Join our Waitlist for Expert Advice!

''რეცეპტების მუზეუმი'' იყიდება ბიზნესს, რომელსაც დიდი პოტენციალი აქვს, ახლა სიცოცხლის ციკლის შენარჩუნება სჭირდება, რათა დასახული მიზნებისა და მისიის შესრულება სრულფასოვნად განაგრძოს

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

"ჯაშუში სუნელების" იდეა 2016 წელს შეიქმნა. ექვს თვეში დავამუშავეთ ინოვაციური ბიზნესგეგმა და 600-ლარიანი საწყისი ბიუჯეტით შევუდექით ჩვენს საქმიანობას. "ჯაშუში სუნელების" კონცეფციამ სამი წლის განმავლობაში უამრავი მოწონება დაიმსახურა. მახსოვს, პირველი ჰაკათონი "ბლენდერი" იყო, სადაც "ბილაინის" მიერ დაწესებული პრიზები მივიღეთ. მოვიპოვეთ CBC-ის კრეატიული ბიზნესის თასი 2017 წელს. ეს ღონისძიება ესტონური მხარის მიერ იყო ორგანიზებული და ფულად პრიზთან ერთად, ტალინში ბუთქემფზეც მიგვიწვიეს. ამის შემდეგ იყო აქსელერატორები, ტრენინგები, შეჯიბრებები და სტარტაპღონისძიებები, საიდანაც პრიზის გარეშე არასდროს წამოვსულვართ. ბრენდს SPY RECIPE საკმაო გამოხმაურება მოჰყვა ადგილობრივი და საერთაშორისო მედიის მხრიდან. იგი ინტერესის საგანი გახდა როგორც ბეჭდურ, ასევე სატელევიზიო ბიზნესმედიაში. ამ ინოვაციურ მიდგომას ვრცელ სტატიებს BBC TRAVEL BLOG და გასტრონომიული ტურიზმით დაინტერესებული ინფლუენსერები უძღვნიდნენ. პარალელურად, მონაწილეობას ვიღებდით ადგილობრივ და საერთაშორისო გამოფენებში, სადაც როგორც ეკომეგობრული პროდუქტი და ფერმერული პროდუქტის ანტერპრენერული ხედვა წარვდეგით, რომელმაც კულინარიის ერთ შეფუთვაში ჩატევა მოახერხა. სულ მალე, ბუტიკურ მაღაზიებთან ერთად, შევიძინეთ მსხვილი პარტნიორები "ფრესკოსა" და "ევროპროდუქტის" სახით, სადაც "ჯაშუში სუნელების" რეალიზება ამჟამადაც ხორციელდება.

გვქონდა ბრენდის ექსპორტთან დაკავშირებული გეგმებიც ბავარიის მთავრობისა და GIZ-ის ხელშეწყობით. 2019 წელს მიუნხენში ვაწარმოებდით მოლაპარაკებებს სხვადასხვა კომპანიასთან, თუმცა, არასაკმარისი ფინანსების გამო, ჩვენი მხრიდან ეს მოლაპარაკებები ვერ განხორციელდა.

2018 წელს "საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს" თანადაფინანსების საგრანტო კონკურსის გამარჯვებული გავხდით და 100 000-ლარიანი ინვესტიციით წარმოება გავაფართოვეთ. სტანდარტული საწარმოს ნაცვლად, სოციალური პასუხიმგებლობის ღირებულებით შევქმენით "რეცეპტების მუზეუმი". მუზეუმის მთავარი მისიაა, შემოგვინახოს ახალი რეცეპტები თანდართული ისტორიებით და გადასცეს ის მომავალ თაობებს, როგორც ისტორიული და კულტურული ღირებულება. მუზეუმში თავმოყრილი ინფორმაცია მომავალი თაობისთვის რუდუნებით შემონახულ არამატერიალურ ღირებულებად იქცევა. ერთი წლის განმავლობაში "რეცეპტების მუზეუმში" "ჯაშუში სუნელების" დამზადებასა და რეცეპტების შენახვასთან ერთად, ტარდებოდა კულინარიული მასტერკლასები − როგორც ადგილობრივი მოხალისეებისთვის, ასევე უცხოელი სტუმრებისთვის, რაც დამატებითი შემოსავლის წყარო გახდა. ადგილზე მოსული სტუმრებისთვის შესაძლებელია როგორც სუნელების, ასევე ხელნაკეთი სუვენირების შეძენაც (სამზარეულოს დაფები, კოვზები და ა.შ.).

"რეცეპტების მუზეუმის" გახსნიდან ერთი წლის თავზე, ყველაფერი კარგად მიდიოდა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერითა და შემომყვან ტურისტულ სააგენტოებთან აქტიური თანამშრომლობით, წლის ბოლომდე მნიშვნელოვან ზრდას ველოდით. ამასობაში განვიხილავდით აღმოსავლეთ ევროპაში გასტრონომიულ ბიზნესმოთამაშეებთან "რეცეპტების მუზეუმის" ბრენდის ფრენჩაიზინგის გაცემის პირობებსაც. შემუშავებული გვაქვს მუზეუმის გაციფრულების, განვითარებისა და ზრდისთვის ეტაპობრივი საჭირო ნაბიჯების სტრატეგია.

დღეს კი, მსოფლიო პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, "რეცეპტების მუზეუმი" იყიდება. ამ მცირე ბიზნესს, რომელსაც დიდი პოტენციალი აქვს, ახლა სიცოცხლის ციკლის შენარჩუნება სჭირდება, რათა დასახული მიზნებისა და მისიის შესრულება სრულფასოვნად განაგრძოს. მე კი ამ ყველაფრის მიღწევას შესაძლებელს ახალ, ეკონომიკურად უფრო ძლიერ ხელში გადაცემით ვხედავ.

მაკო ქავთარაძე

Spy Recipe-ის და რეცეპტების მუზუმის დამფუძნებელი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია