Cyber Monday Sale! 50% Off All Access

CARU - 500 STARTUPS საქართველოში საქართველოში ოთხთვიანი აქსელერაციის პროგრამაში 14 სტარტაპი იღებს მონაწილეობას

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur Georgia

CARU ქართული სტარტაპია, რომელიც ავტოსერვისის კონცეფციას თვისებრივად ცვლის და პლატფორმის მეშვეობით მომხმარებელს ავტოასისტენტთან მარტივი ციფრული სვლის მეშვეობით აკავშირებს. ამის შემდეგ მომხმარებელს შეუძლია საკუთარ ავტომობილთან დაკავშირებული საჭიროება შესაბამის ავტოასისტენტს გადააბაროს, თავად კი მშვიდად დაელოდოს მის მოგვარებას. პლატფორმის მიზანი ავტოსერვისის გამარტივებაა, რომლის დროსაც მომხმარებლის დაცულობა მასში ინტეგრირებული არაერთი ბერკეტის მეშვეობითაა შესაძლებელი. CARU-ს დამფუძნებლის, ნიკა აბაშიძისა და მისი გუნდის დიდი სურვილია, რაც შეიძლება ბევრი კმაყოფილი და აღფრთოვანებული მომხმარებელი. სწორედ ეს სურვილია ის მოტივაცია, რომელიც სტარტაპს მუდმივი განვითარებისა და დახვეწისკენ უბიძგებს.

CARU ერთგვარი მედიატორია და მისი სერვისი დროში საკმაოდ მოქნილ პროცესს გულისხმობს. გამოძახების შემდეგ, ავტოასისტენტი სტუმრობს მომხმარებელს, ეცნობა მის საჭიროებას და შესაბამის მხარდაჭერას უწევს. CARU-ს პლატფორმა იმგვარადაა მოწყობილი, რომ ავტოასისტენტი მუდმივად კონტროლდება, რათა მან დროულად შეძლოს ამოცანის შესრულება. პლატფორმა ასისტენტთა რეიტინგსაც ადგენს, რომ დროულად იდენტიფიცირდეს, თუ ვის აქვს საუკეთესო შეფასება, ხოლო შემდგომ განვითარებაზე გუნდის რომელმა წევრმა უნდა იზრუნოს.

CARU პლატფორმის მომხმარებელსა და ავტომფლობელს ერთჯერადად მიმართვის შესაძლებლობასაც აძლევს. გუნდი გამოცდილი ასისტენტებითაა დაკომპლექტებული, რომლებიც "უკვეთავ-მიჰყავს-ამოწმებს-გითანხმებს- აკეთებს-გიბრუნებს" ქმედებათა კომბინაციას, მაქსიმალურად შემჭიდროვებულ დროში ახორციელებენ.

სტარტაპი 2018 წელს შეიქმნა და მისი დამფუძნებელი ნიკა აბაშიძეა. ფინანსურ სექტორში მრავალწლიანი გამოცდილების პარალელურად, ავტომობილების სიყვარული და მათთან დაკავშირებული საკითხები მისთვის ყოველთვის ინტერესის სფეროს წარმოადგენდა. გადაწყვიტა შეექმნა პლატფორმა, რომელიც გაცილებით სწრაფი და მოქნილი იქნებოდა, ვიდრე ტრადიციული ავტოსერვისი. ინოვაცია, რომელიც არაერთი თვალსაზრისით დამზოგავი, საბოლოო ჯამში კი ეფექტური გადაწყვეტილებებითა და შედეგით გამორჩეული ავტოსერვისი გახდებოდა ბაზარზე.

"მიმყავს, ვაკეთებ, გიბრუნებ" − ასე ჟღერს CARU-ს დაპირება, რომელსაც უკვე მომხმარებელთა დიდი არმია საკუთარ ავტომობილებს რეგულარულად ანდობს.

სალომე ქუშაშვილი

ჟურნალისტი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

Business News

საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება

ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ "ქართული ოცნების" ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი

ინსპირაცია

ცნობილი ადამიანები, რომლებმაც დიდ წარმატებამდე დიდი მარცხი იწვნიეს

წარმატებული ადამიანი იმიტომ არის წარმატებული, რომ მან იბრძოლა!

მენეჯმენტი

სამუშაო სივრცის გავლენა ადამიანებზე

ადამიანი საშუალოდ 90 000 საათს სამსახურში ატარებს