5 დასკვნა ანტრეპრენერის სოციალური ბიზნეს მოდელიდან - "მოგება + მიზანი" ამჯერად, მოგება მტერი კი არა, უფრო მეტად კატალიზატორია სოციალური კეთილდღეობის წასახალისებლად
By ჯო კოჰეინი
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
მდგრადი ბიზნეს მოდელები და სოციალური ანტრეპრენერობა უკვე მთელ მსოფლიოში გახდა პოპულარული, რადგან სტარტაპების მინიმუმ, მესამედის მიზანი, ახლა უკვე სოციალურ კეთილდღეობაზეა კონცენტრირებული. ამ ცვლილებამდე სოციალურ ანტრეპრენერობას ხშირად ეჭვით უყურებდნენ, ვერ გაეგოთ, რა კავშირი ჰქონდა ერთმანეთთან მოგებასა და სოციალურ მისიას. ამ კომპანიებს ხშირად სკეპტიკურად ხვდებოდნენ და მიაჩნდათ, რომ სოციალური ელემენტები მხოლოდ სატყუარა იყო, მოგების მისაღებად იმით, რაც კარგი საქმის გაკეთებად მიაჩნიათ.
2006 წელს TOMS-მა სოციალურ ანტრეპრენერობაში რევოლუცია მოახდინა მოდელით, "იყიდე ერთი, გაეცი მეორე". ეს კომპანია ერთი წყვილი ფეხსაცმლის გაყიდვისას, მეორეს უფასოდ აძლევდა მათ, ვისაც უჭირდა. მას შემდეგ ეს მოდელი ასობით, თუ ათასობით კომპანიისთვის გახდა შთაგონების წყარო მთელ მსოფლიოში, რომ სოციალურად მნიშვნელოვანი კომერციული მოდელი გამჭვირვალედ გამოეყენებინათ. შესაძლოა, პირველად ეს მოდელი სწორედ ამ ეტაპზე მიიჩნიეს მისაღებად და ხელსაც კი უწყობდნენ სიკეთის კეთებისას ფულის გამომუშავებას.
მას შემდეგ, TOMS-ის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ჯეიკ სტრომმა, თავისი პროფესიული ცხოვრება კომპანიების ინვესტირებასა და კონსულტირებას მიუძღვნა იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა დაენერგათ სოციალური ბიზნეს მოდელები თავიანთ ბიზნესებში და როგორ დახმარებოდნენ კომპანიებს მასშტაბის გაზრდაში მათი მიზნის გათვალისწინებით. მოდელი: მოგება+მიზანი, მან მოიფიქრა იმ კომერციული კომპანიების წასახალისებლად, რომლებსაც სოციალური პროექტები ჰქონდათ. ამჯერად მოგება მტერი კი არა, უფრო მეტად კატალიზატორია სოციალური კეთილდღეობის წასახალისებლად.
ამ საკითხზე და ჯეკის ბიზნეს ფილოსოფიაზე ყურადღების გამახვილებამ რამდენიმე საკვანძო დასკვნის გაკეთების საშუალება მოგვცა, რომელთა გამოყენება ან გაკვეთილის მიღება, ნებისმიერ ანტრეპრენერს შეუძლია, სოციალურ ელემენტებზე ფიქრისას.
1. კლიენტები კი არა, ევანგელისტები შექმენით
ახალი ბიზნესის დაწყებისას, თქვენი ბრენდინგის ერთ-ერთი საკვანძო ელემენტი თქვენი კომპანიის ისტორიაა და ისიც, თუ როგორ ეხმიანება იგი მომხმარებლებს, ინვესტორებსა და პარტნიორებს. ბაზარზე მძაფრი კონკურენციაა გამეფებული და ამ პირობებში თქვენი ბრენდი შთაგონების წყარო უნდა გახდეს თქვენი კლიენტებისთვის, რომ ისინი თაყვანისმცემლებად და ევანგელისტებად იქცნენ. თუ ამას ვერ შეძლებთ, დიდი რისკის ქვეშ დააყენებთ საკუთარ თავს, ამ ხმაურში დაიკარგებით.
"მარტივად რომ ვთქვათ, გაცემა - კარგი ბიზნესია! - განმარტავს სტრომი, - როდესაც საინტერესო ისტორიას ყვებით და მას გულწრფელი აქციით უჭერთ მხარს, შესაძლებლობა გეძლევათ ისე ილაპარაკოთ კლიენტებს, როგორც ტრადიციულ ბრენდებს არ შეუძლიათ. არ აქვს მნიშვნელობა, რომელ ინდუსტრიაში საქმიანობთ, თუ კარგი რეპუტაცია გაქვთ და გამოირჩევით, იმას ნიშნავს, რომ კონკურენტული უპირატესობა ყოველთვის გექნებათ".
2. მოვლენებისადმი საზოგადოების დამოკიდებულება შეიცვალა
TOMS-ის დაარსების ადრეულ დღეებში ადამიანებს აოცებდათ იდეა იმის შესახებ, რომ კომერციული ბიზნესი შესაძლოა თვითონაც წარმატებულიც ყოფილიყო და ადამიანებისთვისაც მოეტანა სიკეთე. TOMS-სა და სხვა სოციალურ კომპანიებს იმ დროს ტრადიციული ინვესტორები აკრიტიკებდნენ, ამტკიცებდნენ, რომ ინტერესთა პირდაპირი კონფლიქტი არსებობდა კომერციულ კომპანიებს შორის, რომელსაც სოციალურ კომპანიებს ეძახდნენ. მათი თქვით, მათ საბოლოოდ მხოლოდ მოგება აინტერესებდათ და ნებისმიერ შემთხვევაში, მიზანზე წინ მოგებას აყენებდნენ.
დროთა განმავლობაში, TOMS-მა და სხვა მსგავსმა კომპანიებმა წარმატებას მიაღწიეს და მათ მიმართ დამოკიდებულება შეიცვალა, რადგან აშკარად გამოჩნდა, რომ ეს მოდელი მუშაობდა და მას მილიონობით ადამიანი უჭერდა მხარს. სტრომი დარწმუნებული იყო, რომ ეს ცვლილება აუცილებლად მოხდებოდა და ეს მომავლის მოდელი იყო.
"საზოგადოებას სხვის სახლში ცხოვრება ერთ დროს სრულიად წარმოუდგენელად მიაჩნდა (მოგესალმებით AirBnB), მაგრამ კომპანიებზე, რომლებიც მისიაზე იყვნენ ორიენტირებულნი, აზრი შეიცვალა. როგორც კი ანტრეპრენერები წარმატებებს მიაღწევენ, ისინი ახალი და ინოვაციური საშუალებებით სულ უფრო ხშირად დააკავშირებენ ერთმანეთთან მოგებასა და მიზანს", - ამბობს სტრომი.
3. ბრენდები, რომლებსაც მისია აქვთ, მოკლე გზებს არ იყენებენ
მართალია, სოციალური საწარმოს შექმნა საქებარი საქმეა და ბევრ მხარდამჭერსაც შეგძენთ, მაგრამ ბიზნეს მოდელმა მაინც უნდა იმუშაოს. ანტრეპრენერებმა კომპანიის ზრდასთან ერთად თავიანთი ბიზნეს მოდელი უნდა დატესტონ და გააუმჯობესონ კიდეც, მონაცემებიც შეაგროვონ და უკუკავშირსაც მიაქციონ ყურადღება, დაუღალავად უნდა იმუშაონ თავიანთი ბიზნესის სრულყოფაზე. თქვენ უნდა იყოთ დარწმუნებული, რომ არსებობს პრობლემა, რომლის მოგვარებაც შეიძლება. თუმცა, ზოგიერთ შემთხვევაში, შესაძლოა აღმოაჩინოთ, რომ სოციალური ბიზნეს მოდელი არ არის სწორი არჩევანი.
"გაითვალისწინეთ, რომ მხოლოდ კეთილშობილური მიზნები საკმარისი არ არის, რომ თქვენი ბიზნესი წარმატებული გახადოთ. როგორც ყველა სხვა კომპანიას, მიზნებზე ორიენტირებულ ბრენდებსაც უნდა ჰქონდეთ კარგი ბიზნესი, - ამბობს სტრომი, - ეს იმას ნიშნავს, რომ მაღალი ხარისხის პროდუქტი უნდა შესთავაზოთ მომხმარებელს, ნორმალური მარჟა უნდა გქონდეთ და ეკონომიკურად ეფექტური საშუალებებით მიიზიდოთ კლიენტები. გაცემის ყველაზე ლამაზი ისტორიაც კი ვერ გადაფარავს ცუდ ბიზნეს საფუძვლებს, ამიტომ, მთელი თქვენი ყურადღება, როგორც მოგებაზე, ისე თქვენს მიზანზე თანაბრად გაამახვილეთ".
4. შორს გაიხედეთ
უზომოდ მნიშვნელოვანია, რომ მისიაზე ორიენტირებულმა კომპანიამ ბალანსის დამყარება შეძლოს მოგებასა და მიზანს შორის. ეს სრულიადაც არ ნიშნავს, რომ სრულყოფილი უნდა იყოთ. ნაცვლად ამისა, გულწრფელად უნდა ცდილობდეთ, ადამიანები, დედამიწა და გრძელვადიანი მდგრადობა ხანმოკლე მოგებაზე მაღლა დააყენოთ.
მაგალითად, სარეკლამო ფასდაკლებებსა და აქციებს მოკლევადიანი შემოსავლები უფრო მოაქვთ, ვიდრე ინფორმაციის გაზიარებას გაცემული პროდუქციის შესახებ. - უნდა შეამცირონ თუ არა გაცემა მისიაზე ორიენტირებულმა კომპანიებმა, და უფრო მეტი ყურადღება ხომ არ უნდა გაამახვილონ ფასდაკლებაზე? - არა. ყოველი კომპანიის მიზანი, განსაკუთრებით მისიაზე ორიენტირებულების, მოკლე ვადაში შემოსავლის მიღება კი არა, გრძელვადიან პერიოდში წარმატების მიღწევაა. ნებისმიერ ფასად ზრდაზე ორიენტირება უგუნური და არარაციონალური ნაბიჯია.
5. იდეალური დრო არასოდეს დადგება
ზოგიერთი ანტრეპრენერისთვის შესაძლოა რესურსების არ ქონა აღმოჩნდეს ხელშემწყობი ფაქტორი. როგორც ცნობილია,TOMS-მა ლოს ანჯელესის გარეუბანში, ვენეციაში, ერთ პატარა ბინაში დაიწყო არსებობა ისე, რომ არანაირი გამოცდილება არ ჰქონია არც ფეხსაცმლის წარმოებაში და არც საქველმოქმედო საქმიანობაში. ანტრეპრენერებმა თავი არ უნდა შეიკავონ იმის გამო, რომ საკმარისი რესურსები ან ცოდნა არ აქვთ.
სტრომის სიტყვებით, "თუ შესანიშნავი ბიზნეს იდეა გაქვთ, და მასთან ერთად, წარმატების მიღწევის ჟინიც და გამბედაობაც, რომ ის რეალობად აქციოთ, იმით დაიწყეთ, რაც გაქვთ. ნუ დაელოდებით, ვიდრე ყველაფერი თქვენს სასარგებლოდ არ იქნება, იმიტომ რომ ასეთი რამ არასოდეს მოხდება. ყველაფერს გზად ისწავლით".