Get All Access for $5/mo

როგორ ვაქციოთ მეგობრების წამოწყებული ბიზნესი კარგ პარტნიორობად - სამი წესი

By Jason Feifer

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ძალიან ხშირად მეგობრებთან ერთად ბიზნესის დაწყებას გართულებები მოჰყვება − ყველა მეგობარი კარგი ბიზნესპარტნიორი ვერ იქნება. თუმცა, არის სამი რაღაც, რის დანერგვითაც პოზიტიური ცვლილებების მოტანა შეგიძლიათ თქვენი საწარმოსთვის. თუკი მეგობრებთან ერთად ბიზნესის დაწყებას გეგმავთ, გარკვეული საკითხების წინასწარ განხილვა მოგიწევთ.

ცხადია, მეგობართან ერთად კომპანიის დაფუძნება სახალისო ჩანს, ვიდრე რაღაც ისეთი არ მოხდება, მეგობრობასა და ბიზნესს − ორივეს საფრთხის წინაშე რომ დააყენებს. თუმცა, კარგი ამბავი ისაა, რომ ამ კატასტროფის არიდება შესაძლებელია. საიდუმლო შემდეგში მდგომარეობს − კომპანია იყოს კომპანია და არა მეგობრობის გაგრძელება.

აი, სამი წესი, როგორ ავირიდოთ ეს:

1. მეგობრობაში არ არსებობენ ლიდერები, თუმცა კომპანიას ეს სჭირდება

როცა მეგობრები კომპანიას აფუძნებენ, ეშინიათ, რომელიღაცამ ლიდერის ფუნქციები იტვირთოს. მსგავსი ისტორია ჩემს პოდკასტში მოვისმინეთ, როცა ადამიანმა მარკეტინგული კომპანია დააფუძნა მეგობრებთან ერთად. გამოცდილება სახალისო იყო, მაგრამ იმედგამაცრუებელიც − როცა რაიმე საკითხზე ვერ თანხმდებიან, ყველა ერიდება გადაწყვეტილების მიმღების პოზიციაში ჩადგომას.

"ეს ყოყმანი, იყოს მენეჯერი, ყველა ინდივიდში გამოჩნდება, თუკი მსგავს სიტუაციაში მოუწევთ მეტი სიმკაცრის ან სიჯიუტის გამოჩენა. ჩვენ გვინდა, გუნდში ყველას ხმა თანაბრად ისმოდეს", − იხსენებდა ის.

დასკვნა კი მარტივია − მათი აღმასრულებელი დირექტორი არაკომფორტულადაა მის თანამდებობაზე.

ეს გასაგებიცაა, წარმოიდგინეთ − სამეგობროებს არ ჰყავთ ხოლმე ლიდერები, არავინ არის "ბოსი" მეგობრების წრეში, თუმცა კომპანიაში ვიღაცამ გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს. ეს ადამიანი საზრიანი და გონებაგახსნილი უნდა იყოს. ხანდახან კი ყველაზე "გულუხვი" საჩუქარი ის იქნება, თუკი ქმედებაზე გადავა და დისკუსიას საბოლოო სიტყვით დაასრულებს, რათა ყველა გადავიდეს შემდეგ ეტაპზე.

ეს მისი თანამდებობის ბრალი არაა. არც მისი, როგორც პიროვნების. არც გუნდს მიუძღვის რაიმეში ბრალი. ასე მუშაობს დინამიკაში მათი თანამშრომლობა. თუკი გუნდს სურს, განვითარდეს და წინ წავიდეს, უნდა შეეძლოთ ღიად და გულწრფელად საუბარი. სწორედ ამიტომ, სამეგობრო წრეს შეუძლია გადადგას ნაბიჯი და გააძლიეროს ლიდერი, რათა ის დანარჩენებს გაუძღვეს. მაგალითად, რაიმე ასეთი უთხრას:

"ჩვენ მეგობრები ვართ და ძალიან ვაფასებთ ურთიერთობებს, მაგრამ ახლა, ამ სტრუქტურაში, გვყავს ლიდერი და ეს შენ ხარ. ჩვენ, შესაძლოა, არ გეთანხმებოდეთ გადაწყვეტილების ფორმირებაში, მაგრამ საბოლოო სიტყვა შენია და ამას ვაცნობიერებთ. სხვანაირად ქაოსში ვიქნებით".

2. მეგობრობა არაა სტრუქტურირებული, თუმცა კომპანიები გახლავთ

როცა მეგობრები ბიზნესს იწყებენ, ერიდებიან სტრუქტურიზაციას. იგივე მოხდა ზემოხსენებულ ადამიანთანაც.

"ვისხედით, ძალიან ბევრს ვსაუბრობდით და ბევრ პრობლემას მოვიცავდით, თუმცა წინ ვერ მივიწევდით, რადგან ქმედების ეტაპამდე ვერ გავდიოდით".

ესეც ბუნებრივი მოვლენაა. მეგობრები მათ ურთიერთობებს უყურებენ, როგორც გარკვეულ აქტივს − მათი კომპანიაც სარგებელს იღებს იმით, რომ თავისუფლება, კომფორტი, კრეატიული გარემოა შექმნილი. მართლებიც არიან გარკვეული კუთხით − მეგობრები კარგი პარტნიორები შეიძლება იყვნენ, რადგან ისინი მხარს გვიჭერენ, ავსებენ ჩვენს ნაკლოვანებებს და მათთან გუნდში ყოფნაც უფრო მარტივია, ვიდრე უცნობებთან.

თუმცა, აქვე შეცდომასაც უშვებენ − მეგობრებს ჰგონიათ, რომ სტრუქტურული დაყოფა და პროცესინგის ეტაპები კრეატიულობას მოკლავს. რეალობა კი ისაა, რომ სწორედ ასე მუშაობა აუმჯობესებს კრეატივს. ასე თავისუფლდება ადგილი, რათა აშენდეს და გაიზარდოს იდეები. თუკი კომპანიას სტრუქტურა არ აქვს, არანაირი კრეატიულობა არ მოისხამს ნაყოფს, რადგან ყველა საუბრით იქნება დაკავებული, თუმცა საქმეზე გადასვლის განკარგულებას არავინ გასცემს.

თუკი მეგობრები უბრალოდ შეიკრიბებიან და სისტემა არ ექნებათ შემუშავებული, როგორ განახორციელონ იდეები, პროდუქტიულობა ნულზე დაეცემა, ასე კი მხოლოდ დროს გაუფლანგავენ ერთმანეთს.

3. მეგობრობაში შესაძლებელია გარკვეული საკითხები აირიდო, თუმცა კომპანიაში თვალს ვერაფერზე დახუჭავ

როცა მეგობრები ბიზნესს იწყებენ, ხშირად არ იციან, როგორ მართონ რთული პროცესები. რატომ? − იმიტომ, რომ ყველა მეგობრობა არ არის დაფუძნებული სირთულეების დაძლევაზე. ზოგიერთი მათგანი საერთო ინტერესებითა და გამოცდილებებით იწყება, თუმცა "ბრძოლაში არ არიან გამოცდილნი".

რა ხდება, როცა ფული შემოაკლდებათ, ან რთული გადაწყვეტილებაა მისაღები? და თუკი ვინმე ძალიან დიდი შეცდომას უშვებს, როგორ იქცევიან?

თუკი მეგობრებთან კოლეგიალურ ურთიერთობებსაც ამყარებთ, გარკვეული საკითხები თავიდანვე განიხილეთ − გქონდეთ გეგმა, როგორ სირთულეს რით უპასუხებთ.

აი, გეგმა, რომელიც მე ძალიან მომწონს: კომპანია Smart Passive Income-ში აქვთ პრაქტიკა, სახელად "არ დაეთანხმო, იმოქმედე". კომპანია მეგობრებმა − პატ ფლინმა და მეტ გარკანდმა დააარსეს. მათი მუშაობის პრინციპი კი ნიშნავს, რომ გადაწყვეტილების მიღებამდე უფლება აქვთ, ყველაფერში შეეწინააღმდეგონ ერთმანეთს, თუმცა როცა გადაწყვეტილება მიღებულია, ყველა მის წარმატებით შესრულებაზე მუშაობს.

ფაქტობრივად, ეს იმის საწინააღმდეგოა, რასაც მეგობრები აკეთებენ ტაქტიკით "შევთანხმდეთ, რომ ვერ ვთანხმდებით" − როცა ადამიანები უბრალოდ განერიდებიან კონფლიქტურ სიტუაციებს გადაწყვეტილების მიღების გარეშე.

ამ სამი რჩევით − ლიდერის გაძლიერებით, სტრუქტურიზაციითა და რთული პერიოდებისთვის მომზადებით − მეგობრები გააძლიერებენ ურთიერთობას და პროფესიულ დონეზეც წინ წაიწევენ.

მეგობრებს შეუძლიათ, მართონ წარმატებული კომპანიები, მაგრამ ისინი ისე უნდა მოექცნენ ბიზნესს, როგორც კომპანიაში იქცევიან და არა როგორც მეგობრობასთან მიმართებაში.

Jason Feifer

Entrepreneur Staff

Editor in Chief

Jason Feifer is the editor in chief of Entrepreneur magazine and host of the podcast Problem Solvers. Outside of Entrepreneur, he is the author of the book Build For Tomorrow, which helps readers find new opportunities in times of change, and co-hosts the podcast Help Wanted, where he helps solve listeners' work problems. He also writes a newsletter called One Thing Better, which each week gives you one better way to build a career or company you love.

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია