Get All Access for $5/mo

როგორ ვმართოთ დრო ეფექტიანად? ლევან ლეფსვერიძე − "ლივინგსტონის" კრეატიული დირექტორი და თანადამფუძნებელი

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ოდესმე გიფიქრიათ, რომ დღის განმავლობაში საკმარისი დრო არასდროს გაქვთ, არც კვირაში 7 და წელიწადში 365 დღე გყოფნით?

იმისათვის, რომ მსგავსი განცდები თავიდან აირიდოთ, საჭიროა დროის ეფექტიანი მართვა სცადოთ. დროის მენეჯმენტი ერთგვარი პროცესია, რომელიც გეხმარება სხვადასხვა აქტივობა საკუთარ დროზე გადაანაწილო, თანაც ისე, რომ ნაკლებ დროში მეტი შედეგი დადო, მაშინაც კი, თუ დროში შეზღუდული ხარ და ძლიერ ზემოქმედებას განიცდი. დროის ეფექტიანი მართვა მეტ პროდუქტიულობასა და ნაკლებ სტრესს გულისხმობს, ხშირ შემთხვევაში კი კარიერულ წარმატებასაც უზრუნველყოფს.

ალბათ ბევრი გსმენიათ დროის მართვის ისეთი ზოგადი ტექნიკების შესახებ, როგორებიცაა დაგეგმვა, ჩანაწერების გაკეთება, საქმეების პრიორიტეტების მიხედვით დალაგება და სხვა. თუმცა, ხშირ შემთხვევაში ადამიანები მაინც საკუთარი უნიკალური კომბინაციის შექმნისკენ მიისწრაფვიან. Entrepreneur დროის მართვაზე "ლივინგსტონის" კრეატიულ დირექტორს და თანადამფუძნებელს, ლევან ლეფსვერიძეს ესაუბრა.

დროის მართვის გარეშე პროდუქტიულობა არ არსებობს. დიდი შედევრების შექმნა დროის მენეჯმენტისთვის სერიოზული ყურადღების დათმობის გარეშე არ გამოვა.

ჩემთვის რთულ გამოწვევად რჩება ფოკუსის შენარჩუნება. ძალიან ხმაურიან გარემოში ვცხოვრობთ, სხვადასხვა მესენჯერში უამრავი შეტყობინება მოდის, თითქოს ყველა საჩქაროა, ყველა ყურადღებას მოითხოვს შენგან. ასეთ სიტუაციაში ჩემი საყვარელი ტექნიკაა 10 წუთის დანიშვნა და სრული ფოკუსირება ერთ კონკრეტულ საქმეზე − საჭიროა, ყველა ხელისშემშლელი ფაქტორი უგულებელყო. ასე, 10-10-წუთიანი ინტერვალებით ვმუშაობ ხოლმე. ეს ძალიან სასარგებლო და ეფექტიანი მეთოდია. თქვენ თვითონაც გაგიკვირდებათ, რამდენი რამის მოსწრება შეიძლება 10 წუთში, როცა გონება სრულად მომართულია. თავიდან ოდნავ ვარჯიში და ძალისხმევა სჭირდება ფოკუსირებას, თუმცა რამდენიმე კვირაში ეს პროცესი უფრო მარტივდება.

უნდა ვაღიარო, რომ "ლივინგსტონის" დაწყების პირველ წლებში ცხოვრების საზარელი რეჟიმით ვცხოვრობდი მე, და ვცხოვრობდით მთელი გუნდი: ბევრი არაეფექტიანი მუშაობის საათები ოფისში, ღამეების თენება ა.შ. ახლა საერთოდ არ მეამაყება ეგ ამბავი. რთულია ბალანსის დაცვა თბილისის რეალობაში, აქ თითქოს მიღებულია საქმისთვის თავის "გადაწვა". თუმცა მერე და მერე მივხვდი, რომ უმაღლესი ლიგის პროფესიონალი ვერ გახდები, დიდი მასშტაბის პროექტებს ვერ მართავ და გუნდის ლიდერად ვერ გამოდგები, თუ უპირველესად საკუთარი ცხოვრების დროის მართვა არ ისწავლე. ასე, ნაბიჯ-ნაბიჯ დავიწყე საკითხში გარკვევა და იმ დროისთვის ჩინურივით, ჩემთვის სრულიად გაუგებარი დისციპლინის დასწავლა. ახლა პროგრესი მაქვს, თუმცა წინ კიდევ ძალიან დიდი გზაა. ალბათ შემთხვევითი არ არის, რომ დღეს "ლივინგსტონშიც" შესამჩნევად დალაგებულია ეს ნაწილი. კრეატიული სააგენტოს კვალობაზე, საამაყოდ გვაქვს work-life balance დაცული.

ინდუსტრიული ტრენდები

თანამშრომელი - კომპანიის მთავარი ღირებულება

ბუღალტრული და აუდიტორული კომპანია "ფინო" - 13 წელი ქართულ ბაზარზე