Cyber Monday Sale! 50% Off All Access

გაიცანით 500 ფრანჩაიზის პირველი ათეული #4 Sonic Drive-In

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur

ფრანჩაიზინგის დაწყება − 1959 წელი; სულ ერთეულების რაოდენობა − 3,600;
გახსნის ღირებულება − $ 1.2 მილიონი - $ 3.5 მილიონი

1953 წლის 20 ნოემბერს მფრინავი სკოტ კროსფილდი Douglas Aircraft Skyrocket-ის ზებგერითი თვითმფრინავით კალიფორნიის მტვრიანი უდაბნოს თავზე ცაში აიჭრა და ბგერის გავრცელების სიჩქარეზე ორჯერ სწრაფად გადაადგილებით მსოფლიო რეკორდი დაამყარა, რაც კოსმოსურ ხანაში შესასვლელად დაგვეხმარა. სწორედ ამავე წელს, ქალაქ შონიში, ოკლაჰომას შტატში Sonic Drive-In გაიხსნა. მისი ლოზუნგი იყო: "მომსახურება ბგერის გავრცელების სიჩქარით".

იმ დღიდან 70 წელიწადზე მეტი გავიდა და კომპანიას უკვე 3600 რესტორანი აქვს. იგი ხმაურით ვითარდება სხვა მიმართულებით − ამჯერად, მანქანური სწავლების ეპოქაში შედის. "ჩვენი სტუმრებისგან გვსმენია, რომ უნდათ კიდევ უფრო სწრაფები გავხდეთ", − ამბობს Sonic-ის პრეზიდენტი კლაუდია სან პედრო, − "ამასთან ერთად, ისიც უნდათ, მათი საყვარელი კერძი ინდივიდუალური იყოს, თითოეული მომხმარებლის შეკვეთის მიხედვით მომზადდეს".

ასე რომ, Sonic-ი ექსპერიმენტებს ატარებს Mastercard-თან პარტნიორობით − ამჟამად ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ საბორტო მენიუზე მუშაობს ავტომობილისთვის, რომელიც რეალური დროის რეჟიმში განაახლებს შეთავაზებას მომხმარებლის, ამინდისა და დღე-ღამის დროის მიხედვით. რესტორნის შეთავაზებები გაცილებით ინდივიდუალური გახდება, ნაწილობრივ Sonic-ის საიმედო ანალიტიკის დახმარებით, რომლისთვისაც კომპანია თავის ახალ, წინასწარი შეკვეთის აპლიკაციიდან მონაცემებს აგროვებს. მისი მიზანია, ისეთი მომსახურების ხარისხი ჰქონდეს, რომელსაც ბადალი არ ჰყავს სწრაფი კვების ინდუსტრიაში, თანაც, იგი გაცილებით ინდივიდუალური გახადოს. მიუხედავად ამისა, ამ აღმავალ გზაზე მაინც მოხდა შეფერხებები.

2018 წელს Sonic-ის შემოსავლები $63.7 მილიონიდან $71.2 მილიონამდე გაიზარდა, თუმცა რესტორნის მთლიანი შემოსავალი დაეცა. შემდეგ, 2018 წლის ბოლოს, იგი Inspire Brands-მა $2.3 მილიარდად იყიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ის ახლა ისეთ კომპანიებთან ერთად არის კორპორაციის აქციონერი, როგორებიც არიან Arby's-ი და Buffalo Wild Wings-ი. საკუთრების ახალი უფლება შესაძლოა მეტად ხელსაყრელი იყოს ფრანჩაიზისთვის: მთლიანი გაყიდვები განუხრელად იზრდება, ხოლო ამ პარტნიორობამ უკეთესი კავშირების დამყარება განაპირობა მიწოდების სერვისებთან ისეთ კომპანიებთან, როგორებიცაა DoorDash და Uber Eats.

ამ ცვლილებების მიუხედავად, Sonic's-ის მენიუ კვლავ ისეთი კერძების გარშემო ტრიალებს, როგორებიცაა Oreos à la Mode და Red Bull Slush. კომპანია განცხრომას კი არ მისცემია, მაინც რაღაც ახალს ეძებს.

Sonic Drive-In-მა აგვისტოში განაცხადა, რომ კრეატიულ სააგენტო Mother-სთან იწყებდა თანამშრომლობას, და პირობა დადო, რომ 2020 წლისთვის კომპანიას განახლებული ლოგო ექნებოდა. საინტერესოა, რას უნდა ველოდოთ? რაღაც Googie-ს? კოსმოსურ რაკეტას? Footlong Coney-ის კოსმოსური სკაფანდრით? "უბრალოდ, გვინდა დავრწმუნდეთ, რომ მყარად ვდგავართ ჩვენს ფესვებზე, მაგრამ ამავე დროს, წინ ვიყურებით", − ამბობს სან პედრო, − "აი სულ ეს არის, რის თქმასაც ვაპირებ".

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

Business News

საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება

ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ "ქართული ოცნების" ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

16 შთამაგონებელი ფრაზა "ოსკაროსანი" ფილმებიდან

დაიმუხტეთ ახალი ენერგიით და მოტივაციით!