ცხოვრება ზედმეტად ხანმოკლეა იმ ადამიანებთან მუშაობისთვის, რომლებსაც ვერ ვეწყობით - მიჰყევით ამ 3 ხერხს მაღალპროდუქტიული გუნდების შესაქმნელად
By Chris Savage
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
მე და ჩემმა თანადამფუძნებელმა, ბრენდანმა, ბევრი ვიმუშავეთ, რათა შეგვექმნა კრეატიულად მოაზროვნეების გუნდი, რომლებიც რთულ სიტუაციებშიც კი შეძლებდნენ სამსახურში მისვლასა და დროის სასიამოვნოდ გატარებას. ჩვენმა ინვესტიციამ ასეთი საზოგადოების შექმნაში შედეგი გამოიღო - 17 წლის შემდეგაც კი, ჩვენ ჯერ კიდევ თამაშში ვართ.
როდესაც გუნდი ერთმანეთს კარგად ეწყობა, ამას უამრავი სარგებელი მოაქვს. ინოვაციური იდეები უფრო თავისუფლად მიედინება, ადამიანებს არ ეშინიათ მარცხის და, შესაბამისად, სწრაფად ვითარდებიან, მომხმარებლები კი ბედნიერები არიან.
მაღალპროდუქტიული გუნდის შექმნა, რომელიც კარგ შედეგს იძლევა, ერთ ღამეში არ ხდება. თქვენ არ შეგიძლიათ დაიქირაოთ ასეთი გუნდი, თქვენ თავად უნდა შექმნათ ის. აქ არის სამი პრინციპი, რომელსაც ჩვენ თითქმის ორი ათწლეულის მანძილზე ვიყენებდით გუნდების შესაქმნელად, რომლებიც საოცარ საქმეებს აკეთებენ.
1. აღნიშნეთ წარუმატებლობა და ისწავლეთ უკუკავშირის გაცემა
წარუმატებლობასთან შეჯახებით უფრო სწრაფად სწავლობთ და ასწორებთ გეზს. წარუმატებლობა იმის ნიშანია, რომ რაღაცას სწორად აკეთებთ - ცდილობთ, სწავლობთ, აძლიერებთ შემოქმედებით უნარებს და ეფექტურად მოძრაობთ რთულ პერიოდშიც კი.
თქვენ უნდა შექმნათ გუნდი, რომელიც ღიაა უკუკავშირისთვის, რათა წარუმატებლობები მაქსიმალურად გამოიყენოთ კომპანიის სასიკეთოდ. უკუკავშირი არის ის, რასაც პოზიტიური ცვლილებების მისაღებად ვიყენებთ.
გამოწვევები? უკუკავშირის მიღება ადამიანების უმეტესობას არ სიამოვნებს. ჩვენ მას კრიტიკას უფრო ვუკავშირებთ, ვიდრე განვითარების შესაძლებლობას. იმისთვის, რომ კომპანიაში შეიქმნას კულტურა, რომელიც უკუკავშირს, როგორც ზრდის შესაძლებლობას, აღიქვამს, ლიდერი თავად უნდა გახდეს როლმოდელი საკუთარი გუნდის წევრებისთვის:
ა. მიიღოს უკუკავშირი
ბ. გასცეს უკუკავშირი
ხელმძღვანელი ღია უნდა იყოს თანამშრომლების მოსაზრებებისადმი იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა გაუმჯობესდეს პროცესები, კულტურა და წარმადობა ბიზნესის განვითარებისთვის. ჩვენ გვიყვარს თანამშრომლების გამოკითხვები Wistia-ში, ისინი ეფექტური და მარტივია. Google-ის მარტივი ფორმების გაგზავნით ვიპოვეთ ის უპირატესობები, რაც თანამშრომლების განწყობების შემოწმების საშუალებას გვაძლევს.
ასევე, მნიშვნელოვანია ისიც, თუ როგორ გავცემთ უკუკავშირს. ადამიანები საუკეთესოდ რეაგირებენ სწრაფ, კონკრეტულ მითითებებზე იმ ადამიანებისგან, რომლებზეც ფიქრობენ, რომ მათზე ზრუნავენ.
გუნდი, რომელიც იყენებს უკუკავშირს, როგორც ღირებულ ინსტრუმენტს, აყალიბებს უკეთეს მოლოდინებს, სწორ მიზნებს, უგულებელყოფს არაეფექტიანობას და აძლიერებს თანამშრომლობას ორგანიზაციაში.
2. იყავი გადაშლილი წიგნი
მკაფიო კომუნიკაცია შეიძლება აშკარა აუცილებლობად ჩანდეს მაღალპროდუქტიული გუნდებისთვის, მაგრამ ეს არის ის, რასაც ხშირად სათანადოდ ვერ აფასებენ. გაურკვეველმა კომუნიკაციამ შეიძლება სწრაფად გაანადგუროს გუნდის ძალისხმევა, ხოლო მეორე მხრივ, გუნდს, რომელიც მკაფიო კომუნიკაციას დაეუფლა, შეუძლია სწრაფად მიაღწიოს წარმოუდგენელ შედეგებს.
ჩვენ მივყვებით "გადაშლილი წიგნის" პრინციპს Wistia-ში. საერთო ზარების დროს ერთმანეთს გულწრფელ ინფორმაციას ვუზიარებთ კომპანიის მდგომარეობის შესახებ - როგორც კარგ, ასევე ცუდ ინფორმაციებს - ასე რომ, ყველა ხედავს დიდ სურათს. როდესაც თითოეული თანამშრომელი ერთი და იმავე ხედვას იზიარებს, მათ ესმით სასურველი მიზნები და დაბრკოლებები, რომლებსაც ჩვენ ვხვდებით, შედეგად აქვთ საშუალება, კლიენტების პრობლემები შემოქმედებითად მოაგვარონ.
რთული საუბრების ნორმალიზება გუნდში ქმნის გამჭვირვალე კომუნიკაციის ბაზისს. გულწრფელობა შობს გამჭვირვალობას. როდესაც ცდილობთ, თავიდან აიცილოთ უარყოფითი სიახლეები და საუბრები, თქვენ აფერხებთ პროგრესს მაშინ, როდესაც შეგიძლიათ სწორი კომუნიკაციით უფრო სწრაფად მოაგვაროთ რთული პრობლემები.
3. ეძიეთ ცნობისმოყვარე ადამიანები
იმ ადამიანების დაქირავებისას, რომლებიც თქვენს მაღალეფექტურ გუნდს შეუერთდება, სასურველია გაითვალისწინოთ კარგი რეზიუმე, თუმცა ცნობისმოყვარეობა აუცილებელია
ცნობისმოყვარე ადამიანი მანამდე სვამს კითხვას - რატომ? სანამ არ იპოვის გამოსავალს და წინსვლის გზას. ისინი უფრო სწრაფად პოულობენ პრობლემების მოგვარების გზას და ეძებენ შესაძლებლობებს ისე, რომ თვალი უჭირავთ კონკურენციასა და მთავარ მისიაზე - შესთავაზონ მომხმარებლებს მაქსიმალური ღირებულებები.
თვალი ადევნეთ იმ ტალანტებს, რომლებიც სვამენ კითხვებს, რათა უკეთ გაიგოთ, რა და რატომ მუშაობს ან არ მუშაობს. ჩვენ ხშირად ვიყენებთ საკუთარ პროექტებს ინტერვიუს პროცესში, რათა გავიგოთ, რა რეაგირება ექნება კანდიდატს არსებულ პრობლემებზე, ჩვენ ვეძებთ პასუხებს კითხვებზე:
- რა შეკითხვებს დასვამენ კანდიდატები?
- როგორ ამოიცნობენ ისინი საინფორმაციო ხარვეზებს?
- რამდენად მოქნილები არიან გამოსავლის ძიების გზაზე?
პროექტზე დაფუძნებული ეს ინტერვიუები ასახავს კანდიდატის ცნობისმოყვარეობასა და მუშაობისადმი მიდგომას.
მსოფლიო დონის გუნდის შექმნა იწყება დაქირავების პროცესიდან, რომელიც დროთა განმავლობაში ვითარდება და ყალიბდება. მაღალპროდუქტიული გუნდის შექმნა მოითხოვს მოთმინებას, დისციპლინას, თვითრეფლექსიას და რთულ საკითხებზე კომუნიკაციის სურვილს. ეს არის ყველაზე ფასდაუდებელი ინვესტიცია, რომელიც შეგიძლიათ განახორციელოთ თქვენი ბიზნესისთვის, თუ მასში დიდხანს იქნებით.