Get All Access for $5/mo

იტალიელი ანტრეპრენერი საქართველოში მაურო სეტიმო კარინის ბიზნესი საქართველოში

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

ექსპერიმენტების ჩატარება, მცდელობები და შეცდომები, ცხოვრების, ისევე, როგორც ბიზნესსამყაროს შეცნობის, მთავარი ინსტრუმენტებია. ამის ნათელი მაგალითია მაურო სეტიმო კარინი − იტალიელი ანტრეპრენერი, რომელიც ბიზნესსაქმიანობას რამდენიმე ქვეყნის ბაზარზე ეწევა, მათ შორის − საქართველოში.

მაურო დაიბადა 2000 წლის იანვარში, სიცილიაში, პირველი ბიზნესი კი 2016 წელს, ათას ევროდ, ოროთახიან სარდაფში დაიწყო, სადაც მის პირველ კომპანიას ჩაეყარა საფუძველი. საწყისი პერიოდი მისთვის საკმაოდ რთული აღმოჩნდა. "ფული არ მქონდა. ძალიან დაბნეული ვიყავი. ვგრძნობდი პროექტის პასუხისმგებლობას. თავად მომიწია ბევრი მომხმარებლის მოზიდვა", − ამბობს მაურო Entrepreneur-თან საუბრისას.

2017 წელს ის ლონდონში, IT-პროფესიის შესასწავლად გაემგზავრა, სადაც ერთ-ერთი პირველი წარმატებული პროექტი, ე.წ. ღრუბლოვანი ინფრასტრუქტურა აამუშავა, რომელიც სპეციალიზებულია კიბერუსაფრთხოებაზე ლონდონის "დოქლენდში" და შემდგომში, წარმატებით გაიყიდა ბრიტანეთის დედაქალაქში. მაურომ, სწავლის პარალელურად, მოახერხა საკუთარი ქსელის აწყობა, რომელიც მისი, როგორც ანტრეპრენერის, მოგზაურობის დასაწყისად იქცა. აღსანიშნავია ისიც, რომ დღეს მისი ერთ-ერთი კომპანია ლონდონის IT-კომპანიების ტოპ-90-ში შედის.

21 წლის ასაკში მაურო უკვე შვიდი ციფრული კომპანიის დამფუძნებელი და სპიკერია მრავალ სხვადასხვა კონფერენციაზე, როგორიცაა, მაგალითად, AIBC მალტასა და დუბაიში.

Covid 19-ის პანდემიამ პლანეტის მცხოვრებლების ყოველდღიურობა შეცვალა და კომპანიების სამუშაო რუტინა, ახალი ბიუროკრატიული და პრაქტიკული პროცედურებით კიდევ უფრო გაართულა. მაურომ ამისგან შთაგონება მიიღო და შექმნა FomoCrew − ციფრული კომპანია, რომლის მიზანია დაეხმაროს Web 3.0 პროექტების განვითარებას, ურთიერთდაკავშირებულ სამყაროში. მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ მაურომ ეს ბიზნესი საქართველოშიც ჩამოიტანა და ქართველებსაც აძლევს შესაძლებლობას მონაწილეობა მიიღონ კომპანიის განვითარებაში. ევროპა პანდემიის გამო იცვლება, ამიტომ FomoCrew-ისთვის საქართველოში ჩამოსვლა სწორად დანახული შესაძლებლობა იყო, რეგიონში ინოვაციური ჰაბის შექმნის მიზნითა და სექტორში 20-მდე ადამიანის დაქირავებით.

ამჟამად, FomoCrew უზრუნველყოფს სერვისების კომპლექტს მხოლოდ საშუალო და დიდი კომპანიებისთვის − ბანკებისთვის, ფინანსური ინსტიტუტებისთვის, მთავრობებისა და ინდუსტრიებისთვის. ძირითადად სერვისები, IT და ციფრული პროცესების მართვით, სოციალური მედია, რეკლამა, ღონისძიებები და ა.შ. კლასიკური განვითარებიდან სრულ განვითარებამდე მიდის.

"ის, რასაც ვემსახურები მრავალი მიზეზის გამო, მიყვარს. დავიწყე როგორც ვებდეველოპერმა და IT-პროფესიის შემსწავლელმა ბიჭუნამ, თუმცა ახლა ჩემი სტატუსი შეიცვალა. გავხდი დამფუძნებელი და CTO, მაგრამ რაც იგივე დარჩა, არის ვნება პროექტებისა და პროდუქტების შექმნის მიმართ. მთავარი ასპექტი ჩემს საქმეში, რომელიც მე ასე ძალიან მიყვარს, არის დილით ახალი იდეითა და შემართებით გაღვიძება და თავად მუშაობის მშვენიერი პროცესი, რადგან არცერთი პროდუქტი არ არის სრულყოფილი და ყოველთვის არსებობს გაუმჯობესების შანსი, რომელიც მას საუკეთესო პროდუქტად აქცევს ბაზარზე. გამძლეობა, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია, რომელიც ჩემს ანტრეპრენერულ მოგზაურობას ერთგვარ ლაიტმოტივად გასდევს", ამბობს მაურო სეტიმო კარინი.

იტალიაში მაუროსთვის ბიზნესის დაწყება, იქაური საკანონმდებლო სისტემის კომპლექსურობის გამო საკმაოდ რთული აღმოჩნდა, თუმცა ამან იგი ვერ შეაჩერა, პირიქით − სხვა ბაზრების ძიებისა და ახალ რეალობაში თავის დამკვიდრების სტიმული შესძინა. "ახლა ჩვენი აქტივობები იმდენად მასშტაბურია, რომ შეგვიძლია გავფართოვდეთ უფრო მეტ ქვეყანაში, უპირველესად კი საქართველოში", − აღნიშნავს მაურო.

ინსპირაცია

ცნობილი ადამიანები, რომლებმაც დიდ წარმატებამდე დიდი მარცხი იწვნიეს

წარმატებული ადამიანი იმიტომ არის წარმატებული, რომ მან იბრძოლა!