Get All Access for $5/mo

111 უფასო ინსტრუმენტი, რომელიც კორონავირუსის პანდემიის დროს დაგეხმარებათ ეს უფასო ინსტრუმენტები თქვენს ორგანიზაციას, გუნდს და ოჯახს ამ რთულსა და სახიფათო დროს დაეხმარება

By Adam Soccolich

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Pixabay

დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მონაცემებით, შეერთებულ შტატებში კორონავირუსის 186,101-ზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული და ამ

მიზეზით 3,603-ზე მეტი ადამიანია გარდაცვლილი. საფონდო ბაზარმა დიდი დარტყმა მიიღო. კომპანიები კლიენტებს კარგავენ, თანამშრომლები კი, - სამსახურებს. რაღაც საშინელი ვითარებაა, ნებისმიერს გადაიყვანს ჭკუიდან.

პანდემიის საპასუხოდ, Zoom-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ერიკ იუანმა სულ ცოტა ხნის წინ შეგვახსენა, რომ როგორც შევძლებთ, ისე უნდა დავეხმაროთ ერთმანეთს. მან ვიდეოკონფერენციის პლატფორმასთან უფასო წვდომის საშუალება მისცა სკოლის მასწავლებლებს, ასე რომ, მოსწავლეებს სწავლის გაგრძელება შეუძლიათ.

წარმოგიდგენთ 111 უფასო ინსტრუმენტს, რომელიც კორონავირუსის პანდემიის დროს დაგეხმარებათ:

კომუნიკაციები (1-22), თანამშრომლობა და შრომის ნაყოფიერება (23-44), მარკეტინგი (45-54), პროგრამული უზრუნველყოფის მხარდაჭერა და უსაფრთხოება (55-75), კვლევა და განვითარება (76-79), ფინანსები და ბუღალტრული აღრიცხვა (80-83), ადამიანები და მათი დასაქმება (84-90), განათლება (91-101), სხვადასხვა (102-111)

  1. Zoom*: ვიდეოკონფერენციის უფასო ინსტრუმენტები სკოლის ყველა კლასისთვის.
  2. RingCentral*: ვიდეოკონფერენციის უფასო ინსტრუმენტები მასწავლებლების, ჯანდაცვის სისტემის წარმომადგენლების, და არაკომერციული ორგანიზაციებისთვის.
  3. Google: პრემიუმ ვიდეო ჩატის ივლისამდე უფასო ინსტრუმენტი სკოლებისა და კომპანიების დასახმარებლად, რომლებიც კორონავირუსის პანდემიის გამო დისტანციურად მუშაობენ. ამ ფუნქციებში შედის ერთი ზარის დროს 250 მონაწილე, პირდაპირი ტრანსლაცია 100 000 მაყურებელზე დომენის ფარგლებში, და ასევე, შეხვედრების ჩაწერისა და მათი შენახვის შესაძლებლობა Google Drive-ზე.
  4. Slack*: აქ ყველაფერია, უფასო განახლებებით დაწყებული და ფასიანი გეგმებით დამთავრებული გუნდებისათვის, რომლებიც კორონავირუსის პანდემიის კვლევაზე, მასზე რეაგირებაზე ან მისი ზემოქმედების შემსუბუქებაზე მუშაობენ. დაინტერესებულ გუნდებს შეუძლიათ ელექტრონული ფოსტით სპეციალური მისამართი გააგზავნონ ამ მომსახურების მისაღებად, და კონსულტაცია მიიღონ, დისტანციური უკეთ როგორ უნდა დაიწყონ ერთობლივი მუშაობა.
  5. Comcast: უფასო Xfinity WiFi ნებისმიერისთვის, და ამასთან ერთად, ასევე ნებისმიერისთვის ხელმისაწვდომი "ცხელი წერტილები". მათ შორის, მათთვისაც, ვინც Xfinity-ის ხელმომწერი არ არის. მომსახურებაზე ხელმოწერის მისაღებად, "ცხელი წერტილების" სიაში უნდა მოძებნოთ ქსელური სახელი "xfinitywifi".
  6. LogMeIn: მთელი გვერდის უფასო ლიცენზირება სამი თვით, ვიდეოკონფერენციის კავშირის გადაწყვეტილებაზე - GoToMeeting, შესაბამისი ორგანიზაციებისთვის (ჯანდაცვის სისტემის წარმომადგენლების, საგანმანათლებლო ინსტიტუციების, მუნიციპალიტეტებისა და არა კომერციული ორგანიზაციებისთვის).
  7. Loom*: ვიდეო რგოლის ჩაწერისა და მისი გაზიარების უფასო სერვისი მასწავლებლებისა და სტუდენტებისთვის სკოლებში, უნივერსიტეტებსა და საგანმანათლებლო ინსტიტუციებში. კომპანიამ ამასთან ერთად, შეზღუდვები მოხსნა უფასო გეგმების ჩაწერაზე და დისტანციური Loom Pro-ს ღირებულებაც გაანახევრა.
  8. Intermedia: ვიდეოკონფერენციის ინსტრუმენტები უფასოდ 2020 წლის ბოლომდე, ხოლო Pro ვიდეოკონფერენციის ინსტრუმენტები - 2021 წლის ბოლომდე.
  9. Vonage*: Vonage ბიზნეს კომუნიკაციის უფასო სერვისები სამი თვის ვადით საგანმანათლებლო, ჯანდაცვის და არაკომერციული ორგანიზაციებისთვის შეერთებულ შტატებში, დიდ ბრიტანეთსა და ავსტრალიაში.
  10. Vidyard: უფასო უსაფრთხო ვიდეო შეტყობინებები შიდა კომუნიკაციების გასაუმჯობესებლად ნებისმიერი კომპანიისთვის.
  11. Discord: უფასო, სრულყოფილი ნაკადური გადაცემის სერვისი Go Live, ამჯერად მას პარალელურად 10-ის ნაცვლად, უკვე 50 მომხმარებლის მხარდაჭერა შეუძლია.
  12. Dialpad: უფასო ორთვიანი წვდომა ღრუბლის სატელეფონო სისტემაზე, Dialpad Talk Pro, რომელშიც ვიდეოკონფერენციები და UberConference Business-ც შედის.
  13. Panopto: უფასო სამთვიანი წვდომა ვიდეო ინფორმაციის გადაღებასა და გავრცელებაზე კომპანიების, უნივერსიტეტების, კოლეჯების და სკოლებისთვის. იგი თანამშრომლებსა და სტუდენტებს სწავლის გაგრძელებისა და დისტანციური მუშაობის შესაძლებლობას მისცემს.
  14. BlueJeans*: თავისუფალი წვდომა ვიდეოკონფერენციის მომსახურებაზე 90 დღის განმავლობაში სწრაფი რეაგირების სამსახურის თანამშრომლებისა და არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის.
  15. 8x8: უფასო ვიდეო შეხვედრები ნებისმიერი მომხმარებლისთვის, 80+ ადგილობრივ სატელეფონო ნომერი (მათგან 11 უფასოა) 55+ ქვეყნიდან, და 50 მონაწილესთან შეხვედრის შესაძლებლობა დროის შეზღუდვის გარეშე.
  16. Bloomz: . საკომუნიკაციო სერვისის უფასო პრემიალური ვერსია ყველა სკოლისთვის 2020 წლის 30 ივნისამდე. პროგრამული უზრუნველყოფა მომხმარებელს აძლევს საშუალებას, მშობლებსა და მოსწავლეებს განახლებების შესახებ რეალური დროის რეჟიმში შეატყობინოს და ასევე, გაკვეთილები, ნამუშევრები და მოსაზრებები გაცვალონ.
  17. EZTexting: უფასო საგანგებო ტექსტური შეტყობინებების სერვისი სკოლებისთვის. 100,000 გამავალი ტექსტური შეტყობინება ექვსი თვის განმავლობაში, წვდომა კორონავირუსის შეტყობინებების შაბლონებზე და ინდივიდუალური კონსულტაციები.
  18. Lifesize: უფასო შეუზღუდავი ლიცენზიები ნებისმიერი ორგანიზაციებისთვის, რომლებიც მთელ მსოფლიოში კორონავირუსის გამო დაზარალდნენ, მათ ასევე ღრუბლის პლატფორმის გამოყენების უფლებაც აქვთ ვიდეოთი ერთობლივი მუშაობისთვის ექვსი თვის განმავლობაში.
  19. Ribbon Communications: Work@Home ლიცენზიები უფასოდ 2020 წლის 30 ივნისამდე. კომპანიები, რომლებიც საოპერაციო მოდელებს მთლიანად დისტანციური სამუშაო ძალით ცვლიან, Work@Home-ის მეშვეობით იღებენ წვდომასUnified Communications and Collaboration-ის კომპლექსურ გადაწყვეტილებებზე.
  20. Panopto: უფასო სამთვიანი წვდომა ვიდეო ინფორმაციის გადაღებასა და გავრცელებაზე კომპანიების, უნივერსიტეტების, კოლეჯების და სკოლებისთვის. იგი სწავლის დისტანციურად გაგრძელებისა და მუშაობის შესაძლებლობას მისცემს თანამშრომლებსა და სტუდენტებს.
  21. Yext: უფასო, ახალი პროდუქტი ძიებისთვის ვებგვერდზე,Yext Answers, 90 დღიანი ვადით. შესაბამისი კომპანიები ამ ინსტუმენტის გამოყენებით შეძლებენ თავიანთი ვებგვერდი საძიებო სისტემად აქციონ, რომელსაც კონკრეტული პასუხის გაცემა შეუძლია მომხმარებლისთვის COVID-19 თან დაკავშირებულ კონკრეტულ შეკითხვებზე რეალური დროის რეჟიმში.
  22. Jamm: აუდიოვიზუალური კომუნიკაციის უფასო ინსტრუმენტი, რომელსაც დისტანციური გუნდები იყენებენ. თქვენ ვიდეო რგოლების სწრაფად ჩაწერა ან პირდაპირი ზარის განხორციელება შეგიძლიათ თქვენს გუნდთან. ხელმისაწვდომია სამი თვის განმავლობაში.
  23. Microsoft: უფასო ექვსთვიანი Office 365, E1 საცდელი ვერსია, მათ შორის, Microsoft Teams.
  24. Atlassian: უფასო წვდომა ღრუბლის პროდუქტებზე, პრობლემების და პროექტების მონიტორინგის პროგრამულ უზრუნველყოფაზე, მათ შორის, Jira და Confluence-ზე. ამასთან ერთად, უფასო წვდომა Trello Business Class-ზე გეგმების ორგანიზებისთვის, ერთ წლიანი შეთავაზება საშუალო და უმაღლესი სკოლების პედაგოგებისთვის.
  25. Zoho: დისტანციური აპლიკაციების უფასო ნაკრები პირველ ივლისამდე - 11 აპლიკაცია, მათ შორის ისეთებიც, რომლებიც ონლაინ შეხვედრების, საწვრთნელი სესიების, მონაცემთა შენახვის, პროექტების მართვისა და ყოველდღიური მუშაობისთვისაა განკუთვნილი (ტექსტური რედაქტორების, ელექტრონული ცხრილების და პრეზენტაციების სახით).
  26. Dropbox*: უფასო ხელმოწერები სამთვიანი ვადით, DropBox Business და HelloSign Enterprise Enterprise-ზე არაკომერციული და არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, რომლებიც COVID-19-ის გავრცელებას ებრძვიან. ამ სერვისით სარგებლობას განსაკუთრებით ურჩევენ ორგანიზაციებს, რომლებიც ვირუსის გავრცელების შეჩერებაზე მუშაობენ ან დაზარალებულებს ეხმარებიან.
  27. Box: უფასო პლატფორმა ფაილების გასაზიარებლად და ერთობლივი მუშაობისთვის სამი თვის განმავლობაში. ეს შეთავაზება ბიზნეს გეგმებისთვისაა განსაზღვრული და მონაცემთა შეუზღუდავ საცავს, მობილურ წვდომას და გაფართოებულ ინფორმაციას მოიცავს მომხმარებელსა და უსაფრთხოებაზე.
  28. Wrike: ერთობლივი მუშაობის მართვის უნივერსალური პლატფორმის უფასო ლიცენზიები (პროფესიონალური ვერსია) ახალი მომხმარებლისთვის 6 თვის ვადით. მის კლიენტებს შეუზღუდავი რაოდენობის თანამშრომლების დამატება შეუძლიათ. ამ ვებგვერდზე ვებინარებიც ტარდება და კონსულტაციებიც დისტანციურ მუშაობაზე.
  29. Smartsheet: უფასო შაბლონები, რომელთა გამოყენება სხვა ორგანიზაციებსაც შეუძლიათ საკუთარი პანელების შესაქმნელად და მონიტორინგისთვის, თუ რამდენად არიან მზად კორონავურისთან გასამკლავებლად. აქ დაავადებათა კონტროლისა და მონიტორინგის ცენტრის დოკუმენტაცია და სხვა რესურსებიც იქნება ატვირთული, და მათთან დაკავშირებული ცხრილები და ფორმებიც.
  30. PandaDoc*: უფასო ელექტრონული ხელმოწერის გეგმა კომპანიებს საშუალებას აძლევს შეუზღუდავი რაოდენობის მომხმარებლები ჰყავდეთ, შეუზღუდავი რაოდენობის დოკუმენტები ატვირთონ, შეუზღუდავი რაოდენობის ელექტროხელმოწერებიც ჰქონდეთ და გადახდებიც დაამუშავონ.
  31. Docusign: უფასო წვდომა Docusign-ზე ელექტრონული შეთანხმებების სამართავად.
  32. Lucidchart: ერთი მომხმარებლის უფასო ანგარიში, წვდომით Lucidchart-ის ბიბლიოთეკაზე და მთავარ შაბლონებზე. Lucidchart ერთობლივი მუშაობის ონლაინ პლატფორმაა, რომელზეც თანამშრომლებს ერთმანეთისთვის რთული კონცეფციების გაზიარება, კოლაბორაცია, ვიზუალიზაცია და რეალური დროის რეჟიმში თავიანთი სამუშაოს შენახვა შეუძლიათ.
  33. Airtable*: Airtable Pro გეგმის უფასო გამოყენება მონაცემთა თანამედროვე ბაზის სახით ნებისმიერი აპოლიტიკური, ჰუმანიტარული მიზნებით, რომელიც COVID-ით დაზარალებულთა დასახმარებლადაა განსაზღვრული. აქ დრო შეზღუდული არ არის. ამასთან, Airtable იგივე უფასო მომსახურებას გეგმავს სტუდენტებისთვისაც.
  34. Calendly*: უფასო Zoom და GoToMeeting-ის ინტეგრაცია შეხვედრების დასაგეგმად, რომ თანამშრომლებმა დისტანციურად შეძლონ კავშირზე დარჩენა. ადრე ეს პრემიუმ დონის ფუნქცია იყო, იგი 30 ივნისამდე იქნება ხელმისაწვდომი. ამასთან ერთად, უფასო წვდომა პრემიუმ გეგმაზე გუნდებისთვის, რომლებიც უშუალოდ COVID-19-ზე მუშაობენ.
  35. Evernote: უფასო რეგისტრაცია და წვდომა Evernote-ის ძირითად გეგმაზე. გააკეთეთ შენიშვნები, აწარმოეთ ჟურნალი, რაიმე გადმოიტანეთ ვებგვერდიდან. Evernote სწრაფად და უსაფრთხოდ გაძლევთ ინფორმაციის შენახვისა და გაზიარების შესაძლებლობას.
  36. Project44: უფასო მონიტორინგი ორგანიზაციებისთვის, მათ შორის, არაკომერციული, არასამთავრობო, სამთავრებო უწყებებისთვის, საავადმყოფოების, აფთიაქების და სასურსათო მაღაზიებისთვის, მათ დასახმარებლად კორონავირუსის პროფილაქტიკისა და მასთან ბრძოლის სამუშაოებში.
  37. GanttPRO*: უფასო ანგარიში 2020 წლის 15 აგვისტომდე, ჯანდაცვისა და არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, და სხვა კომპანიებისთვის, რომლებიც covid-19 -ის პანდემიამ დააზარალა. GanttPRO პროგრამული უზრუნველყოფაა, პროექტების დასაგეგმად და მათ სამართავად. ჩვენ გუნდებს ვეხმარებით, თავიანთი სახლებიდანაც კი შეასრულონ პროექტები.
  38. Nimbus Note: უფასო ბიზნეს ვერსია შემდეგი რამდენიმე თვის განმავლობაში. Nimbus Note ინფორმაციის მოქნილი და მრავლისმომცველი საცავია, რომელიც სამუშაოს გამარტივებაში და მთელი გუნდის გაერთიანებაში დაგეხმარებათ.
  39. Threads: უფასო წვდომა Pro/Team-ის გეგმებთან და ერთობლივი მუშაობის ინსტრუმენტებთან ნებისმიერი მომხმარებლისთვის 2020 წლის პირველ ივლისამდე.
  40. RedmineUP: უფასო მცირე გეგმა 10 მომხმარებლისთვის წლის ბოლომდე. RedmineUP Cloud -ით პროექტების მართვა მარტივია, და სახლიდანაც კი შეგიძლიათ.
  41. Igloo Software: უფასო წვდომა ციფრულ სამუშაო სივრცეზე Igloo's Business Continuity Bundle-ით ახალი მომხმარებლისთვის 2020 წლის 6 ივლისამდე.
  42. Relytree*: ღრუბლის პროგრამული უზრუნველყოფის, Stackby-ის უფასო საცდელი ვერსია, რომელშიც საუკეთესო ელექტრონული ცხრილებიცაა, მონაცემთა ბაზაც და აპლიკაციის პროგრამირების ინტერფეისებიც, რომ ნებისმიერმა შეძლოს საკუთარი სამუშაო ინსტრუმენტების შექმნა და თანამშრომლებთან ურთიერთობა. შეთავაზებაში შედის უფასო ეკონომიური გეგმა სამი თვის განმავლობაში პირველ ივლისამდე და იმ არასამთავრობო და არაკომერციული ორგანიზაციების უფასო წვდომა მთელი სიცოცხლის განმავლობაში, რომლებიც კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში იღებენ მონაწილეობას.
  43. GForge: უფასო წვდომა GForge-ზე ორგანიზაციებისთვის, როგორც SaaS-ზე, ისე ლოკალურად. არსებულ კლიენტებს უფასო განახლებას ვთავაზობთ განუსაზღვრელი რაოდენობის მომხმარებლებისთვის 12 თვემდე ვადით.
  44. Kissflow: უფასო 14 დღიანი საცდელი ვერსია ამ SaaS-ზე დამყარებული ბიზნეს პროცესების მართვის (BPM) და სამუშაო პროცესების ავტომატიზაციის ინსტრუმენტზე.
  45. Hootsuite: უფასო წვდომა Hootsuite Professional-ზე მცირე ბიზნესის და არაკომერციული ორგანიზაციებისთვის 2020 წლის 1 ივლისამდე. დახმარება სოციალური მედიის მართვასა, და მომხმარებლებთან და საზოგადოებებთან კავშირის შენარჩუნებაში.
  46. Salesforce*: უფასო წვდომა ტექნოლოგიებზე კორონავირუსით დაზარალებული ჯანმრთელობის დაცვის სისტემებისთვის, უფასო გადაუდებელი დახმარების რეაგირების ჯგუფების, ცხელი ხაზის ცენტრებისა და სამედიცინო დახმარების მენეჯმენტის ჯგუფებისთვის.
  47. Mailchimp*: უფასო სტანდარტული ანგარიშები 2020 წლის 30 ივნისამდე უფლებამოსილი ჯგუფებისთვის, რომლებიც COVID-19- ს შესახებ საზოგადოებრივ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან ინფორმაციას აგზავნიან.
  48. SurveyMonkey: კვლევის ექსპერტთა მიერ შედგენილი უფასო კითხვარების შაბლონები, მონაცემების / მოსაზრებების შესაგროვებლად კორონავირუსით დაზარალებულ თანამშრომელთა, მომხმარებელთა და სხვა ჯგუფებში.
  49. Ubersuggest: უფასო გეგმა ნილ პატელის Ubersuggest– ისთვის, რომელიც თქვენი ქონთენთ მარკეტინგის სტრატეგიისა და წარმოებისთვის საკვანძო სიტყვების გენერირებაში დაგეხმარებათ.
  50. Moz: Moz Academy-ის უფასო კურსები ჩვენი საზოგადოებისთვის - უბრალოდ, სარეკლამო კოდი "wegotthis" გამოიყენეთ.
  51. Adobe*: უფასო წვდომა სახლიდან მოთხოვნით 2020 წლის 31 მაისამდე Creative Cloud-ის აპლიკაციებზე, სტუდენტებისა და პედაგოგებისთვის. Adobe ასევე, უფასოდ 2020 წლის 1 ივნისამდე გთავაზობთ 90-დღიან წვდომას Adobe Connect-ის ვებ კონფერენციებზე.
  52. Benchmark: ელექტრონული ფოსტის მარკეტინგის უმარტივესი გადაწყვეტილებების უფასო ტესტირება, რომელიც სხვადასხვა სახის საინტერესო და მიმზიდველი კამპანიების შექმნასა და მის დაგზავნაში დაგეხმარებათ.
  53. Hatchbuck: ჩვენი გაყიდვებისა და მარკეტინგის უნივერსალური პლატფორმის უფასო საცდელი ვერსია მოიცავს: ელექტრონულ მარკეტინგს, მომხმარებელთან ურთიერთობის მართვას (CRM), ვებგვერდის ვიზიტორებსა და მომხმარებლებთან ურთიერთობას, მარკეტინგის ავტომატიზაციას, ელექტრონული ფოსტის შეტყობინებების საუბრის ფორმატში გადაყვანას. ამასთან ერთად, მარკეტინგის სააგენტოებს მცირე ბიზნესის სფეროს ალტერნატიულ გადაწყვეტილებებსაც ვაწვდით ჩვენი კლიენტებისთვის
  54. Chamaileon.io : ელექტრონული ფოსტის დიზაინის რედაქტირების ინსტრუმენტის უფასო გეგმა, მთელი ნაკრებია ერთობლივი მუშაობისთვის, ელექტრონული წერილების საუკეთესო კონსტრუქტორია გუნდებისთვის, რომლებიც რეალური დროის რეჟიმში მრავალი მომხმარებლისთვის განკუთვნილ დიზაინის რედაქტირებასა და სხვა მრავალ ფუნქციებს ასრულებენ, რომლებიც დისტანციურ მუშაობას უზრუნველყოფს.
  55. Cisco: უფასო ლიცენზიები ახალი მომხმარებლისთვის, რომლებიც ორი ფაქტორიანი ავტორიზაციის ინსტრუმენტს Duo Security-ს იყენებენ, ახლანდელი მომხმარებლის შემთხვევაში შესაძლოა მომხმარებლის ლიმიტს აღემატებოდეს, რადგან მათი თანამშრომლები სულ უფრო და უფრო ხშირად მუშაობენ სახლიდან. ზუსტად ასეა, მისი ვებ – უსაფრთხოების ინსტრუმენტის, Umbrella– ს და VPN– ის პროდუქტის, AnyConnect– ის შემთხვევაში, რომელიც 1 ივლისამდეა ხელმისაწვდომი. Cisco არსებული მომხმარებელისთვის თავის ვიდეო კონფერენციის პლატფორმის, Webex-ის მომსახურებასაც აფართოვებს. შეთავაზებაში შედის შეუზღუდავი დროით გამოყენება, 100-ზე ნაკლები მონაწილის მხარდაჭერა და უფასო დარეკვა.
  56. Support.com: უფასო ტექნიკური მხარდაჭერა მათთვის, ვინ ამ მომენტში დისტანციურად მუშაობს ან სწავლობს.
  57. Okta: უფასო წვდომა Okta-ს Single Sign-On (SSO) და Okta-ს Multi-Factor Authentication (MFA)-ზე.
  58. Kaspersky: უფასო ექვსთვიანი ლიცენზიები ჩვენს მთავარ გადაწყვეტილებებზე. სამედიცინო დაწესებულებები კორონავირუსის ეპიდემიის წინააღმდეგ იბრძვიან, ამიტომ მათ კიბერდაცვაში უნდა დავეხმაროთ.
  59. Ping Identity: ღრუბლის უფასო ერთიანი რეგისტრაცია და მულტი ფაქტორული აუთენტიფიკაცია. ამ გზით ნებისმიერს შეუძლია დისტანციურად მიიღოს მოსახერხებელი წვდომა ჩვენს ყველა IT რესურსზე, რომ კომპანიამ შეუფერხებლად იმუშაოს.
  60. 1Password: უფასო ბიზნეს ანგარიშები პირველი 6 თვის განმავლობაში. მართეთ თქვენი სამუშაო ძალა ნებისმიერი ადგილიდან, და სრულიად უსაფრთხოდ გაუზიარეთ სისტემაში შესასვლელი პაროლები და სხვა მნიშვნელოვანი რესურსები თანამშრომლებს, რომლებიც დისტანციურად მუშაობენ.
  61. SecureAuth: უფასო პაკეტი Intelligent Identity Cloud 2020 წლის 15 დეკემბრამდე, რომელშიც შედის: რისკზე დაფუძნებული მრავალ ფაქტორიანი აუთენტიფიკაცია (MFA), ერთჯერადი შესვლა (SSO) და უპაროლო / ბიომეტრიული წვდომა და სატელეფონო თაღლითობის პრევენცია.
  62. Cloudfare: უფასო პროდუქტები მცირე ბიზნესისა და დისტანციური თანამშრომლებისთვის, რომ მათ უსაფრთხოდ და მარტივად შეძლონ მუშაობა, ეს პოლიტიკა მინიმუმ შემდეგი ექვსი თვის განმავლობაში გაგრძელდება.
  63. OneLogin: უფასო წვდომა, პლატფორმაზე - Trusted Experience Platform™ მასწავლებლებისთვის, რომლებიც სწავლების ვირტუალურ გარემოში გადადიან. უფასო პლატფორმა, რომელსაც რეგისტრაციის ერთი წერტილი აქვს (SSO), და სერტიფიკატებზე დამყარებული მრავალფაქტორული აუთენტიფიკაცია (MFA), უსაფრთხო ვირტუალურ გამოცდილებას უზრუნველყოფს სკოლების, კოლეჯებისა და უნივერსიტეტების ყველა პედაგოგისთვის.
  64. Bitdefender: უფასო 12 თვიანი კორპორაციული დონის დაცვის კომპლექსური მომსახურებები, რომლებიც ხელმისაწვდომია ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებისთვის 2020 წლის ივნისის ბოლომდე.
  65. Slashtop: უფასო 60 დღიანი ლიცენზიები დისტანციური წვდომის პროგრამულ უზრუნველყოფაზე, Business Access-ზე.
  66. SentinelLabs: უფასო კიბერუსაფრთხოების პლატფორმა, SentinelOne Core 2020 წლის 16 მარტიდან 16 მაისის ჩათვლით. ღრუბლის პლატფორმის, SentinelOne Core -ის მასშტაბირება ადვილია, რის გამოც მოსახერხებელია, როგორც ბიზნესის, ისე თანამშრომელთა დასაცავად, რომლებიც სახლიდან მუშაობის რეჟიმზე გადადიან.
  67. Waterfall Security: უფასო ლიცენზიები პროდუქტზე, Free Remote Screen View (ეკრანის დისტანციური ნახვა) ხელმისაწვდომია კლიენტებისთვის, რომელთა მიმწოდებლის პერსონალსა და მთავარ თანამშრომლებს უკვე აღარ შეუძლიათ მოგზაურობა ინფრასტრუქტურის საწარმოო და კრიტიკულ ობიექტებში. Remote Screen View, ინდუსტრიული სამუშაო სადგურების რეალურ გამოსახულებებს აგზავნის ვებ სერვერზე, რომლებზეც დისტანციურ მიმწოდებლებს აქვთ წვდომა.
  68. OneClick: დისტანციური წვდომის უფასო საბაზისო სასტარტო პაკეტი შემდეგი სამი თვის განმავლობაში მათ დასახმარებლად, ვინც დისტანციურად მუშაობს.
  69. TechSmith: უფასო ლიცენზიები 2020 წლის 30 ივნისამდე პროგრამულ უზრუნველყოფაზე - TechSmith Snagit screen capture software და TechSmith Video Review.
  70. Clappia: Nocode პლატფორმის უფასო ლიცენზიები აპლიკაციებისთვის, რომლებიც COVID19-ის გავრცელების სხვადასხვა სცენარების დროს გამოსაყენებლადაა შექმნილი.
  71. Ericom Shield: დისტანციური ბრაუზერის იზოლაციის (RBI) ტექნოლოგიის უფასო საცდელი ვერსია, Ericom Shield, რომელიც ბოლო წერტილებს და კორპორაციულ რესურსებს იცავს საზოგადოებრივი ქსელისგან. Zero Trust უსაფრთხოებას განაპირობებს, ძიების, ელექტრონული ფოსტით სარგებლობის და ჩამოტვირთვების დროს.
  72. Systancia: უფასო სატელეკომუნიკაციო მომსახურება Systancia Gate-გან, კიბერ უსაფრთხოების ინსტრუმენტისგან, რომელიც ნებისმიერი ტიპის დისტანციური მომხმარებლის (როუმინგული, დისტანციური, სერვისის მომწოდებლები) ულტრა დაცულ წვდომას უზრუნველყოფს კორპორაციულ რესურსებთან და აპლიკაციებთან.
  73. Commvault: ბოლო წერტილების უფასო სარეზერვო კოპირება და აღდგენა 2020 წლის 1 სექტემბრამდე ულიმიტო Microsoft Azure -ის სარეზერვო საცავებით, 1000 – მდე მოწყობილობისთვის, აშშ – სა და კანადაში.
  74. Aventri*: უფასო რეგისტრაციის და ვებგვერდების პროგრამული უზრუნველყოფა 60 დღის განმავლობაში არაკომერციული ორგანიზაციების, სკოლების, უნივერსიტეტების, ქალაქების და სხვადასხვა ორგანიზაციებისთვის, რომლებიც COVID-19 პანდემიას ებრძვიან. პროგრამული უზრუნველყოფა შეიძლება გამოყენებულ იქნას ონლაინ რეგისტრირების ან საინფორმაციო ვებგვერდებისთვის მოხალისეთა რეგისტრირების, ონლაინ სწავლების, დახმარების თხოვნისა და მრავალი სხვა მიზნით.
  75. Creatio (ყოფილი bpm'online)*: მომხმარებელთა ცენტრის უფასო ვერსია 2020 წლის 1 ოქტომბრის ჩათვლით, ორგანიზაციებისთვის, რომლებიც COVID-19 გავრცელების წინააღმდეგ ან მისი ზემოქმედების შედეგების შემსუბუქებაზე მუშაობენ. ის წინა ხაზზე მყოფ ორგანიზაციებს თავისი წესებისა და რეკომენდაციების შესაბამისად სწრაფ რეაგირებაში დაეხმარება COVID-19- ის წინააღმდეგ ბრძოლისას.
  76. Qualtrics*: Qualtrics Remote Work Pulse - უფასო ნებისმიერი მომხმარებლისთვის.
  77. Nvidia*: Parabricks-ის უფასო 90 დღიანი ლიცენზია ნებისმიერი მკვლევარისთვის მთელ მსოფლიოში, რომელიც კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ იბრძვიას.
  78. Autodesk: უფასო წვდომა Autodesk-ის პროდუქტებისა და სერვისების შერჩევაზე, რომელშიც შედის BIM 360 Docs, BIM 360 Design, Fusion 360, Fusion Team, AutoCAD Web and Mobile, და Shotgun - ნებისმიერი მათგანის კომერციული მიზნით გამოყენება.
  79. Carto*: ვიზუალიზაციის უფასო პროგრამული უზრუნველყოფა იმ ორგანიზაციებისთვის, რომლებიც COVID-19-ის წინააღმდეგ იბრძვიან.
  80. Bill.com:. უფასო 90 დღიანი ხელმოწერა ახალი კლიენტებისთვის, რომლებზეც COVID-19-მა მოახდინა ზეგავლენა. ღრუბლის მომსახურება მცირე და საშუალო კომპანიებს ანგარიშების დამუშავების ავტომატიზებაში, ანგარიშ-ფაქტურების შექმნაში, გადახდების გაგზავნა/მიღებასა და საკუთარი ფულადი სახსრების მოძრაობის მართვაში ეხმარება.
  81. Expensify: $50-მდე თანხის ანაზღაურება, დამატებითი კვების პროგრამის ბარათით (SNAP card) აუცილებელი პროდუქტებისა და საქონლის შეძენისას.
  82. Wave: უფასო ფინანსური პროგრამული უზრუნველყოფა (ბუღალტერია, ბუღალტრული აღრიცხვა, ანგარიშის წარდგენა) მცირე ბიზნესისთვის, ფულადი სახსრების მოძრაობასთან დაკავშირებულ საკითხებში დასახმარებლად, რომლებიც უზომოდ მნიშვნელოვანი ხდება ეკონომიკური ქაოსისას. COVID-19-ის პანდემიის პასუხად, Wave-მა აქტიურ კლიენტებს სადაც შესაძლებელი იყო ფასიანი მომსახურება შეუკვეცა იქ, რაც მისი მხრიდან ფინანსური დახმარების უზრუნველყოფის მცდელობა იყო ძნელბედობის ჟამს.
  83. Kabbage: უფასო ანგარიშის შექმნა Kabbage Payments -ით, რის შემდეგაც თქვენი მომხმარებლის სასაჩუქრე სერტიფიკატის URL-ის გაზიარებას შეძლებთ თქვენს ვებ-გვერდზე, სოციალურ ქსელებში და სხვა შეტყობინებებში. თქვენი კომპანიის მოძებნა მის გვერდზე ინდუსტრიის ან ადგილმდებარეობის მიხედვით გახდება შესაძლებელი.
  84. Humu: უფასო რესურსი ნებისმიერისთვის, ვისაც მეცნიერულად დასაბუთებული რჩევების მიღება სურს, თუ როგორ უნდა იმუშაონ უკეთ დისტანციურად, როგორ უნდა ითანამშრომლონ კოლეგებთან, რომლებიც სხვადასხვა ადგილებში არიან მიმოფანტულნი, როგორ უნდა გამოხატონ მადლიერება მათ მიმართ, ვისაც არ აქვს დისტანციურად მუშაობის საშუალება, მაგალითად, მოლარეები და სამედიცინო პერსონალი.
  85. Workable: ვიდეო ინტერვიუს ჩასატარებელი ახალი პროგრამული უზრუნველყოფის უფასო გამოყენების შესაძლებლობა ყველა მომხმარებლისთვის, და წვდომა ბიბლიოთეკაში დაცულ პასუხებზე COVID-19-ის შესახებ, HR პროფესიონალებისა და ბიზნეს ლიდერებისთვის.
  86. HR Acuity: უფასო ვერსია კომპანიებისთვის, რომ მათ თანამშრომლების დახმარება შეძლონ COVID-19-ის პანდემიისთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებაში. შეზღუდული ვერსია თანამშრომლების წვდომას უზრუნველყოფს დოკუმენტაციასა და მონიტორინგის ფუნქციასთან, რაც თავის მხრივ, კომპანიებს კრიზისის გავლენაზე დაკვირვების საშუალებას აძლევს. ეს შეზღუდული ვერსია უკიდურეს შემთხვევაში, პირველ ივლისამდე იქნება ხელმისაწვდომი იმ კომპანიებისთვის, რომლებშიც 100-ზე მეტი თანამშრომელია.
  87. Lever: არსებული კლიენტებისთვის უფასო ვიდეო ინტერვიუს ჩატარება 1:1-ზე და პანელები Zoom Integration-ის მეშვეობით. Lever-ის პერსონალის დაქირავების პროგრამული უზრუნველყოფა, თავისი აპლიკაციით, Zoom-ის შეხვედრების დაგეგმვისა და მასში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობას იძლევა.
  88. Harver: უფასო პლატფორმა სამსახურში იმ აპლიკანტების წინასწარ შესაფასებლად, ვინც COVID-19-ის პანდემიამ დააზარალა. წინადადება ძალაშია სულ მცირე 60 დღის განმავლობაში ყოველგვარი წინაპირობის გარეშე.
  89. OutMatch: უფასო წვდომა OutMatch-ის ვიდეო ინტერვიუს პლატფორმაზე 60 დღის განმავლობაში ყოველგვარი წინაპირობის გარეშე. HR პროფესიონალებს წინასწარ ჩაწერილი და ვიდეო ინტერვიუს გამოყენება შეუძლიათ კანდიდატების შესარჩევად და დასაქირავებლად ვირტუალურ რეჟიმში.
  90. Lystloc: Lystloc Office-ის (დისტანციური) User & API უფასო ლიცენზიები 2020 წლის პირველ ივნისამდე მომხმარებლისთვის, რომლებიც COVID-19-ს ებრძვიან. Lystloc, ადგილმდებარეობის სადაზვერვო და ანალიტიკური საშუალებების SaaS კომპანიაა.
  91. Linkedin: 16 უფასო სასწავლო კურსი რჩევებთან ერთად, თუ როგორ დარჩეთ პროდუქტიული, როგორ დაამყაროთ ურთიერთობები ადამიანებთან, როდესაც მათთან უშუალო ურთიერთობა არ გიწევთ, როგორ გამოიყენოთ ვირტუალური შეხვედრების ინსტრუმენტები და როგორ უნდა დააბალანსოთ ერთმანეთთან ჯანსაღად ოჯახი და სამუშაო.
  92. Codeacademy*: Codecademy Pro-ს უფასო 10,000 სტიპენდია სკოლის მოსწავლეებსა და სტუდენტებს მთელ მსოფლიოში სასწავლო წლის ბოლომდე.
  93. Amazon*: უფასო ონლაინ წვდომა კომპიუტერული მეცნიერებების კურსებზე შეერთებულ შტატებში. მე-6-12 კლასების მოსწავლეებისა, და მასწავლებლებისთვისაც, რომლებიც დისტანციურად ასწავლიან ამ ასაკობრივ ჯგუფს. ამ სასწავლო პროგრამაზე წვდომა მშობლებსაც შეუძლიათ.
  94. McGraw-Hill*: უფასო რესურსები კლასგარეშე სწავლისთვის, სკოლის მასწავლებლების დასახმარებლად დისტანციურ სწავლებაზე გადასასვლელად.
  95. Scholastic*: უფასო ინფორმაცია 5 დღისთვის და დამატებითი 15 დღის კი, უკვე გზაშია.
  96. Age of Learning*: უფასო წვდომა სახლიდან ABCmouse-ზე დაზარალებული სკოლების ოჯახებისთვის. სასწავლო რესურსები 2-დან 8 წლის ბავშვებისთვის.
  97. Crowdmark: უფასო წვდომა ონლაინ კლასიფიკაციისა და ანალიტიკის პლატფორმასთან 31 მაისამდე.
  98. Epic*: უფასო დისტანციური წვდომა კითხვის პლატფორმაზე დაწყებითი კლასების მასწავლებლებისა და ბიბლიოთეკებისთვის 2020 წლის 30 ივნისამდე, საკრედიტო ბარათის გამოყენების გარეშე. სტუდენტებსაც შეუძლიათ წვდომა კომპანიის ციფრულ ბიბლიოთეკასთან, რომელიც 35 000-ზე მეტ წიგნს ითვლის, მათ შორის, აუდიოწიგნებს, ვიდეო მასალებსა და ვიქტორინებს. მასწავლებლებსა და ბიბლიოთეკარებს შეუძლიათ კავშირზე დარჩნენ თავიანთ მოსწავლეებთან, დავალება მისცენ და თვალყური ადევნონ მათ პროგრესს.
  99. ClassTag*: უფასო საკომუნიკაციო პლატფორმა, რომელიც რაიონებსა და სკოლებს თავიანთ ოჯახებთან ურთიერთობაში ეხმარება. პროგრამული უზრუნველყოფა შეტყობინებას აგზავნის, SMS-ის, ელექტრონული წერილის, აპლიკაციის სახით და ვებ გვერდი მას ავტომატურად თარგმნის 55-თაგან ერთ-ერთ ენაზე. ამასთან, პლატფორმა შესაძლოა სტუდენტებმაც გამოიყენონ ვიდეო რგოლების, დავალებებისა და სხვა რესურსების სახლიდან ასატვირთად და ვირტუალური გაკვეთილების გაშვების საშუალებაც მისცენ მომხმარებელს ვიდეოკონფერენციის ინსტრუმენტით.
  100. Listenwise*: უფასო წვდომა პლატფორმაზე, Listenwise, რომელიც დისტანციურ სწავლებას უჭერს მხარს, იგი თქვენი სტუდენტების დარეგისტრირების, ონლაინ ინდივიდუალური წერითი დავალებების შედგენის და დავალებების მიცემის შესაძლებლობას გაძლევთ ავტომატური მოსასმენი ვიქტორინების ნაკრების რამდენიმე ვარიანტით. ეს თქვენ და თქვენს მოსწავლეებს 31 მაისამდე, ან იქამდე მოგცემთ სწავლის საშუალებას, ვიდრე თქვენი სკოლა ისევ არ გაიხსნება.
  101. Avid: უფასო, დროებითი ლიცენზიები შემოქმედებით ინსტრუმენტებზე კვალიფიციური მედიაკომპანიებისა და საგანმანათლებლო სფეროს კლიენტებისთვის, მომხმარებლებისთვის, რომლებმაც დისტანციურად უნდა იმუშაონ იმის გამო, რომ მათი ობიექტები დაიხურა. მათ 90 დღიანი ლიცენზიების მიღება შეუძლიათ Media Composer / Ultimate, Pro Tools, Pro Tools / Ultimate and Sibelius / Ultimate-ზე. გარდა ამისა, სასწავლო დაწესებულებების ნებისმიერ სტუდენტს, რომელიც ჩვენს პროდუქტებს იყენებს და სკოლაში, ან სასკოლო დაწესებულებებში ვეღარ დადის, ამავე პროდუქტზე 90 დღიანი ლიცენზიის მიღება შეუძლია.
  102. Shopify: უფასო 90 დღიანი საცდელი ვერსია ნებისმიერი ახალი მომხმარებლისთვის. თუ უკვე იყენებთ 14 დღიან საცდელ ვერსიას, მისი 90 დღემდე გაგრძელება შეგიძლიათ.
  103. Peloton: უფასო 90 დღიანი საცდელი ვერსია - ვარჯიშების აპლიკაციაზე ხელმოწერა, რადგან სულ უფრო მეტი სატრენაჟორო დარბაზი იკეტება კორონავირუსის პანდემიის გამო. ეს ადვილად ხელმისაწვდომი ფიტნეს ვარიანტები Peloton-ის მარკის ველოსიპედებს ან კიდევ, სარბენ ბილიკებს არ მოითხოვს. მომხმარებლებს ისეთი კლასების შერჩევა შეუძლიათ, როგორებიცაა, იოგა, მედიტაცია, ძალოსნური ვარჯიშები და ბევრი სხვა.
  104. U-Haul*: უფასო საცავი 30 დღით კოლეჯის ყველა სტუდენტისთვის, რომელთა უნივერსიტეტებშიც ცხრილი შეიცვალა.
  105. TripIt: უფასო 6 თვიანი ლიცენზიები ავიარეისების მონიტორინგის სერვისზე Tripit Pro.
  106. UrbanSitter: უფასო ხელმოწერა მშობლებისთვის ორი თვით COVID-19-ის პანდემიის დროს. მშობლებს საიმედო დახმარებას გაუწევს ბავშვების მოვლისას, რადგან ისინი ამ პერიოდში სახლიდან მუშაობენ. ყოველი ძიძა შემოწმებულია, UrbanSitter მშობლებს რაც შეიძლება დიდ ინფორმაციას აწვდის არგუმენტირებული გადაწყვეტილებების მისაღებად.
  107. Brit.co: უფასო გაკვეთილები "გააკეთე შენი ხელით" ერთიდან ორ კვირამდე. შეკვეთის გაფორმებისას ფასდაკლების კოდი "selfcare" გამოიყენეთ.
  108. Zencastr: უფასო გეგმები - Hobbyist, რომლებსაც არც ჩაწერისას ექნებათ შეზღუდვა ან არც კიდევ ადამიანების რაოდენობის შემთხვევაში, მოქმედია 2020 წლის პირველ ივლისამდე.
  109. Headspace: უფასო მედიტაციები, რომელთა მოსმენაც ნებისმიერ დროს შეგიძლიათ.
  110. Calm: Calm-ის უფასო რესურსები, რომ ჩვენს გონებაზეც ვიზრუნოთ და სიმშვიდეც შევინარჩუნოთ. მათ შორის, სპეციალურად შერჩეულ ინფორმაციასაც გაეცნობით, თქვენი ფსიქიკური და ემოციური კეთილდღეობისთვის ამ დროის განმავლობაში.
  111. Audible (Amazon): უფასო ისტორიები ყველა ასაკის ბავშვებისთვის თქვენს დესკტოპზე, ლეპტოპზე, ტელეფონზე ან ტაბლეტზე. ვიდრე სკოლები დახურულია, ჩვენ ვმუშაობთ. ბავშვებს დღეიდანვე შეუძლიათ უყურონ გასაოცარი ისტორიების მთელ კოლექციას, რომელთა სათაურები ექვს სხვადასხვა ენაზეა, რაც დაეხმარებათ ოცნება და სწავლა გააგრძელონ და უბრალოდ ბავშვებად დარჩნენ.

შესაძლოა ეს სია განახლდეს და ამიტომ, გარკვეული ხნის შემდეგ კიდევ ერთხელ გადახედეთ ამ მონაცემებს. ამასთან ერთად, ყველა ბმულის ნახვაც და ახალი უფასო წინადადებების გამოგზავნაც შეგიძლიათ.

Adam Soccolich

I cover business strategy, technology, and social media.

ინდუსტრიული ტრენდები

თანამშრომელი - კომპანიის მთავარი ღირებულება

ბუღალტრული და აუდიტორული კომპანია "ფინო" - 13 წელი ქართულ ბაზარზე