Join our Waitlist for Expert Advice!

რა არის შენი "ალტე" და როგორ უნდა იპოვო იგი?

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ალტე უნივერსიტეტი

თითოეულ ადამიანს აქვს ამბიცია იპოვოს და განავითაროს თავისი შესაძლებლობები. თუმცა საზოგადოების ნაწილისთვის ეს ოცნებად რჩება, რადგან ისინი მოქმედებას შედეგზე ფიქრს არჩევენ ან სიახლეები აშინებთ. მეორე ნაწილი კი მუდმივად დასახული მიზნის მიღწევისკენ მიილტვის. და მაინც, იცოდით, რომ წარმატების მისაღწევად რამდენიმე მარტივი ნაბიჯის გადადგმაა საჭირო?

პირველი ეს არის რეალური სურვილი. როდესაც გეცოდინება, რისი გაკეთება გსურს, შეძლებ საქმის პრიორიტეტების მიხედვით გაწერას, რომელიც მორგებული იქნება არათუ რამდენიმე დღეს, არამედ შედარებით გრძელვადიან პერიოდს. ამის შემდეგ კი პატარ-პატარა ნაბიჯებით იწყებ მოქმედებას და სულ მალე შეამჩნევ შედეგს, რომელიც მოგცემს ძალას, არ გაჩერდე და იპოვო შენი "ალტე".

რა არის "ალტე" და რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს მის ჩვენს თავში პოვნას?

სიმბოლურია ყოველივე ეს და დიდ დატვირთვას იძლევა, ვინაიდან თავად "ალტე" ლათინური სიტყვაა და მწვერვალს ნიშნავს. თითოეული ჩვენგანისთვის კი ეს მწვერვალი ინდივიდუალურია და ყველას საკუთარი ცხოვრებისეული ალტე გვაქვს. რა არის თქვენი მწვერვალი? რა არის თქვენთვის "ალტე"? თუკი ახლა ამ სტატიას კითხულობთ და თქვენი "ალტე" განათლებას, მუდმივ კარიერულ თუ პიროვნულ განვითარებას, წინსვლას, წარმატებას უკავშირდება, მაშინ იცოდეთ, რომ რაც არ უნდა იყოს თქვენი "ალტე", მის მიღწევას ალტე უნივერსიტეტში შეძლებთ.

ზოგადად, ჩვენს ირგვლივ მყოფი ადამიანები, მეგობრები, ნაცნობები, მათ შორის, რა თქმა უნდა, ჩვენც, უნივერსიტეტში განათლების მისაღებად და წარმატების მისაღწევად ვაბარებთ. წარმატება კი იმ თავისუფლებაში გამოიხატება, რომელიც თითოეულ ჩვენგანს გვაძლევს შესაძლებლობას იმისას, რომ ვიცხოვროთ ისე, როგორც გვინდა. შესაბამისად, უნივერსიტეტი განათლებასთან ერთად უნდა გვძენდეს უნარებს, რომელთა მეშვეობითაც აუცილებლად შევქმნით ჩვენი თავის საუკეთესო ვერსიას და მივაღწევთ ცხოვრების უმაღლეს წერტილს - "ალტე"-ს. ალტე უნივერსიტეტის ახალი კამპანია სწორედ ამ მიმართულებით გვაფიქრებს. არ აქვს მნიშვნელობა ხართ მოსწავლე, აბიტურიენტი, მომავალი მაგისტრი, ბაკალავრის საფეხურის სტუდენტი თუ სხვადასხვა მიმართულებით დასაქმებული ადამიანი, მთავარია მოტივაცია.. მოტივაცია იმისა, რომ ის, ვინც გახდები იყოს შენი თავის საუკეთესო ვერსია.

"თქვენ მოდიხართ მოტივაციით გახდეთ საუკეთესო, ალტე უნივერსიტეტი კი გახვედრებთ ყველა რესურსს იმისთვის, რომ მიაღწიოთ თქვენი ცხოვრების მწვერვალს, ალტეს."

და მაინც, დაფიქრებულხართ, რა არის თქვენი ალტე?