Get All Access for $5/mo

კრისტალმა მიკრობანკის ლიცენზიის მისაღებად განაცხადი წარადგინა კომპანიის ვარაუდით, წარდგენილ განაცხადს საქართველოს ეროვნული ბანკი 6 თვის ვადაში განიხილავს

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია კრისტალმა საქართველოს ეროვნულ ბანკში მიკრობანკის ლიცენზიის მისაღებად განაცხადი ოფიციალურად წარადგინა.

ლიცენზიის წარდგენას წინ უძღოდა ხანგრძლივი და ინტენსიური სამუშაოებით დატვირთული პროცესი, რათა კომპანია შესაბამის კანონმდებლობას, რეგულაციებასა და საბანკო სფეროს სპეციფიკას სამართლებრივი კუთხით, პროცედურებით, თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიებით, შიდა ორგანიზაციული თუ ბიზენსპროცესებით მაქსიმალურად და ეფექტიანად მორგებოდა.

"2023 წელს განსაკუთრებით აქტიურად ვემზადებოდით ლიცენზიაზე განაცხადის შესატანად. ბევრი შრომატევადი საფეხური გავიარეთ წარმატებით და წლის ბოლოს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგით: საქართველოს ეროვნულ ბანკში მიკრობანკის ლიცენზიის მისაღებად განაცხადი წარვადგინეთ. ეს არის იმ დინამიური ნაბიჯების შედეგი, რომლებსაც "კრისტალი" ბოლო წლების განმავლობაში მუდმივად დგამდა. ვიმედოვნებთ, რომ უახლოეს მომავალში ერთ-ერთი პირველი ახალი ტიპის ფინანსური ინსტიტუტი ვიქნებით საქართველოში", - აღნიშნავს კრისტალის უფროსი აღმასრულებელი ოფიცერი ილია რევია.

კომპანია 25 წელია, საქართველოს საფინანსო ბაზარზე ოპერირებს და მთელი ქვეყნის მასშტაბით ხელს უწყობს ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაფართოებას, მიკრო, მცირე და საშუალო მეწარმეების ბიზნესე საქმიანობების წინსვლას, ზოგადად კეთილდღეობისა და ქვეყნის ეკონომიკის ზრდას. "კრისტალი" გამორჩეულია მდგრადი კორპორაციული სოციალური ღირებულებებით, კომპანიის მიერ ამ მიმართულებით განხორციელებულ სხვადასხვა პროექტსა და ინიციატივას კი არაერთი ადგილობრივი და საერთაშორისო ჯილდო აქვს მოპოვებული.

ახალი ლიცენზიის მიღების შემდეგ "კრისტალის" მიზანი არსებული ბრენდის, მომხმარებლების ქსელისა და ფილიალების ინფრასტრუქტურის განვითარება იქნება. მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა იგეგმება არსებული თუ ახალი მომხმარებლებისთვის შეთავაზებული პროდუქტების დივერსიფიკაციის და ციფრული არხების განვითარების მიმართულებით და ამ პროცესში განსაკუთრებული აქცენტი აგრო სექტორსა და მცირე მეწარმეებზე გაკეთდება. აღსანიშნავია, რომ მიკრობანკის ლიცენზიის მოპოვების შემდეგ, "კრისტალს" კორპორაციული მართვის საუკეთესო სტანდარტი ექნება.

კომპანიის ვარაუდით, წარდგენილ განაცხადს საქართველოს ეროვნული ბანკი 6 თვის ვადაში განიხილავს.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი