ბიზნეს ასოციაციები მთავრობას მიმართავენ როგორია ბიზნესის რეკომენდაციები მთავრობისთვის
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
საქართველოში მოქმედი ხუთი ბიზნესგაერთიანება: საქართველოს მწარმოებელთა ფედერაცია, საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაცია, საქართველოს გადასახადის გადამხდელთა კავშირი, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია და ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭო, მთავრობას საკუთარ გაერთიანებებში გაწევრიანებული კომპანიების სახელით მიმართავს და მას იმგვარი ნაბიჯების გადადგმას მოუწოდებს, რომელიც კომპანიებს მიმდინარე კრიზისულ პერიოდში ეკონომიკური საქმიანობის შეუფერხებლად გაგრძელების შესაძლებლობას შეუნარჩუნებს.
ბიზნეს გაერთიანებებმა ის დროებითი ღონისძიებების ნუსხა წარმოადგინეს, რომლის მყისიერად გათვალისწინების შემთხვევაშიც, ბიზნეს სექტორს მძიმე მდგომარეობა შეუმსუბუქდება.
რეკომენდაციები შემდეგნაირად ჟღერს:
· სასწრაფოდ გაუქმდეს ტვირთების განბაჟების დროს ე.წ. ყვითელი დერეფანი, როგორც დამამუხრუჭებელი და არაპროგნოზირებადი მექანიზმი, უაღრესად ხელის შემშლელი ბიზნესისათვის ფულადი საბრუნავი საშუალებების შესანარჩუნებლად;
· დღგ-ს გადახდის ვალდებულება დადგეს საქონლის რეალიზაციის შემდეგ, რაც იძლევა საშუალებას მეტი საბრუნავი თანხა დარჩეს ბიზნესს. აუცილებელია აღდგეს ე.წ. ოქროს სიის პრინციპი, მხოლოდ, აქამდე არსებულისგან იმ განსხვავებით, რომ ეს წესი უნდა გავრცელდეს უკლებლივ ყველა კომპანიაზე;
· შეჩერდეს საშემოსავლო გადასახადის გადახდა, 6 თვის ვადით;
· შეჩერდეს საპენსიო შენატანების გადახდა, ასვე 6 თვის ვადით;
· ქონების გადასახდის ივნისში გადახდის ვალდებულება გადავადდეს6 თვის ვადით.