Black Friday Sale! 50% Off All Access

უბრალოდ Dunkin' დაგვიძახეთ ამერიკული რესტორნების ქსელი სახელს იცვლის და ყავის ბაზრის ლიდერობას გეგმავს

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur

ამერიკულმა რესტორნების ქსელმა Dunkin Donuts-მა გადაწყვეტილება მიიღო, რომ მისი საფირმო პროდუქტის, Donuts-ის სახელი დასახელებიდან ამოიღოს და საკუთარი პოზიციები ყავის ბაზარზე გაიმყაროს. თუმცა კომპანიაში ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ დონატების წარმოებას არ შეწყვეტენ და მომხმარებლებს სიახლეებს მუდმივად შესთავაზებენ. სახელწოდების ოფიციალური ცვლილება 2019 წლის იანვარში მოხდება.

"ვისოლ ჯგუფის" პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე ლას-ვეგასიდან ახლახან დაბრუნდა, სადაც კომპანიის ახალი პრეზიდენტი დევიდ ჰოფმანი წარადგინეს. პირველი მასშტაბური პროექტი, რომელსაც ამერიკული რესტორნების ქსელის ახალი ხელმძღვანელი განახორცილებს, რებრენდინგია.

"დევიდ ჰოფმანმა მიზნად დაისახა მეტი აქცენტი Dunkin'-ის ყავაზე გაამახვილოს. სწორედ ამიტომ, მსოფლიო მასშტაბით რებრენდინგის პროცესს იწყებს. ყოველ ახალ რესტორანს, რომელიც 2019 წლიდან ნებისმიერ ქალაქში გაიხსნება, Dunkin' ეწერება, Dunkin' Donuts-ის ნაცვლად. არსებული რესტორნების სახელწოდება შეერთებულ შტატებში 1 წლის განმავლობაში სრულად შეიცვლება. ჩვენ უფლება მოვიპოვეთ, საქართველოში ახალ წლამდე გახსნილი რესტორნები განახლებული ბრენდბუქის მიხედვით დავბრენდოთ, მომდევნო 1 წლის განმავლობაში კი თითოეული არსებული რესტორანი ახალ კონცეფციაში ჩაჯდება", − ამბობს სოსო ფხაკაძე.

"როდესაც ადამიანები სახელწოდება Dunkin' Donuts-ს ხედავენ, ფიქრობენ, რომ ჩვენ ყველაზე დიდი რაოდენობით დონატებს ვყიდით, არადა, რეალობა განსხვავებულია. Dunkin'-ის გაყიდვების 50% ყავაზე ნაწილდება, 50% კი სენდვიჩებზე, დონატებსა და სპეციალურად ქართული ბაზრისთვის დამატებულ ლობიანსა და ხაჭაპურზე. საქართველო ერთ-ერთი უნიკალური გამონაკლისია, სადაც ნაციონალური კერძების რეალიზაცია ხდება. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ქართულ-ამერიკულ მხარეს შორის თანამშრომლობა წარმატებულია, სათაო ოფისს კი ქართველი პარტნიორების მიმართ დიდი ნდობა აქვს. Dunkin'-ის ყავა უმაღლესი ხარისხის არაბიკაა. ციფრებიც მეტყველებს, რომ ბრენდი უპირველეს ყოვლისა ყავის ქსელია", − გვიხსნის რებრენდინგის მიზეზს სოსო ფხაკაძე.

ბილ როზენბერგმა 1950 წელს უმაღლესი ხარისხის ყავისა და უგემრიელესი დონატების წარმოება გადაწყვიტა, შექმნა Dunkin' Donuts და მას მერე მსოფლიოს 36 ქვეყანაში 13 ათასზე მეტი რესტორანი გახდა თავშეყრის ყველაზე საყვარელი ადგილი.

Dunkin' Donuts საქართველოში 2015 წელს შემოვიდა და დღესდღეობით რესტორნების ყველაზე დიდი ქსელია ქვეყნის მასშტაბით. "ამ ეტაპზე საქართველოში Dunkin' Donuts-ის 21 ბრენდირებული რესტორანი გვაქვს. ახალ წლამდე კიდევ 3-ის გახსნას ვაპირებთ", − ამბობს სოსო ფხაკაძე.

Dunkin' Donuts-ის რებრენდინგისთვის თითქმის ყველაფერი მზად არის. შექმნილია ახალი ბრენდბუქი და მთელი მსოფლიოს მასშტაბით ყველა პარტნიორი რესტორნის ქსელი ვიზუალის, სახელწოდებისა და მომხმარებელთან კომუნიკაციის გასაახლებლად ემზადება.

ხატია გელოვანი

Entrepreneur Staff

ჟურნალისტი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

მარკეტინგი

როგორ სურს ვენჩურულ ინვესტორს, რომ იდეის პრეზენტაცია ჩაუტაროთ

Accel-ის პარტნიორი ენდრიუ ბრაჩჩა დაწვრილებით გიხსნით, თუ როგორ უნდა მიყიდოთ თქვენი იდეა ვენჩურულ ინვესტორებს