Get All Access for $5/mo

თვითნასწავლი გრაფიკული დიზაინერი გიგი ზაქაიძე Bleacher Report-ის გუნდს შეუერთდა გიგის პირველმა ნამუშევარმა, მესი ოქროს ბურთებით, ნახევარი მილიონი მოწონება დააგროვა და ბევრმა ცნობილმა სპორტსმენმა გადააზიარა

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

გიგი ზაქაიძე თვითნასწავლი გრაფიკული დიზაინერია, რომელიც ფოტო მანიპულაციებით ქმნის სპორტულ პოსტერებს.

გიგი ბავშვობაში ფეხბურთელობაზე ოცნებობდა და მთელ დღეს ეზოში, მეგობრებთან ერთად ფეხბურთის თამაშში ატარებდა. მიუხედავად იმისა, რომ სპორტის ეს სახეობა ვერ გახდა მისი პროფესია, გიგიმ ფეხბურთელების ხატვა პირველად 2016 წელს დაიწყო და როგორც ამბობს, გრაფიკული დიზაინიც იმიტომ ისწავლა, რომ ფავორიტი სპორტსმენები საკუთარი ფანტაზიით დაეხატა. თავიდან, როგორც ჰობს, ისე უყურებდა ამ საქმეს, თუმცა ეტაპობრივად მისი უნარებიც დაიხვეწა და შექმნა ინსტაგრამ ბლოგი, სადაც საკუთარი ნამუშევრების განთავსება დაიწყო. დღეს ამ ბლოგს 17 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს. პარალელურად, YouTube-ზე და Patreon-ზე გამომწერებს ტუტორიალებს უზიარებს და ფოტო მანიპულაციებს ასწავლის.

პირველად მისთვის ყველაზე ემოციური მომენტი იყო, როცა ხვიჩა კვარაცხელიას საგულშემატკივროდ და ნაპოლის მატჩის სანახავად, ნეაპოლში ყოფნისას სუვენირების მაღაზიაში შემთხვევით თავის ნამუშევრებს წააწყდა, თუმცა მაშინ ჯერ კიდევ ვერ წარმოიდგენდა, რომ რამდენიმე თვეში თანამშრომლობის შემოთავაზებას მიიღებდა კომპანიისგან, სადაც მუშაობაზე ოცნებობდა.

Bleacher Report-ი არის ამერიკული სპორტული ონლაინ მედია გიგანტი, რომელიც მილიონობით გამომწერსა და მკითხველს სპორტის ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენებს უზიარებს. გიგი რამდენიმე კვირის წინ სწორედ ამ კომპანიის ფრილანსერი დიზაინერი გახდა და ხელშეკრულება გააფორმა. მათი პირველი ერთობლივი ნამუშევარი სეზონის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პოსტი - ოქროს ბურთის მფლობელის ვინაობას ეხებოდა.

მესის ამ პოსტერმა ნახევარი მილიონი მოწონება დააგროვა და ბევრმა ცნობილმა სპორტსმენმა გადააზიარა.

გიგის ისტორია მხოლოდ მის მიღწეულ წარმატებას არ ეხება. ეს არის ამბავი, რომელიც გვაჩვენებს, რომ საკუთარი სურვილებისა და საყვარელი საქმის მიმართ ერთგულებას წარმოუდგენელი წარმატების მოტანა შეუძლია.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინდუსტრიული ტრენდები

თანამშრომელი - კომპანიის მთავარი ღირებულება

ბუღალტრული და აუდიტორული კომპანია "ფინო" - 13 წელი ქართულ ბაზარზე