აქ. ახლა - სკუტერის შეძენას უკვე ლიზინგით შეძლებთ
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
სლოგანით − "აქ და ახლა", "თიბისი ლიზინგი" მომხმარებელს უფრო და უფრო მეტ სიახლეს სთავაზობს. ამჯერად, კომპანიამ დაფინანსების მიმართულების გაფართოება და მოტოტექნიკის ლიზინგით შეძენის შეთავაზება გადაწყვიტა.
"თიბისი ლიზინგი" "მწვანე" პროექტების აქტიური მხარდამჭერია. სწორედ ამიტომ, კომპანია თბილისის ქუჩების საცობებისაგან განტვირთვისა და გარემოზე ზრუნვის მიზნით, მომხმარებელს მოტოტექნიკის, კერძოდ კი, სკუტერებისა და მოტოციკლების ლიზინგით დაფინანსებას სთავაზობს.
ორბორბლიანი ტრანსპორტის შეძენის მსურველს "თიბისი ლიზინგი" საკმაოდ მარტივ და მიმზიდველ პირობებს სთავაზობს. იმისათვის, რომ მოტოციკლმა ან სკუტერმა, ლიზინგისათვის საჭირო კრიტერიუმები დააკმაყოფილოს, უნდა იყოს ახალი; სატრანსპორტო საშუალების ძრავის მოცულობა უნდა აღემატებოდეს 50 კუბურ სანტიმეტრს და მისი რეგისტრაცია შესაძლებელი უნდა იყოს მომსახურების სააგენტოში (უნდა ჰქონდეს სახელმწიფო ნომერი).
ალბათ გაგიჩნდებათ შეკითხვა, თუ ვის შეუძლია მოტოტექნიკის შესაძენად ლიზინგით სარგებლობა? − იმისათვის, რომ ისარგებლოთ ლიზინგის პირობებით, უნდა იყოთ 21-დან 65 წლამდე, A კატეგორიის მართვის მოწმობის მქონე, საქართველოს მოქალაქე.
ლიზინგის ვადა და პირობები, მომხმარებლის საკრედიტო ისტორიაზეა დამოკიდებული, თუმცა, როგორც წესი შემოსავლების დეტალური შესწავლა არ ხდება, რაც მისი დამტკიცების პროცესს მარტივსა და მოსახერხებელს ხდის.
15 000 ლარამდე ღირებულების მოტოტექნიკის ლიზინგით დასაფინანსებლად, მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი და მართვის მოწმობები დაგჭირდებათ, ხოლო თუ სასურველი სატრანსპორტო საშუალების ფასი 15 000 ლარს აღემატება, საჭირო დოკუმენტაციას შემოსავლების დამადასტურებელი საბუთი დაემატება.
სკუტერის შესაძენად, ლიზინგის ვადა 3 თვიდან 2 წლამდე პერიოდს მოიცავს. თანამონაწილეობისათვის განსაზღვრული წილი 20%-ს, ხოლო გაცემის საკომისიო 0%-ს შეადგენს.
"თიბისი ლიზინგი", მოტოტექნიკის სხვადასხვა მომწოდებელთან თანამშრომლობს, რაც მას საშუალებას აძლევს, მომხმარებელს სპეციალური ფასები და პირობები ხშირად შესთავაზოს. ამ და მრავალი სხვა შეთავაზების შესახებ ინფორმაციას "თიბისი ლიზინგის" მომხმარებელი კომპანიის სოციალური ქსელის გვერდიდან შეიტყობს.