Black Friday Sale! 50% Off All Access

სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის საგრანტო პროგრამაზე ბიზნესიდეების მიღება 27 აპრილს სრულდება

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

სააგენტო "აწარმოე საქართველოში" მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის საგრანტო პროგრამაზე ბიზნესიდეების მიღება 3 აპრილს დაიწყო და 27 აპრილს 15:00 საათზე დასრულდება.

თუ ბიზნესიდეა გაქვს და არ იცი როგორ განახორციელო ის, ან მცირე ბიზნესს ფლობ და მისი გაფართოება გსურს, აღნიშნული საგრანტო პროგრამა კარგი შესაძლებლობაა. ფინანსურთან ერთად, იგი მონაწილეებს ტექნიკურ მხარდაჭერასაც სთავაზობს, რაც ზოგადი მეწარმეობის საკითხებისა და ბიზნესგეგმის შედგენაში ტრენინგების ჩატარებას გულისხმობს.

საგრანტო კონკურსში მონაწილეობა საქართველოს ნებისმიერ სრულწლოვან მოქალაქეს შეუძლია. თითოეული ბიზნესიდეისთვის მაქსიმუმ 30 000 ლარის ოდენობის გრანტი გაიცემა. რაც შეეხება მეწარმის მხრიდან თანამონაწილეობის წილს, ის გრანტის თანხის არანაკლებ 20% უნდა იყო, ხოლო მაღალმთიანი დასახლებისთვის − არანაკლებ 10%.

კონკურსში მონაწილეობა იმ მეწარმეებსაც შეუძლიათ, რომლებმაც გასულ წლებში ერთხელ უკვე მოიპოვეს დაფინანსება. თუმცა, გამონაკლისია და მონაწილეობას ვერ მიიღებენ 2020-2022 წლებში გამარჯვებული მეწარმეები და ისინიც, რომლებმაც 2015-2018 წლებში დაფინანსება ორჯერ მოიპოვეს. პროგრამის არსებული ბენეფიციარებისთვის, თანამონაწილეობის წილი გრანტის თანხის არანაკლებ 50%-ია, მაღალმთიან დასახლებებში კი, არანაკლებ 25%.

საგრანტო პროგრამა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ხორციელდება და 300-მდე ეკონომიკური საქმიანობის დაფინანსების შესაძლებლობას იძლევა. ამასთან, განსაზღვრულია რამდენიმე პრიორიტეტული მიმართულება:

  • ახალი ბიზნესის წამოწყება;
  • ახალგაზრდა მეწარმე სუბიექტის მიერ ბიზნესის დაწყება/გაფართოება;
  • ქალი მეწარმის მიერ ბიზნესის დაწყება/გაფართოება;
  • იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიერ ბიზნესის დაწყება/გაფართოება;
  • შშმ-პირთა მიერ ბიზნესის დაწყება/გაფართოება;
  • სოციალურად დაუცველი პირის მიერ ბიზნესის დაწყება/გაფართოება;
  • სოფლად/მაღალმთიან დასახლებებში ბიზნესის დაწყება/გაფართოება;
  • განთავსების საშუალებებსა და ტურისტულ სერვისებზე ორიენტირებული პროექტის განხორციელება.

პროგრამის საინფორმაციო შეხვედრების განრიგი სააგენტოს სოციალურ ქსელებში განთავსდება.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად თავდაპირველად, ბიზნესიდეის პორტალზე რეგისტრაციაა საჭირო. შერჩეული ბიზნესიდეების ავტორებს ბიზნესგეგმის შედგენაში ჩაუტარდებათ ტრენინგები. საბოლოოდ კი ბიზნესგეგმის კონკურსიდან პროექტის ბენეფიციარები შეირჩევიან.

ცნობისთვის, მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის საგრანტო პროგრამა მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება. წელს პროექტისთვის 30 მილიონი ლარია გამოყოფილი. აღნიშნული საგრანტო პროგრამა 2015 წლიდან არსებობს და 8 500-ამდე ბენეფიციარი ჰყავს. პროექტის ფარგლებში განხორციელებული ჯამური ინვესტიცია კი დაახლოებით 117 მილიონ ლარს შეადგენს.

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ლიდერობა

10 გზა თვითშეფასების ასამაღლებლად

"დაბალი თვითშეფასება ცხოვრებაში ამოწეული ხელის მუხრუჭით გადაადგილებას ჰგავს"

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი