სტომატოლოგიის ცენტრი "ალბიუსი" - უმაღლესი ხარისხი, თანამედროვე აღჭურვილობა და გამჭვირვალობა საერთაშორისო სტანდარტების სრული დაცვით
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
"ჩემი პროფესიული საქმიანობა 37-წლიან გამოცდილებას მოიცავს. საკუთარი ბიზნესის დაწყებაზე დიდი ხანი ვიფიქრე, ყოველთვის მინდოდა ყოფილიყო ისეთი რამ, რისი კეთებაც ჩემთვის სასიამოვნო და საინტერესო იქნებოდა და ამავდროულად, მომავალი თაობის განვითარებას შეუწყობდა ხელს", - ქეთევან გოგილაშვილი, სტომატოლოგიის ცენტრ "ალბიუსის" დამფუძნებელი და კლინიკური ხელმძღვანელი.
როგორც ქეთევანი გვიამბობს, კლინიკური, სამეცნიერო და პედაგოგიური გამოცდილება მან 23 წლის ასაკში დაიწყო. სამეცნიერო საზოგადოების ცხოვრებაში აქტიურად ჩაება და ამ საქმეს დღესაც დიდი სიყვარულით ემსახურება.
"როგორც ახალგაზრდა პედაგოგი, ძალიან ბევრს ვმუშაობდი სტუდენტებთან და ამავდროულად, მათთან ერთად თვითგანვითარებაზე ვზრუნავდი. ჩემი მიზანი ყოველთვის იყო ახალგაზრდებისთვის სამეცნიერო, საგანმანათლებლო და პრაქტიკული მუშაობის წახალისება, ხელშეწყობა, რეალიზება და პოპულარიზაცია.
როცა მივხვდი, რომ საკმაოდ დიდი კლინიკური და პედაგოგიური გამოცდილება დავაგროვე, გადავწყვიტე საინტერესო და ფასეული პროდუქტი შემექმნა, ისეთი ორგანიზაციის სახით, რომელიც მოემსახურებოდა როგორც პაციენტებს, ისე სტუდენტებსა და ექიმებს".
ქეთევანმა სტომატოლოგიის ცენტრი "ალბიუსი" როგორც პაციენტების, ისე თითოეული თანამშრომლის მიმართ ინოვაციური პროექტებითა და მიდგომებით დააფუძნა,.
დღეს "ალბიუსი" ISO 9001:2015 საერთაშორისო სტანდარტის მფლობელი კლინიკაა. ISO სტანდარტის მიღწევა, სერტიფიკატის მოპოვება და მისი შენარჩუნება მნიშვნელოვანი ეტაპია კლინიკის ცხოვრებაში.
ეს უკანასკნელი პაციენტების ნდობისა და მხარდაჭერის დამსახურებაა. თანამშრომლებისა და პაციენტების კმაყოფილება ის მთავარი საზომია, რომელიც "ალბიუსის" წარმატებას განსაზღვრავს.
"ალბიუსი" ჩემი გუნდია, ჩემი დიდი ოჯახი ინოვაციური პროექტებითა და მიდგომებით, მაღალტექნოლოგიური აღჭურვილობით, დიაგნოსტიკის და მკურნალობის უახლესი მეთოდებით და, რაც მთავარია, გამოცდილი მაღალკვალიფიციური ექიმებით. ძალიან დიდ ინვესტიციას ვდებთ ექიმების განვითარებაში, ისინი პერიოდულობით მსოფლიოში აღიარებულ უნივერსიტეტებსა და კლინიკებში იღებენ განათლებას და ყველა ახალი ინოვაციური მეთოდით აგრძელებენ ჩვენთან მუშაობას.
"ალბიუსის" გუნდი დაკომპლექტებულია პროფესორებით, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორებით, დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე სპეციალისტებით, ჯანდაცვის მაგისტრებითა და დოქტორანტებით. ამავდროულად, ექიმები ეწევიან პედაგოგიურ საქმიანობას დიპლომამდელი, დიპლომის შემდგომი სტუდენტებისა და დოქტორანტებისთვის და განსაკუთრებული ავტორიტეტით სარგებლობენ საზოგადოებაში.
"კლინიკაში გვაქვს უნივერსალური გარემო - ყველა პირობა ნებისმიერი პაციენტის მისაღებად (ბავშვები, მოზრდილები, ხანდაზმულები, შშმ პირები და სხვ.). ინფექციების პრევენცია და კონტროლი უახლესი აღჭურვილობითა და ტექნოლოგიური პროცესით მიმდინარეობს, რაც უზრუნველყოფს პაციენტთა უსაფრთხო მომსახურებას".
კლინიკის ცენტრში, გამჭვირვალე მინის კედლებში მოქცეული სასტერილიზაციო სივრცე პაციენტის მიერ სტერილიზაციის ტექნოლოგიურ პროცესზე დაკვირვებისა და კონტროლის შესაძლებლობას იძლევა; ცენტრის ბაზაზე შექმნილია ინფექციების კონტროლის ნაციონალური გაიდლაინი.
"სიამაყით მინდა აღვნიშნო, რომ "ალბიუსში" მკურნალობის მულტიდისციპლინური მიდგომა ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ დავნერგეთ, რაც დიაგნოსტიკისა და მკურნალობის პროცესში სხვადასხვა დარგის სპეციალისტის ჩართულობას გულისხმობს - სწორედ ასეთი სპეციალისტების კოორდინირებული მუშაობა უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის შედეგს".
"ალბიუსში" კლინიკური საქმიანობის პარალელურად, ფუნქციონირებს სტომატოლოგიური აკადემია, სადაც ხდება პოსტდიპლომური განათლებისა და უწყვეტი სტომატოლოგიური განათლების პროგრამების განხორციელება. აკადემიას სწავლებასთან დაკავშირებით განსხვავებული მიდგომა აქვს და მიღებული შედეგების გათვალისწინებით, საგანმანათლებლო სფეროს შესაბამის კლინიკურ კომპეტენციებში უმაღლესი სტანდარტების მიღწევას ცდილობს.
უწყვეტი სტომატოლოგიური განათლების მიღება შესაძლებელია როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული მიმართულებით. ამ მიზნით ცენტრი სასწავლო რესურსცენტრს ფლობს, სადაც ყოველთვიურად სხვადასხვა მასტერკლასის, ტრენინგის, ლექციის, ვებინარისა და სემინარის ჩატარება ხდება.
სტომატოლოგიის ცენტრ "ალბიუსში" რამდენიმე საერთაშორისო სკოლა მუშაობს - პაროდონტოლოგიის, ენდოდონტიის, რესტავრაციისა და სტომატოლოგიური კლინიკების მართვის სკოლა; სკოლების მიზანია ფუნდამენტური სწავლება საერთაშორისო სტანდარტებით, მაღალკვალიფიციური ქართველი და უცხოელი სპეციალისტების დახმარებით.
"როგორც უკვე აღვნიშნე, გარდა კლინიკური საქმიანობისა, ვახორციელებთ პოსტდიპლომური განათლების პროგრამებს. ამ ყველაფერს ხელს უწყობს ჩვენი ცენტრის ინფრასტრუქტურა - პაციენტების მკურნალობა და უწყვეტი პროფესიული განათლების მიღება ერთ სივრცეშია შესაძლებელი".
"ალბიუსის" ექიმები ყოველწლიურად ახალი სახელმძღვანელოების შექმნაზე მუშაობენ, რაც სტუდენტებისა და ექიმებისთვის ის ძირითადი ღერძი, ის ფუნდამენტია, რომელიც მათ საფუძვლიან ცოდნას აწვდის.
"ალბიუსის" მიზანი და სურვილი სრულყოფილი სახელმძღვანელობის შექმნა და შესაბამისად, სასწავლო პროცესის ოპტიმიზაციაა.
"ახალი საქმის წამოწყება ყველა ადამიანში დიდ გაბედულებას მოითხოვს, თუმცა ჩემმა პიროვნულმა თვისებებმა - მიზანდასახულობამ, შრომისმოყვარეობამ, საკუთარი შესაძლებლობების რწმენამ და განვითარებისკენ მუდმივმა სწრაფვამ ჩემი საქმიანობის რეალური შედეგები განაპირობა.
ყოველი წინ გადადგმული ნაბიჯი წინააღმდეგობების ტოლფასი იყო, ბევრი გაწბილება და სირთულე შემხვდა, თუმცა ყველაფრის მიუხედავად, ერთი რამ შემიძლია ვთქვა, რომ დიდი შრომისა და ბრძოლის ფასად მოვაღწიე, გავუმკლავდი ყველა სირთულეს და წინააღმდეგობას, ვიპოვე გამოსავალი, რადგან მტკიცედ მჯეროდა და მიყვარდა ის საქმე, რომელიც ჩემია. ზუსტად რთული სიტუაციების დაძლევის პროცესმა მომცა საოცრად დიდ გამოცდილება, რომელიც ჩემი სამომავლო განვითარებისთვის გამოვიყენე".
ქეთევანი ბიზნესფედერაცია "ქალები მომავლისთვის" სამოთვალყურეო საბჭოს წევრი და ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეა. შესაბამისად, სტომატოლოგიის ცენტრ "ალბიუსს" წვლილი შეაქვს გაეროსა და ბიზნესლიდერთა ფედერაციის "ქალთა გაძლიერების" პროექტებში და ბიზნესის მფლობელი ქალების გაძლიერებას ხელს უწყობს.
პროექტის ფარგლებში რამდენიმე რეგიონულ კლინიკას კვალიფიკაციის ამაღლებაში, მენეჯმენტის საკითხებში კონსულტაციებს უწევს.
"მინდა ვურჩიო ყველას, ყოველთვის გაითვალისწინონ ის პიროვნული თვისებები, რომლებიც მათ წარმატების მიღწევაში დაეხმარებათ, მაგალითად, საკუთარი საქმის მიმართ რწმენა, შრომისმოყვარეობა, საკუთარი შესაძლებლობების რწმენა, განვითარებისკენ მუდმივი სწრაფვა, შინაგანი თავისუფლება და მოტივაცია. ეს ყველაფერი კი წარმატებული ადამიანის საქმიანობის რეალურ შედეგებს განაპირობებს. ცხოვრებაში არსებობს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რეკომენდაცია: ღირსეულად გადაიტანონ დამარცხების წუთები, წარუმატებლობლობამ არასდროს დააფრთხონ - პირიქით, ეს მეტ გამოცდილებას შესძენს მათ; გაუხარდეთ სხვისი წარმატება და ირგვლივ წარმატებული ადამიანები შემოკრიბონ".
ქეთევანი გვიყვება, რომ მისი სამომავლო გეგმები ახალგაზრდების ხელშეწყობას უკავშირდება.
"დარწმუნებული ვარ, ისინი გამორჩეულ და განსაკუთრებულ მომავალს შექმნიან. ცხოვრების ახალი ეტაპი ხომ ყოველთვის საინტერესოა ახალი გამოცდილებებით, ურთიერთობებით, მეგობრებით, სამეცნიერო და კლინიკური მუშაობით და პასუხისმგებლობით. მათ ყოველთვის უნდა აკეთონ ის საქმე, რომელიც ძალიან უყვართ, მე კი ყოველთვის დავეხმარები წარმატებული გზის არჩევაში".