PSP დაზღვევის ახალი პროდუქტი SME ქეარი|CARE - ჯანმრთელობის კორპორაციული დაზღვევა მცირე და საშუალო ბიზნესორგანიზაციებისთვის
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
PSP დაზღვევა განვითარებასა და ინოვაციებზე ორიენტირებული სადაზღვევო კომპანიაა, რომლის მთავარ პრიორიტეტს ხელმისაწვდომი, დივერსიფიცირებული და საჭიროებაზე ორიენტირებული სადაზღვევო პროდუქტების შექმნა და მიწოდება წარმოადგენს. სადაზღვევო სექტორში კომპანიას მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, რომლის ფარგლებში ის უკვე მოემსახურა 250 ათასზე მეტ ადამიანს.
კომპანია პროდუქტებისა და სერვისების შექმნის პროცესში ითვალისწინებს ყოველდღიურ დატვირთულ სამუშაო რეჟიმსა და ცხოვრების აქტიურ სტილს. შესაბამისად, PSP დაზღვევის გუნდი მომხმარებელს თანამედროვე და ინდივიდუალურ მიდგომაზე დაფუძნებულ სერვისებს სთავაზობს, რომელთა ერთობლიობა უზრუნველყოფს კომფორტს, უწყვეტ კავშირს, ოპერატიულ მომსახურებასა და სტაბილურობას. PSP დაზღვევის მომსახურების მაღალი სტანდარტი გულისხმობს მომხმარებლებს ჰყავდეთ პირადი მენეჯერი, ჰქონდეთ კვალიფიციური ოჯახის ექიმების ინსტიტუტისა და პროვაიდერი კლინიკების ფართო არჩევანის საშუალება.
მუდმივად ინოვაციებზე ორიენტირებულმა PSP დაზღვევამ კორპორაციული ჯანმრთელობის დაზღვევის მიმართულებით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის, ექსკლუზიური პროდუქტი SME ქეარი|CARE შექმნა. აღნიშნულ სიახლეზე კომპანიის გენერალურ დირექტორს, მიხეილ გაფრინდაშვილს ვესაუბრეთ.
როგორც ვიცით, PSP დაზღვევაში მნიშვნელოვანი სიახლეები გაქვთ. რას გვეტყვით მათ შესახებ?
დიახ, ნამდვილად ბევრი სიახლე გვაქვს. უპირველესად აღვნიშნავ, რომ კომპანიაში დაინერგა სტრატეგიული მართვის სისტემა. კომპანიის ყველა სტრუქტურულ ერთეულს და თანამშრომელს განესაზღვრა ბიზნესამოცანები და ბიზნესმიზნები, რის საფუძველზეც ხდება ამ თანამშრომელთა შეფასება, ბონუსირება და კარიერული განვითარების დაგეგმვა. დაკომპლექტდა და გაძლიერდა მარკეტინგისა და IT-გუნდები. ბევრი ცვლილება შევიდა მომსახურების პირობებში, რითაც გამარტივდა სადაზღვევო შემთხვევების ანაზღაურების პროცესი. პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობდა არსებული პროდუქტების რედიზაინი და ახალ პროდუქტებზე მუშაობა. მოგეხსენებათ, სექტემბერში ჩავუშვით ავტოდაზღვევის ახალი პროდუქტი "მარტივი ავტო დაზღვევა", რომელიც დღემდე დიდი პოპულარობით სარგებლობს მომხმარებლებში. ახლა კი კორპორაციული ჯანმრთელობის დაზღვევის მიმართულებით, ექსკლუზიური პროდუქტი − SME ქეარი|CARE.
გთხოვთ, გვიამბოთ PSP დაზღვევის ახალი პროდუქტის − SME ქეარი|CARE შესახებ.
SME ქეარი|CARE არის ჯანმრთელობის კორპორაციული დაზღვევა, რომლის ფარგლებშიც მცირე და საშუალო ბიზნესორგანიზაციები იმავე სერვისებსა და ბენეფიტებს იღებენ, როგორსაც დიდი კორპორაციები. ეს კი, მათი მასშტაბის გათვალისწინებით აქამდე შეუძლებელი იყო.
რატომ გადაწყვიტეთ სამიზნე ჯგუფად მცირე და საშუალო ბიზნესების არჩევა? რა იყო აღნიშნულის წინაპირობა?
უპირველეს ყოვლისა ის, რომ მცირე და საშუალო ბიზნესორგანიზაციების თანამშრომლები ყველაზე ნაკლებად დაზღვეული სეგმენტია და ამას თავისი მიზეზი აქვს. ყველამ ვიცით, რომ რაც უფრო ნაკლებია დაზღვეულთა რაოდენობა, მით მეტია სადაზღვევო კომპანიის რისკი. ამიტომ, სადაზღვევო კომპანიები დიდი ხალისით არ აზღვევდნენ მცირე და საშუალო ბიზნესებს და დაზღვევის შემთხვევაშიც მათ უფრო მეტი საფასურის გადახდა უწევდათ პოლისებში, ვიდრე დიდ კორპორაციებს. ჩვენ კი ამ ორგანიზაციებს, სადაც 10-დან 50-მდე თანამშრომელია დასაქმებული, მივუდექით ისე, როგორც დიდ კომპანიებს და ამ უკანასკნელის პირობებით ვთავაზობთ ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტებს. ვფიქრობთ ეს საგულისხმო გადაწყვეტილებაა, რადგან მცირე და საშუალო ზომის ბიზნესორგანიზაციებში ბევრი ადამიანია დასაქმებული და მათ ჯანმრთელობაზე ზრუნვა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ფასეულია.
როგორია PSP დაზღვევის ახალი პროდუქტის − SME ქეარი|CARE შეთავაზება და რამდენად ერგება სხვადასხვა საფასო სეგმენტს?
SME ქეარი|CARE 4 სადაზღვევო პაკეტისგან შედგება და ყველა საფასო სეგმენტს ფარავს. მაგალითად, OPTIMA პაკეტის ღირებულება 35 ლარია, ALTIMA პაკეტის 55 ლარი, ULTIMA პაკეტის 75 ლარი, MAXIMA პაკეტის კი − 95 ლარი. როგორც ხედავთ, პაკეტები ყველა საფასო სეგმენტს მოიცავს და ყველას შეუძლია მისთვის შესაბამისი პაკეტი შეარჩიოს.
რა სახის კონკრეტულ მომსახურებებს სთავაზობს SME ქეარი|CARE მომხმარებლებს?
SME ქეარი|CARE მომხმარებელს ყველა იმ სამედიცინო სერვისის ანაზღაურებას სთავაზობს, რასაც უნდა სთავაზობდეს კარგი სადაზღვევო კომპანია თავის მომხმარებლებს. პოლისები ფარავს როგორც ამბულატორიული და ჰოსპიტალური მომსახურების ხარჯებს, ისე ორსულობა-მშობიარობის, მედიკამენტების შეძენისა და სტომატოლოგიური სერვისების დანახარჯებს. აღსანიშნავია, რომ სამედიცინო დაზღვევის ოთხივე პაკეტი მომხმარებელს სთავაზობს: მომსახურებას მოცდის პერიოდის გარეშე, მაღალ ლიმიტებსა და თანაგადახდებს, მცირე გამონაკლისებს ქრონიკული და დაზღვევამდე დამდგარი დაავადებების დიაგნოსტირებასა და მკურნალობას, გარდა პროდუქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ასევე, ოჯახის წევრების დაზღვევის შესაძლებლობას.
სადაზღვევო სფერო საკმაოდ კონკურენტულია საქართველოში. რა არის PSP დაზღვევის უპირატესობა?
PSP დაზღვევის უპირატესობა ყოველთვის იყო ინოვაციები და მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი, დივერსიფიცირებული, საჭიროებაზე ორიენტირებული სადაზღვევო პროდუქტების შექმნა და მიწოდება, ისევე, როგორც ძლიერი სამედიცინო ეკოსისტემა "PSP ჯგუფში" შემავალი კომპანიების, საკუთარი კვალიფიცირებული ოჯახის ექიმებისა თუ ყველაზე ფართო პროვაიდერი კლინიკების ქსელის სახით.
როგორია თქვენი დაზღვევის გეოგრაფიული არეალი და როგორ შეუძლიათ SME ორგანიზაციებს ისარგებლონ ახალი პროდუქტით?
ჩვენ დღესაც ვოპერირებთ მთელი საქართველოს მასშტაბით, რის შესაძლებლობასაც გვაძლევს მთელ საქართველოში არსებული ოჯახის ექიმებისა და პარტნიორი კლინიკების ქსელი. შესაბამისად, SME ქეარით სარგებლობასაც ყველგან შეძლებენ მომხმარებლები. მომსახურების მიღება კი ძალიან მარტივია, დაინტერესებული მცირე და საშუალო ბიზნესორგანიზაციის წარმომადგენლები უნდა ეწვიონ ჩვენს ვებგვერდს IPSP.GE და დაგვიტოვონ საკონტაქტო ინფორმაცია, ან დარეკონ ჩვენს სატელეფონო ცენტრში, ნომერზე: 0322 18 55 55, რის შემდეგაც ჩვენი კორპორაციული გაყიდვების მენეჯერები დაუკავშირდებიან და პირობების დეტალურად გაცნობის შემდეგ გაუფორმებენ ხელშეკრულებას.
და ბოლოს, როგორია PSP დაზღვევის სამომავლო გეგმები?
მომავალს იმედით ვუყურებთ. საინტერესო და ამბიციური გამოწვევები დავუსახეთ საკუთარ თავს. მოწვეულ საკონსულტაციო კომპანიასთან ერთად, ჩვენ ახლახან დავასრულეთ PSP დაზღვევის განვითარების 3-წლიან სტრატეგიულ გეგმაზე მუშაობა. აღნიშნული სტრატეგიული გეგმის ქვაკუთხედი არის კომპანიის სრული ტრანსფორმაცია, რომელიც მოიცავს ხედვისა და სტრატეგიის ტრანსფორმაციას, ორგანიზაციული კულტურისა და ბრენდის ტრანსფორმაციას, ასევე გაციფრულების პროცესის დაჩქარებას. იმედი მაქვს, ამ სტრატეგიის იმპლემენტაციის შემდეგ, მომხმარებლები კიდევ უფრო საიმედო და კომფორტულ PSP დაზღვევას იხილავენ.