Get All Access for $5/mo

სუპერ გარანტია სუპერ საბურავებზე დაიწყო - ამბოლის ახალი შეთავაზება

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

დაარსების დღიდან ამბოლის მისია მომხმარებლებისთვის ავტომობილის მოვლის პროცესის გამარტივებაა. კომპანიის მომხმარებელზე ორიენტირებული ხედვით ის მუდმივად ცდილობს, რაც შეიძლება ნაკლები დრო დაახარჯინოს კლიენტს და მისთვის მაქსიმალურად სასიამოვნო გახადოს ავტომობილზე ზრუნვა.

სწორედ ამ ხედვის ერთ-ერთი ნაწილია "სუპერ გარანტია", რომლით სარგებლობასაც მომხმარებლები 15 ნოემბრიდან შეძენილ საბურავებზე შეძლებენ.

აღნიშნულ თემაზე უფრო ვრცლად ამბოლის პროდუქტ მენეჯერს, ილია ლოლაძეს გავესაუბრეთ:

რას ნიშნავს სუპერ გარანტია ?

სუპერ გარანტია ამბოლის ახალი შეთავაზებაა ყველა იმ ადამიანისთვის, რომელიც 15 ნოემბრიდან ამბოლში პრემიუმ ბრენდების საბურავებს შეიძენს. ამბოლში შეძენილ საბურავებზე ჩვენი მომხარებლები სპეციალური საგარანტიო პირობებით ისარგებლებენ. სწორედ იმიტომ, რომ ეს პირობები თითქმის სრულიად იცავს მომხარებელს შესაძლო დამატებითი ხარჯებისგან, მას სუპერ გარანტია დავარქვით.

ეს არის კონკრეტულად საცალო არხისთვის განკუთვნილი უპრეცედენტო შეთავაზება, რომლის საშუალებითაც, მომხმარებელს საბურავის მექანიკური დაზიანების შემთხვავაშიც კი, საბურავს შევუკეთებთ, აღვუდგენთ ან დავუკომპენსირებთ მის ღირებულებას.

რა ტიპის საბურავებზე მოქმედებს სუპერ გარანტია?

სუპერ გარანტია მოიცავს შემდეგი ბრენდების: GOODYEAR (SAVA, DEBICA, KELLY), TOYO, NEXEN - როგორც მსუბუქ, ასევე - სატვირთო მსუბუქ საბურავებს (C-კატეგორიის).

რა პერიოდის განმავლობაში მოქმედებს სუპერ გარანტიის ვადა?

საგარანტიო ვადა მოიცავს 3 წელს.

ომელ გამონაკლის შემთხვევებში არ შეეძლება მომხმარებელს სუპერ გარანტიით სარგებლობა?

თუ საბურავს აღენიშნება თვლების ნახარისა და თვლების შეყრის დარღვევა, გარეგანი ზემოქმედება (გადახურება/"დაბუქსავება"), ტვირთამწეობის გადაჭარბება ან არათანაბარი წნევა. მოცემულ შემთხვევაში საბურავი ავტომატურად იხსნება გარანტიიდან.

როდის და რატომ გაჩნდა სუპერ გარანტიის იდეა და რა უპირატებობა აქვს მას?

ახალი საბურავების ყიდვა, ბუნებრივია, დანახარჯებს უკავშირდება, შესაბამისად, ახლადშეძენილი საბურავის დაზიანება ავტომფლობელისთვის საკმაოდ არასასიამოვნო ფაქტია. დაზიანება შეიძლება გამოწევული იყოს ისეთი მიზეზებით, როგორებიცაა: გზის საფარი, ავტომობილის მართვის სტილი ან სულაც მექანიკური შემთხვევები. კომპანია "ამბოლი" ზემოხსენებულ შემთხვევებს თავის თავზე იღებს და ცდილობს, მომხმარებლის დრო და ფინანსები მაქსიმალურად დაზოგოს და ავტომობილით მგზავრობა უფრო საიმედო და სასურველი გახადოს.

ჩვენ გვინდა, რომ მომხმარებელი მაქსიმალურად დაზღვეული იყოს მოულოდნელი შემთხვევებისგან. სუპერ საგარანტიო პირობები საშუალებას მისცემს მას, გაუთვალისწინებელი შემთხვევების დროს თავიდან აიცილოს დამატებითი ხარჯები.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინდუსტრიული ტრენდები

თანამშრომელი - კომპანიის მთავარი ღირებულება

ბუღალტრული და აუდიტორული კომპანია "ფინო" - 13 წელი ქართულ ბაზარზე

ინსპირაცია

ცნობილი ადამიანები, რომლებმაც დიდ წარმატებამდე დიდი მარცხი იწვნიეს

წარმატებული ადამიანი იმიტომ არის წარმატებული, რომ მან იბრძოლა!