art Gallery
of Hand-Made

WonderGifts Art Gallery of Hand-Made მარია ტამიროვამ დასთან - ელენა ტამიროვასთან ერთად დააფუძნა. იგი მომხმარებლებს ხელნაკეთ რბილ სათამაშოებსა და პოლიმერული თიხისგან დამზადებულ აქსესუარებსა და სუვენირებს სთავაზობს. არსებობის შვიდი წლის მანძილზე ბრენდის პროდუქციამ სრულიად საქართველო მოიარა და უამრავ გამოფენა- გაყიდვაში მიიღო მონაწილეობა.

თბილისი
+995 599 90 99 03
FB: WonderGifts Art Gallery of Hand-Made

მარიამ დევრისაშვილი / Mariam Devrisashvili
სოციალურ საწარმოთა ალიანსი
Social Enterprise Alliance Georgia

SEA წევრობაზე დაფუძნებული ქოლგა ორგანიზაციაა და საქართველოში მოქმედ სოციალურ საწარმოებს აერთიანებს სხვადასხვა კუთხიდან. მათ მხარდასაჭერად SEA-მ სოციალური კონცეფციის მაღაზია/შოურუმი "ესკი" გახსნა. მარიამ დევრისაშვილი SEA-ს კომუნიკაციების მენეჯერია.

თბილისი
+995 595 36 99 98
FB: სოციალურ საწარმოთა ალიანსი • Social Enterprise Alliance Georgia

ბარბარე მაჭავარიანი / Barbare Matchavariani
ბაბისია / Babisia

"ბაბისია" პატარების ფოტოებისთვის ილუსტრირებულ ჩარჩოებს ამზადებს, რომლებიც ბავშვებს თავს ზღაპრის გმირებად აგრძნობინებს. გარდა ამისა, ბრენდის პროდუქტებს შორისაა გასაფერადებელი ჩარჩოები და სიმაღლის საზომი სახაზავები. "ბაბისიას" მთავარი მიზანი ბავშვების გაბედნიერებაა.

თბილისი
+995 598 25 19 86
FB: ბაბისია.Babisia

ნანუკა ქობულაძე / Nanuka Kobuladze
გლოუ / Glow

"გლოუ" დეკორატიულ სურნელოვან სანთლებს აწარმოებს, ბრენდის ძირითადი მიმართულებაა ტკბილეულის ხაზის ფორმის სანთლები - მაფინი, ტორტი, დონატი, კრუასანი და ა.შ. ასევე, კაქტუსები და სეკულენტები, სხვადასხვა ფორმის სადღესასწაულო სანთლები. "გლოუ" აქტიურად იყენებს თიხას სანთლის დეკორაციებისთვის, ძირითადად კი ორი სახის სანთელს სთავაზობს მომხმარებელს - სოია და პარაფინი.

თბილისი
+995 568 65 19 91
FB: GlowcandleGeo

მალო კოტუა / Malo Kotua
მალოს ხელნაკეთი / Malo's Handmade

Malo Handmade სხვადასხვა სამკაულს, ჩანთასა თუ აქსესუარს ქმნის და ძერწავს თიხისგან. მალო წარმოშობით აფხაზეთიდანაა. სწორედ აფხაზეთის სიყვარულმა გადააწყვეტინა მას და მის მეგობრებს, შეექმნა ორგანიზაცია "ხელები მშვიდობისთვის", რომელიც მიზნად ისახავს კონფლიქტით დაზარალებული ქალებისთვის ხელსაქმის შესწავლას და სხვადასხვა აქტივობაში ჩართვით მათ გაძლიერებას.

ზუგდიდი
+995 574 11 15 09
FB: Malo Handmade - ხელთნაკეთი სუვენირები

მარიამ ჩიკოპაიძე / Mariam Chikopaidze
პიგმალიონი / PIGMALIONI

PIGMALIONI ყველა კატეგორიის მომხმარებლისთვის სხვადასხვა თემატიკის მინანქრის, ვერცხლისა და ოქროს სამკაულებს აწარმოებს. გარდა ამისა, ბრენდი ცდილობს სამკაულში ცნობილიმხატვრების ნახატები დეტალების სრული დაცვით გადმოიტანოს. აღსანიშნავია, რომ PIGMALIONI დღემდე საერთაშორიო თუ ადგილობრივ გამოფენებში წარმატებით მონაწილეობს.

თბილისი
+995 579 40 75 48
FB: Pigmalioni

ლიდერობა

10 გზა თვითშეფასების ასამაღლებლად

"დაბალი თვითშეფასება ცხოვრებაში ამოწეული ხელის მუხრუჭით გადაადგილებას ჰგავს"

ლიდერობა

5 უმნიშვნელოვანესი ლიდერული თვისება

ლიდერი ყოველთვის უსმენს თავის გარშემომყოფებს და საკუთარ აზრს უპირატესად არ მიიჩნევს