Get All Access for $5/mo

ჯანსაღი ცხოვრების წესი და ტექნოლოგიური ინოვაციები თქვენს სამზარეულოებსა და სააბაზანოებში - ეს იტალიური "კეტლერია"

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

"გამარჯობა" - ასეთი სახელწოდება ჰქონდა შერჩეული გოლფის საერთაშორისო ტურნირს, რომელსაც ცოტა ხნის წინ "თბილისი ჰილსმა" უმასპინძლა და რომლის მთავარი პარტნიორიც იტალიური ბრენდი "კეტლერი" გახლდათ.

ტურნირს "თბილისი ჰილსმა" უკვე მერვედ უმასპინძლა. სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს გოლფის მოყვარულებმა როგორც საქართველოდან, ისე მსოფლიოს სხვა ქვეყნებიდან.

შეჯიბრი საკმაოდ სანახაობრივი და საინტერესო აღმოჩნდა, რისთვისაც "კეტლერმა", ღონისძიების სხვა ორგანიზატორებთან ერთად, მაქსიმალურად იზრუნა.

ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, როგორც სოციალური პასუხისმგებლობა, "კეტლერის" ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და აქედან გამომდინარე, კომპანია არაერთი სპორტული ღონისძიების ქომაგი და მხარდამჭერი აქამდეც არაერთხელ გამხდარა. რაც მთავარია, როგორც "კეტლერის" მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, გიგა ჩიტიშვილი ამბობს, აქტიურობა ამ მიმართულებით სამომავლოდაც აუცილებლად გაგრძელდება.

იტალიური ბრენდი Kettler მომხმარებელს ონკანების, სარქვლების, წყლის მილების, საშხაპეებისა და სანტექნიკის სხვა აქსესუარების ფართო არჩევანს სთავაზობს, თუმცა, როგორც უკვე ვთქვით, ძირითადი საქმიანობის პარალელურად, უყურადღებოდ არც სოციალურ პასუხისმგებლობას ტოვებს.

კომფორტისა და ტექნოლოგიური მიღწევების მოყვარულებს, ალბათ, განსაკუთრებით დააინტერესებს იტალიური ბრენდის Extra silence ტექნოლოგია, რომელიც ონკანების უხმაურო მოხმარებას უზრუნველყოფს. აღნიშვნას იმსახურებს პროდუქციის მასალის ხარისხიც, რომელიც ხანგრძლივად მოხმარების შემდეგაც კი, არავითარ ლაქებს არ ტოვებს.

"კეტლერის" პროდუქციის სრული ასორტიმენტის დათვალიერება და შეძენა შესაძლებელია ბრენდის პარტნიორ მაღაზიებსა და ჰიპერმარკეტებში მთელი საქართველოს მასშტაბით.

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია