Cyber Monday Sale! 50% Off All Access

ბიზნესი VS კორონავირუსი - ნათია რატია როგორ ვმართოთ კრიზისი?

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur Georgia

ნათია რატია
OneSoft-ის დირექტორი

"მოვლენების მოულოდნელმა განვითარებამ ყოველდღიურობა შეგვიცვალა და შექმნილი კრიზისის ფონზე ბიზნესის მართვა არასტანდარტულ, საინტერესო გამოწვევად გვიქცია. ჩვენც, მაქსიმალური რესურსი მივმართეთ ცვალებად გარემოსთან ჰარმონიული ადაპტაციისკენ, კარგად გავიაზრეთ, რომ აუცილებელია ფორს-მაჟორული სიტუაციების სწორი შეფასება, ადეკვატური რეაგირება და უმთავრესი ‒ სწრაფი ქმედება.

თანამშრომელთა უსაფრთხოების მაქსიმალური დაცვის მიზნით, პირველივე დღეებში, დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე გადასვლის გეგმა შევიმუშავეთ და ოპერატიულად შევასრულეთ. ბიზნესპროცესების ჯაჭვში გარკვეულ შეფერხებებს თანამედროვე Cloud-ტექნოლოგიებისა და ERP-სისტემების დახმარებით გავუმკლავდით, მარტივად და სწრაფად ავაწყეთ ციფრული სამუშაო სივრცეები და წარმოსახვით ოფისებში გადავინაცვლეთ.

OneSoft-მა შეძლო ყველაზე მნიშვნელოვანის − ადამიანური რესურსის, სრულად შენარჩუნება და უმოკლეს ვადაში უკვე დისტანციურ რეჟიმში განვაგრძეთ სერვისების მიწოდება ყოველგვარი შეფერხების გარეშე.

მნიშვნელოვანია კომპანიების მხრიდან კორპორაციული სოციალური პასუხიმგებლობის გამოჩენა ბიზნესსექტორის მხარდასაჭერად, კრიზისის დაძლევისა და სწრაფი რეაბილიტაციის მიზნით. სწორედ აღნიშნულს ემსახურება OneSoft-ის სოციალური პასუხისმგებლობის პროექტიც, რომლის ფარგლებში კომპანიებს სრულიად უსასყიდლოდ, ან თანადაფინანსებით ვთავაზობთ ერთიან პროგრამას ‒ ERP Standard-ს მენეჯერული და ბუღალტრული აღრიცხვისთვის.

აღნიშნულმა გამოწვევამ გვასწავლა, რომ დისტანციურ რეჟიმშიც შესაძლებელია პროცესის შეუფერხებლად მართვა და კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ აუცილებელია ჩვენი ცოდნა და გამოცდილება მაქსიმალურად გავუზიაროთ ბიზნესებს, არა მარტო იმისთვის, რომ დღეს მდგომარეობიდან გამოსავალი ვიპოვოთ, არამედ სამომავლო განვითარებისა და საქმიანობის მაქსიმალურად ეფექტიანად წარსამართად."

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

Business News

საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება

ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ "ქართული ოცნების" ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

მენეჯმენტი

სამუშაო სივრცის გავლენა ადამიანებზე

ადამიანი საშუალოდ 90 000 საათს სამსახურში ატარებს

ინსპირაცია

ცნობილი ადამიანები, რომლებმაც დიდ წარმატებამდე დიდი მარცხი იწვნიეს

წარმატებული ადამიანი იმიტომ არის წარმატებული, რომ მან იბრძოლა!