Get All Access for $5/mo

საათობრივი მუშაობის სამი ტენდენცია, რომელსაც COVID-19-ის ტალღაზე ვხვდებით ახალ ცვლილებებსა და გამოწვევებზე დათანხმდით სამუშაო ადგილას, ეს იმის შესაძლებლობაა, რომ ინოვაციურები გახდეთ

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

FloQast

კორონავირუსის პანდემიის შემდგომმა სამყარომ მთელი რიგი სისუსტეები გამოავლინა – მიწოდების ქსელის ვიწრო ადგილებით დაწყებული და მოქნილი სამუშაო საათებით დამთავრებული, რაც ოდესღაც სრულიად ჩვეულებრივად მიაჩნდათ. დღეს მრავალი კომპანია ყველანაირად ცდილობს კორონავირუსის საწინააღმდეგო ახალი შეზღუდვების დანერგვას, და ამავე დროს, სამუშაო ადგილის პროდუქტიულობის შენარჩუნებისას. განსაკუთრებით ისინი, ვინც იმ საათობრივ სამუშაო ძალას ეყრდნობა, რომლებსაც თავიანთი სამუშაოების დისტანციურად შესრულება არ შეუძლიათ.

ბოლოდროინდელი გამოკითხვის თანახმად, აღმასრულებელთა ორი მესამედი მიიჩნევს, რომ ეს ყველაზე რთული მომენტი იქნება მათ კარიერაში. მაგრამ თავისტკივილსა და ახალი პროცესების დანერგვასთან დაკავშირებულ ხარჯებთან ერთად, COVID-19 კრიზისი შესაძლებლობებს წარმოადგენს ინოვაციებისთვის. შორსმჭვრეტელი კომპანიები ამ ქაოსზე დაყრდნობით ბიზნესს სრულიად ახლებურად განიხილავენ.

აქ მოცემულია რამდენიმე ტენდენცია, რომელსაც COVID-19-ის ტალღაზე საათობრივი ძალისთვის ვხედავთ.

ვირტუალური ინტერვიუები, სწავლება და ადაპტირება

პანდემიის პირველი ტალღის დროს ვიხილეთ, თუ რამდენად დიდი მოთხოვნა იყო სატვირთო ავტომობილების, სასწრაფო სამედიცინო დახმარების მძღოლებზე და სხვა აუცილებელ მუშაკებზე. ამან შექმნა კადრების დიდი დეფიციტი იმ დროს, როდესაც ბევრ სახელმწიფოში შინ დარჩენის რეჟიმი იყო ძალაში, რამაც აიძულა კომპანიები პერსონალის ვირტუალური დაქირავების მცდელობები გაეორმაგებინათ.

მრავალი კომპანია ვირტუალური ინტერვიუების ჩატარებას ვიდეოჩატების საშუალებით განაგრძობს სოციალური დისტანცირების მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. ამ ახალი მუშაკების მოსამზადებლად, კომპანიები ვირტუალურად აფორმებენ თანამშრომლებს და მსურველებს ადრინდელზე გაცილებით მეტად ვირტუალურად ამზადებენ. ამ თვეში Walmart-მა ახალი სასწავლო ცენტრი გახსნა ლავლენდში, კოლორადოს შტატში, რომელიც ვირტუალურ ტრენინგებს შესთავაზებს მსურველებს ლიდერობის, უსაფრთხოებისა და მიწოდების ქსელის საკითხებზე. ალაბამაში მდებარე კოლეჯები ვირტუალური რეალობის მეშვეობით ამზადებენ გამოცდილ მუშაკებს, ახლა კი ექიმებისა და ექთნების გადასამზადებელი პროგრამა აქვთ ინფექციური დაავადებების სამკურნალოდ.

უკონტაქტო ურთიერთობები და იძულებითი სოციალური დისტანცია

პანდემიის დაწყებამ ბევრი რამ შეცვალა პროდუქციის თან წაღების, მისი უკონტაქტო მიწოდებისა და თანამშრომლებისთვის, რომლებიც მაღაზიების შესასვლელებში იდგნენ მომხმარებელთა რაოდენობის დასათვლელად. მთელი ყურადღება მომხმარებელთა უსაფრთხოების დაცვაზე იყო გამახვილებული, ხოლო თანამშრომლებს შორის ურთიერთობას ნაკლები ყურადღება ექცეოდა. მაგრამ რაც მეტი მონაცემი ჩნდება სამუშაო ადგილებთან დაკავშირებით, მით მეტ მოთხოვნას ვხვდებით ტექნოლოგიებზე, რომლებიც თანამშრომელთა შორის კონტაქტის შემცირებაზეა მიმართული – დროის მობილურ რეჟიმზე გადასვლით დაწყებული, და სოციალური დისტანცირების ინსტრუმენტებით დამთავრებული.

Amazon-მა სამუშაო ადგილის უსაფრთხოებაზე დაიწყო ზრუნვა. კომპანიამ ხელოვნური ინტელექტის გამოყენება დაიწყო, სოციალური დისტანცირების ტიპის დარღვევების დასაფიქსირებლად. Ford Motors Co.-მ სხვადასხვა მოწყობილობის ტესტირება დაიწყო, რომლებიც მაშინ ვიბრირებს, როდესაც მუშები ერთმანეთთან მეტისმეტად ახლოს იმყოფებიან. ჩიკაგოში დაფუძნებულმა Pepper Construction-მა კი ხელოვნურ ინტელექტზე დამყარებული პროგრამა შექმნა, რომელიც სამუშაოების ადგილებზე შეჯგუფებული თანამშრომლების აღმოჩენის შესაძლებლობას იძლევა.

სამუშაო ძალის დაგეგმვის გადახედვა

სამსახურის გაცდენა საათობრივად მომუშავე ნებისმიერ გუნდში ყოველთვის აჩენდა "ხვრელებს". დაავადებათა კონტროლის ამერიკულმა ცენტრებმა განაცხადეს, რომ ამერიკელ დამსაქმებლებს, პანდემიამდეც კი, ეს წელიწადში $36.4 მილიარდი უჯდებოდათ. შესაბამისად, ავადმყოფობის მოტივით, ვირუსის გადადების შიშისა და ბავშვების მოვლის მიზეზით, დამსაქმებლები აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე სამსახურებში გამოუცხადებლობის შემთხვევები მკვეთრად გაიზარდა.

ანტრეპრენერები ვერ შეძლებენ ყველა შიშის გაფანტვას ან ბავშვთა მოვლის ყველა პრობლემის მოგვარებას, მაგრამ მათ შეუძლიათ მოქნილი რეჟიმი შესთავაზონ თანამშრომლებს, რომლებიც საათობრივი დატვირთვით მუშაობენ. MyWorkChoice-ის, სამუშაო ძალის მართვის პლატფორმის მიერ ჩატარებულმა კვლევამ დაადგინა, რომ საათობრივი პერსონალის 75 პროცენტს ნაკლებად შეაშფოთებდა სამუშაოზე დაბრუნება, თუ მათ საკუთარი 40-საათიანი სამუშაო ლიმიტის დაგეგმვა თავად შეეძლებოდათ.

მოქნილობა არცთუ დიდი ფასი იქნება, თუ მას უფრო საიმედო საათობრივი ძალის საფასურად გადაიხდით. აი, როგორ შეძლებთ თქვენი თანამშრომლების უფრო ეფექტიანად მართვას:

  • ინტერვიუსთვის ოპტიმიზებული მეთოდი შეიმუშავეთ. მიუხედავად იმისა, რომ ვირტუალური ინტერვიუ გარკვეულ შეჩვევას მოითხოვს, ნამდვილად დაგეზოგებათ დრო თანამშრომლების მასობრივი დაქირავებისას. ნებისმიერი ინტერვიუს ყველაზე შრომატევადი ნაწილი, კანდიდატებისთვის თანამდებობასთან დაკავშირებით ინფორმაციის მიწოდება და გასაუბრების შემდეგ მათ კითხვებზე პასუხია. თუ რამდენიმე ინტერვიუს ატარებთ, ეფექტიანობის გასაზრდელად გარკვეული ნიშნის მიხედვით გაერთიანებული კანდიდატები ერთად განიხილეთ. სთხოვეთ HR სამსახურს, ან გამოცდილ თანამშრომელს, მოკლე ინტერვიუ ჩაატაროს ერთ ვირტუალურ "ოთახში" და შემდეგ, ინდივიდუალური განმცხადებლები დაქირავებულ მენეჯერს გადასცეს ერთი-ერთზე ინტერვიუს ჩასატარებლად.
  • დაგეგმეთ ტექნოლოგიების სწავლებასთან დაკავშირებული მრუდი. თუ სოციალური დისტანცირების ტექნოლოგიის ან კონტაქტის შემცირების სხვა საშუალებების დანერგვა გაქვთ დაგეგმილი, უნდა იცოდეთ, რომ ეს ტექნოლოგია თავიდან უფრო გაართულებს ვითარებას. არ იფიქროთ, რომ თქვენი თანამშრომლები კომფორტულად იგრძნობენ თავს ახალ ტექნოლოგიებთან დაკავშირებით – თუნდაც თქვენ ასე იყოთ. როდესაც ვირტუალურ მომზადებაზე, უკონტაქტო გადახდაზე ან ახალი აპლიკაციაზე გადადიხართ, თანამშრომლებს მკაფიო მითითებები უნდა მისცეთ და მზად იყოთ პრობლემების გადასაჭრელად.
  • ნუ იქნები "დიდი ძმა". COVID-19 კრიზისმა მთელ რიგ ცვლილებებს ჩაუყარა საფუძველი, რომ აღარაფერი ვთქვათ უამრავ ახალი წესზე. ჯანმრთელობის სავალდებულო გამოკვლევა, სოციალური დისტანცირების მოთხოვნები და ნიღბები ნებისმიერი ადამიანის უსაფრთხოებისთვისაა განსაზღვრული, მაგრამ მათ ასევე შეუძლიათ სამუშაო ადგილი გაცილებით ავტორიტეტული გახადონ. გახსოვდეთ, რომ თქვენი თანამშრომლები ჯერ კიდევ ცდილობენ ცვლილებებთან შეგუებას, ხოლო ძველი ჩვევები ძნელად კვდება. ნუ დაამძიმებთ ვითარებას. ნუ შექმნით ისეთ ატმოსფეროს, როდესაც თანამშრომლებს ურთიერთობების ან დაცემინების ეშინიათ.

გახსოვდეთ: ჩვენ ყველანი ერთად ვცდილობთ ამ მამაც ახალ სამყაროში ნავიგაციას. შესაძლოა "ჩვეულებრივ ბიზნესს" არ დაუბრუნდეთ, მაგრამ თქვენ მაინც შეძლებთ საათობრივ რეჟიმზე მომუშავე სამუშაო ძალის მართვას, რომელიც ჯანმრთელი, ბედნიერი და პროდუქტიულია. ამ კრიზისიდან გაცილებით ძლიერები ის კომპანიები გამოვლენ, რომლებიც ამ დროს ინოვაციისთვის იყენებენ.

ინდუსტრიული ტრენდები

თანამშრომელი - კომპანიის მთავარი ღირებულება

ბუღალტრული და აუდიტორული კომპანია "ფინო" - 13 წელი ქართულ ბაზარზე

ინსპირაცია

ცნობილი ადამიანები, რომლებმაც დიდ წარმატებამდე დიდი მარცხი იწვნიეს

წარმატებული ადამიანი იმიტომ არის წარმატებული, რომ მან იბრძოლა!