Cyber Monday Sale! 50% Off All Access

რაც არ მკლავს, მაძლიერებს Was mich nicht umbringt, macht mich stırker

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur

"რაც არ მკლავს, მაძლიერებს" (გერმანულიდან: Was mich nicht umbringt, macht mich stırker).

ფრიდრიხ ნიცშე - "კერპების მწუხრი" (1888), მერვე აფორიზმი.

დიდია იმის შანსი, რომ ეს არ ის ერთადერთი შემთხვევა, როცა ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და ავტორიტეტული გერმანელი ფილოსოფოსის, ფრიდრიხ ნიცშეს, ამ ვირუსულ და მასიურად პოპულარულ შეგონებას გადაეყარეთ. მერე რა, რომ შესაძლოა აბსოლუტურად არაფერი იცოდეთ ნიცშეს შესახებ ან ზოგადად ფილოსოფიაზე. ტიპურად, მის ამ ფილოსოფიურ ციტატას (ან იდენტურ პარალელურ რეფერენსებს), ერთხელ მაინც წააწყდებოდით სოციალურ ქსელში, სხვადასხვა მედია საშუალებებში, თუნდაც ნიცშეს კითხვისას, ჯეი-ზის, კანიე უესტის მუსიკალურ შემოქმედებაში ან ლეგენდარული კრისტოფერ ნოლანის იკონურ "ბნელ რაინდში."

თანამედროვეობაში, ზემოთხსენებული, სამოტივაციო, ინსპირაციული აფირმაციაა, რომ ყველაზე ნეგატიურ გამოცდილებაშიც კი, ადამიანური პრივილეგია იმალება, სწავლის, განვითარების და ზრდის პერსპექტიული შესაძლებლობით. ყველა სირთულეს და დაბრკოლებას თან სდევს მიზანი - აქტუალური იმპულსი და შინაგანი პრინციპი, ინდივიდის პერსნალური ჩამოყალიბებისკენ, გაძლიერებისკენ და გაუმჯობესებისკენ. მიუხედავად იმისა, რომ ნიცშეს მაქსიმი, "რაც არ მკლავს, მაძლიერებს", პრაქტიკულად კლიშედ ჟღერს, მნიშვნელოვანია იმის გააზრება, რომ ის არ ახდენს ფაქტის ან ჭეშმარიტი სიმართლის კონსტატირებას, არამედ მიუთითებს სირთულეებისთვის თანდაყოლილ პოტენციალზე.

თითოეულ ჩვენთაგანს მოუწევს კონფრონტაცია რთულ ცხოვრებისეულ მომენტებთან. რაც არ უნდა მდიდარი, ლამაზი, იღბლიანი ან ძლიერი იყო, პრობლემების და გამოწვევების პირისპირ აუცილებლად აღმოჩნდები. არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად დეტალურად დაგეგმავ ან როგორ პედანტურად მოემზადები, ცხოვრების კანონზომიერებაა, უკონტროლო და სპონტანურ სირთულეებთან შეჯახება-შეჭიდება.

სირთულეების გამკლავების და გადაჭრის მექანიზმები და თუ როგორ ახერხებენ ადამიანები კრიზისების მომენტალურ მენეჯმენტს, არსებითად ყოვლისმომცველი და ფუნდამენტურად კრიტიკული გავლენა აქვს ცხოვრებაზე. სტანდარტულად, ეგზისტენციის ცირკულარული, კლასიკური შაბლონი ასეთია - ისინი, ვინც დაბრკოლებებს ხასიათის სიმტკიცით, თანმიმდევრული ნაბიჯებით, შეურყეველი ძალისხმევით, სერიოზული დისპოზიციით, პროაქტიულად პირისპირ ხვდებიან და უკომპრომისო გამბედაობით ირჩევენ არსებულის პოზიტიური ეფექტურობით დაძლევას, თვითრეალიზაციის ევრიკა მომენტში გააცნობიერებენ, რომ დღის ბოლოს, უფრო ჭკვიანები, მდგრადები, ძლიერები და ტრანსფორმირებულები არიან. ისინი განზრახვით, განსაზღვრული მობილიზებით სწავლობენ თავიანთი გამოცდილებიდან და ბავშვური ცნობისმოყვარეობით და აზარტით, ყველაფერი ან არაფერი მენტალიტეტით ერთვებიან თვითაღმოჩენის და თვითგანვითარების პროცესში. ასევე, რუტინულად ცდილობენ მენტალურ-ემოციური იმუნიტეტის გამომუშავებას, შინაგანი მულტიფუნქციური ინტელექტუალური ინსტრუმენტების კულტივირებას და მოქნილი კოგნიტური უნარებით აღჭურვას, ყველაფრისთვის რასაც მათ ცხოვრება მომავალში სიურპრიზად უმზადებს.

მეორე მხარეს, ის კატეგორია და არასრულფასოვანი დომინანტი ჯგუფია, რომელშიც ადამიანები, თვითგამოწვეული დესტრუქციული, მექანიკური, კონტრპროდუქტიული მცდელობებით, წარუმატებელი მოჩვენებითობით, თავს არიდებენ ან ავტომატურად გაურბიან სირთულეებს. სიმპტომურად უპასუხისმგებლო, უხერხემლო და პასიური "დიდი პატარა ბავშვები", კომფორტის ზონიდან პოტენციური მეტამორფოზის შესაძლებლობის ამ ფანჯარას აიგნორებენ, ტრადიციული, დისორიენტაციული ინფანტილიზმით კი მოტივაციის რეპრესირებას ტოქსიკურ ჩვევად აქცევენ. აწ უკვე, ლიმიტირებული და მინიმიზირებული შანსის ხელმისაწვდომობა, მათ მიწაზე მწარედ ანარცხებს და ნიადაგს ამზადებს რეალობასთან არაჰარმონიული, მზარდი შინაგანი კონფლიქტისათვის. მაშინ, ისინი ხვდებიან, რომ ყველაფერი უარესდება და ეს მხოლოდ ჯერ დასასრულის დასაწყისია.

ცხოვრება, პერმანენტული ტესტების ცვალებადი ციკლია. გამოწვევები და პრობლემები გამოცდილების და ჭკუის სასწავლებელი გაკვეთილებია, მომავლის სხვა სირთულეებამდე. ეს აბსოლუტური, ინტერნალური გადასხვაფერების კატალიზატორი და პოზიტიურად დამუხტული სტიმულია, უფრო მაღალი სიმაღლეებისკენ. საგზაო, სანავიგაციო ნიშანი საკუთარი თავის საუკეთესო ვერსიის რეალიზების გზაზე.

Business News

საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება

ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ "ქართული ოცნების" ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

16 შთამაგონებელი ფრაზა "ოსკაროსანი" ფილმებიდან

დაიმუხტეთ ახალი ენერგიით და მოტივაციით!

Business News

OnWay-მ 2023 წელს მილიონზე მეტი ამანათი გადაზიდა

წელს განსაკუთრებით გაიზარდა კომპანიის, როგორც რეგიონული გადამზიდის, მასშტაბები