Cyber Monday Sale! 50% Off All Access

საქართველოში წარმოებული ბიო სადეზინფექციო პრეპარატი, რომელიც კორონავირუსს კლავს "ელექსირი" - უმაღლესი სტანდარტების დაცვით შექმნილი პროდუქტი

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

"ელექსირის" მწარმოებელი კომპანია შპს "ინო ლაბი" ანუ ინოვაციების ლაბორატორია აქტიურად ფუნქციონირებს 2018 წლის გაზაფხულის ბოლოდან − მას შემდეგ, რაც ევროპის ტექნოლოგიების გადაცემის ცენტრის დახმარებით შესაძლებელი გახდა ასოცირებულ ქვეყნებში მომხდარიყო ინოვაციების ექსპორტი.

კომპანიის დაარსების მთავარი მოტივი იყო ინოვაციური პროდუქტის შექმნა და განვითარება, ისეთი მასშტაბური სიახლის შემოტანა, რომელიც საქართველოში ყველა მნიშვნელოვანი სფეროს განვითარებაში შეიტანდა წვლილს და ისეთ მიმართულებებს დაეხმარებოდა უკეთ ფუნქციონირებაში, როგორებიცაა ადამიანთა ჯანმრთელობის დაცვისა და ჯანსაღი ცხოვრების განვითარება, ასევე ვეტერინარია, აგრონომია, ჰიგიენა, სანიტარია და დეზინფექცია. კომპანიაში დანერგილია მართვის, ანუ მენეჯმენტის ISO 9001-სტანდარტი.

მხოლოდ კომპანიის სერტიფიკატების ჩამოთვლაა საკმარისი, რომ გავიგოთ რაოდენ დიდი მასშტაბისა და მნიშვნელობის პროდუქტი იწარმოება საქართველოში. სადეზინფექციო საშუალება "ელექსირი" არის ბიოპროდუქტი, რომელსაც ხარისხის უმაღლესი ნიშანი Q და სურსათის უვნებლობის სტანდარტი ISO 22000 აქვს.

როგორც ვიცით, ჯანმრთელობის დაცვის სფეროში უმთავრესია ვალიდაცია, რაც იმას ნიშნავს, რომ პროდუქტი აუცილებლად სერტიფიცირებული და გატესტილი უნდა იყოს. შპს "ინო ლაბმა", რომელიც მაქსიმალურად ცდილობს უმაღლესი სტანდარტის დაცვას, მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო − კოხის ინსტიტუტის ჰიგიენის ცენტრალურ ლაბორატორიაში ჩაატარა კვლევები კონკრეტულად კორონავირუსის მიმართ "ელექსირის" სადეზინფექციო საშუალებების გასატესტად, რის შედეგადაც პასუხი ცალსახად დადებითი მიიღო. ტესტირების რეპორტი, რომელიც ადასტურებს, რომ ელექსირი კლავს კორონავირუსს, ატვირთულია ვებგვერდზეც, ლაბორატორიული კვლევების განყოფილებაში.საქართველოში ევროპული ტექნოლოგიით წარმოებული ბიო სადეზინფექციო პრეპარატი, რომელიც კორონავირუსს კლავს, სერტიფიცირებული, ეფექტური და ხელმისაწვდომია. "ელექსირი" არატოქსიკური და არაალერგიული პრეპარატია ყველა ასაკის ადამიანისთვის.

კომპანია ასევე აწარმოებს პროდუქტს ზედაპირებისთვის, ბავშვების სათამაშოების, ჭურჭლის, ოთახისა და გარე სივრცეების დასამუშავებლად.

პროდუქტის შეძენა შესაძლებელია ვებგვერდიდან: www.elixir.ge ასევე სატელეფონო ცენტრით: 032 2 03 32 33 და კომპანიის სარეალიზაციო ობიექტზე: მარი ბროსეს ქ. N2.

"მოგეხსენებათ, მსოფლიო პანდემიის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის მეთაურმა მოუწოდა ყველა ბიზნესს, ვისი პროდუქტიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი ჯანდაცვისათვის, მაქსიმალურად გააქტიურებულიყვნენ. ჩვენ წარმოება ამ რთულ პერიოდში დღე-ღამეში 4 ტონიდან 20 ტონამდე გავზარდეთ, გადავედით 24-საათიან სამუშაო რეჟიმზე და მკვეთრად გავზარდეთ დასაქმებულთა შრომის ანაზღაურება. მინდა აღვნიშნო, რომ კომპანიაში მივესალმებით კორპორაციულ და სადილერო შესყიდვებს, რათა ბევრი კომპანია გახდეს ჩვენი დისტრიბუტორი და მთელ საქართველოში მოხდეს ჩვენი პროდუქტის მარტივი და ეფექტური რეალიზაცია", − აღნიშნავს კომპანიის თანადამფუძნებელი გიორგი ზვიადაძე.

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ: www.elixir.ge

Business News

საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება

ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ "ქართული ოცნების" ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

მენეჯმენტი

სამუშაო სივრცის გავლენა ადამიანებზე

ადამიანი საშუალოდ 90 000 საათს სამსახურში ატარებს

ინსპირაცია

ცნობილი ადამიანები, რომლებმაც დიდ წარმატებამდე დიდი მარცხი იწვნიეს

წარმატებული ადამიანი იმიტომ არის წარმატებული, რომ მან იბრძოლა!