Cyber Monday Sale! 50% Off All Access

რას წაიკითხავთ Entrepreneur-ის ახალ ნომერში? ნომრის თემა: ვინ როგორ აშენებს?

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

მთავარი რედაქტორის სვეტი: იაზროვნე. ანტრეპრენერულად!

"ნამაი ვაკე": ახალი სტანდარტი დეველოპერულ სფეროში
Entrepreneur საქართველოში მომუშავე დეველოპერულ კომპანია "ბალტიკ ინვესტმენტ გრუპსა" და შთამაგონებელ პროექტ "ნამაი ვაკეს" გაგაცნობთ, რომელიც გამორჩეული სტილისა და ქართულ-ევროპული მიგნებების კომბინაციით, ახალი ტიპის საცხოვრებელ აპარტამენტებს შუაგულ თბილისში გვთავაზობს, თანაც ისე, რომ ქალაქის ხმაურსა და დამღლელ ტემპს სრულიად აქრობს. საქართველოში ცოტა ხნის წინ მსხვილი ლიეტუვური კომპანია – "ბალტიკ ინვესტმენტ გრუპი" შემოვიდა, რომლის დამფუძნებელი როლანდას ზახარევიჩუსია. კომპანია დიდი ლიეტუვური ფინანსური კომპანიების ჯგუფ Praslas-ის შემადგენლობაში შედის, რომელიც მუშაობს ხე-ტყის წარმოებისა და ვაჭრობის, ლოგისტიკის, ასევე IT და დეველოპმენტის მიმართულებებით.

რას ნიშნავს ეკოლოგიურად უსაფრთხო მშენებლობა
ეკოლოგიურად უსაფრთხო მშენებლობა, რომელიც მდგრადი მშენებლობის სახელითაა ცნობილი, ინოვაციური თანამედროვე იდეაა და მას ეკოლოგიურად, სოციალურად და ეკონომიკურად გაცნობიერებული მშენებლობის მეთოდები შემოაქვს ჩვენს სამყაროში.

BIM³ − ციფრული რევოლუცია სამშენებლო ინდუსტრიაში
ციფრულმა ტექნოლოგიებმა და მუშაობის ახლებურმა მეთოდებმა პრაქტიკულად ყველა სფეროში შეაღწია და როგორც ბიზნესის, ისე მომხმარებლის ცხოვრება მნიშვნელოვნად გაამარტივა. ცხადია, გამონაკლისს არც "აიმ" (არქიტექტურა/ინჟინერია/მშენებლობა) ინდუსტრია წარმოადგენს და ინოვაციურმა გადაწყვეტებმა აქაც იჩინა თავი. განსაკუთრებული ყურადღების ეპიცენტრში კი, BIM (Building Information Modeling) ტექნოლოგია და ქართულ ბაზარზე, მშენებლობის სრულ ციკლში BIM-ის დანერგვის მოწინავე კომპანია − "ბიმ კუბი" მოექცნენ, რომელიც 2020 წელს მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პროფესიონალი ინჟინერ-მშენებლების − თეიმურაზ გელაშვილისა და ოთარ დავითაძის მიერ დაარსდა. ეს გახლავთ პირველი კომპანია ქართულ "აიმ"-ინდუსტრიაში, რომელიც მომხმარებელს შენობა-ნაგებობების პროექტირება/ მშენებლობის ციკლს სრულად BIM-ტექნოლოგიის გამოყენებით სთავაზობს.

სამშენებლო ტექნოლოგიის 13 ტენდენცია, რომელსაც ყურადღებით უნდა ადევნოთ თვალი

მთელი მსოფლიოს სწრაფი გადასვლა მანუალური პროცესებიდან ციფრულ ტექნოლოგიებზე სამშენებლო ინდუსტრიის უნარებს აძლიერებს. ამ სფეროში ბევრად უკეთესი შესაძლებლობები გაჩნდა.

შეიძინეთ ჟურნალი ონლაინ

teamtwo − პროექტირების დასავლური გამოცდილება ქართულ სივრცეში
2019 წელს ქართულ ბაზარზე დაარსდა კომპანია teamtwo, რომელიც არქიტექტორების, ინჟინრებისა და კონსტრუქტორების ჯგუფისა და BIM-ტექნოლოგიის დახმარებით, პროექტირების ყველა სერვისს ერთ სივრცეში აერთიანებს.

10 ინოვაციური სამშენებლო მასალა, რომელიც მთელ მსოფლიოში გამოიყენება
ინოვაციები სამშენებლო მასალების სფეროში ჩვენი სამშენებლო ინდუსტრიის ყოველდღიური ცხოვრებაა და აქ უმთავრესად, ძლიერი ტექნოლოგიები და ცოდნა დომინირებს. გაგაცნობთ 10 გზას, თუ როგორ გამოიყენეს არქიტექტორებმა ინოვაციურად მასალები.

GCMC − ქართული სამშენებლო მასალების კალსტერი

ქართული სამშენებლო მასალების კლასტერი (GCMC), ევროკავშირისა და გერმანიის მთავრობის
დაფინანსებით, პროექტ "კლასტერები განვითარებისთვის" ფარგლებში შეიქმნა. მას "გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება" GIZ ახორციელებს.

KOHI.GE − ინოვატორი კარკასული სახლების წარმოების ქართულ ბაზარზე
მიუხედავად იმისა, რომ მთელ მსოფლიოში, კარკასულმა სახლებმა ბევრად ადრე მოიკიდა ფეხი, საქართველოში მსგავსი ტიპის ტექნოლოგია მაინც სიახლედ მიიჩნევა, თუმცა კომპანიამ Kohi.ge უკვე მრავალი მომხმარებლის გული მოიგო.

5 ინოვაციური სამშენებლო პროექტი მთელი მსოფლიოდან
გაგაცნობთ ყველაზე ინოვაციურ სამშენებლო პროექტებს, რომლებიც რამდენიმე კონტინენტზე ხორციელდება.

შეიძინეთ ჟურნალი ონლაინ

მუშაობა (და ძილი) დროის სხვადასხვა სარტყელში
Bearaby მძიმე საბნებს ამზადებს მომხმარებლებისთვის, რათა მათ უკეთ დაიძინონ. თანამშრომლების დასახმარებლად, კომპანიას მოქნილი გრაფიკი აქვს დაწესებული, რომელშიც ძილიც შედის.

ჯიმ კვიკი: მაქსიმალურად გამოიყენეთ თქვენი გონებრივი შესაძლებლობები

"ანტრეპრენერებს "გადაწვის" სინდრომი ხშირად იმის გამო კი არ აქვთ, რომ ძალიან ბევრს აკეთებენ, არამედ იმიტომ, რომ იმას არ აკეთებენ, რასაც ნამდვილად აფასებენ", − ამბობს მსოფლიოს საუკეთესო ქოუჩი გონებრივი შესაძლებლობების ეფექტურად გამოყენების სფეროში და ყველაზე გაყიდვადი წიგნის "უსაზღვრო" ავტორი. გასულმა წელმა მთლიანად გამოგვიფიტა გონება − უკვე დროა, უწინდებურად გამჭრიახები გავხდეთ. ჯიმ კვიკი გასწავლით, თუ როგორ უნდა მოახერხოთ ეს. მან იცის, რას ფიქრობთ. მან იცის, რომ თუ ანტრეპრენერი ხართ, ცდილობთ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია ჩატიოთ თქვენს ტვინში და თან, ეს რაც შეიძლება სწრაფად გააკეთოთ. მან იცის, რომ იმედგაცრუება გელით, განსაკუთრებით ახლანდელი დიდი ცვლილებების ჟამს, რადგან ვერასოდეს შეძლებთ სწრაფად მოქმედებას.

USAID YES-GEORGIA ქალთა გაძლიერებისთვის
Entrepreneur უკვე დიდი ხანია მუდმივად გაცნობთ იმ გამბედავ ქალბატონებს, რომლებიც ქვეყნის სამეწარმეო ეკოსისტემის განვითარებაში აქტიურად არიან ჩართული და პარალელურად, სიახლეების სწავლა- გაცნობასაც აგრძელებენ.

კატასტროფის პირისპირ
რებეკა მინკოფის ძვირადღირებულმა მოდური ტანსაცმლის ბრენდმა პანდემიის დროს კრახი განიცადა, თუმცა ის ადრეც აღმოჩენილა ფსკერზე და იცის, როგორ უნდა დაბრუნდეს უკან: უბრალოდ, უშიშარი უნდა იყოთ, სულ ეს არის.

შეიძინეთ ჟურნალი ონლაინ

USAID-ის პროექტი "ზრდა" მდგრადი ტურიზმის განვითარებისთვის
მდგრადი ტურიზმის განვითარების ხელშეწყობაა USAID-ის პროექტ "ზრდას" ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი, რომელსაც ის ჩვენს ქვეყანაში უკვე მეხუთე წელია ახორციელებს. პროექტ "ზრდის" უფროსი მრჩეველი ირაკლი უჯმაჯურიძე გვიყვება, თუ რა არის დაგეგმილი კოლხეთის ეროვნულ პარკში.

ქართული ENTREPRENEUR-ის კონტრიბუტორები საავტორო სვეტებით:
რევაზ ცეცხლაძე: ბურგუნდიული ტერუარი
თათია მამნიაშვილი: ჭკვა ცოდნით მოიხმარების

არჩილ გელაშვილი

Entrepreneur Staff

ჟურნალისტი, Entrepreneur Georgia

Business News

საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება

ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ "ქართული ოცნების" ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

მენეჯმენტი

სამუშაო სივრცის გავლენა ადამიანებზე

ადამიანი საშუალოდ 90 000 საათს სამსახურში ატარებს