იცით, რა ანიჭებს აზრს თქვენს ცხოვრებას? რა არის ის, რის გამოც ყოველ დილით სიხარულით იღვიძებთ?
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
უკვე იპოვეთ პასუხი კითხვაზე: რატომ? იპოვეთ თქვენი იკიგაი?
სამშაბათს, 9 აგვისტოს, 19:00სთ-ზე, Radisson Blu Batumi Hotel-ში "ლურჯი ოკეანე" გიწვევთ იკიგაის ტრანსფორმაციულ სამყაროში სამოგზაუროდ.
ღონისძიების სპიკერები:
- ფრანსესკ მირალესი, "იკიგაის" ავტორი, ტრენერი, ექსპერტი პიროვნული განვითარებისა და სულიერების საკითხებში
- კახი ლობჟანიძე, პერსონალური და ბიზნეს ქოუჩი, "იკიგაის" ინდივიდუალური კურსის ავტორი
- ანა ალბუთაშვილი, "იკიგაის" მთარგმნელი, ფსიქოლოგი, ცეკვა თერაპევტი, ბალერინა
შეხვედრისას სპიკერები ისაუბრებენ იკიგაის არსსა და მისი აღმოჩენის მნიშვნელობაზე, საკუთარ თავთან ჰარმონიული ურთიერთობის ჩამოყალიბებაზე. ასევე, გაგვიზიარებენ ტექნიკებსა და პრაქტიკულ გამოცდილებას ხანგრძლივი და ბედნიერი ცხოვრებისთვის.
ბილეთების შეძენა შეგიძლიათ აქ. სტუდენტებისთვის მოქმედებს 40%-იანი ფასდაკლება (პრომო კოდი: STUDENT).
"ლურჯი ოკეანისა" და "გამომცემლობა "პალიტრა L"-ის ლიტერატურული თავგადასავალი ბათუმში 13 აგვისტოსაც არანაკლებ საინტერესო შეხვედრას გპირდებათ.
გაინტერესებთ, როგორ აყალიბებს ჩვევები თქვენს იდენტობას (ან იქნებ პირიქით)? რომელი უფრო მნიშვნელოვანია სასურველი შედეგების მისაღწევად, თვითდისციპლინა, მოტივაცია თუ გარემო? გინდათ აქციოთ აწმყო თქვენი ცხოვრების ძირითად ფოკუსად? ან იქნებ გზამკვლევს ეძებთ ბიზნესის რთულ სამყაროში სწორი გადაწყვეტილებების მისაღებად?
13 აგვისტოს, 19:00 სთ-ზე, Sheraton Batumi Hotel-ში თქვენ გიმასპინძლებენ:
- სოსო გალუმაშვილი, "ჯეპრას" უფროსი კონსულტანტი, "ლურჯი ოკეანის" კონტრიბუტორი
- ნატა ასათიანი, ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი
- ნინო ბერუაშვილი, ქოუჩი, HR და OD პროფესიონალი
"ლურჯი ოკეანე" - ეს არის გამომცემლობა "პალიტრა L"-ის პროექტი, რომელიც მსოფლიოში აღიარებული ბიზნესლიტერატურის ქართულ ენაზე გამოცემას გულისხმობს. პროექტის მიზანი ქართველი მკითხველისთვის საერთაშორისო გამოცდილების გაცნობა და ამ გზით ქვეყანაში ბიზნესგანათლების ხელშეწყობაა.