BTU-ს პროფესორის ხელმძღვანელობით უკრაინელი ლტოლვილების დასახმარებლად გერმანიაში სამართლის ბოტი შეიქმნა

By Entrepreneur-ის გუნდი

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის, ლადო სირდაძის, ხელმძღვანელობით KnowledgeTools-თან ერთად უკრაინელი ლტოლვილების დასახმარებლად გერმანიაში ბოტი შეიქმნა.

ბოტი გერმანიაში უკრაინელ ლტოლვილებს ავტომატურ რეჟიმში უწევს სამართლებრივ კონსულტაციას და ბინადრობის ნებართვის მიღებაში დაეხმარება. ბოტი რამდენიმე შეკითხვაზე პასუხის გაცემით ამოწმებს, აქვთ თუ არა კონკრეტული ტიპის ბინადრობის ნებართვის მიღების უფლება უკრაინიდან ჩამოსულ უკრაინელ და არაუკრაინელ ლტოლვილებს. ამასთან, ამოწმებს გააჩნიათ თუ არა ბერლინში დარჩენის უფლება, აწვდის ინფორმაციას, როგორ მიიღონ სოციალური დახმარება და უვსებს ყველა საჭირო ფორმულარს. სამენოვანი ბოტის გამოყენება მითითებულ ბმულზეა შესაძლებელი: https://www.bots.legal/aufenthaltsstatus-ua. ბოტით რამდენიმე დღეში ათასობით მომხმარებელმა უკვე ისარგებლა.

KnowledgeTools სამართლის ტექნოლოგიების მიმართულებით გერმანიაში ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა. ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი აქტიურად თანამშრომლობს აღნიშნულ კომპანიასთან. BTU-ში სამეწარმეო სამართლის კურსი აგებულია KnowledgeTools-ის პროგრამაზე, რომელიც ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით, სტუდენტებს სამეწარმეო სამართლის შესწავლას უმარტივებს.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

Business News

TikTok-ი და Facebook-ი არის "დროის სულელური ფლანგვა" და ადამიანებმა წიგნები უნდა წაიკითხონ

JPMorgan-ის აღმასრულებელი დირექტორის რჩევა ახალგაზრდებს - ჯეიმი დიმონის რჩევა ახალგაზრდებს

Business News

"თუ საჭიროა, იტირე, შემდეგ გაიღიმე. წინ წადი, იყავი შეუპოვარი"

როჯერ ფედერერის სიტყვა დარტმუთის კოლეჯის გამოსაშვებ საღამოზე