მსგავსებები სპორტსა და ანტრეპრენერობას შორის
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
ანტრეპრენერშიფი გლობალური ტრენდია. სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი ცდილობს წამოიწყოს და განავითაროს საკუთარი საქმიანობა. ამ მიმართულების მზარდ ტენდენციაში განსაკუთრებით აქტიური ყოფილი და მოქმედი სპორტსმენები არიან, რომელთაც ეს საქმიანობა საკმაოდ წარმატებულად გამოსდით. დევიდ ბექჰემი, ვენუს და სერენა უილიამსები, ლებრონ ჯეიმსი, ტომ ბრედი – ეს იმ სპორტსმენთა არასრული ჩამონათვალია, ვისაც საკუთარი სპორტული გამოცდილება მნიშვნელოვნად დაეხმარა ახალ, ანტრეპრენერულ ეტაპზე. აღმოჩნდა, რომ სპორტსა და ანტრეპრენერობას შორის არაერთი საერთო თვისებრივი მახასიათებელი არსებობს და ამ თვისებების ფლობა ორივე სფეროს წარმომადგენელთათვის წარმატების მისაღწევად კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ყოფილი სპორტსმენები კი ძველი პროფესიიდან ამ თვისებებს ახალ საქმიანობაში ეფექტურად იყენებენ.
შეუპოვრობა
წარმატებული ანტრეპრენერი არასოდეს უშინდება დაბრკოლებებს და სირთულეების შემთხვევაშიც აქტიურად განაგრძობს საკუთარი საქმის კეთებას. ის არასოდეს ნებდება და მარცხის განცდისთანავე, ახალი გზების ძიებას იწყებს მიზნის მისაღწევად. წარუმატებლობას კი იღებს როგორც გაკვეთილს, რომელმაც ახალი გამოცდილება შესძინა.
ხედვა
კარგ სპორტმენსა და ანტრეპრენერს აუცილებლად აქვთ სტრატეგიული ხედვა, განსაკუთრებით კი იმ გზებისა და თუ ვიწრო ბილიკების, რომელიც მათი წარმატების პუნქტამდე მიდის. ისინი ყოველთვის კარგად ხედავენ, თუ რა გზას უნდა დაადგნენ, რომ დასახულ დანიშნულების ადგილამდე აუცილებლად მივიდნენ.
მოქნილობა
თანამედროვე ანტრეპრენერის როლი აუცილებლად მოითხოვს მოქნილობის უნარის ფლობას. დინამიკურად ცვალებადი გარემო, რომელიც ყოველდღიურად უამრავ სიახლეს გვთავაზობს, ამ ყველაფერზე სწრაფ რეაგირებას, ადაპტაციას და მორგებას საჭიროებს. ეს ყველაფერი კი მოქნილ ბუნებაში ერთიანდება.
თავდაჯერებულობა
ანტრეპრენერს აუცილებლად აქვს თავდაჯერებულობა, რომ წარმატებას აუცილებლად მიაღწევს. სწორედ ეს აძლევს მას ძალას, რათა მეტი რისკი გასწიოს. მან კარგად იცის საკუთარი ძლიერი მხარეები. სწორედ ამ უნარებისა და თავდაჯერებულობის კომბინაციით კი, წარმატების მიღწევის ალბათობა ერთიორად იზრდება.
შიშის მიმღებლობა
ანტრეპრენერებს, ისევე, როგორც ნებისმიერ ადამიანს, ხშირად ეუფლება შიში, რომელიც ზოგიერთ შემთხვევაში ირაციონალური,ზოგჯერ კი რაციონალურიცაა. წარმატებული ანტრეპრენერი შიშს არ გაურბის და ამ განცდას ახალ მასტიმულირებელ ენერგიად გარდაქმნის. ამას კი შემდგომი აქტიური ნაბიჯებისთვის ერთგვარ საწვავად იყენებს.
წესების დარღვევა
ანტრეპრენერის წარმატების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი სწორედ არსებული წესების, გაბატონებული ნორმების დარღვევისთვის მზადყოფნაა. ანტრეპრენერი, რომელმაც კონკრეტულ სფეროში ახალი სიტყვა უნდა თქვას, აუცილებლად შეძლებს ძველ, უსარგებლო წესებსა და ნორმებს საკუთარი ინოვაციით დაუპირისპირდეს.
მსგავსი სტატია: ტოჩინოშინის რთული გზა
შესაძლოა სპორტული და ანტრეპრენერული საქმიანობის დროს ადამიანს განსხვავებულად ეცვას და გამოიყურებოდეს, თუმცა ამ საერთო თვისებების გარეშე, მათთვის წარმატების მიღწევა მხოლოდ ოცნებად დარჩება.