The Hub - ქალაქის ცენტრში მდებარე სამუშაო სივრცის პირველი წელი და სამომავალო გეგმები
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
The Hub თბილისის ცენტრში ერთი წლის წინ გაიხსნა. მიზანი იყო, ადამიანებისთვის მარტივად მისადგომ და მოსახერხებელ ადგილას ჰქონოდათ არა მხოლოდ სამუშაო სივრცე, არამედ სოციალური კლუბი და ადგილი, სადაც გუნდები/კომპანიები კომფორტულ გარემოში შეძლებდნენ მუშაობას, იდეების გაცვლასა და ერთმანეთის დახმარებას.
დამფუძნებელი სანან სანანი ამბობს, რომ ბიზნესსა და ადამიანებს ბევრად მეტი სჭირდებათ, ვიდრე უბრალოდ კომფორტული სამუშაო სივრცე.
"ჩვენი სივრცე შეიქმნა იმ მიზნით, რომ ხელი შეუწყოს უნიკალური "კორპორაციული კულტურის" განვითარებას, რომელიც გამოირჩევა დანარჩენისგან, სადაც ინდივიდები და კომპანიები შეიძლება ერთად განვითარდნენ", − ამბობს ბატონი სანანი.
Entrepreneur-თან ინტერვიუში დამფუძნებელი იხსენებს, რომ დიზაინის შექმნიდან სივრცის კეთილმოწყობამდე, მთავარი, რასაც ითვალისწინებდნენ, მომუშავეთა პრეფერენციები იყო. სწორედ ამიტომ The Hub იდეალურადაა ადაპტირებული სივრცით მოსარგებლეთა ინტერესებსა და საჭიროებებზე. სივრცე მარტივად მისადგომია როგორც კერძო, ისე საზოგადოებრივი ტრანსპორტისათვის.
The Hub-ით მოსარგებლეებს სხვადასხვა მომსახურების პაკეტის არჩევა შეუძლიათ. თითოეული პაკეტი კი სრულად ითვალისწინებს მათივე მოთხოვნებს:
- გამოყოფილი საოფისე ფართი, რომელიც 2-8 ადამიანისთვისაა განკუთვნილი და შექმნილია გუნდებისთვის, რომლებიც კოლაბორაციულად მუშაობენ და სჭირდებათ მეტი პირადი სივრცე;
- ფიქსირებული მაგიდა სტარტაპერებისა და ფრილანსერებისთვის;
- მორგებული მაგიდა დისტანციურად ან ნახევარ განაკვეთზე მომუშავეთათვის;
- ყოველდღიური ან ყოველთვიური აბონემენტები;
- საკონფერენციო/შეხვედრების ოთახი კონფერენციებისთვის, ღონისძიებებისთვის, B2B/B2C შეხვედრებისთვის, ვორქშოფებისთვის და სხვ.
"ჩვენ გავაფართოვეთ საკუთარი კეთილმოწყობა, განვაახლეთ ჩვენი ინფრასტრუქტურა და გავაუმჯობესეთ საკუთარი სერვისები, რათა შევქმნათ ინკლუზიური და ცოცხალი სამუშაო სივრცე, რომელიც სცილდება ტრადიციულ კონცეფციას", − ამბობს სანანი.
მთავარი, რაც The Hub-ს სხვა სამუშაო სივრცეებისგან გამოარჩევს, მოქნილი მოდელია. კომპანიას თუ ინდივიდუალურ მომხმარებელს შეუძლია სივრცე სრულად საკუთარ საჭიროებებს მოარგოს.
აღსანიშნავია, რომ The Hub-ის ნიშა განსხვავდება ტრადიციული საერთო სამუშაო სივრცეების კონცეფციისგან. ეს არ არის ადგილი, სადაც მხოლოდ მუშაობისთვის მოდიან − The Hub-ის მომხმარებლები ერთგვარ საზოგადოებად ჩამოყალიბდნენ. ამ სივრცეში ადამიანები ერთმანეთს იცნობენ, იქმნება მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები, იბადება იდეები და მათი განხორციელების გზები.
"გარემო შექმნილია იმისათვის, რათა გააჩინოს კავშირები. შედეგად, ჩვენ დავინახეთ, რომ აქ ადამიანები ცვლიან იდეებს, აყალიბებენ პარტნიორობას და სარგებელს იღებენ ჩვენს სივრცეში აკუმულირებული მრავალფეროვანი უნარებითა და გამოცდილებით. ჩვენი ერთი წლის შედეგები თავისთავად საუბრობს მრავალი წარმატებული ისტორიით, რომელიც ხაზს უსვამს თანამშრომლობის ძალას", − ამბობს The Hub-ის დამფუძნებელი ჩვენთან ინტერვიუში.
სამუშაო სივრცეში უმაღლეს დონეზეა რეგულირებული უსაფრთხოების ნორმები და ჰიგიენის პროტოკოლები. The Hub აღჭურვილია მაღალსიჩქარიანი ინტერნეტით, იზოლირებული სივრცეებით, თანამედროვე საოფისე ინვენტარითა და ყველა იმ დეტალით, რაც პროდუქტიულად და შემოქმედებითად მუშაობას უწყობს ხელს. გარდა ამისა, სივრცე აღჭურვილია ორი სამზარეულოთი, სადაც ყველა საჭირო ინვენტარსა და ტექნიკას სთავაზობენ კლიენტებს.
მნიშვნელოვანი ფაქტორია ისიც, რომ სივრცე საკვები ობიექტებითა და სუპერმარკეტებით არის გარშემორტყმული, ეს კი აქ მომუშავეთათვის დამატებითი კომფორტია.
სანან სანანი ამბობს, რომ The Hub მუდმივად განვითარებასა და პროგრესზე ორიენტირებული სივრცეა. მისი თქმით, პირველი წელი მხოლოდ მოგზაურობის დასაწყისია და სივრცე აქ მოსულ ადამიანებს სულ უფრო და უფრო მეტ ინოვაციას შესთავაზებს. ეს ეხება როგორც ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის მუდმივ გაუმჯობესებას, ისე დამატებითი სერვისების გაჩენას.
"ვიკვლევთ ახალ პარტნიორობებსა და შესაძლებლობებს, რათა კიდევ უფრო მეტი რამ შევთავაზოთ ჩვენს სივრცეში მომუშავეებს. ინოვაცია და ადაპტირება ჩვენს დნმ-შია, ამიტომ მზად ვართ ვიყოთ ინდუსტრიის წინა ხაზზე და დავაკმაყოფილოთ ჩვენი კლიენტების მოთხოვნები".
The Hub-ის დამფუძნებელი ამბობს, რომ ბრენდის მიზნები მომავალი წლიდან კიდევ უფრო მეტი კომფორტის შეთავაზებაზე იქნება ორიენტირებული. მისი თქმით, The Hub-ის მიზანია, იყოს საუკეთესო სამუშაო სივრცე და მაქსიმალურად ადაპტირდეს მომხმარებელთა მოთხოვნებზე.
"ჩვენ მომზადებული ვხვდებით მომავალს, The Hub ადამიანებს ემსახურება როგორც ბიზნესცენტრი ფიზიკური თანამშრომლობისთვის და ასევე სთავაზობს მოქნილობას დისტანციური მუშაობისთვის საჭიროების შემთხვევაში. ადაპტირების უნარი არის გასაღები სამუშაო და საოფისე სივრცის ცვალებად ლანდშაფტთან ინტერაქციისთვის", − ამბობს სანან სანანი.