Get All Access for $5/mo

LTA - ბიზნესისთვის საჭირო იურიდიული, საგადასახადო, ბუღალტრული და სხვა სახის სერვისები ერთ სივრცეში

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ე.წ. One-Stop-Shop პრინციპის მიხედვით, ბიზნესების საჭიროებებზე მორგებული სრულყოფილი და მრავალფეროვანი სერვისების მიწოდება, კომპანიებს უმარტივებს ოპერირებას და თავს არიდებს სხვადასხვა მიმართულებით ცალკეული ოპერატორების მოძიების აუცილებლობას. სწორედ ასეთ კომპლექსურ და ყოვლისმომცველ მიდგომაზეა ორიენტირებული იურიდიული კომპანია - LTA, რომელიც 2018 წლიდან მოყოლებული, მომხმარებლებს სთავაზობს როგორც იურიდიულ, ისე საბუღალტრო, ფინანსურ და საბროკერო სერვისს.

დღესდღეობით, LTA-ს მომხმარებელთა დიდ ნაწილს უცხოური იურიდიული თუ ფიზიკური პირები წარმოადგენენ, თუმცა კომპანიას საქართველოს ბაზარზე აქტიურად მომუშავე კლიენტებიც ჰყავს ისეთი სფეროებიდან, როგორებიცაა: IT, საბითუმო ვაჭრობა, სამშენებლო სექტორი, მომსახურების სფერო, და ა.შ. როგორც კომპანიაში აცხადებენ, უშუალოდ მათი ჩართულობით, მოხდა არაერთი წარმატებული საერთაშორისო პროექტის საქართველოში რელოკაცია, აშშ-სა და სხვა დასავლურ ქვეყნებში მომუშავე მსხვილი კომპანიების ადგილობრივ ბაზარზე შემოყვანა და მათი ბიზნესპროცესების აუთსორსინგი.

აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან სერვისების ხაზს წარმოადგენს საგადასახადო მიმართულება, რომლითაც LTA ეხმარება კლიენტებს ჰქონდეთ გამართული საგადასახადო პოლიტიკა და არსებული საგადასახადო შეღავათების მაქსიმალურ გამოყენებაში.

LTA-ს გუნდის თითოეულ წევრს აქვს მსხვილ საერთაშორისო კომპანიებში მუშაობის გამოცდილება, მათ შორის - ე.წ. BIG 4-ის კომპანიებში. აღსანიშნავია, რომ LTA-ს ჰყავს პარტნიორები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში (გერმანია, საბერძნეთი, ჩინეთი, პოლონეთი, გაერთიანებული საემიროები და ა.შ.) რომელთაგანაც იღებს და თავადაც ამისამართებს კლიენტებს, ვისაც სურთ ამა თუ იმ სერვისის (იურიდიული, საბროკერო, საფინანსო, საბუღალტრო) მიღება ამ ქვეყნებში. "გვყავს 200-ზე მეტი კმაყოფილი კლიენტი მთელი მსოფლიოდან. ჩვენ ძალიან ვზრუნავთ ხარისხზე და შედეგად საბედნიეროდ კლიენტებისგან ვიღებთ მხოლოდ დადებით შეფასებებს. ბევრი მათგანი ხაზს უსვამს LTA-სთან კომუნიკაციის სისწრაფესა და სიმარტივეს, მეგობრულობას, სანდოობას (რაც იურიდიულ სფეროში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია), პროფესიონალიზმს, მომსახურების სისწრაფეს. ასევე, ჩვენი თანამშრომლები უმაღლეს დონეზე ფლობენ ინგლისურ, რუსულ და ჩინურ ენებს, რაც განსაკუთრებით მოსახერხებელია კლიენტებისთვის, რადგან ჩვენთან ურთიერთობაში თარჯიმნების თანხლება არ უწევთ", - განმარტავენ კომპანიის წარმომადგენლები.

ამჟამად, კომპანია LTA ტექნოლოგიური ტრანსფორმაციის პროცესს გადის. ოპერირების სრული ინფორმაცია ინახება უსაფრთხო ქლაუდ სერვერებზე და დაშიფრულ მოწყობილობებზე, ხოლო ინფორმაციის მიმოცვლა ხორციელდება დაშიფრული ფორმატით. კომპანია აქტიურად ნერგავს CRM და ERP სისტემებს და რაც მნიშვნელოვანია, LTA თავის საქმიანობაში სხვადასხვა ბუღალტრულ სისტემებსა თუ ციფრულ ინსტრუმენტებს იყენებს. გარდა ამისა, კომპანიაში დანერგილია ე.წ. ბიზნესის უწყვეტობის გეგმა, ინფორმაციის დაცულობის სისტემები და შიდა ბიზნესპროცესების დეტალური ინსტრუქციები.

LTA-ს საკონტაქტო ინფორმაცია:

საიტი: https://lta.ge/ge/services

ნახეთ ვიდეო:

არჩილ გელაშვილი

Entrepreneur Staff

ჟურნალისტი, Entrepreneur Georgia

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია