Cyber Monday Sale! 50% Off All Access

9 მილიარდერი, რომელთაც სკოლა არ დაუმთავრებიათ მთავარი დიპლომი როდია

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur.ge

იცოდით, რომ შეერთებულ შტატებში ყოველწლიურად დაახლოებით 1.3 მილიონი მოსწავლე სკოლას დასრულებამდე ტოვებს? ამ გადაწყვეტილების გამო მათ არსებულ ბაზარზე სამსახურების 90%-ში დასაქმების შანსი უქრებათ.

თუმცა, არსებობს იმისი შანსი, რომ მათ წარმატებისკენ მიმავალი გზა მოჭრილი სულაც არ აქვთ?

პრინციპში, რატომაც არა.

სკოლის მიტოვებას არავის ვურჩევთ, ჩვენ საბაზისო განათლების იდეა ძალიანაც მოგვწონს. მაგრამ წარმატების მიღწევის შანსი მაშინაც არსებობს, თუკი სკოლის დიპლომიც კი არ გაგაჩნიათ.

21-ე საუკუნეში ისეთ წარმატებულ ადამიანებს, როგორიც, მაგალითად, Twitter-ის დამფუძნებელი დევიდ კარპია, სკოლა არ დაუსრულებიათ. მან საკუთარი ბიზნესი წამოიწყო და დიდ წარმატებასაც მიაღწია.

აი, იმ 9 მილიარდერისთვის კი, რომელთა შესახებაც ქვემოთ მოგითხრობთ, მილიონერობა საკმარისი არ აღმოჩნდა - მათ საშუალო განათლება არაფრად ჩააგდეს და გზა საკუთარ ბიზნესში გაიკვალეს.

ჯონ როკფელერი

ჯონ როკფელერი Standard Oil Company-ს დამფუძნებელია. ამერიკის ისტორიაში, სავარაუდოდ, ყველა დროის ყველაზე მდიდარი ადამიანი, რომლის ქონებაც დღესდღეობით 340 მილიარდ დოლარადაა შეფასებული. ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ როკფელერის ცოდნა არასრული საშუალო განათლებითა და კერძო საბუღალტრო კურსებით შემოიფარგლებოდა მანამ, სანამ 16 წლის ასაკში სამსახურის ძებნას დაიწყებდა.

ჰენრი ფორდი

ჰენრი ფორდმა 16 წლის ასაკში ოჯახის კუთვნილი ფერმა მიატოვა და დეტროიტში გადასახლდა. მან მანქანების მექანიკოსის სახლოსნოში შეგირდობა დაიწყო და მოგვიანებით Edison Illuminating Company-ში მთავარი ინჟინერიც გახდა. ფორდმა პირველი ავტომობილი 1896 წელს ააწყო და მანქანათმშენებლობის რევოლუციას შეუდგა. დღესდღეობით მისი იმპერია 199 მილიარდ დოლარადაა შეფასებული. სულაც არაა ცუდი შედეგი ფორმალური განათლების არმქონე ადამიანისათვის.

ამანსიო ორტეგა

ამანსიო ორტეგამ 14 წლის ასაკში სწავლა მიატოვა და ადგილობრივ მაღაზიებში დამხმარედ მუშაობა დაიწყო. 1975 წელს ბრენდი Zara დააარსა, რომელიც სულ მალე აქტიური ზრდისა და მომმარაგებელთა ქსელის სრული კონტროლის დამსახურებით, მოდის იმპერიად გადაიქცა. დღესდღეობით ორტეგა ესპანეთის ყველაზე მდიდარი ადამიანია - მის საკუთრებაში 74 მილიარდ დოლარიანი ბიზნესია.

კირკ კერკორიანი

კიკრ კერკორიანმა სკოლა მერვე კლასში მიატოვა, ჯერ მოყვარული მოკრივე გახდა, შემდეგ მეორე მსოფლიო ომში პილოტად წავიდა, ბოლოს კი მეგა კურორტის მაგნატად გარდაისახა. ყველაფერი იმით დაიწყო, რომ კერკორიანმა 1962 წელს ლას ვეგასში მიწა შეიძინა და 7 წლის შემდეგ MGM Grand Hotel გახსნა. ბიზნესმენის გარდაცვალების დროს მისი ქონება 4 მილიარდ დოლარად იყო შეფასებული.

ფრანსუა პინო

ფრანსუა პინომ, საფრანგეთში რიგით მეხუთე ყველაზე მდიდარმა ადამიანმა, რომელიც ისეთი ბრენდების მფლობელია, როგორებიცაა Gucci, Christie's, Samsonite, Puma, სკოლა 1947 წელს მიატოვა. მიზეზი დაცინვა იყო - კლასელები მას ღარიბი ოჯახის გამო აქილიკებდნენ. პინო მამამისის ხის საამქროში მუშაობდა და ამ დროისათვის მისი ქონება 13 მილიარდ დოლარადაა შეფასებული. პინოს საკუთრებაშია 2000-ზე მეტი ხელოვნების ნიმუშიც.

დევიდ მერდოკი

დევიდ მერდოკმა სკოლა მეცხრე კლასში მიატოვა და გაზგასამართ სადგურზე იქამდე მუშაობდა, სანამ 1945 წელს ჯარში არ გაიწვიეს. მეორე მსოფლიო ომიდან დაბრუნების შემდეგ, მერდკოკმა პირველი ბიზნესი შეისყიდა - სასადილო დეტროიტში. სასადილოს საქმე სასიკეთოდ რამდენიმე თვეში შემოატრიალა და 700-დოლარიანი მოგებაც ნახა. 1985 წელს უძრავი ქონებით მოვაჭრე Castle & Cooke შეისყიდა. დევიდი, ასევე, ხილის მწარმოებელ კომპანიას, Dole-ს ფლობდა. Dole ხილისა და ბოსტნეულის ყველაზე დიდი მეწარმე გახდა. მერდოკის ქონება 3 მილიარდ დოლარადაა შეფასებული.

რიჩარდ ბრენსონი

მსოფლიოში სახელგანთქმულ მილიარდერს, სერ რიჩარდ ბრენსონს დისლექსია სჭირდა, ამიტომ სკოლა 16 წლის ასაკში მიატოვა. პირველი ბიზნესი ფირფიტების საცალო შეკვეთის სერვისი Student Magazine იყო, რომელიც მოგვიანებით Virgin Records-ის მაღაზიებად და ლეიბლად იქცა. მთელი კარიერის განმავლობაში ბრენსონი, დაახლოებით, 500 კომპანიას მართავდა. მისი ქონება 5 მილიარდ დოლარადაა შეფასებული.

კარლ ლინდნერ ჯუნიორი

ამერიკაში, დიდი დეპრესიის პერიოდში, 14 წლის კარლ ლინდნერ ჯუნიორმა სწავლა იმ მიზნით მიატოვა, რომ მშობლების რძის კომპანია პროდუქციით მოემარაგებინა. ლინდნერმა 2 ძმასთან ერთად სანაყინე გახსნა. პატარა ჯიხური მოგვიანებით მაღაზიათა ქსელ United Dairy Farmers-ად გადაიქცა - ის დაახლოებით 200 მაღაზიას აერთიანებს. 1984 წელს კარლმა ხილის მწარმოებელი Chiquita Brands შეისყიდა. 1999 წელს Cincinnati Reds-ის CEO და მეწილე გახდა. ლინდნერის გარდაცვალების დროს მისი ქონება 1,7 მილიარდად იყო შეფასებული. მისი ოჯახის საკუთრებაში კი ამჟამად 2,3 მილიარდად შეფასებული ბიზნესია.

ჯო ლიუისი

ჯო ლიუისმა, დიდი ბრიტანეთის რიგით მეექვსე უმდიდრესმა ადამიანმა, სკოლა 15 წლის ასაკში მამამისის კეტერინგის კომპანიის, Tavistock Banqueting-ის გასაძღოლად მიატოვა. Tavistock Group-ს დღეისათვის 200 კომპანიაში აქვს წილი, მათ შორის, ინგლისის პრემიერ ლიგის გუნდში, Tottenham Hotspur-ში, დიდი ბრიტანეთის პაბების ყველაზე დიდ ქსელში, Mutchell's & Butlers plc, 135 რესტორანსა და 4 სამედიცინო ცენტრში ლეიკ ნონაში, ფლორიდაში - შეერთებული შტატების ფინანსურად ყველაზე მზარდ თემში. როგორც ცნობილია, ლიუისის ხელოვნების ნიმუშების კოლექციის ღირებულება მილიარდ დოლარს აჭარბებს.

ხატია გელოვანი

Entrepreneur Staff

ჟურნალისტი

Business News

საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება

ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ "ქართული ოცნების" ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ინდუსტრიული ტრენდები

''ჩინი'' - თვალისჩინივით მოსაფრთხილებელი ქვეყნის თვალსაჩინოებისთვის

გამორჩეულად შეფუთული ბარგი ქართული სტარტაპისგან!

ლიდერობა

17 შთამაგონებელი ციტატა, რომელიც თქვენს გუნდს ერთიანს გახდის

თქვენი გუნდი დათრგუნულია? მისი გამხნევება სცადეთ, ჩამოთვლილთაგან რომელიმე ციტატა გაუგზავნეთ