ახალგაზრდა ტალანტების მოზიდვისა და შენარჩუნების 4 გზა მცირე ბიზნესისთვის მსოფლიო შრომითი დემოგრაფია თანდათანობით ახალგაზრდა ტალანტებისკენ იხრება. ნურც თქვენ ჩამორჩებით
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
თქვენი მიზნების მიღწევა მთლიანად ნიჭიერი თანამშრომლების დაქირავებასთან არის დაკავშირებული და ასეც უნდა იყოს, რადგან ისინი ნებისმიერი კომპანიის წარმატებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ. გარდა ამისა, თუ ახალგაზრდა ტალანტების ნიჭსა და ფანტაზიას ეფექტურად გამოიყენებათ, თქვენი მცირე ბიზნესის მასშტაბების გაზრდის სურვილს სრულიად ადვილად აქცევთ რეალობად.
შრომის გლობალური დემოგრაფია იცვლება და თანდათანობით ახალგაზრდებზე ინაცვლებს. ნიჭიერი ადამიანების მოსაზიდად ისეთი ატმოსფერო უნდა შექმნათ, რომელიც მათ შემოქმედებითი აზროვნების გამოვლენის შესაძლებლობას მაშინაც კი მისცემს, როდესაც გამოცდილი თანამშრომლებისგან სწავლას იწყებენ.
ამ ახალგაზრდებმა კარგად იციან, რომ თანამედროვე სამყაროში კონკურენცია დღითი დღე იზრდება, მათთვის მნიშვნელოვანია ვინ სთავაზობთ ყველაზე მეტს და ამაში მხოლოდ ფინანსები არ იგულისხმება. ასე რომ, მათი მოზიდვა და შენარჩუნება რომ შეძლოთ, თქვენი შეთავაზება მიმზიდველი უნდა გახადოთ.
ქვემოთ ოთხი ეფექტური გზაა, რომლითაც თქვენს მცირე ბიზნესში ტალანტების მოზიდვას მოახერხებთ.
1. საათობრივად აუნაზღაურეთ ახალგაზრდა ტალანტებს
თუ ახალგაზრდა ტალანტი მილენიალთა თაობის წარმომადგენელია, მისი ყურადღების მიპყრობა მარტივი არ იქნება. თუმცა, შესაძლოა შრომის საათობრივი ანაზღაურება ამის ჯადოსნური საშუალება გახდეს და უბიძგოს სწორედ თქვენთან გამოაგზავნონ რეზიუმე. საათობრივი ანაზღაურების ვარიანტი მას შემოსავლების გაკონტროლების საშუალებასაც მისცემს და შესანიშნავი მოტივატორიც იქნება, რომ თქვენს კომპანიაში დიდხანს დარჩეს სამუშაოდ.
თანამშრომლები, რომლებიც საათობრივი ანაზღაურებით მუშაობენ, ნამუშევარი საათების მიხედვით იღებენ ხელფასს. შესაძლოა მათი ხელფასები ბევრი სხვა თანამშრომლისგან განსხვავებით, სამუშაო საათების ყოველკვირეული გრაფიკის ან ცვლების მიხედვით მერყეობდეს, და შესაბამისად, განსხვავებული იყოს კვირიდან კვირამდე. ახალგაზრდა ტალანტების უმრავლესობას მოქნილი სამუშაო რეჟიმი სურს და მათთვის საათობრივი ანაზღაურება სწორედ ამას ნიშნავს.
2. ანაზღაურების განსაკუთრებული პაკეტი შექმენით
მათთვის საამაყოა ისეთ კომპანიაში მუშაობა, რომელსაც საზოგადოების თვალში კარგი რეპუტაცია აქვს. თუ თქვენს გუნდში ნიჭიერი თანამშრომლების შემომატება გსურთ, უდიდესი მნიშვნელობა აქვს თუ როგორ წარმართავთ თანამშრომლების აყვანის პროცესს.
თქვენს ვებგვერდზე ვაკანსიების კარგი გვერდის შექმნაზე ზრუნვათაობისთვის, რომელიც ინტერნეტით ცხოვრობს, ნამდვილად ღირს. ამასთან, ინფორმაციის განახლებაც მუდმივად უნდა ხდებოდეს, ხედიც შეიცვალოს და მომხმარებლის ინტერფეისის კომპონენტებიც, გვერდზე ვიზიტორების რაოდენობის გასაზრდელად. გვერდს შესაბამისი სწრაფი ბმულები და სამუშაო გარემოს სურათებიც უნდა ჰქონდეს.
ახალგაზრდა ტალანტების მთავარი თვისებები, პრობლემების შემოქმედებითად გადაჭრის უნარები და ინოვაციური აზროვნებაა. ეს თაობა ბიზნესის წარსულისა და მომავლის დამაკავშირებელი რგოლია. ახალგაზრდა ტალანტების დაქირავება ფული ღირს და ყველაზე მიმზიდველი წინადადება ყველაზე დიდ ყურადღებას იმსახურებს.
3. გახდით მილენიალი პერსპექტივებსა და ოპერაციებში
დღევანდელი ახალგაზრდა სამუშაო ძალის უმრავლესობა (70 პროცენტამდე) მიიჩნევს, რომ ის უნარები, რომლებიც დღეს არის აუცილებელი, წინა თაობების აუცილებელი უნარებისგან მთლიანად განსხვავდება. ამიტომ, ისინი წინა თაობებისგან სრულიად განსხვავებული გზებით მოაგვარებენ სამსახურში პრობლემებს და ცოდნასაც სხვაგვარად გაუზიარებენ სხვებს.
ტავა ბაჰას, Goodwall-ის აღმასრულებელი დირექტორის თქმით, Z თაობამ და მილენიალებმა მომავალ სამსახურებში ორიენტირება ადვილად რომ შეძლონ, მათთვის სპეციალური პროფესიული ქსელია შექმნილი. "დღევანდელ ახალგაზრდა ტალანტებს მრავალი ნიჭი აქვთ და ანტრეპრენერული ხედვა, ტექნოლოგიურად აზროვნებენ .. . ახალგაზრდა პროფესიონალებს ციფრული აზროვნება, მდიდარი გამოცდილება და მიღწევები მოაქვთ დღევანდელ კომპანიებში, მათ მოსაზიდად ტალანტების დაქირავების სტრატეგია უნდა დაამუშაოთ და სრულიად ახლებული უნიკალური შეთავაზებებით უნდა მიიზიდოთ".
ტიპურ ახალგაზრდა ტალანტს ბევრი დამატებითი საათი ექნება გატარებული ელექტრონული აპარატურის წინ და მისთვის სხვა თაობებზე მეტად იქნება საინტერესო მრავალფეროვნება. ეს იმას ნიშნავს, რომ უმრავლესობა სამსახურში სიარულს დისტანციურ სამუშაოს, ქსელში ან უშტატოდ მუშაობას ამჯობინებს.
ამიტომ, მათ შესანარჩუნებლად, მათ დაკრულზე ცეკვა ან სულ მცირე, კორექტივების შეტანა მოგიწევთ. მოქნილი გრაფიკის შედგენა, დისტანციური თანამშრომლების დაქირავება; და მათთან უშუალო კი არა, ონლაინ შეხვედრები უნდა სცადოთ.
4. გააცანით მიზანი და არსი
თქვენი ახალგაზრდა ტალანტებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი კომპანიის მიზანი და არსია. მართალია, მათ ბრალს სდებენ, რომ მიზნებზე დიდად არ ფიქრობენ, მაგრამ სინამდვილეში დიდი სურვილი აქვთ, როგორც საკუთარი, ისე სხვების შრომის რეალური აზრი დაინახონ.
აქედან ერთი დასკვნის გაკეთება შეიძლება, მათთვის ყველაზე სასურველი სამუშაო გარემო ისაა, რომელშიც მიზანსა და არსს დიდ ყურადღებას აქცევენ, თუნდაც ამ კომპანიაში არც ისე მაღალი ანაზღაურება იყოს. ჩვეულებრივ ახალგაზრდა ტალანტებს მაღალი მიზნების მიღწევაში საკუთარი წვლილის შეტანა სურთ და ამასთან ერთად, სამყაროზე რეალური გავლენის მოხდენაც.
სამუშაოში განსაკუთრებული აზრისა და მიზნის დანახვის სურვილს დიდი ენერგია ახლავს თან და ეს ყველაფერი პროდუქტიული მიზნების შესრულებისკენ და წინსვლისკენ უნდა იყოს მიმართული. ახალგაზრდა ტალანტები თქვენს კომპანიაში დარჩენას იმ შემთხვევაში დააპირებენ, თუ დარწმუნებული იქნებიან, რომ საქმის შესრულებისას სათანადო ხელმძღვანელობას გაუწევთ.
კომპანიის კარგმა ხელმძღვანელმა გუნდს ბიზნესის მთავარი ფასეულობებიც ხშირად უნდა შეახსენოს, მის ერთიანობასაც დაუჭიროს მხარი და როდესაც საჭიროა, ბრძანებების უსიტყვო შესრულებაც მოითხოვოს.