NC JEWELLERY ქართული და ბიზანტიური კულტურით შთაგონებულ უნიკალურ სამკაულებს ქმნის

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

NC JEWELLERY 2010 წელს დააარსდა. კომპანია ოქროსა და ვერცხლის გამორჩეულ ხელნაკეთ სამკაულებს ქმნის ბუნებრივი, ძვირფასი და ნახევრად ძვირფასი ქვებით.

"კომპანია 15 წლის წინ დაარსდა, თუმცა ამ საქმით გატაცება ბევრად ადრე დაიწყო. კომპანიის დაარსება მოთხოვნილების გაზრდამ განაპირობა, გვინდოდა ურთიერთობა მოგვეწესრიგებინა როგორც მომხმარებელთან, ასევე საგამოფენო დარბაზებთან", - ნათია ჩინჩალაძე, კომპანიის დამფუძნებელი და დიზაინერი.

როგორც ნათია გვიყვება, NC JEWELLERY იმით არის გამორჩეული, რომ მისი თითოეული ნივთი უნიკალური და ინდივიდუალურია. არ მზადდება ასლები, ყველა ნაკეთობა უშუალოდ მომხმარებელსა და მის სურვილებზეა მორგებული.

"როგორც მხატვარი უნდა დააკვირდეს პორტრეტის შექმნისას ადამიანის შინაგან სამყაროს, ღირებულებებს, შეხედულებებს, ასევე ჩვენც, თითოეული ნივთის შექმნისას დამკვეთის სურვილებსა და საჭიროებებს ვითვალისწინებთ.

ჩვენ გვსურს, რომ თითოეული სამკაული იყოს დახვეწილი და ინდივიდუალური, რათა ადამიანს მისი ტარება თავდაჯერებულობას მატებდეს".

ნათიას თქმით, წლების განმავლობაში მუშაობდა საკუთარ თავზე, თანამშრომლობდა ქართველ ხელოვანებთან, ხატვის კულტურას ეწაფებოდა, რათა მაღალ ხელოვნებას ზიარებოდა და საკუთარი იდეები სრულყოფილად გამოეხატა.

"ძველი ორნამენტები, ბიზანტიური და ქართული ხელნაკეთი სამკაულები, რომლებიც ისტორიამ შემოგვინახა, ხშირ შემთხვევაში შესაძლოა შთაგონების წყარო გახდეს.

თითოეული ნივთი ჩემი სულისა და გონების ნაწილია. ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ სამკაულებს ატარებს, ეს ღირებულებები აერთიანებს. ამიტომ თითოეული ნივთი არის მხოლოდ ერთი და უნიკალური".

ნათია ამბობს, რომ ეს ყველაფერი მის ახალგაზრდობაში დაიწყო, როცა ძველი ქართული და ბიზანტიური ნაკეთობების ხილვამ მასში აღრფთოვანება გამოიწვია. სწორედ მათი უნიკალური ფორმები, ორნამენტები და ძალა გახდა ის მოტივაცია, რამაც ამ საქმიანობისკენ უბიძგა.

დიზაინერი აღნიშნავს, რომ NC JEWELLERY ამჟამად ახალ კოლექციაზე მუშაობს და კომპანიის მთავარი მიზანი განვითარება, ტექნიკის სრულყოფა და დახვეწა, ქართული ხელოვნების სამყაროში საკუთარი ადგილის მარადიულად დამკვიდრებაა.

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი