"სტარტაპ გრაინდ თბილისი" სინგაპურის, იაპონიისა და დუბაის სტარტაპ ეკოსისტემების ლიდერებს უმასპინძლებს
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
18 სექტემბერს "სტარტაპ გრაინდ თბილისი" სინგაპურის, იაპონიისა და დუბაის სტარტაპ ეკოსისტემების ლიდერებს უმასპინძლებს დაფინანსების მოძიებასა და ამბის თხრობის ძალაზე სასაუბროდ.
ღონისძიების პირველ ნაწილში კურტის ბერგი, რომელიც "სტარტაპ გრაინდ სინგაპურს" ხელმძღვანელობს, ამბის თხრობის ძალაზე გამართავს დისკუსიას და აუდიტორიას სტარტაპებთან მუშაობის მრავალწლიან გამოცდილებას გაუზიარებს.
კურტისი, როგორც გამოცდილი ინვესტორი და LP, მოგვიყვება თუ როგორ აღწევენ დამფუძნებლები წარმატებას ან როგორ ვერ ახერხებენ საკუთარი იდეების დამაჯერებლად და დასამახსოვრებლად გადმოცემას.
ღონისძიების ფარგლებში ასევე გაიმართება პანელური დისკუსია 4 სტარტაპ გრაინდ დირექტორის მონაწილეობით, რომლებიც მასშტაბირებისა და ახალი ბაზრების ათვისების საკითხებს განიხილავენ.
დისკუსიის შემდეგ ნეთვორქინგი შედგება, სადაც ტექნოლოგიებით დაინტერესებული ადამიანები, ინოვატორები და ინვესტორები განტვირთვას, საუბარსა და ხედვების გაზიარებას შეძლებენ.
ღონისძიების გენერალური სპონსორია საქართველოს ბანკი ბიზნესი; მხარდამჭერები – ვებიზი, თელიანი ველი, ტერმინალი, ნექსია, და მედია პარტნიორი - Entrepreneur.
ღონისძიება ჩატარდება ინგლისურ ენაზე.
ღონისძიებაზე დასასწრებად წინასწარ რეგისტრაცია სავალდებულოა.
*დასარეგისტრირებლად მიჰყევით ბმულს: https://www.startupgrind.com/e/m4tv5u/
შეგახსენებთ, სტარტაპ გრაინდ თბილისი 2018 წლიდან აქტიურად არის ჩართული სტარტაპ ეკოსისტემის შენებაში, წარმოადგენს წამყვან ორგანიზაციას გლობალური სტარტაპ გრაინდის ოჯახში. ის ახლახანს შერჩეულ იქნა "Flagship Chapters" 20 მონაწილეს შორის, რომელიც განსაზღვრავს სტარტაპ გრაინდ 2.0.-ს