Get All Access for $5/mo

BTU-ს პრე-აქსელერატორი დასრულდა, 15 000₾ საპრიზო ფონდი ორ გამარჯვებულ გუნდზე განაწილდა

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

დამწყები და განვითარების ადრეულ ეტაპზე მყოფი სტარტაპებისთვის ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მეწარმეობის ცენტრმა ინტენსიური პრე-აქსელერაციის პროგრამა განახორციელა. პროგრამაში მონაწილე გუნდებიდან სპეციალურად მოწვეულმა ჟიურიმ გამარჯვებული სტარტაპები გამოავლინა.

გამარჯვებულებისთვის დაწესებული საპრიზო ფონდი 15 000 ლარს შეადგენდა.

10 000 ლარიანი ჯილდო BTU-ს სტუდენტებისგან შემდგარ გუნდს Speak-ს გადაეცა - AI ხელსაწყო მეტყველება და სმენადაქვეითებული ადამიანებისთვის, რომელიც საკომუნიკაციო ბარიერს ჟესტური ენის გახმოვანებისა და ზეპირმეტყველების ეკრანზე ტექსტური სახით ასახვის გზით მოუხსნის.

მეორე ადგილი კი სტარტაპმა Virtual Story-მ დაიკავა, რომლის ციფრული და ინტერაქციული წიგნები გემიფიკაციის ელემენტების საშულებით ახალგაზრდა მომხმარებლებისთვის შემეცნების პროცესს უფრო ეფექტურს და მიმზიდველს ხდის. მეორე ადგილზე გასულ გუნდს ჯილდოს სახით 5000 ლარი გადაეცათ.

პროგრამაში მონაწილე სტარტაპებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მიეღოთ სტარტაპის განვითარებისთვის საჭირო საბაზისო ცოდნა და გამოცდილება სფეროს წამყვანი ქართველი და უცხოელი ექსპერტებისგან. სტარტაპებს მენტორობას უწევდნენ წარმატებული ქართული სტარტაპების დამფუძნებლები.

პროექტი 2024 წლის მარტში დაიწყო და 3 თვეს გრძელდებოდა. პროგრამის ფარგლებში მონაწილეებმა დაფარეს ისეთი თემები, როგორიცაა ბაზრის ანალიზი, ბაზარზე გასვლა/გაყიდვები და მარკეტინგი, ფიჩ-ტრენინგი, გლობალური ზრდისთვის მზადება, ფინანსების მოძიება და სხვა.

პრე-აქსელერაციის პროგრამა შემუშავებულია მასაჩუსეტსის ტექნოლოგიების ინსტიტუტთან, MIT-სთან პარტნიორობით. ხოლო მთავარი პარტნიორი და სპონსორია "თიბისის" პროგრამა "სტარტაპერი". პროგრამის კიდევ ერთი სპონსორია კომპანია "Tether" (Tether Operations Limited).

ინდუსტრიული ტრენდები

K2 Invest - როცა ხარისხი პრიორიტეტია

"გვსურს, რომ ჩვენ მიერ აშენებულმა სახლებმა ქუთაისის უბნებში ახალი საზოგადოებრივი ჰაბები გააჩინოს"

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინდუსტრიული ტრენდები

ფინო - წარმატების 13 წელი

"ფინოს" პორტფელი საკმაოდ მრავალფეროვანია, 13 წლის განმავლობაში მან 300-ზე მეტ კომპანიას გაუწია მომსახურება თითქმის ყველა ინდუსტრიიდან.

Business News

დისციპლინის და კონცენტრაციის ძალა

უნდა გვახსოვდეს, რომ რაც უფრო დიდია ამოცანა, რაც უფრო დიდია პასუხისმგებლობა, მით უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს კონცენტრაციას მთავარ მიზანზე