Cyber Monday Sale! 50% Off All Access

საკვანძო მოვლენა ჯანდაცვის სფეროსთვის: ამერიკის სურსათისა და წამლის ადმინისტრაცია აღიარებს IQOS როგორც შემცირებული რისკის მქონე თამბაქოს პროდუქტს

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

IQOS Philip Morris International-ის პროდუქტია, რომელიც ინოვაციური ტექნოლოგიის გამოყენებით, წვის ნაცვლად, თამბაქოს ახურებს 350°C-მდე, რის შედეგადაც არ გამოიყოფა ცეცხლი, კვამლი და ფერფლი. IQOS HeatControl™-ის ეს ტექნოლოგია გაცილებით ნაკლებად საზიანოა ადამიანის ჯანმრთელობისთვის, ვიდრე აალებადი, ჩვეულებრივი სიგარეტები. IQOS-ის ეს უპირატესობა გასულ სამშაბათს, 7 ივლისს, ამერიკის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამაც (Food and Drug Administration) დაადასტურა და კომპანიას უფლება მისცა ამერიკის ფარგლებში მოახდინოს პროდუქტის მარკეტირება, როგორც შემცირებული რისკის მქონე თამბაქოს ნაწარმისა.

კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის, ანდრე კალანცოფულოსის თქმით, ამერიკის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციის ეს გადაწყვეტილება არის "საკვანძო მოვლენა ჯანდაცვის სფეროსთვის".



"ამერიკის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციის ეს გადაწყვეტილება კარგი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეუძლიათ ხელისუფლებებსა და ჯანდაცვის ორგანიზაციებს, განახორციელონ სიგარეტის ისეთი ალტერნატივების რეგულირება, რომლებიც არ გამოყოფს კვამლს, ისე, რომ პროდუქტი სიგარეტისაგან განსხვავებულად იყოს აღქმული, რათა ხელი შეუწყონ ჯანდაცვის გაუმჯობესებას," – განაცხადა Philip Morris International-ის აღმასრულებელმა დირექტორმა.

სურსათისა და წამლის ადმინისტრაციის ეს გადაწყვეტილება იმასაც გულისხმობს, რომ მომხმარებლებს მიეწოდებათ ინფორმაცია იმ უპირატესობების შესახებ, რომლებიც IQOS-ს აქვს ტრადიციულ სიგარეტებთან შედარებით. პარასკევს, 10 ივლისს გამართულ დისტანციურ მედიაბრიფინგზე კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, ანდრე კალანცოფულოსმა და ვიცეპრეზიდენტმა კომპანიის სტრატეგიულ და სამეცნიერო კომუნიკაციებში, მოირა გილქრისტმა, ამერიკული ადმინისტრაციის გადაწყვეტილების ისტორიულ მნიშვნელობაზე ისაუბრეს. მათი აზრით, მნიშვნელოვანია, რომ მწეველებს ჰქონდეთ ინფორმაცია ნაკლებად საზიანო თამბაქოს პროდუქტის შესახებ.

"რა თქმა უნდა, საუკეთესო ვარიანტია, ადამიანმა არ დაიწყოს თამბაქოს მოხმარება ან მას თავი მთლიანად დაანებოს. თუმცა, მისთვის, ვინც მოწევას თავს ვერ ანებებს, საუკეთესო ვარიანტი ის არის, რომ ჩაანაცვლოს სიგარეტი მეცნიერების მიერ ჯანმრთელობისთვის ყველაზე უსაფრთხო საშუალებად აღიარებული პროდუქტით, რომელიც არ გამოყოფს კვამლს", – თქვა აღმასრულებელმა დირექტორმა.

"ახლა სწორედ იმის დროა, რომ სწრაფად ჩავანაცვლებინოთ მწეველებს სიგარეტი. მეცნიერულად დადასტურებული უკეთესი ალტერნატივები, როგორიცაა მაგალითად IQOS, წარმოადგენს საჯარო ჯანდაცვის ამ შესაძლებლობას", – თქვა დოქტორმა გილქრისტმა მედიაბრიფინგის დასრულებისას.

კომპანიის ლიდერები იმედოვნებენ, რომ დროთა განმავლობაში ტრადიციულ სიგარეტებს IQOS ჩაანაცვლებს, რომელსაც გაცილებით პოზიტიური ზეგავლენა ექნება მწეველთა ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

Business News

საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება

ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ "ქართული ოცნების" ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

ცნობილი ადამიანები, რომლებმაც დიდ წარმატებამდე დიდი მარცხი იწვნიეს

წარმატებული ადამიანი იმიტომ არის წარმატებული, რომ მან იბრძოლა!