Get All Access for $5/mo

როგორ გავუმკლავდეთ 150 უარს? და როგორ გავხდეთ უფრო ჭკვიანი, მტკიცე და წარმატებული

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ნინო ცქვიტაია

სემ სისაქტის e-commerce (ელექტრონული კომერციის) კომპანია e UsTrendy-ის იდეა ჰქონდა. კომპანიის მეშვეობით, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ნიჭიერი, საზოგადოებისთვის უცნობი მოდის დიზაინერის ტანსაცმელი გაიყიდებოდა. ეს უნდა გამხდარიყო ტანსაცმლის ისეთი ბაზარი, რომლის სტილი ყველასგან განსხვავებული იქნებოდა. მნიშვნელობა არ ჰქონდა, რომ მას არც მოდის ინდუსტრიაში და არც ბრენდის შექმნაში ჰქონდა რაიმე გამოცდილება. არც იმას ჰქონდა მნიშვნელობა, რომ კოლეჯის დამთავრებიდან პირველი სამსახური სამუშაოდ გასვლიდან ოთხ დღეში მიატოვა. მნიშვნელოვანი ის იყო, რომ საკუთარი იდეის დიდი გამარჯვებისა სჯეროდა. სისაქტი მიხვდა, რომ ამ ხორცშესხმას ფული, ძალიან ბევრი ფული სჭირდებოდა.

თავიდან ეს მარტივი ჩანდა. პირველსავე ცდაზე, სისაქტიმ და მისმა პარტნიორმა 500 000 დოლარი მოიზიდეს. "ეს წარმოუდგენელი იყო", – ამბობს იგი. სანაცვლოდ, ვენჩურულმა კაპიტალისტმა გადასვლა მოსთხოვა. სისაქტის პარტნიორს საცხოვრებელი ადგილის დატოვება არ სურდა, ამიტომ სისაქტიმ მარტო მოქმედება გადაწყვიტა.

სისაქტი ახალ ადგილას იმის გაუაზრებლად გადავიდა, რომ ინვესტორებს არა მხოლოდ იდეა, არამედ მთლიანი გუნდი აინტერესებდათ. შედეგად, მან დაფინანსებაც მყისიერად დაკარგა. "არა უშავს", – ფიქრობდა იგი. მას ფული უნდა ეშოვა.

სწორედ აქ იწყება სისაქტის ნამდვილი მოგზაურობა. მან ყველას მიმართა, მათსავე საქმიანობის სფეროს მიუხედავად. ამას კარგი არაფერი მოუტანია. სისაქტის ანგარიშით, 18 თვის განმავლობაში 150-ჯერ მიიღო უარყოფითი პასუხი. მეტიც – ის ყოველი გამოსვლის შემდეგ, ინვესტორების შენიშვნებიდან გამომდინარე, ბიზნესგეგმას ცვლიდა, რაც იდეის გაყიდვას კიდევ უფრო ართულებდა.

ეს გვემა ერთ ვენჩურულ კაპიტალისტთან შეხვედრით დაგვირგვინდა. რაც უფრო დამამცირებელი იყო, იგი სისაქტის ოჯახის მეგობარიც გახლდათ. "მან ჩემ თვალწინ, ჩემი ბიზნესგეგმა სანაგვეში გადააგდო. მახსოვს, თუ როგორ ვეკითხებოდი თავს: რას ჩავდივარ?"

ანტრეპრენერებს ბევრი უარის მოსმენა უწევთ. სიტყვა "არა" მათ ალბათ ყველაზე ხშირად ესმით, განსაკუთრებით – დასაწყისში. ეს ნიაღვარივითაა, რომელმაც შესაძლოა წაგლეკოთ. სისაქტიმ აქედან ორმაგი გაკვეთილი გამოიტანა: გადაიტანეთ მარცხი და ისწავლეთ მისგან.

სისაქტი მიხვდა, რომ ფულის მოთხოვნით ინვესტორების შეწუხება უნდა შეეწყვიტა. ყველა ბიზნესი არ მოითხოვს დაფინანსებას და არც ყველა ბიზნესია მზად დაფინანსების მისაღებად.

"მთელ დროს ფულის მოზიდვის მცდელობაში ვხარჯავდი და ბიზნესის გასავითარებლად კი არაფერს ვაკეთებდი. თავდაპირველად, Amazon-ის მსგავსი კომპანიის შექმნის სურვილი მქონდა, რომელიც თანდათანობით ბიზნესის ორგანული ზრდის სურვილმა ჩაანაცვლა. მხოლოდ მოკრძალებული, საშუალო ცხოვრების სტილი მინდოდა".

ფულის გამუდმებული ძიებიდან გათავისუფლებულმა სისაქტიმ თავის ბუნებრივ კრეატიულობასა და გამჭრიახობას მიმართა. ის ყოველთვის ფიქრობდა, რომ ფული დამწყები დიზაინერების ასაყვანად სჭირდებოდა, თუმცა ის ამ საქმეს შემოქმედებითად მიუდგა. მან კადრები პირდაპირ დიზაინის სკოლებში იპოვა, შექმნა ელჩი სტუდენტების ბრენდი, რითაც სტუდენტთა სამუშაოდ აყვანის შემზღუდველ წესებს გვერდი აუარა. სულ მალე ათასი მუშაკი მოაგროვა. შემდეგ დამწყები დიზაინერები ლონდონის მოდის კვირეულთან დააკავშირა. ამას დიზაინერთა შეჯიბრი მოაყოლა, რითაც დამატებით კიდევ 3000 დასაქმებული და პრესის ყურადღება მიიღო.

მას უკვე ჰქონდა მარაგი, შემოსავალი, ცნობადობა, და თავსაც კარგად გრძნობდა. ერთ საღამოს, ვახშმობისას, სისაქტიმ მეგაინვესტორ ტიმ დრეიპერს, რომელმაც დაფინანსებაზე 2-ჯერ უთხრა უარი, ჟურნალის ამონარიდი გაუგზავნა. 15 წუთის შემდეგ, დრეიპერს მასთან ლაპარაკი სურდა.

"ვფიქრობ, მისი ინტერესი გამოიწვია იმან, რომ ფულითაც და უფულოდაც ამ საქმის გაკეთება შემეძლო". სისაქტი ცოტათი გაკადნიერდა და საუბრისას უთხრა: "დროის თემაა. თქვენი ფულით მიზნამდე უფრო სწრაფად მივაღწევ. თუ ახლა დაფინანსებას არ მივიღებ, მაინც მივაღწევ ჩემს მიზანს, მაშინ კი, ბიზნესში შემოსვლა უფრო ძვირი დაგიჯდებათ".

დრეიპერმა საწყის ეტაპზე მილიონი დოლარი დააბანდა, ხოლო ამის შემდეგ, კვლავ დააბანდა ფული. პირველი რამდენიმე წლის განმავლობაში, UsTrendy-ს გაყიდვები წლიურად 300%-ით იზრდებოდა და იგი 100-ზე მეტი ქვეყნის 20 000-ზე მეტ დიზაინერთან მუშაობდა. დღეს მას 2 მილიონზე მეტი მიმდევარი ჰყავს სოციალურ ქსელებსა და სხვადასხვა ციფრულ არხში.

როცა სისაქტი თითოეულ "არას" იხსენებს, არ ფიქრობს, თუ რას ნიშნავს, იყო უარყოფილი. იგი იმას აანალიზებს, თუ როგორ შეცვალა თითოეულმა მათგანმა და როგორ აჩვენა მომავლის გზა.

"ეს შესანიშნავი იყო", – ამბობს სისაქტი.

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

სიახლეები

მეიჯერელ საქართველო დისტანციურ დასაქმებას განაგრძობს

"მეიჯერელი" სწრაფად იზრდება, ყოველ წელს ახალი დამკვეთები შემოდიან საქართველოს ბაზარზე, რაც კომპანიას კიდევ უფრო მეტი ადამიანის დასაქმების საშუალებას აძლევს