Join our Waitlist for Expert Advice!

საქართველოს ბანკისა და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერით ''კავკასფექი'' განვითარებას განაგრძობს

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ფოტო: საქართველოს ბანკი

საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობას აქტიურად განაგრძობს. ბანკისა და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის თანამშრომლობით, უკვე 20-ზე მეტი ქართული კომპანია ჩაერთო მსუბუქი მრეწველობის განვითარების პროექტში. მონაწილე კომპანიებმა დარგის ექსპერტებისგან ისეთ საკითხებზე მიიღეს კონსულტაციები, როგორიცაა: ფინანსების მოზიდვა და ანალიტიკა, ახალი გაყიდვების არხების განსაზღვრა და სხვა. ერთ-ერთი ასეთი კომპანიაა "კავკასფექი".

2011 წლიდან, "კავკასფექი" ერთჯერადი შესაფუთი მასალების წარმოებას უზრუნველყოფს. პროდუქციის რეალიზაციას კომპანია როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე - აშშ-ში, კანადაში, პანამაში, თურქეთში, უზბეკეთში, აზერბაიჯანში, რუსეთში, სომხეთსა და უკრაინაში ახორციელებს.

დღეს კომპანია 90-ზე მეტ ადამიანს ასაქმებს. "კავკასფექს" ეკომეგობრული მიდგომა გამოარჩევს. მისი პროდუქცია გადამუშავებული ბოთლებისგან იწარმოება.

"კავკასფექის ფუნდამენტურ პრინციპს ეკოლოგიაზე ზრუნვა წარმოადგენს. მოსახლეობის მიერ გამოყენებული პლასტმასის ბოთლი არ ხვდება ბუნებაში და მისი რეციკლირების საფუძველზე, ვიღებთ ახალ პროდუქტს. ამჟამად, ჩვენი ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ენერგოეფექტურობის გაზრდაა. საქართველოს ბანკისა და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, ჩვენ გვეძლევა შესაძლებლობა, ავიმაღლოთ კვალიფიკაცია, ვიყოთ უფრო მოქნილები და გაზრდილი შესაძლებლობების საფუძველზე, გავხდეთ მეტად კონკურენტუნარიანები, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე", - აცხადებს "კავკასფექის" დირექტორი და დამფუძნებელი, ამირან ცერცვაძე.

ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკისა და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მსუბუქი მრეწველობის განვითარების პროექტი განკუთვნილია იმ ბიზნესებისთვის, რომლებიც საქმიანობენ სამშენებლო მასალების დამზადების, ავეჯის ან სათამაშოების წარმოებისა და დიზაინის მიმართულებით. ან ახორციელებენ მყარი ნარჩენების გადამუშავების, შესაფუთი მასალებისა თუ ინდივიდუალური დაცვის საშუალებების (Personal Protective Equipment – PPE) წარმოებას. პროექტი კომპანიებს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, დარგის ექსპერტებისგან მიიღონ ისეთ საკითხებზე ინფორმაცია, როგორიცაა: ფინანსების მოზიდვა და ფინანსური ანალიტიკა, ექსპორტის დაგეგმვა, ადგილობრივი ბაზრის კვლევა, გაყიდვების ახალი არხების განსაზღვრა და სხვ.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია