Sales Team - გაყიდვები და მარკეტინგი ერთ სივრცეში
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
კომპანია Sales Team-ი 2020 წლის 1 აპრილს დაარსდა და მას შემდეგ გთავაზობთ შედეგზე ორიენტირებულ აუთსორს მომსახურებას გაყიდვებისა და მარკეტინგის მიმართულებით.
"ჩვენი გუნდის მთავარი მიზანია, ვიყოთ წამყვანი კომპანია დეველოპერულ სივრცეში და მოვახდინოთ ახალი იდეების რეალიზაცია. ჩვენი კომპანია ერთი დიდი ოჯახია, სადაც გადაწყვეტილებებს გუნდურად ვიღებთ და ყველა დეტალი ჰარმონიულად არის შეთანხმებული, რაც მომხმარებელთან ურთიერთობაშიც აისახება", - მარიამ ფიფია, კომპანია Sales Team-ის დამფუძნებელი.
მარიამ ფიფია - კომპანია Sales Team-ის დამფუძნებელი
Sales Team-ის ნიშა არა მხოლოდ უძრავი ქონების გაყიდვა, არამედ მომსახურების სრულყოფილი არჩევანის შესაძლებლობა გახლავთ, რაც მშენებლობის საწყის ეტაპზე, წამყვან არქიტექტორებთან ერთად, უნიკალური დიზაინისა და გეგმარების შექმნას გულისხმობს.
პროფესიონალი გუნდის დახმარებით უკვე 526 ბედნიერი და კმაყოფილი მობინადრე არსებობს, რომელთა ერთგულება და მეგობრობა ბინის შეძენის დღიდან დღემდე გრძელდება.
ასევე ყველა მობინადრეს საშუალება ეძლევა, თავისი წვლილი შეიტანონ საკუთარი მომავლის შექმნაში და დაგეგმონ პროექტი საკუთარი სურვილების მიხედვით ინტერიერის დიზაინერთან ერთად.
თინათინ კობალავა - გაყიდვების ხელმძღვანელი
Sales Team-ი იღებს ექსკლუზიურ პასუხისმგებლობას, იზრუნოს თქვენს იმიჯზე და გთავაზობთ სრულ მომსახურებას ეფექტიანი გაყიდვებისთვის:
- მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავება
- ლოგო, ნეიმინგი, ბრენდირება
- კომუნიკაციებისა და გაყიდვების პროცესის სრული უზრუნველყოფა
- ბეჭდვითი მომსახურება
- ვებგვერდის მართვა
- სოციალური მედიის მართვა, კონტენტით უზრუნველყოფა
- არქიტექტურული/დიზაინერული მომსახურება
- ობიექტზე წარმომადგენლის განთავსება
- რეპორტინგი და გადახდების კონტროლი
- გაყიდვების შემდგომი მომსახურება პროექტის საბოლოო დასრულებამდე.
დაარსების დღიდან Sales Team-ის პორტფოლიო 4 წარმატებულად დასრულებულ და 3 მიმდინარე პროექტს მოიცავს.
"რაც შეეხება გამოწვევებს, წინ ახალი გრანდიოზული პროექტებია, რაც დიდ ენერგიას, შრომასა და პროფესიულ ზრდას მოითხოვს, რისთვისაც ჩვენი გუნდი მუდამ მზად არის".
კომპანიის სამომავლო გეგმები ორ ახალ პროექტს უკავშირდება:
- ურბანული სტილის "ქალაქი" დიღმის ტერიტორიაზე, რომელიც პრემიუმ კლასის აპარტამენტებს, სავაჭრო ცენტრებს, სპორტულ მოედნებს, კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და რეკრეაციულ ზონებს მოიცავს.
- ენერგოეფექტური პროექტი ბაკურიანში, ტერიტორიაზე, რომელიც წარმოდგენილი იქნება საუკეთესო ლოკაციით, 3-სართულიანი სატუმროს ტიპის აპარტამენტებით. ფასი და პირობები კი ხელმისაწვდომი იქნება ყველა იმ მცხოვრებლისთვის, რომელსაც უნიკალურ ბუნებრივ კლიმატურ პირობებში ცხოვრება ან ინვესტირება სურს.