"კრისტალმა" ძირითადი ბიზნეს-პროცესების მართვის ახალი სისტემის დანერგვა დაიწყო
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია "კრისტალი" ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი კომპანიაა, რომელიც ინოვაციური პროდუქტებით, ახლებური ხედვით, მომხმარებელთა მხარდაჭერით, განვითარებაზე ორიენტირებული მიდგომებითა და მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით გამოირჩევა და უკვე 20 წელზე მეტია მყარად იმკვიდრებს ადგილს ქართულ ფინანსურ ბაზარზე.
მომხმარებლებისთვის ახალი სერვისების დანერგვა და მათზე მორგებული პროდუქტების შეთავაზება ორგანიზაციული პროცესების ახლებურად გააზრებას და მოდერნიზებას მოითხოვს. შესაბამისად, კრისტალის მენეჯმენტმა მიზნად დაისახა კომპანიის დიგიტალური ტრანსფორმაცია და ამ მიმართულებით მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს.
რამდენიმე წელია კომპანიაში აქტიურად მიმდინარეობს ტექნოლოგიური ცვლილებები როგორც შიდა პროცესების ავტომატიზაციის მიმართულებით, ასევე მომხმარებლებისთვის დისტანციური სერვისების შეთავაზებით.
2020 წლის დეკემბრიდან კომპანიამ ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ და მნიშვნელოვან პროექტზე დაიწყო მუშაობა. პროექტი გულისხმობს ახალ პროგრამულ უზრუნველყოფაზე (ALTA) გადასვლას, რომელმაც სრულად უნდა ჩაანაცვლოს კომპანიაში ამ დრომდე მოქმედი ძირითადი ბიზნეს-პროცესების მართვის სისტემა.
ALTA-ს დანერგვით კომპანია მიიღებს გაცილებით მოქნილ საფინანსო პროგრამულ უზრუნველყოფას, რომელიც უფრო მეტი განვითარების საშუალებას მისცემს კრისტალს და ფაქტიურად, მოამზადებს მას განვითარების ახალ ეტაპზე გადასასვლელად.
ძირითადი ბიზნეს-პროცესების მართვის ახალი სისტემის დანერგვის შემდეგ, მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი გახდება ქართულ ფინანსურ სივრცეში არსებული თითქმის ყველა ბიზნეს კონკურენტული პროდუქტი, რომელიც დაეხმარება კომპანიას ხარისხიანი და მრავალფეროვანი ფინანსური მომსახურება შესთავაზოს მომხმარებლებს და ამავე დროს განახორციელოს ისეთი პროექტები, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას და შესაბამისად, ათასობით ადამიანის ეკონომიკურ გაძლიერებას შეუწყობს ხელს.
კომპანიისთვის ამ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტის ფარგლებში ინტენსიურად მიმდინარეობს სხვადასხვა სამუშაოები. უახლოეს პერიოდში დაგეგმილია სისტემის იმპლემენტაცია, ტესტირება, პროცესების და პროდუქტების ადაპტაცია და ცვლილება, მონაცემების მიგრაცია და სხვა ტექნიკური სამუშაოები.
ძირითადი ბიზნეს-პროცესების მართვის ახალი სისტემის დანერგვაზე მუშაობას კომპანია წლის ბოლომდე გეგმავს.
პროექტის ფარგლებში კრისტალი აქტიურად თანამშრომლობს პროგრამული უზრუნველყოფის სერვისის მომწოდებელ კომპანია "ალტა სოფთვეარითან", რომელიც საბანკო სფეროში ერთ-ერთი ყველაზე დიდი პროგრამული უზრუნველყოფის მომწოდებელი კომპანიაა.