Get All Access for $5/mo

მას ვეძებ, ვინც წარმატებას მიაღწევს ბარბარა კორკორანმა Shark Tank-ის 14 სეზონის შემდეგ დაინახა კანონზომიერება: ყველაზე წარმატებული ანტრეპრენერები ბიზნესს ამბიციისა და თავმდაბლობის ნაზავით უყურებენ

By Jason Piper

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.


"საკუთარ თავს მეტისმეტად სერიოზულად არ უნდა შეხედო", − ამბობს ბარბარა კორკორანი. ის გავლენიანი ინვესტორია Shark Tank-ზე და კრიტიკაზე არასოდეს ამბობს უარს. მაგრამ როდესაც ტელევიზიით არ გამოდის, ხშირად იღებს TikTok-ის უაზრო ვიდეოებს და საკუთარი ხარჯებით ხუმრობს. რატომ? იმიტომ, რომ ეს აბედნიერებს. ესეც კარგი ბიზნესია. "ადამიანები ინსტინქტურად გრძნობენ, რა არის ნამდვილი", − ამბობს ის, − "ადამიანები მაშინვე გრძნობენ, როდესაც გულწრფელი არ ხართ და აღარ გენდობიან. ნებისმიერ ბიზნესში ყველაზე მნიშვნელოვანი ნდობაა". კორკორანისთვის ბიზნესი მთლიანად ადამიანურ ურთიერთობებზეა აგებული. მათ აუცილებლად უნდა აჩვენოთ, რომ დაუცველი ხართ, ამბიციებიც უნდა გამოიყენოთ და უარყოფითი გამოცდილებაც, როგორც ზრდის შესაძლებლობა. სწორედ ამას ეძებს ის ანტრეპრენერებში Shark Tank-ზე, რომლის უკვე მე-14 სეზონია ტელევიზიით გადის. დღეს კი, როდესაც ანტრეპრენერები 2023 წლის გაურკვეველ ეკონომიკას აკვირდებიან, კორკორანი ამბობს, რომ მათ ადრინდელზე მეტად დასჭირდებათ ეს ადამიანური ფაქტორი − საკუთარი თავის შეცნობა. ის ქვემოთ საუბრობს, თუ როგორ უნდა გაიხსნათ ადამიანების წინაშე, როგორ მიაწოდოთ მათ თქვენი მოსაზრებები და როგორ უნდა გამოიჩინოთ შეუპოვრობა. ▶

ყველა გამოვა Shark Tank-ზე, მაგრამ ნებისმიერს აქვს მნიშვნელოვანი წამი, როდესაც ყველაფერი სასწორზე დევს. რას ურჩევდით მათ, ვისთვისაც ყველაზე მნიშვნელოვანი წამი დგება?
დიდი ენერგია უნდა გამოავლინოთ. ვინც უნდა იყოთ, დიდი აჟიოტაჟი უნდა ატეხოთ, 10-ჯერ მაინც გაზარდოთ თქვენი ძალები. ბუმ, ბუმ, ბუმ! ივარჯიშეთ. რაც შეიძლება მეტად გააზვიადეთ თქვენი პროდუქტი. ისე წარმოაჩინეთ, როგორც საუკეთესო და მნიშვნელოვანი. რადგან ადამიანებს ყველაზე მეტად ენერგია იზიდავთ, ყველას ერთი და იგივე რეაქცია გვაქვს იმ წუთას, როდესაც ანტრეპრენერი გამოსვლას იწყებს, მხრებს ვუშვებთ, ან წინ ვიხრებით, გვსურს გავიგოთ, რის თქმა სურთ? ეს უფრო მეტად მათ სიტყვებს კი არა, მათ ენერგიას უკავშირდება.

ამასთან, არ ინერვიულოთ, თუ ყველაფერზე არ გაქვთ პასუხი. სრულიად ადამიანური იქნება იმის თქმა, რომ "არ ვიცი, მაგრამ დიდი სურვილი მაქვს გავარკვიო და ვფიქრობ, გეგმაც მაქვს". მთავარი ადამიანური ურთიერთობებია და არა პასუხი შეკითხვაზე − "როგორია თქვენი გაყიდვები?"

"ზვიგენები" თავიანთი მკაცრი გამოხმაურებით არიან ცნობილნი და ამაში თქვენც შეგაქვთ საკუთარი სამართლიანი წილი. ეს ოდესმე რთული თუ ყოფილა თქვენთვის?
ვფიქრობ, თუ შეძლებთ ვინმეს თვალებში ჩახედოთ და გულწრფელად უთხრათ, რას გრძნობთ, თუნდაც, ეს მკაცრი კრიტიკა იყოს, ადამიანები მიიღებენ მას. რადგან ისინი მაშინვე აღიარებენ, რომ სიმართლე უთხარით. არ მგონია, ეს აუცილებელი არ იყოს. უბრალოდ ვფიქრობ, რომ ზუსტად ასეთი უნდა იყო.

ასეა, რადგან ადვილია იყო "კეთილი" და უბრალოდ უთხრა ადამიანებს ის, რის მოსმენაც მათ სურთ. მაგრამ ბევრად დიდი სიკეთის კეთებაა იმის თქმა, რაც მათთვის აუცილებელია.
მნიშვნელოვანი განსხვავება ისაა, რომ ამ სიკეთით თქვენ მათ საკუთარი თავის ნაწილს სთავაზობთ. მათ ხელს უწვდით, კარს უღებთ, გულწრფელ რჩევებს აძლევთ. ეს საჩუქრის გაზიარებას ჰგავს.

და ადამიანები უპასუხებენ საჩუქრებზე.

თქვენ ბევრ ანტრეპრენერს ხვდებით. როგორ შეგიძლიათ დადგენა, აქვს თუ არა ვინმეს დიდი პოტენციალი?
ნებისმიერს სურს წარმატების მიღწევა Shark Tank-ზე. მაგრამ მე მას ვეძებ, ვინც ნამდვილად მიაღწევს წარმატებას. ამაშია დიდი განსხვავება. და აქ არ არის საუბარი სასოწარკვეთილებაზე, რომელიც რაღაცის გაკეთებას გაიძულებს.

საუბარია ამბიციაზე. ჩემი აზრით, ამას შეძლებს ადამიანი, რომელმაც წარსულში ტრავმა მიიღო. ზოგიერთს, სავარაუდოდ, ბიზნესის ნაცვლად კარგი ფსიქიატრი სჭირდება. რასაც ისინი აკეთებენ, ოდესღაც მიღებული ტრავმის ნიშანია. ჩემთვის ეს ჩემი მესამე კლასის მასწავლებელი − და სტელა მარიაა, რომელმაც მითხრა, რომ ყოველთვის სულელი ვიქნებოდი. ვფიქრობ, ჩემი ცხოვრების საუკეთესო წლები გავატარე იმის მტკიცებაში, რომ ასე არ არის.

არ ინერვიულოთ, თუ ყველაფერზე არ გაქვთ პასუხი. სრულიად ადამიანური იქნება იმის თქმა, რომ "არ ვიცი, მაგრამ დიდი სურვილი მაქვს გავარკვიო და ვფიქრობ, გეგმაც მაქვს". მთავარი ადამიანური ურთიერთობებია და არა პასუხი შეკითხვაზე: "როგორია თქვენი გაყიდვები?"

ბევრ ანტრეპრენერს სურს თავისი წარუმატებლობებისა და ჩავარდნების დამალვა, რადგან შიშობს, რომ ეს მათ არაკომპეტენტურად მოაჩენ. მაგრამ თქვენ ამბობთ, რომ ეს აქტივებია...
დიახ. როდესაც ისინი საკუთარ ტრავმებს სხვებს არ უზიარებენ, დაუცველები არიან, ან თავად ვერ შეეგუებიან მას. კარგი ანტრეპრენერები კარგად ართმევენ თავს წარუმატებლობებს, თუმცა კიდევ ერთი ნამდვილად არ სურთ. მაგრამ როდესაც წარუმატებლობებია, მათ გამოსავლის პოვნის საშუალება აქვთ.

ამის შესანიშნავი მაგალითი COVID-19-ის "დამსახურებაა". იცით რას ვგულისხმობ? როდესაც ჩემს ანტრეპრენერებს ვუყურებ, ვიტყოდი, რომ 20% კიდევ უფრო ძლიერი გახდა, 80%-მა კი ვერაფერი შეძლო. 20% ანტრეპრენერი იყო, დანარჩენი 80% კი ანტრეპრენერის მსგავსნი იყვნენ, რომლებმაც ნამდვილად ვერ შეძლეს წარმატების მიღწევა ამ გარემოში.

ისეთი რა გააკეთა იმ 20%-მა, რაც გსურდათ დანარჩენ 80%-საც გაეკეთებინა?
ანტრეპრენერებმა სიმართლე უთხრეს ადამიანებს, რომლებიც მათთან მუშაობდნენ, უფრო ადრეც კი, ვიდრე საკუთარ თავს გაუმხელდნენ სიმართლეს. მათ თქვეს: "ჩვენ პრობლემა გვაქვს. არ ვიცი, რას გავაკეთებთ. არ ვიცი, როგორ გავართმევთ თავს. მაგრამ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რაც შეგვიძლია და ჩემი საწყისი გეგმა ეს არის.

მაგალითად, Cousins Maine Lobster, რომელიც საოცრად წარმატებული ფრანჩაიზის ბიზნესია. მახსოვს, მათ ყველა ერთად შეკრიბეს და გამოუცხადეს: "ჩვენ არ გვაქვს ფულადი სახსრების მოძრაობა". შემდეგ თქვეს, რომ მთელი თავიანთი ოპერაციების შეცვლას და ონლაინაპლიკაციაზე გადასვლას აპირებდნენ. როდესაც მათ ვინმე შეუკვეთავდა კიბორჩხალებს, მას ავტოსადგომზე გაიტანდნენ და იქ გადასცემდნენ წასაღებად.

მე კიდევ ერთი უზარმაზარი ბიზნესი მაქვს, სახელად Boho Camper Vans. აქ კემპინგის ფურგონებს იღებდნენ იჯარით ხანმოკლე დასვენებისთვის. როდესაც COVID-19 გამოჩნდა, ადამიანებს ქალაქებიდან მთებში სურდათ გასვლა, მაგრამ დაბრუნებისას ამბობდნენ: "როგორ გავაკეთო იგივე ჩემს ფურგონში?" ასე რომ, მათ სრულიად ახალი ბიზნესი შექმნეს [სხვა ადამიანების ფურგონების გადაკეთება]. დაფინანსება კი, ადგილობრივი Dodge-დილერის მეშვეობით შეძლეს, რომელსაც გაყიდვები აღარ ჰქონდა.

და Boom! − ორივე ბიზნესი აფეთქდა.

ამ ისტორიებს კიდევ ერთი აქვთ საერთო: დამფუძნებლებმა უკან დაიხიეს და პრინციპში, ასე თქვეს: "მხოლოდ მე კი არა, ყველა ადამიანს დაენგრა ცხოვრება. და როგორ უნდა დავაკმაყოფილო ადამიანების ახალი საჭიროებები?"
არ აქვს მნიშვნელობა, პანდემიაა თუ რაღაც სხვა დიდი ძვრები ხდება − ძალიან მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ "დიდი ბიჭები" უკან იხევენ, როგორც კი საქმე ცუდად მიდის. ისინი თავიანთ ადვოკატებს ესაუბრებიან, ხოლო მათ არ სურთ რეპუტაციის დაკარგვა იმ შემთხვევაში, როდესაც ანტრეპრენერს უპირატესობა აქვს. "დიდი ბიჭები" ორშაბათს თუ რაიმეს მოიფიქრებენ, მის განსახორციელებლად ექვსი თვე სჭირდებათ. "პატარა ბიჭს" კი, თუ ორშაბათს რაიმე იდეა გაუჩნდება, სამშაბათს ქუჩაში გასვლა და მისი განხორციელება შეუძლია.

როგორ ფიქრობთ, ეს ასე იქნება, როდესაც სავარაუდოდ რეცესია დადგება? რაზე უნდა იფიქრონ ანტრეპრენერებმა?
ანტრეპრენერი, რომელიც ამაზე წავა, თავისი ბუნებით ამბიციურია. არ აქვს მნიშვნელობა, რა იცვლება მის გარშემო. ისინი იქით მიდიან, საითაც სურთ. ასე რომ, მათ ნამდვილად არ შეუძლიათ ყოყმანი ან ლოდინი, როდის გაუმჯობესდება ეკონომიკა. ისინი უკვე ფიქრობენ − კიდევ როგორ შემიძლია რაიმეს გაკეთება? ეს შესანიშნავი უნარია − ფიქრი მოვლენების განვითარების პარალელურად.

როდესაც ზოგიერთ ადამიანს უყურებთ და კითხულობოთ: "ოოო, როგორ გააკეთა ეს?", აღმოაჩენთ − ყველაფრის საფუძველი ის იყო, რომ არ შეეშინდა. არ შეეშინდა სტრესის, გაურკვევლობის. აქ ცვლილებების მიღებაზეა საუბარი, და ძირითადად, იმაზე, რომ წარმატებას აუცილებლად უნდა მიაღწიო. ფინიშის ხაზამდე უსათუოდ უნდა მიაღწიოთ და თქვათ: "რა ცუნდა მოხდეს, მე იქამდე მაინც მივალ".

ლიდერობა

10 გზა თვითშეფასების ასამაღლებლად

"დაბალი თვითშეფასება ცხოვრებაში ამოწეული ხელის მუხრუჭით გადაადგილებას ჰგავს"

ლიდერობა

5 უმნიშვნელოვანესი ლიდერული თვისება

ლიდერი ყოველთვის უსმენს თავის გარშემომყოფებს და საკუთარ აზრს უპირატესად არ მიიჩნევს