საახალწლო აქციები AFFLELOU-ში: საერთაშორისო ბრენდი 2023 წელს აჯამებს და ახალი წლისთვის ემზადება
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
ფრანგული საერთაშორისო ბრენდი AFFLELOU საქართველოში 2 წელზე მეტია, ოპერირებს. ოპტიკური ინდუსტრიის ერთ-ერთი ლიდერი საქართველოში სამი მაღაზიითაა წარმოდგენილი, თუმცა 2024 წლიდან მეტად გაფართოება იგეგმება.
ბრენდისთვის წელი ნაყოფიერი და წარმატებული იყო. AFFLELOU-ს გენერალურ მენეჯერს Entrepreneur დაუკავშირდა. ანი გიგინეიშვილმა გასულ 2023 წელზე, სამომავლო გეგმებსა და საახალწლოდ მომხმარებლებისთვის მომზადებულ საჩუქრებზე ისაუბრა.
რატომ AFFLELOU, რა გამოარჩევს კომპანიას ბაზარზე და რომელ ცნობილ ბრენდებს იპოვით მაღაზიაში? − ამის შესახებ წაიკითხეთ ინტერვიუში.
ახალი წელი ახლოვდება − რას სთავაზობს საჩუქრების სეზონისთვის AFFLELOU მის მომხმარებლებს?
AFFLELOU პარიზი წლის ყველაზე მნიშვნელოვანი დღესასწაულისთვის მომხმარებელს სთავაზობს იზრუნოს როგორც საკუთარ თავზე, ასევე ძვირფასი ადამიანების საჩუქრებზე. ჩვენი ბრენდების პორტფელში მომხმარებელი აღმოაჩენს ისეთ ლეგენდარულ და კრეატიულ ბრენდებს, როგორებიცაა Ray Ban, Tom Ford, Gucci, Persol, Prada, Kaleos, Mykita, Moscot, Saint Laurent, Oliver Peoples, Retrosuperfuture, რომლის სათვალეებიც ნამდვილად განსაკუთრებული საჩუქარია. გარდა მზის სათვალის უახლესი კოლექციებისა, AFFLELOU Paris-ის ოპტიკურ სალონში ოპტიკური ჩარჩოს ფართო არჩევანია. საჭიროების შემთხვევაში ადგილზე შეგიძლიათ ისარგებლოთ ოფთალმოლოგისა და ტექნიკოსის მომსახურებით, ხოლო ვიდრე საახალწლო საჩუქრებს შეარჩევთ, თქვენი სათვალეც დამზადდება.
რა ტიპის აქციებით შეძლებენ მომხმარებლები სარგებლობას?
საახალწლო პერიოდში მომხმარებელს საშუალება ექნება შეარჩიოს ბრენდების უახლესი კოლექციები 50%-მდე ფასდაკლებით. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენი მუდმივი შეთავაზება − Tchin Tchin-ის ფარგლებში მომხმარებელს შეუძლია სათვალის შეძენის დროს მიიღოს მეორე სათვალე AFFLELOU კოლექციიდან, მხოლოდ 1 ლარად.
როგორია ბრენდის ისტორია საერთაშორისო და ქართულ ბაზრებზე?
50-წლიანი გამოცდილება ოპტიკის სფეროში, 1450 მაღაზია მსოფლიოს 20 ქვეყანაში და მილიონობით ერთგული მომხმარებელი; მინიმალიზმი და ელეგანტურობა, ღირებულებებისადმი პატივისცემა, მომხმარებელზე ზრუნვა და კომფორტული ცხოვრების წესის პოპულარიზაცია − ეს არის AFFLELOU Paris. პირველი ოპტიკური სალონი საქართველოში 2021 წელს გაიხსნა და უკვე 3 წელია წარმატებით ოპერირებს. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ GPC-ის დიდი ფორმატის აფთიაქებში მომხმარებელს დახვდება AFFLELOU-ის კოლექციები და რა თქმა უნდა, აქაც შეუძლიათ Tchin Tchin აქციით სარგებლობა.
რა გამოარჩევს AFFLELOU Paris-ს სხვა ოპტიკური ბრენდებისგან?
AFFLELOU Paris, როგორც ბრენდი, გამოირჩევა ფერადი და საინტერესო მოდელებით, განსხვავებული MAGIC კოლექციით, ცვლადი კლიპებით, რომლის საშუალებითაც შეგიძლია შეცვალო შენი სტილი სათვალის შეცვლის გარეშე და რაც მთავარია, AFFLELOU Paris მომხმარებელს სთავაზობს უპრეცედენტო, მუდმივ Tchin Tchin აქციას.
როგორია ბრენდის სამომავლო გეგმები?
AFFLELOU Paris საკმაოდ ამბიციური გეგმებით ხვდება 2024 წელს. მომავალ წელს ვამატებთ AFFLELOU პარიზის ოპტიკურ სალონებს საქართველოს მასშტაბით, ასევე ჩვენს მომხმარებელს ვთავაზობთ ბრენდების კიდევ უფრო მრავალფეროვან არჩევანსა და დიდ სიახლეებს. 2023-ში დაწყებულ "თვალზე ზრუნვის" კამპანიებს გავაგრძელებთ სკოლებში, უნივერსიტეტებსა და კერძო კომპანიებში, რადგან მიგვაჩნია, რომ ცნობიერების ამაღლება თვალის ჯანმრთელობის შესახებ ძალიან მნიშვნელოვანია.