Cyber Monday Sale! 50% Off All Access

Livetag - მეტი, ვიდრე ლაივი რას გვთავაზობს ჰიბრიდული ღონისძიების მოდელი?

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Livetag

ლაივ-სტრიმინგი, ანუ მოვლენების ინტერნეტის საშუალებით პირდაპირ ეთერში ტრანსლირება, ციფრული სამყაროს ერთ-ერთი უდიდესი მონაპოვარი და თანამედროვეობის სწრაფად მზარდი ინდუსტრიაა. ვინაიდან ინტერნეტი სატელევიზიო კომუნიკაციებს აქტიურად ანაცვლებს და ეს პროცესი შეუქცევადი გახდა, ინფორმაციის მიმოცვლის მეთოდების დახვეწაზე, როგორც მსოფლიოში, ისე საქართველოში ბევრი სტრიმინგ-სტუდია მუშაობს.

დღეს გვსურს გესაუბროთ სტუდია Livetag-ზე, რომელიც ქართულ ბაზარზე ინტერნეტ-ტრანსლაციების, სოციალური ქსელებისთვის კონტენტის შექმნისა და სტრიმინგის სფეროში სიახლეების დანერგვის ერთ-ერთი მოწინავე კომპანიაა. სანამ უშუალოდ კომპანიაზე გადავიდოდეთ, განსაკუთრებულად აღსანიშნავია Livetag-ის სიახლე, პანდემიურ გამოწვევებთან გასამკლავებლად ჰიბრიდული ივენთების ორგანიზების სახით, რამაც ბაზარზე კონფერენციების ჩატარების ახალი შესაძლებლობა შექმნა.

პანდემიამ ივენთ-ინდუსტრიას განსაკუთრებით მძიმე დარტყმა მიაყენა. ვარაუდობენ, რომ ამ სფეროს სრულყოფილად აღდგენას კიდევ არაერთი წელი დასჭირდება. ღონისძიებების ფიზიკურ სივრცეში ჩატარება შეუძლებელი გახდა, რამაც ახალი ალტერნატივების ძიების აუცილებლობა შექმნა. ჰიბრიდული ივენთი კი, სწორედ ის ინსტრუმენტია, რაც ამ ინდუსტრიას ბაზარზე არსებობის შესაძლებლობას შეუნარჩუნებს.

რას გვთავაზობს ჰიბრიდული ღონისძიების მოდელი?

ესაა საშუალება, ფიზიკურ სივრცეში შეკრებილი და დისტანციურად მყოფი ადამიანები ერთმანეთთან დავაკავშიროთ და ღონისძიებაში მათი სრულფასოვანი მონაწილეობა უზრუნველვყოთ. ამისთვის კი, სხვადასხვა საკომუნიკაციო პლატფორმა გამოიყენება, როგორებიცაა Zoom, Hopin, Webex და სხვა. ღონისძიების მასშტაბიდან გამომდინარე, ჰიბრიდული ივენთი გვაძლევს შესაძლებლობას გამოვიყენოთ სხვადასხვა ტექნიკური რესურსი −­ ერთი კამერიდან, პავილიონში გამართულ სტუდიამდე.

ჰიბრიდული ივენთის დაგეგმვის დროს გასათვალისწინებელია, რომ ადგილზე დამსწრე აუდიტორიამ და ციფრულ სივრცეში მონაწილე ადამიანმა, პროცესში ინტეგრირება თავისუფლად შეძლოს და ორივე მხარეს ინფორმაციასთან თანაბარი წვდომა ჰქონდეს. მოკლედ რომ ვთქვათ, ასეთი ღონისძიებისას, მონაწილეებს თანაბარი შესაძლებლობები და ემოციური ბმა უნდა ჰქონდეთ პროცესთან, რათა ფიზიკურ სივრცეში და მონიტორს მიღმა მყოფმა ადამიანებმა ერთნაირი სარგებელი და მუხტი მიიღონ.

ჰიბრიდული ივენთების ორგანიზება ახალი გამოცდილებაა ბევრი ადგილობრივი კომპანიისათვის და შესაბამისად, ამ მიმართულებით მრავალი პრობლემა და ხარვეზია. თუმცა Livetag-მა მოახერხა და საკუთარი მომსახურებით შერეული ღონისძიების ჩატარება ბევრად მარტივი, მოსახერხებელი და მოქნილი გახადა.

Livetag-ის გუნდი პირველი იყო, რომელმაც 2014 წელს ბაზარს პროფესიული ლაივსტრიმ მომსახურება შესთავაზა. მსხვილმა პლატფორმებმა, როგორებიცაა Youtube, Ustream და მოგვიანებით Facebook, ამ პერიოდში დაიწყეს თავიანთი ტრანსლაციების სერვისის განვითარება. გუნდმა, ბევრი წინააღმდეგობის მიუხედავად, მაინც მოახერხა ხარისხიანი ლაივსტრიმის გაკეთება, რამაც მათ შემდგომ განვითარებას საფუძველი ჩაუყარა.

2016 წელს − მაშინ, როდესაც Livetag iMediaHub-ის სახელით იყო ცნობილი, კომპანია Startup Georgia-ს ბენეფიციარი გახდა და სხვადასხვა ორგანიზაციებისთვის ლაივსტრიმ მომსახურების გაწევას შეუდგა.

პარალელურად, მათ აქტიური მუშაობა დაიწყეს სარეკლამო კონტენტის წარმოებაზე და შექმნეს პროექტი Devi.ge, სადაც სხვადასხვა სპორტული ღონისძიების პირდაპირ ეთერში ნახვა გახდა შესაძლებელი.

2018 წელს განხორციელებული რებრენდინგის შემდეგ, გუნდი პოზიციონირებს Livetag-ის სახელით, ხოლო მათი სლოგანი − "მეტი ვიდრე ლაივი", ზუსტად ასახავს იმ პრინციპებს, თუ რას სთავაზობს კომპანია დამკვეთს, სტანდარტული ტრანსლაციის მიღმა. წლების განმავლობაში დაგროვილი გამოცდილებისა და მულტიფუნქციური სერვისის ხარჯზე, Livetag-ის გუნდს ისეთი ამოცანების შესრულება შეუძლია, რომელსაც აქამდე მხოლოდ დიდი ბიუჯეტის მქონე, მსხვილი სამაუწყებლო კომპანიები ახერხებდნენ.

კომპანიის გუნდის წევრები თანაბარი წარმატებით ახერხებენ კამერების, მონტაჟის, ხმის, განათების, ინტერნეტკავშირისა და ბევრი სხვა ნიუანსის მაღალ დონეზე გამართვას, რასაც ტელევიზიებში ბევრი სხვადასხვა ვიწრო სპეციალისტი ემსახურება.

Livetag-ს საკმაოდ მოქნილი კორპორაციული პოლიტიკა აქვს, რისი მეშვეობითაც ნებისმიერი სირთულისა და ბიუჯეტის პროექტს უმაღლეს დონეზე ასრულებს. გუნდს რეალიზებული აქვს არაერთი მასშტაბური და ინოვაციური პროექტი, რომელთა შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

მსოფლიო ტენდენციების პარალელურად, Livetag საკუთარი სერვისისა და პროდუქტების გაუმჯობესებას აგრძელებს. ჰიბრიდული ივენთების ტექნოლოგიის დანერგვის მსგავსად, გუნდს ბევრი მრავალფეროვანი პროექტის განხორციელება აქვს დაგეგმილი, რის შესახებაც Entrepreneur-ის მკითხველი ახლო მომავალში შეიტყობს.

არჩილ გელაშვილი

Entrepreneur Staff

ჟურნალისტი, Entrepreneur Georgia

Business News

საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება

ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ "ქართული ოცნების" ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

მენეჯმენტი

სამუშაო სივრცის გავლენა ადამიანებზე

ადამიანი საშუალოდ 90 000 საათს სამსახურში ატარებს

ინსპირაცია

ცნობილი ადამიანები, რომლებმაც დიდ წარმატებამდე დიდი მარცხი იწვნიეს

წარმატებული ადამიანი იმიტომ არის წარმატებული, რომ მან იბრძოლა!