Get All Access for $5/mo

რატომ სძინავთ 2024 წლის პარიზის ოლიმპიადის მონაწილე სპორტსმენებს მუყაოს საწოლებზე?

By Riccardo Piccolo

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

დიახ, არ მოგესმათ, 2024 წლის პარიზის ოლიმპიადის მონაწილე ათლეტების საწოლები ნამდვილად მუყაოსია. ვიდეოების გავრცელებისა და კითხვების გაჩენის შემდეგ ეს ფაქტი ორგანიზატორებმაც დაადასტურეს. მათი თქმით, პარიზის 2024 წლის ოლიმპიადისა და პარაოლიმპიადის მხარდამჭერი კომპანია Airweave გახდა - სწორედ ეს კომპანია იყო ტოკიოს ოლიმპიადის პარტნიორიც და უზრუნველყოფდა სპორტსმენების დასვენებას.

მუყაოსგან დამზადებული საწოლები მარტივია ტრანსპორტირებისთვის, თავსდება პატარა კონტეინერში და, რაც მთავარია, მარტივია მათი გადამუშავება. მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვით, ფაქტობრივად, ქაღალდის კონსტრუქცია საეჭვო უნდა იყოს, მუყაოს საწოლები საკმაოდ მყარია და ამას მიზეზიც აქვს.

"ეს საწოლები შექმნილია ტექნოლოგიით, რაც 3-4 ადამიანის ზედ ხტუნვასა და დაწოლასაც კი გაუძლებს. რადგან, როგორც იცით, მოგების შემდეგ ადამიანები სიხარულს მრავალფეროვნად გამოხატავენ", - ამბობს მოტოკუნი ტაკაოკა, Airweave-ის დამფუძნებელი და პრეზიდენტი.

ინტიმური სიახლოვის აკრძალვა?

მუყაოს ქაღალდების წარდგენით ტოკიოს ოლიმპიადის დროსაც კი სხვადასხვა თეორია წარმოიშვა. მაგალითად, ამერიკელი მოთხილამურე პოლ კელიმო გავრცელებულ ვიდეოში ამბობდა, რომ საწოლების სისუსტე ათლეტებში ინტიმური სიახლოვის გამოსარიცხად გამოიყენებოდა. ეს თეორია დღის წესრიგიდან პანდემიამ მოხსნა მას შემდეგ, რაც ოლიმპიური კომიტეტის მიერ შემოღებულ იქნა კოვიდ 19-ის გავრცელების საწინააღმდეგო შეზღუდვები.

თუმცა, საბოლოოდ ათლეტებს შორის რაიმე კავშირის აკრძალვაზე საუბარი მას შემდეგ შეწყდა, რაც მარტში ოლიმპიურმა კომიტეტმა კონდომების ხელმისაწვდომობის შესახებ ისაუბრა. სპორტსოფლების დირექტორმა ლორენ მიშუდმა Sky News-ს განუცხადა, რომ 300 000 კონდომი დარიგდებოდა, რათა "ყველას მიეღო ის, რაც სურდა და სჭირდებოდა".

რაც შეეხება საწოლების გამძლეობას - ათლეტების ვიდეოებიდან ჩანს, რომ ისინი ნამდვილად უძლებს ხტუნვას, აღნიშვნას თუ სხვა სახის აქტივობებს. როგორც ცნობილია, საწოლები 250-კილოგრამიან დაწოლაზეა გათვლილი. გარდა ამისა, მას მოჰყვება ფორმაცვალებადი მატრასი სიმყარის სამი დონით - სპორტსმენს მისი ადაპტირება შეუძლია საკუთარ ფიზიკურ მონაცემებსა და საჭიროებებზე.

მდგრადი ძილი?

მუყაოსგან დამზადებული 16 000 საწოლი და მატრასი გადამუშავებადია და ნამდვილად აქცევს პარიზის ოლიმპიადას "ყველაზე მწვანე თამაშებად" ისტორიაში. ეკოლოგია რომ წლევანდელი თამაშების ორგანიზატორებისთვის მნიშვნელოვანი ასპექტი იყო, მდინარე სენას დასუფთავებითაც გამოჩნდა.

გასულ კვირაში პარიზის მერმა, ანნა იდალგომ თავად შეამოწმა სენას სისუფთავე და მდინარეში გაცურა. ცნობილია, რომ გასულ საუკუნეში მდინარეში ჩასვლა აკრძალული იყო უსაფრთხოების გამო, ხოლო ბოლო 50 წლის განმავლობაში მასში კანალიზაციაც კი ჩაედინებოდა. მერის მიერ მდინარეში ცურვა იმის დამამტკიცებლად მოეწყო, რომ მდინარე ნამდვილად საკმარისად სუფთა იყო ოლიმპიადის ღონისძიებებისთვის. ასევე, გაჟღერდა გეგმაც - თამაშების დასრულების შემდეგ მდინარეზე საცურაო ტერიტორიები გაიხსნება.

მუყაოს საწოლების გარდა, Airweave-ის მატრასებიც მდგრადი, გადამუშავებული სათევზაო ბადისგან მზადდება. ღონისძიების შემდეგ ეს მატრასები სხვადასხვა ორგანიზაციებს, მათ შორის საფრანგეთის არმიას, Emmaüs-ს, პარიზის ოპერის საბალეტო კოლეჯს და Tsuji Hotel School-ს გადაეცემათ.

ოლიმპიურ სოფელში სხვა ავეჯიც გადამუშავებული მასალისგანაა. მაგალითად, მაგიდები დამზადებულია ბადმინტონის ბურთებისგან, პუფები - პარაშუტის ნაჭრისგან, ხოლო სკამები ბოთლის გადამუშავებული თავსახურებისგან. გარდა ამისა, პარიზის ოლიმპიადის ორგანიზატორები ამბობენ, რომ ლონდონის 2012 წლის ოლიმპიადასთან შედარებით პლასტმასის მოხმარება განახევრდება.

თარგმანი: თინათინ ლუხუტაშვილი

Business News

Yandex სრულად რუსული მხარის საკუთრებაშია - რა ვიცით კომპანიის შესახებ?

აფართოებს თუ არა რუსული "იანდექსი" საქართველოში ბიზნესს?