"ფილიპ მორის საქართველო" განცხადებას ავრცელებს
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
წლების განმავლობაში სხვადასხვა ორგანიზაციები, რომლებიც კერძო დაფინანსებას იღებენ შემოწირულობის სახით, თამბაქოს რეგულირების პოლიტიკაზე მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენენ. მიუხედავად ამისა, დღეს საქართველოში 800 000 ზრდასრული მწეველია. ეს რიცხვი კი უკვე რამდენიმე წელია ფაქტობრივად უცვლელი რჩება. უდავოა, რომ მწეველისთვის საუკეთესო არჩევანი მოწევის შეწყვეტაა, თუმცა რა არჩევანი აქვთ მათ, ვინც არ ანებებს თავს თამბაქოს მოხმარებას?
მიმდინარე წლის 24 ივნისს, სოციალური კვლევების ინსტიტუტმა (ISR), "ფილიპ მორის საქართველოსთან" თანამშრომლობით, გამართა შეხვედრა თემაზე: "თამბაქოს ზიანის შემცირება - საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესაძლებლობა თუ გამოწვევა".
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გაიდლაინები თამბაქოს კონტროლის სფეროში საზოგადოებრივი ჯანდაცვის პოლიტიკის თამბაქოს ინდუსტრიის კომერციული და სხვა პირადი ინტერესებისგან დაცვის შესახებ (ჩარჩო-კონვენცია თამბაქოს კონტროლის შესახებ- 5.3 მუხლი ), ამბობს:
- მხარეები, თამბაქოს ინდუსტრიასთან ურთიერთობის დროს, უნდა იყვნენ ანგარიშვალდებულნი და დაიცვან გამჭირვალობის პრინციპი (პრინციპი 2)
- მხარეებმა უნდა მოსთხოვონ თამბაქოს ინდუსტრიას... რომ მან იმოქმედოს და საკუთარი საქმიანობა განახორციელოს გამჭირვალობისა და ანგარიშვალდებულების პრინციპის დაცვით (პრინციპი 3)
- თამბაქოს ინდუსტრიასთან თანამშრომლობის აუცილებლობის შემთხვევაში, მხარეებმა უნდა უზრუნველყონ ურთიერთობის გამჭირვალობა.
შეძლებისდაგვარად, ასეთი სახის შეხვედრები უნდა ჩატარდეს საჯაროდ; მაგალითად, საჯარო მოსმენების, საჯარო ურთიერთობების შესახებ შეტყობინების გავრცელების, შეხვედრის შესახებ ჩანაწერების საზოგადოებისთვის გასაჯაროების გზით" (რეკომენდაციები 20.2.2)
ზემო აღნიშნული რეკომენდაციების გათვალისწინებით, სოციალური კვლევების ინსტიტუტმა მოიწვია საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, რათა ცენტრის წარმომადგენლები დასწრებოდნენ შეხვედრას, გაეზიარებინათ საკუთარი ხედვები და მოსაზრებები.
ჩვენ იმედგაცრუებულნი ვართ, სხვადასხვა უწყებებისა და ორგანიზაციების მიერ განხორციელებული მანიპულაციებით; უწყებებისა, რომლებიც ცდილობენ ხელი შეუშალონ თამბაქოს ზიანის შემცირების შესახებ კონსტრუქციულ და სამეცნიერო მტკიცებულებებზე დაყრდნობილ დისკუსიებს, მაშინ როცა მნიშვნელოვან სარგებელს იღებენ ქვეყანაში თამბაქოს მოხმარების შეწყვეტის პოლიტიკის გატარებით, ახდენენ მიდგომის - "შეწყვიტე მოწევა ან მოკვდი" პოპულარიზაციას, ემუქრებიან განსხვავებული აზრის მქონე ოპონენტებს და შეცდომაში შეყავთ საქართველოს მოსახლეობა.
დადგა დრო, ფარდა ავხადოთ ზემო აღნიშნული ორგანიზაციების მანიპულაციებს და ვისაუბროთ საჯაროდ. დროა, მწეველებს მივცეთ სანდო და სწორი ინფორმაცია.
მწეველებს უნდა დავეხმაროთ, შეწყვიტონ მოწევა.
თამბაქოს ალტერნატიული პროდუქტები, რომლებშიც არ მიმდინარეობს წვის პროცესი, მაგალითისთვის: გასახურებელი თამბაქო და ელექტრონული სიგარეტი, მოწევის უკეთეს ალტერნატივას წარმოადგენს, რადგან მათ შეუძლიათ ხელი შეუწყონ სიგარეტის მოწევის შეწყვეტას.
მსოფლიოს მასშტაბით სულ უფრო და უფრო მეტი რეპუტაციული ჯანდაცვის ინსტიტუტი იზიარებს თამბაქოს ზიანის შემცირების კონცეფციას და იმ მწეველებს, რომლებიც არ ანებებენ თავს მოწევას, სთავაზობენ პოტენციურად ნაკლები ზიანის მქონე ალტერნატივებს, რადგან ამ მიდგომას საზოგადოებრივი ჯანდაცვისთვის სასარგებლოდ მიიჩნევენ.
იხილეთ მათი განცხადებები:
NHS Inform (შოტლანდია):
"მართალია, ნიკოტინი დამოკიდებულების გამომწვევი ნივთიერებაა, თუმცა ის შედარებით უსაფრთხოა. ჯანმრთელობის რისკებს თამბაქოს კვამლში არსებული მხუთავი აირი, კუპრი და სხვა ტოქსიკური ნივთიერებები იწვევს".
https://www.nhsinform.scot/healthy-living/stopping-smoking/reasons-to-stop/tobacco
"თუ თქვენ გამოიყენებთ ელექტრონულ სიგარეტს, როგორც მოწევის სრულად ჩანაცვლების საშუალებას, მაშინ უდაოდ დადებით ზეგავლენას მოახდენთ თქვენს ჯანმრთელობაზე".
https://www.nhsinform.scot/healthy-living/stopping-smoking/how-to-stop/e-cigarettes
National Health Service (დიდი ბრიტანეთი):
"ელექტრონული სიგარეტი არ წვავს თამბაქოს, შესაბამისად, არ გამოყოფს კუპრს ან მხუთავ აირს - ორ ყველაზე მავნე ნივთიერებას, რომელიც თამბაქოს კვამლში არსებობს.
ელექტრონული მოწყობილობების მეშვეობით დიდ ბრიტანეთში ათასობით ადამიანმა შეწყვიტა მოწევა. არსებობს მზარდი მტკიცებულება იმისა, რომ მოწყობილობა ეფექტური აღმოჩნდეს...
მართალია, სიგარეტში არსებული ნიკოტინი დამოკიდებულების გამომწვევი ნივთიერებაა, მაგრამ ის ნაკლები ზიანის მომტანია.
მოწევის შედეგად გამოწვეული ზიანის მნიშვნელოვანი ნაწილი დაკავშირებულია თამბაქოს კვამლში არსებულ ათასობით მავნე ქიმიური ნივთიერების გამოყოფასთან, რომელთაგან დიდი ნაწილი ტოქსიკურია".
https://www.nhs.uk/live-well/quit-smoking/using-e-cigarettes-to-stop-smoking/
კანადის ჯანდაცვის სამინისტრო:
"ტრადიციული სიგარეტის სრულად ელექტრონული მოწყობილობით ჩანაცვლება შეამცირებს ორგანიზმზე მავნე ნივთიერებების ზემოქმედებას.
თამბაქოს უკვამლო მოწყობილობების მოხმარება ტრადიციულ მოწევასთან შედარებით ნაკლებად საზიანოა. ბევრი ტოქსიკური და კიბოს გამომწვევი ქიმიური ნივთიერება, რომელიც თამბაქოსა და თამბაქოს კვამლში არსებობს, თამბაქოს წვის დროს წარმოიქმნება.
თამბაქოს უკვამლო მოწყობილობები და ელ. სიგარეტები ნიკოტინის მიწოდებას შედარებით ნაკლები ზიანის მქონე გზით უზრუნველყოფ. ამ პროდუქტებმა შეიძლება შეამციროს ჯანმრთელობის რისკები იმ მწეველთათვის, რომლებიც ვერ ან არ ანებებენ თავს ნიკოტინის მოხმარებას".
https://www.canada.ca/en/health-canada/services/smoking-tobacco/vaping/smokers.html
აშშ-ს საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაცია:
2020 წლის 7 ივლისს, აშშ-ს საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ (FDA) მიიღო გადაწყვეტილება, გაეცა"ფილიპ მორის ინთერნეიშენალის" მიერ შექმნილი გასახურებელი თამბაქოს სისტემისთვის "მოდიფიცირებული რისკის მქონე თამბაქოს პროდუქტის" (MRTP) ავტორიზაცია. ამ გადაწყვეტილებით, სააგენტომ დაადგინა, რომ მოდიფიცირებული რისკის მქონე პროდუქტის მარკეტინგის განკარგულების გაცემა "მიზანშეწონილი იქნებოდა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ხელშეწყობისთვის და, სავარაუდოდ, სარგებელს მოუტანდა მოსახლეობის ჯანმრთელობას".
გადაწყვეტილების მიღება მოხდა "ფილიპ მორის ინთერნეიშენალის" მიერ 2016 წელს FDA-სთვის წარდგენილი მთელი რიგი სამეცნიერო მტკიცებულებების განხილვის შედეგად. FDA-მ გასცა თამბაქოს გასახურებელი სისტემის მარკეტინგის ავტორიზაცია შემდეგ ინფორმაციასთან ერთად:
"დღეს არსებული მტკიცებულების თანახმად:
[ბრენდის სახელი გამოტოვებულია] სისტემა ახურებს თამბაქოს, მაგრამ არ წვავს მას. ეს საგრძნობლად ამცირებს მავნე ან პოტენციურად მავნე ქიმიური ნივთიერებების წარმოქმნას. სამეცნიერო კვლევამ აჩვენა, რომ ტრადიციული სიგარეტის მოხმარებიდან სრულად [ბრენდის სახელი გამოტოვებულია] სისტემის მოხმარებაზე გადასვლა ამცირებს ორგანიზმზე მავნე ან პოტენციურად მავნე ქიმიური ნივთიერებების ზემოქმედებას".
სამწუხაროა, რომ ანტი თამბაქოს ორგანიზაციები და მათი აქტივისტები უგულებელყოფენ ზემოთ მოცემულ სამეცნიერო მონაცემებს და თამბაქოს ზიანის შემცირების შესახებ დისკუსიის პროცესში ირჩევენ ნეტაგიურ ინფორმაციასა და მიმართავენ მანიპულაციებს.
მაგალითად, ისინი ამტკიცებენ რომ "გასახურებელი თამბაქოს აეროზოლში ტოქსიკური ნივთიერებების უფრო მაღალი დონეა". რეალურად კი, კანადაში არსებულ ISO სტანდარტის მქონე ლაბორატორიაში ჩატარებული ქიმიური ანალიზი სრულიად საპირისპირო მტკიცებულებებს აჩვენებს.
უფრო კონკრეტულად, სიგარეტის კვამლთან შედარებით:
აღნიშნული ნაერთების რაოდენობა გასახურებელი თამბაქოს მოწყობილობების აეროზოლში შემცირებულია:
- ნიტროსამინი - 94-97%-ით;
- აცეტალდეჰიდი – 87%-ით;
- აკროლეინი – 94%-ით;
- ფორმალდეჰიდი – 91%-ით.
ამ კვლევების სანდოობას ამტკიცებს სხვადასხვა დამოუკიდებელი კვლევა, რომლებიც ჩატარდა ისეთ ლაბორატორიებში, როგორებიც არის: US FDA Southeast Tobacco Laboratory, Japan National Institute of Public Health, German Federal Institute for Risk Assessment, და სხვა რეპუტაციულ ლაბორატორიაში.
მსგავსად ამისა, მკითხველი ხშირად შეცდომაში შედის, როდესაც ესმის მოსაზრება: "უცნობი წარმოშობის მომწავლელი ქიმიური ნივთიერებებს შესახებ, რომლებიც ჩვეულებრივ არ გვხვდება თამბაქოს კვამლში". რეალურად კი, საჯაროდ ხელმისაწვდომი კვლევის თანახმად:
- არსებობს მხოლოდ 3 ნივთიერება, რომლებიც უნიკალურია მხოლოდ გასახურებელი თამბაქოს აეროზოლისთვის და არ გვხვდება სიგარეტის კვამლში;
ამ სამი ნივთიერებიდან არცერთი არ არის ტოქსიკოლოგიურად საყურადღებო
აშშ-ს საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის განცხადებით, "მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ქიმიური ნივთიერება, რომელიც პოტენციურ პრობლემასთან ასოცირდება, (ეს ნივთიერებები არ არის FDA– ს მავნე და პოტენციურად მავნე კომპონენტების სიაში) შეიძლება უფრო მაღალი იყოს [ბრენდის სახელი გამოტოვებულია] მომხმარებლებში,მაგრამ ამ ნივთიერებების რაოდენობის ზრდა არ ახდენს ზეგავლენას დასკვნაზე, რომლის თანახმადაც, მავნე და პოტენციურად მავნე ნივთიერებების რაოდენობის მნიშვნელოვანი შემცირებადა ტოქსიკოლოგიური კვლევების შედეგები დიდი ალბათობით გამოიხატება თამბაქოსთან დაკავშირებული სიკვდილიანობისა და ავადობის რისკის შემცირებაშიhttps://www.fda.gov/media/139796/download (გვერდი12)
მწეველთა კონსტიტუციური უფლებაა, ჰქონდეთ ინფორმაცია თამბაქოს ალტერნატივების შესახებ.
ჩვენი მოვალეობაა, მოვახდინოთ მწეველებისა და მარეგულირებელი ორგანოების ინფორმირება თამბაქოს ალტერნატიული პროდუქტების შესახებ.
ჩვენი ამბიციაა, დავეხმაროთ 800 000 ზრდასრულ მწეველს საქართველოში, რაც შეიძლება მალე გათავისუფლდნენ თამბაქოს კვამლისგან.