Get All Access for $5/mo

რას გვპირდება Facebook? ვიდეოჩართვები ახალი შესაძლებლობებით

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

MarketWatch

Facebook-ის დამფუძნებელმა რამდენიმე ხნის წინ გაკეთებულ მიმართვაში ახსენა, რომ მისი გუნდი ვირუსთან ბრძოლის წინააღმდეგ 3 მიმართულებითაა ფოკუსირებული: დაეხმაროს ადამიანებს ერთმანეთთან კავშირის დამყარებაში, გააუმჯობესოს ჯანდაცვის სფეროს კომუნიკაცია და აღადგინოს ეკონომიკა, განსაკუთრებით მცირე ბიზნესებისთვის.

ცუკერბერგის აზრით, მსოფლიო პანდემიის ეკონომიკური ეფექტი იმაზე მეტხანს გაგრძელდება, ვიდრე ხალხს ჰგონია და რომ ჩვეულ რეჟიმში სწრაფად დაბრუნება ეპიდემიის მომავალში გავრცელების წინაპირობა იქნება, რაც უარეს მდგომარეობაში ჩაგვაყენებს − როგორც ჯანმრთელობის, ისე ეკონომიკის კუთხით.

და მაინც, რას უნდა ველოდოთ უახლოეს მომავალში?

ვიდეოჩართვები ახალი შესაძლებლობებით − კომპანიის ხედვით, ვიდეოჩართვა მოიცავს სამ კატეგორიას: ვიდეოზარი, ვიდეოოთახები და პირდაპირი ვიდეო. ვიდეოზარები ყველაზე ხშირად გამოყენებადია. Whatsapp-ის მეშვეობით, ახლა იქნება შესაძლებელი, რომ მთელი ოჯახი ან დიდი ჯგუფი შემოიკრიბოთ საუბრისას. ვიდეოოთახების კუთხით, ასევე დაანონსდა ახალი პროდუქტი − Messanger Rooms, რომლის იდეა მარტივია: ქმნი ოთახს ნებისმიერი აქტივობისა თუ ივენთისთვის, უგზავნი ლინკს მეგობრებს და გართობაც იწყება.

მცირე ბიზნესის საქმიანობის გაგრძელების ხელშემწყობი აქტივობები − კომპანია ეხმარება ადამიანებს იყიდონ ნივთები ან მიიღონ სერვისი პირდაპირ აპლიკაციებით. მარკ ცუკერბერგის გუნდმა ახლახან დაიწყო თანამშრომლობა ინდოეთის Jio Platforms-სთან. Facebook-ისა და Whatsapp-ის მომხმარებელთა უმეტესობა ინდოეთშია, JioMart-ის Whatsapp-თან დაკავშირებით კი გუნდი იმედოვნებს, რომ უკეთეს სავაჭრო გამოცდილებას მიიღებენ.

კომპანიის ზრდა − მარკი გეგმავს წელს დამატებით 10 000 ადამიანის დაქირავებას. როგორც იგი ამბობს, მათ ფინანსური პოზიციები საშუალებას აძლევს პროდუქტების შექმნა განაგრძონ.

Facebook-ის დამფუძნებელს არ დავიწყებია მადლობა გადაეხადა იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც კომპანიის სწამთ და მხარს უჭერენ წლების განმავლობაში.

ინდუსტრიული ტრენდები

თანამშრომელი - კომპანიის მთავარი ღირებულება

ბუღალტრული და აუდიტორული კომპანია "ფინო" - 13 წელი ქართულ ბაზარზე