Join our Waitlist for Expert Advice!

ანტრეპრენერი, რომელმაც სიმსივნე სამსახურსა და პირად ცხოვრებას შორის ბალანსით დაამარცხა

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

"საღამოს 7 საათის შემდეგ არ გაქვთ Slack-ით ან ელექტრონული ფოსტით შეტყობინების გაგზავნის უფლება", − ასეთი პირობა წაუყენა საკუთარ გუნდს სტარტაპერმა, რომელმაც მუშაობასა და დასვენებას შორის სწორი ბალანსით, სიმსივნის დამარცხება მოახერხა.

ამერიკული სტარტაპი Alula, რომელიც ონკოპაციენტებს სიმსივნის მკურნალობის მართვაში ეხმარება და მათ სპეციალიზებულ აქსესუარებსა და სამოსს სთავაზობს, 2019 წელს ანტრეპრენერმა ლია შუსტერ-ბიერმა დააფუძნა. აღსანიშნავია, რომ იგი თავად გახლდათ სიმსივნის იშვიათი ფორმით − არაჰოჯკინის ლიმფომით დაავადებული, რომელმაც მოახერხა სრულად გამოჯანმრთელება და გადაწყვიტა, პლატფორმის შექმნით საკუთარი გამოცდილება და ცოდნა ფართო საზოგადოებისთვის გაეზიარებინა.

ლია შუსტერ-ბიერი საკმაოდ აქტიური და პროდუქტიული ცხოვრებით გამოირჩეოდა. შეიძლება ითქვას, ზედმეტად პროდუქტიულითაც კი. იგი ხშირად მუშაობდა 24-საათიანი განაკვეთებით. 24 წლისამ ბაკალავრის ხარისხი მიიღო და Goldman Sachs-ში კვირაში 100-საათი მუშაობდა. მონაწილეობას იღებდა ბოსტონში ერთ-ერთი სოციალური საწარმოს გამართვაში, ბიზნესის მართვის მაგისტრის ხარისხიც მიიღო უორტონის ბიზნესსკოლაში და კლასგარეშე მეცადინეობებსა და სტაჟირებას ერთმანეთს უთავსებდა.

2018 წელს, 29 წლის შუსტერ-ბიერმა დაბადების დღემდე რამდენიმე თვით ადრე აღმოაჩინა, რომ არაჰოჯკინის ლიმფომის იშვიათი ფორმა ჰქონდა − სიმსივნე, რომელიც ადამიანის იმუნურ სისტემაზე ახდენს გავლენას. მან ქიმიოთერაპიის ექვსი კურსი ჩაიტარა, მაგრამ სიმსივნური უჯრედები კვლავ აღმოაჩნდა ორგანიზმში იმავე წლის ბოლოს. ამჯერად რადიოთერაპიაც ჩაიტარა და ღეროვანი უჯრედებიც გადაინერგა, რამაც იგი სამუშაოსა და კარიერულ ცხოვრებას 100 დღით დააშორა.

სწორედ ამ მომენტში გამოუჩნდა ჩვენს გმირს დაფიქრებისა და წლების განმავლობაში დახარჯული ენერგიის აღდგენის დრო. "წლები არ მძინებია. საკუთარი თავი ფიზიკური შესაძლებლობების ზღვრამდე მივიყვანე და იმისათვის, რომ გამოჯანმრთელების მცირედი შანსი მაინც მქონოდა, პრიორიტეტები უნდა შემეცვალა. დავიწყე აკვარელით ხატვა, ხანგრძლივი სეირნობა პარკებში და მივხვდი, რომ ასეთი ცხოვრება ბევრად საინტერესო და სასიამოვნო იყო", − იხსენებს შუსტერ-ბიერი.

შუსტერ-ბიერმა 2019 წელს რემისიიდან რამდენიმე თვის შემდე დააარსა Alula − პროდუქტების ონლაინ სავაჭრო პლატფორმა, რომელიც სიმსივნის მქონე და ყოფილ პაციენტებს ეხმარება მკურნალობასა და სიმპტომების მართვაში. მან კომპანიისთვის $2 მილიონი მოიზიდა და ახლა 3-კაციან გუნდს მართავს.

როგორც ანტრეპრენერმა, შუსტერ-ბიერმა მკაფიო საზღვრები დააწესა სამუშაოსა და პირადი ცხოვრების სხვა სფეროებს შორის. კერძოდ, მან გადაწყვიტა, რომ უწინდელივით აღარავის უნდა ემუშავა დილის 5 საათიდან საღამოს 10 საათამდე, როგორც ამას თავად აკეთებდა.

"საღამოს 7 საათის შემდეგ არ გაქვთ Slack-ით ან ელექტრონული ფოსტით შეტყობინების გაგზავნის უფლება", დასაწყისისთვის, მან მკაცრად დააწესა, რომ სამუშაო საათები საღამოს 7 საათზე უნდა დასრულებულიყო. თუ თანამშრომლები აღმოაჩენენ, რომ გვიან ღამემდე უნდა იმუშაონ, მათ მომდევნო დილის ყველა ელ. წერილი უნდა დაგეგმონ ისე, როგორც ნებისმიერი სხვა ფორმის კომუნიკაცია. "თქვენ უნდა დაგეგმოთ და მეორე დილის 8 საათისთვის გაგზავნოთ შეტყობინება", − ამბობს ანტრეპრენერი.

"ზოგიერთს კვირაობით, სამი საათიდან მოსწონს მუშაობა რამდენიმე საათით, ელ.ფოსტის გასუფთავება, რათა შემდეგი კვირისთვის მოემზადონ", − ამბობს შუსტერ-ბიერი და მისთვის ეს სრულიად მისაღებია. მაგრამ ყველა დანარჩენისთვის, ვისთვისაც დასვენება აუცილებელია, ისევე, როგორც მისთვისაც, ნამდვილი ხსნა იყო შეტყობინებების მხოლოდ სამუშაო საათებში დაგეგმვა და გაგზავნა.

Alula წელიწადში ორი კვირით იკეტება

Alula დასაქმებულებს 20-დღიან ანაზღაურებად შვებულებას სთავაზობს წელიწადის განმავლობაში და შეუზღუდავ შვებულებას ავადმყოფობის შემთხვევაში. გარდა ამისა, თანამშრომლებს დამატებით დასვენების დღეებსაც აძლევენ, როდესაც მათ ეს სჭირდებათ. შუსტერ-ბიერმა ისეთი კომპანიებისგან მიიღო შთაგონება, როგორიცაა LinkedIn და Bumble, რომლებიც პროფესიული "გადაწვის" თავიდან ასაცილებლად თავიანთ თანამშრომლებს გაზაფხულზე დამატებით შვებულებას აძლევდნენ. მან Alula-ს თითოეულ თანამშრომელს მაისში ერთჯერადად დამატებითი კვირა მისცა დასასვენებლად.

"ეს ისე გავაკეთე, რომ ღამით დაძინება შემძლებოდა და ელექტრონული წერილებითა და გზავნილებით არ "დავებომბე" ვინმეს", − ამბობს ის. და ამან გაამართლა. კომპანიაში შაბათ-კვირასაც იგივე წესი მოქმედებს.

ამასთან ერთად, Alula ყოველი წლის აგვისტოსა და დეკემბრის ბოლო კვირას იხურება.

"ჩვენი გიჟური, გლობალიზებული, ჰიპერაქტიური სამყარო ნამდვილად მშვიდდება ამ კვირებში", − ამბობს ის, − "ადამიანების უმეტესობა ანაზღაურებად შვებულებებს იღებს ამ კვირების დროს და ამიტომ ჩემთვის ვიფიქრე, რატომ უნდა გაატარონ მათ ანაზღაურებადი შვებულება ამ კვირების დროს? და საერთოდ, რატომ არ უნდა დავიხუროთ, როგორც ბიზნესი, ამ პოლიტიკის მხარდასაჭერად?".

თქვენ ერთკვირიან შვებულებას იღებთ მომავალ კვირას, თუმცა თქვენ მუშაობთ!

"ყოველთვის ვეუბნები ჩემს თანამშრომლებს: როდესაც ისვენებთ, ამავდროულად მუშაობთ, ვინაიდან ეს არის საუკეთესო სამუშაო, რაც ახლა შეგიძლია ჩემთვის შეასრულოთ. დასვენება მართლაც მნიშვნელოვანია, სხვაგვარად ვერ შევძლებთ ძალების აღდგენას ჩვენი მუდამ ჩართული სამუშაო კულტურიდან გამომდინარე. ეს ეხმარება ადამიანებს თავიდან აიცილონ პროფესიული "გადაწვა" და უფრო განახლებულები, უფრო შემოქმედებითად მოაზროვნენი, უფრო ენერგიულები, უფრო დადებითად განწყობილები დაუბრუნდნენ სამსახურს", − აცხადებს Alula-ს დამფუძნებელი.

ასეთი მიდგომა, ზოგადად, სამუშაო კულტურის მიმართ დამოკიდებულების შეცვლაა, რაზეც შუსტერ-ბიერმა ბევრი იმუშავა და დაასკვნა, რომ 24/7-ზე მომუშავე ადამიანი გაცილებით ნაკლებად პროდუქტიულია − როგორც სოციალურ, ისე კორპორაციულ ცხოვრებაში, ვიდრე ის, ვინც ბალანსის დაცვას ახერხებს.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

Business News

მერე ვერ იტყვი: მე მომკლეს, ბაბუ

შენ ცოცხალი ხარ, და 26-ში ვიწროს გადიხარ

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი